Popular Post მიშა Posted November 2, 2010 Popular Post Share Posted November 2, 2010 გამარჯობა ძვირფასო ფორუმო... გუშინ რაღაც გეგმებს ვაწყობდი და აღმოვაჩინე, რომ ერთი საჭირო სტატია გამომრჩენია... თერმოპასტებს ვგულისხმობ. ამიტომ ახლა ამ შეცდომის გამოსწორებას $#^#(|დები... 1. დანიშნულება თერმოპასტა (Thermal paste/grease/compound/ Heat paste) არის ნახევრადთხევადი ნივთიერება, რომელიც თბოგამტარობას აუმჯობესებს. მას ძირითადად ელექტოტექნიკაში იყენებენ რადიატორსა და ელექტროსქემის კომპონენტებს შორის უკეთესი თბოგაცვლის მისაღწევად... როგორც იცით, არც რადიატორის და არც პროცესორის ზედაპირები ხშირ შემთხვევაში არ გახლავთ იდეალური: ასეთი ზედაპირების ერთმანეთზე მორგებისას მათ შორის წარმოიქმნება სიცარიელე, რომელიც რათქმაუნდა ჰაერითაა ამოვსებული: ჰაერი კი ლითონზე 8000-ჯერ უარესი თბოგამტარობით ხასიათდება და ცხადია სქემის კომპონენტის (მაგ. პროცესორის) გაგრილების ხარისხი იკლებს. სიცარიელის ამოსავსებად ზედაპირების გაპრიალებასაც მიმართავენ ხოლმე და ხშირ შემთხვევაში რადიატორების "მუშა" ზედაპირი სარკესავით პრიალაც კია: მაგრამ როგორც უნდა გავაპრიალოთ ზედაპირი, იგი იდეალურად სწორი მაინც არასდროს იქნება და სწორედ დარჩენილი სიცარიელის ამოსავსებად გამოიყენება თერმოპასტა. 2. ტიპები დღესდღეობით გავრცელებული თერმოპასტების ტიპებია: კერამიკული - ასეთი ტიპის პასტებში კერამიკული ფხვნილი და სილიკონი ერთმანეთშია არეული. მის შემადგენლობაში შედის: ბერილიუმის ოქსიდი (BeO), ალუმინის ნიტრიდი (AlN), ალუმინის ოქსიდი (Al2O3), თუთიის ოქსიდი (ZnO) და სილიკონის დიოქსიდი (SiO2). რადგან კერამიკული პასტის შემადგენელი ნივთიერებები თეთრი ფერისაა, პასტაც თეთრი გამოდის: ლითონის შემცველი - ამ ტიპის თერმოპასტა შეიცავს ლითონს, როგორც წესი ალუმინს, ან ვერცხლს. იგი წინაზე უკეთესი თბოგამტარობით ხასიათდება, მაგრამ ფასიც მეტი აქვს. ნახშირბადოვანი - ამ ტიპის თერმოპასტა შეიცავს ნახშირბადის ბოჭკოებს, ან ალმასის მტვერს. ფასზე არაფერს ვამბობ. თხევადმეტალიანი - ასეთი თერმოპასტები გალიუმის ნარევისგან მზადდება. არის იშვიათი და ძვირადღირებული (თუმცა Power_VANO-ს სექს-შოპში იყო თავის დროზე ) უკანასკნელის გარდა ყველა ტიპის თერმოპასტებში შერეულია მინერალური ზეთი, ან სილიკონი საცხი, რათა თერმოპასტა პლასტიური გახდეს. გარდა ტიპებისა თერმოპასტის ხარისხს შემდეგი მახასიათებლები განსაზღვრავს: 1. რამდენად კარგად ავსებს იგი სიცარიელეებს. 2. რამდენად კარგად ეწებება იგი მუშა ზედაპირებს. 3. კარგავს თუ არა კონსისტენციას ტემპერატურის ცვლილების შედეგად. 4. რამდენად კარგად უძლებს დროს (ანუ ხომარ ხმება). 5. რამდენად კარგი დიელეკტრიკია (ანუ ღმერთმა დაგვიფაროს და შემთხვევით ხომარ ატარებს დენს). 6. ხომარ იჟანგება, ან ხომარ ჟანგავს მუშა ზედაპირებს. დაბოლოს, თუკი ვინმემ არ იცით, როგორ წაუსვათ თერმოპასტა პროცესორს, იმედია ეს ვიდეორგოლი დაგეხმარებათ. კარგად წასმული თერმოპასტა დაგეხმარებათ პროცესორის ტემპერატურის შემცირებაში და დაახლოებით ორ წელიწადს გაძლებს. დღესდღეობით ტერმოპასტების ერთ-ერთი საუკეთესო მწარმოებელია კომპანია Arctic Silver. მისი პროდუქციიდან აღსანიშნავია: Arctic Silver 5 (AS5) - მაღალი სიმჭიდროვის მქონე ვერცხლის, თუთიის ოქსიდისა და ალუმინის ოქსიდის შემცველი თერმოპასტა, რომელიც კომპანიის ყველაზე პოპულარული ნაწარმი გახდა. იგი სილიკონს არ შეიცვს. თერმული წინაღობა 25 მიკრომეტრის სისქის ფენისთვის უდრის 2.9 mm²•K/W-ს. Céramique - მაღალი სიმჭიდროვის მქონე ალუმინის ოქსიდის, ბორის ნიტრიდის და თუთიის ოქსიდის შემცველი თერმოპასტა. იგი აბსოლუტური დიელექტრიკია (ანუ არც ატარებს და არც აგროვებს ელექტრულ მუხტს), ამიტომ საუკეთესოა იქ, სადაც საჭიროა ელექტროიზოლაცია. თერმული წინაღობა 25 მიკრომეტრიანი ფენისთვის უდრის 4.5 mm²•K/W-ს. Arctic Alumina - AS5-ის ანალოგიური თერმოპასტაა, მაგრამ მისგან განსხვავებით "ალუმინა" დაბალი სიმჭიდროვის ნაწილაკებს შეიცავს. თერმული წინაღობა 25 მიკრომეტრიანი ფენისთვის უდრის 6.5 mm²•K/W-ს. Arctic Silver Thermal Adhesive - ვერცხლის ნაწილაკების შემცველი "თერმოწებო". ატარებს ელექტროენერგიას, ასე რომ კარგად დაფიქრდით სად უსმევთ... Arctic Alumina Thermal Adhesive - კერამიკული "თერმოწებო". არ ატარებს ელექტროენერგიას. ArctiClean - ყველა ზემოხსენებული ნივთიერების მოსაშორებელი სითხე. გმადლობთ ყურადღებისთვის. პატივისცემით, მიხეილ რ. 10 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
softgeo Posted February 16, 2011 Share Posted February 16, 2011 (edited) ავტორი - მიშა გაგიმარჯოს ბრატ... ერთი შEკითხვა მაკვს შEნთან ეგ თერმო პასტა რისთვის გამოიკენება ამიხსენით ძმურად .... PM ში მომწერე ძმურად სხვა როგორა ხარ ძმა ხო ხარ მაგრად გაიხარეეეეეეეეეე Edited February 16, 2011 by softgeo Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Fatal Fighter Posted February 16, 2011 Share Posted February 16, 2011 გაგიმარჯოს ბრატ... ერთი შEკითხვა მაკვს შEნთან ეგ თერმო პასტა რისთვის გამოიკენება ამიხსენით ძმურად .... PM ში მომწერე ძმურად სხვა როგორა ხარ ძმა ხო ხარ მაგრად გაიხარეეეეეეეეეე თემა გადაიკითხე და გაიგებ რისთვის არის საჭირო , ეს თემა ზუსტად მაგიტომაც დაიწერა. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted February 16, 2011 Share Posted February 16, 2011 ძალიან მარტივია თერმოპასტით უკეთესად გრილდება პროცესორი და ვიდეო თერმოპასტის გარეშე თბოგადაცემა და გაგრილება უარესია ბევრად რაც უფრო კარგია თერმოპასტა მით უკეთესია 3 ლარიან და 25 ლარიან თერმოპასტას შორის სხვაობა 10 გრადუსზე მეტი იქნება 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Heartbreaker Posted June 11, 2011 Share Posted June 11, 2011 მე ვიყიდე თერმოპასტა დიდ კოლოფში არის განთავსებული და დიდიხანი მექნება ეტყობა და ხომ არ გაფუჭდება? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
IkaMac Posted June 15, 2011 Share Posted June 15, 2011 ერთი ფეხია მაგი სუყველა 1 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
vakhtang Posted August 23, 2013 Share Posted August 23, 2013 დიდი მადლობა, თემის ავტორს, სასარგებლო ინფოსთვის. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
vakhtang Posted August 23, 2013 Share Posted August 23, 2013 თემის ავტორს ვთხოვ ან ვინც იცის იმან მიპასუხოს: თერმო პასტის შენახვის პირობები მაინტერესებს. დასაშვებია მისი შენახვა ოთახის ტემპერატურაზე? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ოთო Posted August 23, 2013 Share Posted August 23, 2013 კი ოთახის ტემეპრატურა მოსულა. მაცივარში ჩადება არ ჭირდება. უბრალოდ შეეცადე მზეზე არ იდოს, და არც ძალიან ნესტიან ადგილზე. სტანდარტული შენახვის პირობები აქვს რა 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
vakhtang Posted August 23, 2013 Share Posted August 23, 2013 გასაგებია... Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
daviti-q Posted August 23, 2013 Share Posted August 23, 2013 კაი თემაა თან ამ შუა ზაფხულში(კომპებისთვის ძნელად გადასატანი სეზონი) ბევრს გამოადგება!!! Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
kakha77777 Posted August 25, 2013 Share Posted August 25, 2013 მიშა მართალია ლითონთან შედარებით ძალიან ცუდი სითბოგამტარია ჰაერი, მაგრამ, არც ტერმო პასტაა ლითონივი სითბოგამტარი,ამიტომ უკეთესია, რაც შეიძლება თხლად იყოს წასმული, ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ლითონის ზედაპირები, მაქსიმალურად უნდა ეხებობოდეს ერთმანეთს და თერმოპასტა ისე უნდა იყოს წასმული, რომ ლითინის მიკროსკოპულ ფორებს ავსებდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ სქლად იქნება წასმული, სულ რომ არ ქონდეს თერმოპასტა წასმული იმ შემთხვევაში უფრო დაბალი იქნება ტემპერატურა აჯობებს. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ViewSonic Posted January 8, 2017 Share Posted January 8, 2017 სად შეილება შევიძინო თერმო პასტა სადღაც პეკინთან ახლოს Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Gadget Posted January 8, 2017 Share Posted January 8, 2017 14 minutes ago, ViewSonic said: სად შეილება შევიძინო თერმო პასტა სადღაც პეკინთან ახლოს yversy.ge და ultra.ge-ს აქვთ ფილიალები ვაჟაზე. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.