Jump to content

პლანშეტების პირველი ხაზი Windows RT ოპერაციულ სისტემაზე


Shopen

Recommended Posts

როგორც ცნობილია "სამაგიდო" Windows პირველად გადადის ARM პლატფორმაზე, როგორც Windows RTოპერაციული სისტემა,რომელზეც მომხმარებლებს შეეძლებათ დააყენონ მხოლოდ სენსორული აპლიკაციებიWindows Store-დან. "სამაგიდო" ვინდოუსიდან კი შემდეგი პროგრამები იქნება:Office RT და Internet Explorer 10. ამ პლატფორმით კომპანია Microsoft შეძლებს(ალბათ) დაუბრუნდეს ასპარეზს პლანშეტების ბაზარზე და გაუწიოს კონკურენცია მის კონკურენტებს. Windows 8-სთან ერთად ამ წელს გამოვა 5 პროდუქტი Windows RT-ს ბაზაზე:პლანშეტი Microsoft Surface RT და ასევე კიდევ რამოდენიმე მოწყობილობა პარტნიორ კომპანიებიდან.

surfaceblack_1.jpg

 

აპარატების პირველ ხაზში რომლებიც Windows RT-ზე იმუშავებს განსაკუთრებით ელიან თვით Microsoft-ის პროდუქტს-ომპანია გადაწყვიტა ყურადღება მიექცია ახალ პლატფორმაში ისეთ შესაძლებლობებზე რომლებსაც ყველა დადებითად შეაფასებდა.
ეხლა კი ვარიანტები თუ რას გვთავაზობს მეგობარი კომპანიები Surface-ს ნაცვლად, ესენია:

Dell XPS 10
Lenovo IdeaPad Yoga 11
ASUS Vivo Tab RT
Samsung Ativ Tab

მაშ ასე დავიწყოთ თითოეულის მიმოხილვა, პირველი ეს არის მაიკროსოფტის პლანშეტური კომპიუტერი Microsoft Surface RT:
Tablet-Microsoft-Surface-RT.jpg
დიზაინი
surface-ს აქვს ლამაზი,უბრალო და დახვეწილი დიზაინი, თვითონ პლანშეტი არის შავი ფერის,ხოლო კლავიატურა(Touch Cover) რომელიც ძალიან მოსახერხებელია თითქმის ყველა ფერში არის, მყიდველს შეეძლება თავისი სურვილისამებრ შეარჩიოს თუ რომელი ფერის უნდა.
პლანშეტის წინა პანელზე განთავსებულია ზევითა ნაწილში ვიდეოთვალი, ქვევით კი მაიკროსოფტ ვინდოუსის ლოგო/ღილაკი. უკანა მხარეს კი საკმაოდ მოკრძალებული არის, აქვს ფოტოკამერა და ლოგო, აღჭურვილია მაგნიტური კორპუსით.
გადავიდეთ დეტალებზე:
წინა მხარე დაფარულია შუშითა, აქვს 10,6 დიუმიანი ეკრანი, დისპლეი არის ClearType HD მატრიცაზე, ქვემოთ როგორც ზევით ავღნიშნეთ აქვს ერთადერთი ღილაკი.
პლანშეტის მარცხენა მხარეს განთავსებულია: 3.5მმ mini jack და ხმის მარეგულირებელი, მარჯვენა მხარეს კი USB 2.0 , micro HDMI პორტები და ასევე ჯეკი დასამუხტად. პროდუქტის ერთ-ერთი საინტერესო ინტერფეისის ნაწილია უკანა ხუფი რომელიც ძალიან მოსახერხებელია დასადგამად, მაგალითად ჰორიზონტალურ სიბრტყეზე დასადებად რითაც კიდევ უფრო შესაძლებელი ხდება მისი ჩანაცვლება ნეთბუქის მაგიერ.
რამდენიმე სიტყვა Touch Cover-ის შესახებ :
Touch Cover ეს არის მაიკროსოფტის ნაწარმი თავისივე პლანშეტისთვის, რითაც მან დიდი წვრილი შეიტანა სურფეისის პოპულიზაციაში, მისი თვით საფარის სისქეა 3მმ, რომელიც არის დამზადებული სასიამოვნო,ქსოვილის მასალისგან. ღილაკები ერთმანეთისგან ცოტათი დაცილებული არის, ასევე აქვს მულტითაჩ ტექნოლოგიაც. მისი ფასი ამერიკის ბაზრისთვის არის 119 ამერიკული დოლარი.
ტექნიკური მახასიათებლები:
ამჯერად კომპანია Microsoft-მა გადაწყვიტა Nvidia-სთან თანამშრომლობა, რის შედეგადაც პლანშეტს აქვს Tegra 3 ჩიპსეტი T30 მოდელის. რატომღაც პლანშეტის გამოსხვლამდე ეგონათ რომ გამოიყენებდენ Qualcomm-ის ჩიპსეტს რომელიც შედარებით უფრო წარმადობიანი არის, მაგრამ სამაგიეროდ მოწყობილობა აღიჭურვა 2გიგაბაიტის მოცულობის ოპერატიული მეხსიერებით რაც ბევრ Android-ზე მომუშავემოწყობილობას შეშურდებოდა. კიდევ ერთი საკითხი ეს არის ოპტიმიზაცია რაც ნამდვილად კარგად არის გაკეთებული, სისტემის ჩართვიდან 5-20 წამია საკმარისი რომ ნახო თუ როგორი სწრაფია ის თავის წინამორბედთან შედარებით.
მწარმოებლებმა გადაწყვიტეს რომ surface RT-ში არ ჩაენერგათ 3G და LTE ქსელების მხარდაჭერა, მაგრამ აქვს Wi-Fi მოდული, ასევე მოწყობილობას აქვს bluetooth ტექნოლოგია მე-4 ვერსიის.
მოკლე დახასიათება:

  • პროცესორი- NVIDIA Tegra 3 (T30)
  • პროცესორის ტაქტიკური სიხშირე- 1,3 GHz
  • ოპერატიული მეხსიერება- 2 Gb
  • შიდა მეხსიერება- 32 Gb  64 Gb
  • პროგრამული აღჭურვილობა- ОС Windows RT,Office Home & Student 2013 RT
  • ეკრანი- 10,6” ClearType HD, 1366 x 768 პიქსელი, 16:9
  • კამერა- ძირითადი და წინა კამერა 720p HD, 1 MP
  • კომუნიკაცია- Wi-Fi (802.11a/b/g/n), Bluetooth 4.0, USB 2.0, microHDMI
  • ბატარიის მუშაობის დრო- 8 სთ საშუალო რეჟიმში, 7-15 დღე Standby რეჟიმში
  • ზომა- 275 x 172 x 10მმ
  • წონა- 676გრ
  • ღირებულება- $499,Touch Cover - $119 შ-ს ბაზრისთვის

ეხლა კი გადავიდეთ და მოკლედ მიმოვიხილოთ პარტნიორი კომპანიების პლანშეტებიც
Dell XPS 10

DELL-Shows-Impressive-XPS-10-WindowsRT-A

 

ამ მოწყობილობის შესახებ ჯერ კიდევ IFA 2012-სას გახდა ცნობილიმოწყობილობას აქვს საკმაოდ კარგი დიზაინი, აქვს კლავიატურა რომელიც ეხსნება, რითაც შეგვიძლია გავხადოთ პლანშეტი ან თუკი პირიქით მოვხსნით გამოვიყენებთ როგორც პლანშეტს.
როგორც ბევრი 10,1 დიუმიანი პლანშეტი XPS 10-იც მიიღებს სპორტულ შავ კორპუსს, მისი კლავიატურა ჰგავსAsus Transformer-ისას ღილაკების განლაგებით. კლავიატურა კომპანიის განცხადებით შევა კომპლექტაციაში. გადავიდეთ მის ჰარდზე, აქვს Qualcomm Snapdragon S4 პროცესორი, 1.5GHz ტაქტიკური სიხშირით, 10.1" HD დისპლეი 1366x768 გაფართოებით, წინა კამერა 2MP ხოლო უკანა კი 5 MP-ანი. პლანშეტს აქვს შემდეგი საკომუნიკაიო საშUალებები:Wi-Fi (802.11a/b/g/n),Bluetooth 4.0,LTE და HSPA+. გვერდითა მხარეს აქვს Micro-USB, micro-SD, micro-SIM და 3.5მმ მინი ჯეკ პორტები. ამერიკის ბაზრისთვის მისი ფასი შეადგენს 499 ამერიკულ დოლარს.

Lenovo IdeaPad Yoga 11

lenovo-ideapad-yoga.jpg

 

Yoga 11-ის საწყისი ფასი იქნება $800. ამ აპარატს აქვს თავისი კლავიატურა რომლის გადაბრუნება შესაძლებელია 360 გრადუსით, ასე რომ ეს არის როგორც ულტრაბუკი ასევე პლანშეტი.
ამ თანხაში მყიდველს ესეთი კონფიგურაცია ხვდება წილად:11.6 დიუმიანი დისპლეი 1366 x 768გაფართოებით,ოთბირთვიანი Tegra 3 პროცესორი,2GB ოპერატიული მეხსიერება DDR3,64Gბ ჩაშენებული მეხსიერება,ასევე აქვს წინა კამერა 720p, HDMI და USB 2.0 პორტები. საკომუნიკაციო საშუალებებიდან მას აქვს:W-LAN 802.11 b/g/n და Bluetooth მოდული. Lenovo ჰპირდება მომხმარებლებს რომ მისი მოწყობილობას შეუძლია 13 საათამდე ავტონომიურ რეჟიმში მუშაობა.

ASUS Vivo Tab RT

asus-vivo-tab-rt.jpg

 

ეს არის ტაივანური კომპანიის პირველი ნაწარმი რომელიც იმუშავებს windows RT ოპერაციულ სისტემაზე, მისი ფასი დაახლოებით $600 არის 32GB ვერსია ხოლო 64GB ვერსიის კი $700 ამერიკული ბაზრისთვისსამწუხაროდ მას არ მოყვება ფიზიკური კლავიატურა რომელიც დამატებით ღირს $170—200. მის მონაცემბში შედის:ოთხბირთვიანი Tegra 3-ის პროცესორი,10,1 დიუმიანი IPS-მატრიცაზე მყოფი დისპლეი 1366 x 768გაფართოებით, 2GB ოპერატიული მეხსიერება, 32 Gბ შიდა მეხსიერება,ასევე 8 მეგაპიქსელიანი უკანა ხოლო წინა 2 მეგაპიქსელიანი კამერა. აქვს micro SD, HDMI USB 2.0 პორტები, ასევე ,ასევე მწარმოებლები მომხმარებლებს ჰპირდებიან 4G LTEვერსიასაც.

Samsung Ativ Tab

samsung-ativ-tab-pr.jpg

 

ესანიშნავი კონკურენტებისგან განსხვავებით კორეულმა კომპანია სამსუნგმა ახალი ორბირთვიანი ARM-პროცესორის Qualcomm Snapdragon S4 (APQ8060A) გამოყენება ამჯობინა რომლის ტაქტიკური სიხშირეა 1.5GHz,მოწყობილობას აქვს 10,1 დიუმიანი დისპლეი 1366x768 გაფართოებით, 2GB ოპერატიული მეხსიერება, ხოლო შIდა მეხსიერება კი 32 და 64 Gბ ექნება, ასევე მას აქვს USB, micro-HDMI, MircroSD პორტები,NFC ტექნოლოგიის მხადაჭერა8200mAh ბატარეა,Bluetooth 4.0 მოდულისმხარდაჭერა, 5მეგაპიქსელიანი კამერა LED განათებით, ხოლო წინა კამერა 1.9 მეგაპიქსელიანი, ასევე იქნება ხელმისაწვდომი 4G LTE ვერსიაც. მისი ფასი შეადგენს 600 ამერიკულ დოლარს. 

  • Upvote 3
Link to comment
Share on other sites

მადლობა პირველ რიგში სტატიისათვის 

 

იქნე მეტი სურათები ჩაამატო დანარჩენ მოდელებზეც კარგი იქნება 

 

 

 

რაც შეეხება პლანშეტებს , მეგონა რომ უმეტესობაში ვიხილავდით Haswell ის მობილურ პროცესორებს , საინტერესოა ჩვენთან თუ სემოვა ესენი 

Link to comment
Share on other sites

მადლობა პირველ რიგში სტატიისათვის 

 

იქნე მეტი სურათები ჩაამატო დანარჩენ მოდელებზეც კარგი იქნება 

 

 

 

რაც შეეხება პლანშეტებს , მეგონა რომ უმეტესობაში ვიხილავდით Haswell ის მობილურ პროცესორებს , საინტერესოა ჩვენთან თუ სემოვა ესენი 

არაფრის

ეს ძველი სტატიაა შედარებით მაშინ არ იყო 4G cpu-ები

ეხლა კი ბევრს აღარ უნდა Win8-ზე გამოშვება ტაბების

სურათებს კი ჩავამატებ )

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.