Jump to content

Windows Server 2008 R2


Recommended Posts

Windows Server 2008 R2 Microsoft ბოლო სერვერული პროდუქტია, ხოლო მისი სერვერული პროდუქტები "საშინაო" დესკტოპური Workstation-ებისგან გამოირჩევა სტაბილურობით, დაცულობით და წარმადობითაც.

3ewzy.jpg

მოვიყვან compinfo-ელი Giena-ს სიტყვებს:

 

Quote
ამდენი ვწერე და ბევრმა შეიძლება მაინც ვერ გაიგო რა ჯანდაბად გვინდა სერვერი სახლის კომპზე :- ) ამიტომ ბოლო სიტყვად შემოვინახე ახსნა განმარტება, პირველ რიგში აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ სტატიაში საუბარია Windows Server 2008 R2-ზე, რატომ უნდა გაითვალისწინოთ? ახლავე აგიხსნით, Microsoft-მა გამოუშვა ახალი ოპერაციული სისტემა Windows Vista, რომლის ბირთვზეც აეწყო პირველი Windows Server 2008-ი (რა თქმა უნდა ბირთვი უფრო ოპტიმიზირებული და სტაბილური იყო) შემდეგ ამ Windows Server 2008-ის ბირთვი იქნა მოდიფიცირებული და სამყაროს მოევლინა Windows 7 რომელიც ვისტასთანაც და წინა სერვერთანაც შედარებით ბევრად სწაფი და სტაბილურია, ხოლო Windows Server 2008 R2 არის Windows 7 მოდიფიცირებულ ბირთვზე აწყობილი, შესაბამისად 7-ზე სტაბილური, ოპტიმიზირებული და დაცულია. ასევე გავითვალისწინოთ ისიც, რომ ფაქტიურად Windows 7 და Windows Server 2008 R2-ი ერთი და იგივე სისტემაა აქედან გამომდინარე, ვინც 7-ზე მუშაობს ამ სტატიის წაკითხვის და პირნათლად შესრულების შემთხვევაში იგივე 7-ზე იმუშავებს ოღონდ სერვერზე :- )

გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ Server 2008 R2 არსებობს მხოლოდ 64 ბიტიანი ვერსია, ამიტომ მის დაყენებას ვურჩევ იმათ, რომლებიც იყენებენ 64 ბიტიან Windows 7-ს.

მოკლედ, 4გბ და მეტი RAM და ასევე Core2Duo კლასის პროცესორის პატრონებს ;)

 

სერვერულ OS-ებს აქვთ თავისი ასე ვთქვათგანსხვავებული თვისებები სტანდარტულ დესკტოპურ OS-ებთან (დავარქვათ ამ კლას Workstation-ები) შედარებით, რომელთა მორჯულების გარეშე სახლის პირობებში გამოყენება არ ღირს. მორჯულებაზე ცოტა ქვემოთ, ხოლო განსხვავებებში შედის მაგალითად ის, რომ გამორთულია ყოველგვარი ვიზუალური ეფექტი, გათიშულია ხმის მხარდაჭერა, სისტემა მეტ რესურსებს უთმობს სერვისებს ვიდრე პროგრამებს: მოკლედ სერვერია რა...

მივხედოთ გადმოწერას Microsoft-დან:

ამ მისამართიდან შესაძლებელია Server 2008 R2-ის 180 დღიანი Trial ვერსიის გადმოწერა, ამისათვის საჭიროა მხოლოდ Windows Live ID :ფოსტა Hotmail-ზე, MSN-ის ექაუნთი და ა.შ,მოკლედ, ვისაც არ გაქვთ ეს Live ID, ვერგისტრირდებით აქ: MSN Sign UP

შემდეგ, შევდივართ Internet Explorer-ით ზემოთ მოცემულ მისამართზე და ვირჩევთ

 
IT Pros Download Here

3gjdm.png შემდგომ ფანჯარაში გვთხოვენ ავტორიზაციას Windows Live ID-ის გამოყენებით, და თუ პირველად ვართ ამ სისტემაში, გამოდის შესავსები ანკეტა აქ აუცილებლად მიუთითეთ Job-ში და Interes-ებში IT Professionalან IT ფორმის შევსების და გადაგზავნის შემდეგ, მოვხვდებით ახალ ფანჯარაში, რომელიც გვეუბნება, რომ Download Manager დაიწყებს მუშაობას (IE-ს Security Setting -ების კონფიგურაციის მიხედვით შესაძლოა მოგთხოვოთ ნების დართვა ამაზე) ვუთითებთ შესანახ ადგილს და ველოდებით გადმოწერის დასრულებას. გადმოწერილი ISO იმიჯის დისკზე ჩაწერასა და Windows-ის ინსტალაციაზე აღარ შევჩერდები (დამატებით ნახეთ: Server 2008 Installation, გეტყვით ერთს, რომ თავიდან, OS-ზე მოგთხოვთ ძლიერი პასვორდის დაყენებას: დიდი და პატარა ასოების და ციფრების გამოყენებით, შემდეგში ამის შეცვლა შეიძლება) გადავიდეთ კონფიგურაციაზე, რათა ჩვენი სერვერი ვაქციოთ "შინაურ" OS-ად ანუ Workstation-ად (ნუ ვისაც სერვერად უნდა მისი გამოყენება, თვითონაც იცით შემდეგ როგორ მოიქცეთ ;) ) Windows Server 2008 R2-ის მორჯულებაზე Giena-მ საკუთარი გამოცდილების მიხედვით დაწერა მშვენიერი სტატია compinfo.ge-ზე, სადაც დაწვრილებით სკრინშოტებით აღწერა ყველაფერი: Windows Server 2008 R2-ის მორჯულება მე გირჩევთ, გადაიკითხოთ ეს სტატია, თუმცა მოსარჯულებლად ჩვენ ბევრად უფრო მარტივ მეთოდს მივმართავთ. (ზოგისთვის, მიუხედავად სტატიის დაწვრილებითი აღწერისა, მაინც რთული ჩანს ყველაფერი ერთი შეხედვით, თან შესაძლოა რამე გამოგრჩეს....) წარმოგიდგენთ პროგრამას, რომელიც რამდენიმე კლიკში გაკეთებს მთელს კონფიგურაციას: R2 CONVERTER GUI

 
მიმდინარე ვერსიაა 3.0.0 

lkb0e.jpg ყველა საჭირო პარამეტრის ცვლილება ამ პროგრამითაა შესაძლებელი. სიმარტივისთვის დაჯგუფებულია რამდენიმე კატეორიაში:

 
Features

Services

Packs

Tweaks

Fixes

Misc

 

 

გირჩევთ გადახედოთ საინტერესო რესურსს win2008workstation.com, სადაც კიდევ ბევრ საინტერესო ინფორმაციას ნახავთ.

Server 2008 R2 to Workstation Step by Step Guides

 

ცოტა წვალება და გვაქვს უკვე Windows Seven-ად გადაკეთებული Server 2008 R2 უფრო ოპტიმიზირებული, დაცული და სტაბილური ბირთვით.

 

რაც შეხება დრაივერებს, 99% Windows 7 64 bit დრაივერებისა თავსებადია Server 2008R2-თან, პროგრამების 99.99% თავსებადია.

შესაძლოა პრობლემა შეგექმნათ Bluetooth დრაივერებთან,(უკაბელო კლავიატურა და მაუსი მაგალითად) თუმცა ეგეც მოგვარებადია

დრაივერების ინსტალაციის ალტერნატიული გზები

 

 

დამატებით შეგიძლიათ გადახედოთ:

Security Software Compatibility

Games Compatibility

 

მოკლედ, ყველა მსურველს წარმატებას ვუსურვებ!!!

  • Upvote 3
Link to comment
Share on other sites

  • 3 months later...

საინტერესოა. თუ რაიმე ფნქციის ჩართვა არ გამოგრჩა რაც გჭირდება მაშინ ამის დაყენება ჯობია ჩვეულებრივი სევენის დაყენებას.

ხო მართლა, მაგ პროგის გადმოსაწერ ლინკშI არის ორი ლინკი, runtime და no-runtime, და ხო არ შეგიძLია ამიხსნა რეებია ეგენი? :D

Link to comment
Share on other sites

Runtime გულისმობს Net.Framework, Visual C-ს საინსტალაციო Runtime-ებს

ხოლო მათ გარეშე ცალკე მოგიწევს ჩამოტვირთვა და დაყენება

Link to comment
Share on other sites

  • 2 months later...

კაი ვინდოუსია მარა ცოტა მოძველებული :D

Link to comment
Share on other sites

რას ქვია მოძველებული? Windows 7-თან ერთად გამოვიდა Server 2008 R2 ეს Server 2008 არ არის, ახალი ვერსიაა

Link to comment
Share on other sites

  • 2 months later...

Server 208 R2 არ მიყენია სამწუხაროდ, Win7 კი ხსნის, ერთხელ იყო სანამ გადავაყენებდი ცარიელებს მიხსნიდა მაგათ

Link to comment
Share on other sites

  • 1 month later...

R2 Converter GUI-ს განახლებული მე-3 ვერსიაც გამოსულა სხვადასხვა გაუმჯობესებებით და ბაგფიქსებით:

ოღონდ ახლა ჩვეულებრივ საინსტალაციო პროგრამაა:

http://www.win2008workstation.com/forum/viewtopic.php?f=21&t=1924

Link to comment
Share on other sites

  • 2 months later...

ძალიან მაგარი თემაა!!

კაკრაზ ეხლა დამჭირდა და გავერკვიე ყველაფერში თეორიულად

მადლობა თემის ავტორს :)

რა მაინტერესებს ეხლა, C-ზე მიყენია ჩვეულებრივი Win 7 ხოდა E დისკზე რომ ეს დავაყენო აურევს რამეს ბუთლოადერში ???????

Link to comment
Share on other sites

წესით არ უნდა აურიოს, იცნობს და გააკეთებს თავის მენიუს

თუ აყრია, EasyBCD-თი გაასწორე

Link to comment
Share on other sites

Vmware-თი ხომ არ ჯობია ისევ ????

სასწავლად მინდა ხოდა უნდა ვიტრენიროვკო რაღაცეებში :)

რას მირჩევ ?????

Link to comment
Share on other sites

ნუ სასწავლად რა თქმა უნდა VMWare კარგია, არც დრაივერებზე დაგჭირდება ჩალიჩი და არც გა Workstation-ება,

თუმცა რეალურზე მეტი წარმადობა ექნება რა თქმა უნდა, 64 ბიტიანი Windows-ია მაინც და ცოტა მეტი რესურსი მიაქვს, ვირტუალურზე 2 გბ მაინც გამოუყავი

Link to comment
Share on other sites

  • 2 months later...

რა მაინტერესებს ეს ვერსია და www.file.ge/?p=23825 ეს ერთი და იგივე არ არის?

Link to comment
Share on other sites

რა მაინტერესებს ეს ვერსია და www.file.ge/?p=23825 ეს ერთი და იგივე არ არის?

ეს არის ოფიციალური Microsoft-ისეული ვერსია და გადმოსაწერი ლინკიც Microsoft-ის საიტიდანვეა

file.ge-ზე კი როგორც ჩანს არის ე.წ "ნაჩალიჩები" ვერსია, რადგან დამატებული აქვს სხვა პროგრამებიც

+ Microsoft არ უშვებს 32 და 64 ბიტიანებს ერთ დისკზე

Link to comment
Share on other sites

ხო ვიცი, მე თვითონ ვერსია ვიგულისხმე, შევცდი ის R2 არ ყოფილა, ეხლა ეს ვერსია მაქვს მაიკროსოფტის საიტიდან გადმოვწერე და ახლა დავაყენე, ვნახოთ რას იზამს :)

Link to comment
Share on other sites

  • 2 months later...

ხო ვიცი, მე თვითონ ვერსია ვიგულისხმე, შევცდი ის R2 არ ყოფილა, ეხლა ეს ვერსია მაქვს მაიკროსოფტის საიტიდან გადმოვწერე და ახლა დავაყენე, ვნახოთ რას იზამს smile.gif

ეს მაქვს მე და უპრობლემოდ მუშაობს, არაფერი დამატებული არ აქვს გადრა ოფიციალური განახლებების...

Microsoft Windows Server 2008 R2 SP1 Enterprise (2012) Integrated June 2012

Link to comment
Share on other sites

  • 9 months later...

ახალ სერვერზე რას იტყვით? 2012 წლის სერვეზე?

რა გითხრა, როგორც R2-ის შემთხვევაში ეგეც გაუმჯობესებული ბირთვით იქნება

Link to comment
Share on other sites

  • 4 weeks later...

Server 208 R2 არ მიყენია სამწუხაროდ, Win7 კი ხსნის, ერთხელ იყო სანამ გადავაყენებდი ცარიელებს მიხსნიდა მაგათ

შენ მაინც უნდა გახსოვდეს ეს :შ

 

Link to comment
Share on other sites

  • 4 months later...

გადმოვწერე მარა მოუთინგ პრობლემას მიგდებს არ ვარგა ვითომ?

რა გადმოწერე კონკრეტულად და სად აგდებს მაუნთინგის პრობლემას? Daemon tools-ში? მაშინ არასრულად არის გადმოწერილი ან რამე მსგავსი

Link to comment
Share on other sites

ბიჭებო სერვერისთვის რომელი უნდა დადგეს? server core
 თუ full და საერთოდ რომელი ვერსია? :) მადლობთ წინასწარ

Link to comment
Share on other sites

ბიჭებო სერვერისთვის რომელი უნდა დადგეს? server core

 თუ full და საერთოდ რომელი ვერსია? :) მადლობთ წინასწარ

გააჩნია რა სერვერი გაქვს და რისთვის გინდა

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.