Jump to content

„მაიკროსოფტი“ საქართველოში 150 მილიონ დოლარს კარგავს


bekuna

Recommended Posts

მულტინაციონალური კომპიუტერული ტექნოლოგიების გიგანტი „მაიკროსოფტი“ საქართველოში ყოველწლიურად 150 მილიონ დოლარს კარგავს. საქართველოს ბიუჯეტში კი 50-60 მილიონი ლარის ოდენობის გადასახადები არ შედის. ასეთია „მაიკროსოფტის“ თბილისის წარმომადგენლობის კვლევის შედეგი, რომელიც საქართველოში მოპარული კომპიუტერული პროგრამების გავრცელების მაშტაბების დადგენას ისახავდა მიზნად. საინტერესოა, რომ მოპარული კომპიუტერული პროგრამებით ჩვენს ქვეყანაში, თითქმის თანაბრად სარგებლობენ, როგორც კერძო სექტორში, ისე სახელმწიფო დაწესებულებებში. საქართველოში „მაიკროსოფტის“ წარმომადგენელი ზურაბ მუნჯიშვილი ამერიკის ხმასთან ამბობს, რომ დამოუკიდებელ საქართველოში ისევ საბჭოური მენტალიტეტის პრობლემაა.

„ჩვენი გათვლებით, საქართველოში ყოველწლიურად შემოდის და იყიდება 75-80 ათასი კომპიუტერი. დღეისათვის, საერთო რაოდენობა 800-900 ათასს კომპიუტერს შეადგენს, და აქედან, 95 პროცენტზე დგას, არალეგალური პროგრამული უზრუნველყოფა, არა მხოლოდ „მაიკროსოფტის“, არამედ, სხვა მწარმოებლებისაც. მარტო ჩვენი კომპანიის დანაკარგი, პოტენციური გაყიდვებიდან, ყველაზე უხეში გათვლებით, ამერიკულ დოლარებში, 150 მილიონის ფარგლებშია. ეს არის დაახლოებით, 50 -60 მილიონი ლარის გადასახადი წელიწადში საქართველოს ბიუჯეტში. ეს პრობლემა არის საბჭოური, ბოლშევიკური მენტალობის პრობლემა. ბოლშევიზმის დროს საერთოდ საკუთრების ცნება არ არსებობდა, შესაბამისად არ არსებობდა ინტელექტუალური საკუთრების ცნებაც. ქართული საზოგადოება არ თვლიდა და დღესაც არ თვლის საჭიროდ ფული გადაიხადოს იმაში, რისი მიღებაც შეუძლია სხვა და სხვა ცუდი და უკანონო გზით, უფასოდ.“

ლიცენზირებული კომპიუტერული პროგრამების ქურდობით საქართველოს პირველი ადგილი უჭირავს მსოფლიოში. ასეთია პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელთა ასოციაციის Business Software Alliance კვლევის შედეგი, რომელმაც მსოფლიოს 110 ქვეყანა მოიცვა. საქართველოში კომპიუტერის მქონე მოქალაქეთა 95 პროცენტი მოპარულ კომპიუტერულ პროგრამებს იყენებს, ამ მაჩვენებლით მეორეა ზიმბაბვე, შემდეგ მოდიან ბანგლადეში, მოლდოვა, სომხეთი და აზერბაიჯანი. ქართული ბაზარი თითქმის მთლიანად, ნაქურდალი კომპიუტერული პროგრამებით არის გაჯერებული, ნაქურდალი პროგრამების ფასი ლიცენზირებულისას რამდენჯერმე ჩამოუვარდება, რაც ლიცენზირებული პროდუქციის გავრცელებას უბრალოდ აზრს უკარგავს. თბილისში არსებული მაღაზია „მუსიკის სახლის“ მეპატრონე გოგიტა მაისურაძე ამაში თვითონ დარწმუნდა

„2004-2005 წლებში შემოვიტანეთ ჩვენ თბილისში ლიცენზირებული ხმის ჩამწერი პროგრამა, კი, ინტერესი გამოიწვია დიდი, მაგრამ ფასი იმ დროისთვის წარმოუდგენელი იყო. როცა 7 ლარად შეეძლოდ ამ პროგრამის არალიცენზირებული ანალოგის შეძენა, 7 ლარსა და 500 ლარს შორის ძალიან დიდი განსხვავება იყო. წარმოუდგენლად დიდი და შედეგად არცერთი პროგრამა არ გაიყიდა. დღესაც მაღაზიაში დევს და იმედი გვაქვს რომ გაიყიდება.“

მოპარული უზრუნველყოფით ყიდიან კომპიუტერულ ტექნიკას ქართულ ბაზარზე მოქმედი კომპიუტერული ტექნიკით მოვაჭრე კომპანიებიც. ეს პირველ რიგში იმით, აიხსნება რომ ლიცენზირებული უზრუნველყოფით დატვირთულ კომპიუტერს შეიძლება მყიდველი არც გამოუჩნდეს, იმდენად იზრდება ასეთ შემთვევაში ფასი. „ჯითი ტექნოლოჯის“ მეპატრონე ირაკლი ბერიაშვილი ამბობს, რომ ასეთ ვითარებაში, როცა ბაზარი სავსეა გატეხილი ან მოპარული ტექნოლოგიით, ხოლო წამყვანი ქართული ინტერნეტ პროვაიდერების ვებ-საიტებიდან ასევე უპრობლემოდ შეიძლება მოპარული პროგრამების გადმოწერა, ლიცენზირებული პროდუქციით ვაჭრობა, მხოლოდ ტექნიკით მოვაჭრე კომპანიებს გააკოტრებს:

„თუ ამას კანონი აკრძალავს და მოიყვანენ ისეთ ჩარჩოში, რომ დანაშაულად ჩაითვლება და დასჯადი იქნება, ვგულისხმობ ლიცენზირებული პროგრამის გატეხვას და შემდეგ გავრცელებას, მაშინ შეიძლება შეიცვალოს ბაზარზე სიტუაცია. მაგრამ, თუ ხელმისაწვდომი არ იქნება ლიცენზირებული პროდუქტი, მაშინ ძალიან გაუჭირდება როგორც მომხმარებელს, ისე ჩვენც. სტანდარტული სიტუაცია, ჩვენნაირ კომპიუტერულ ფირმებში ასეთია: ზოგი 15-ად, 20-ად, 25-ად, 30 ლარად ავსებენ მთლიან სოფტს, აქ შედის მინიმუმ 10-15 პროგრამა, თავისი ანტი ვირუსიანად. ლიცენზირების შემთხვევაში, ეს პაკეტი შეიძლება გასცდეს 1000 ლარსაც კი. ეს არის ფაქტიურად კომპიუტერის ფასი და შესაბამისად ამ ფასად მომხმარებელი ძალიან ცოტა თუ იყიდის ან ფაქტიურად არ იყიდის. იმიტომ, რომ იგივე პროდუქტიულობით, შეიძლება ჩაუწეროს ეს პროგრამები ვიღაცამ 10 ლარად და იმუშაოს ჩვეულებრივად.“

„მაიკროსოფტში“ კომპიუტერული ტექნიკით მოვაჭრე კომპანიების ამ პოზიციას კატეგორიულად არ ეთანხმებიან. აქ აცხადებენ, რომ თავად ტექნიკით მოვაჭრენი უნდა იყვნენ დაინტერესებულნი აუხსნან მომხმარებელს, რა ზიანს აყენებს ის მოპარული პროგრამების გამოყენებით, პირველ რიგში, საკუთარ კომპიუტერს და შემდეგ, საკუთარ ჯიბეს. „მაიკროსოფტის“ წარმომადგენელი ზურაბ მუნჯიშვილი ამბობს: „ვთქვათ, განსხვავება არის ლეგალურ და არალეგალურ პროგრამულ უზრუნველყოფას შორის 200 დოლარი კომპიუტერზე. ამ ადამიანს უნდა ავუხსნათ რატომ უნდა გადაიხადოს ზედმეტი 200 დოლარი. პირველი: ანტივირუსი უფასოა, როცა ის ყიდულობს ლეგალურ მაიკროსოფტ „ვინდოუს-7“-ს, ეს 60 ლარი;პროგრამა, არასდროს არ ითხოვს გადაინსტალირებას, მაშინ, როცა არალეგალური პროგრამის შემთხვევაში, ხელახალი ინსტალაცია წელიწადში მინიმუმ 4-5 ჯერ არის საჭირო და თითოეული ასეთი ოპრაციის ფასი შეადგენს 20 ლარს. მესამე მომენტი ადამიანი ვერ იყენბს განახლებებს, იმიტომ რომ პროგრამული უზრუნველყოფა ცოცხალი ორგანიზმივით, ის მუდმივად განახლებადია, ის ასევე ვერ იყენებს იმ საშუალებას, რომ შეძლოს კომპიუტერთან მშობლიურ ენაზე საუბარი. ასეთი კალკულაცია, როცა გაკეთდა აღმოჩნდა, რომ ზუსტად პირველ წელს ადამიანი, არალეგალური პროგრამული უზრუნველყოფის შეძენის შემთხვევაში ხარჯავს დაახლოებით 200 დან 250-მდე ლარს და ეს ხარჯი არის ყოველწლიური.“

საქართველოში ნაქურდალი კომპიუტერული პროგრამების გამოყენება სისხლის სამართლის დანაშაულია. სხვა და სხვა შემთხვევაში ეს დანაშაული ითვალისწინებს ფულად ჯარიმას ორიდან ათი ათას ლარამდე ან თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით. მიუხედავად მოპარული კომპიუტერული პროგრამების გავრცელების კოლოსალური არეალისა, საქართველოს გენერალური პროკურატურის ცნობით, ამ სახის დანაშაულისთვის, დღემდე ერთი ადამიანიც კი არ დასჯილა, პირველ რიგში, მომჩივანის არ არსებობის გამო.

წყარო: „ამერიკის ხმა“

 

  • Upvote 5
Link to comment
Share on other sites

 
"მე ვარ ქართველი, მაშასადამე მე ვარ პირატი"  :xelebi:    





რაც შეეხება ლეგალურ სოფტზე გადასვლას , მაგ გზა გარდაუვალია და მაინც მივალთ მაქამდე, ოღონდ ჯერ ადრეა.

  • Upvote 6
  • Downvote 1
Link to comment
Share on other sites

რავი ოქეიში სასტიკად აგვიკრძალეს ვინდოუსის დაყენება და ყველა ლეპტოპი მოდის უვინდოუსოდ

შედარებით მაღალი დონის ლეპტოპებზე აყენია ოფიციალური მხოლოდ 

რომელსაც ლოგოც აქვს რა სევენის

Link to comment
Share on other sites

მაგ მხრივ ეიფლი კარგია, როდესაც ყიდულობ ლიცენზირებული OS აყენია უკვე(როგორც ვიცი ესეა)

რო რამე არც ძვირი ღირს http://store.apple.com/us/product/MC573Z/A/mac-os-x-106-snow-leopard

 

ეს ღორი მაიკროსოფტი კი რა ფასებს ადებს...

 

არამგონია მაგდენს კარგავდეს ამ პატარა ქვეყანაში სადაც არც თუ ისე ბევრი კომპიუტერი არის,

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

არამგონია ამ ქვეყანაში მაგმხრივ როდისმე რამე შეიცვალოს. არაა ჩვენთან ისეთი ეკონომიკური მდგომარეობა რო ვინდუსის ოფიციალურ დისკში ტიპმა 150$ + გადაიხადოს.. შესაბამისად საღდება პირატული სოფტი. დაადონ სიტყვაზე 30$ და ვიყიდი მე პირადად ოფიციალურს. 

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

რავი ოქეიში სასტიკად აგვიკრძალეს ვინდოუსის დაყენება და ყველა ლეპტოპი მოდის უვინდოუსოდ

შედარებით მაღალი დონის ლეპტოპებზე აყენია ოფიციალური მხოლოდ 

რომელსაც ლოგოც აქვს რა სევენის

არამარტო თქვენ ბექა , ჩვენც აგვიკრძალეს Go Electronic ში და ასევე ყველა სხვა მსხვილ კომპანიაში 

 

 

OFF გამოიდის და შენ რომელ ფილიალში ხარ OK ის ?  :D

Link to comment
Share on other sites

არამარტო თქვენ ბექა , ჩვენც აგვიკრძალეს Go Electronic ში და ასევე ყველა სხვა მსხვილ კომპანიაში 

 

 

OFF გამოიდის და შენ რომელ ფილიალში ხარ OK ის ?  :D

მანდ ვიყავი გუდვილთან,ყაზბეგზე

ახლა რუსთავში 

Link to comment
Share on other sites

რა სისულელეა. 250 ლარი წელიწადში კი არა დისკის ფულსაც არ ვხარჯავ ფლეშკიდან ვწერ. ან ეგ რანაერად დათვალეს მოპარულ სოფტს ვინც იყენებს წელიწადში რანაერად აქვს 200-250 ლარი დანახარჯი. :) ერთადერთი გადასახადი რაც მეხარჯება გადაყენების დროს არის დენის+ნაგვის :D

100 ლარსაც არ გადავიხდი ლიცენზირებულ windows-ში. მაქსიმუმ 40-50 ლარი. update-ბსაც მშვენივრად ვაყენებ და საერთოდ როგორც ვიცი სკაიპით გააქტიურებული windows 8 ლიცენზირებულიაო. გაგვიზარდონ ხელფასები. პენსიები გაზარდონ, დახმარება და რავი შემოსავლები. მერე თამაშების ყიდვაზეც ვიფიქრებ :D

  • Upvote 5
Link to comment
Share on other sites

ნუ ყველა ვერ იყიდის ფასიან პროგრამებს ,მაგრამ მთავრობამ, დიდმა კომპანიებმა , მცირე საწარმოებმა მაინც უნდა შეიძინონ წესით , კარგიც იქნება ჩვენღთვის ეს და N1 პირატული ქვეყანაც აღარ ვიქნებით ალბათ , მართლა არ შეიძლება მთავრობაში და სერიოზულ საწარმოებშიც რომ პირატული ვინდოუსები აყენია  :D



მანდ ვიყავი გუდვილთან,ყაზბეგზე

ახლა რუსთავში 

მე ცენტრალის ფილიალში ვარ და თუ მოხვდი შემომიარე 

 

 

პ.ს ძაან წვრილად წერია და ცოტა გაზარდე რა ტექსტის შრიფტი პირველ პოსტში  :D

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

თუ უფრო მეტი აპარატული მოწყობილობა გაიყიდება windows-ის ლიცენზიით ეს პრობლემა მოგვარდება, imo

 

ბევრ კომპიუტერზე ჩვენს მაღაზიებში, რომელსაც windows-ის ღილაკი აქვს, რაიმე Linux-ზე დაფუძნებული სისტემა აყენია და ასე არ უნდა იყოს.

Link to comment
Share on other sites

ლინუქსზე და მაკზე გეიმინგი იგივე დონეზე რომ იყოს, ვინდოუსს საერთოდ არ დავაყენებდი.

ეხლაც მაკი მიყენია.

Link to comment
Share on other sites

ლინუქსზე და მაკზე გეიმინგი იგივე დონეზე რომ იყოს, ვინდოუსს საერთოდ არ დავაყენებდი.

ეხლაც მაკი მიყენია.

მეც ეგრე ვარ. ეხლა ხო ამბობდნენ რაღაცას ლინუქსზეც გამოვაო თამაშებიო. ისე არამგონია მალე დაეწიოს იმ დონეს როგორიც windows-შია. ალბათ ასე 5-6 წელი დაჭირდება მაგ ამბავს თუ გააკეთეს საერთოდ.

Link to comment
Share on other sites

50-60 მილიონის ლარის დანაკარგი მონაგონი იქნება, ლიცენზირებული სოფტის დაყენებას სავალდებულოს თუ გახდიან.

არავინაა ჯერ ჩვენთან სოფტში მაგხელა ფასის გადამხდელი, ზოგს 20 ლარი არ აქვს ვინდოუსი რომ გადააყენოს.

Link to comment
Share on other sites

50-60 მილიონის ლარის დანაკარგი მონაგონი იქნება, ლიცენზირებული სოფტის დაყენებას სავალდებულოს თუ გახდიან.

არავინაა ჯერ ჩვენთან სოფტში მაგხელა ფასის გადამხდელი, ზოგს 20 ლარი არ აქვს ვინდოუსი რომ გადააყენოს.

როგორ გახდიან ძაან მაინტერესებს ;დ

 

პრინციპში ჩემთვის სულერთია თამაშებს საერთოდ არ ვთამაშობ, ადრე ქაუნთერს მაინც ვთამაშობდი ეხლა მაგას არ ვთამშობ, მიჩვევის ამბავია თორე კი გადავალ უბუნტუზე...

სერიოზულად რო მოჰკიდონ უბუნტუ/ლინუქსს ხელი დეველოპერებმა მშვენიერი/მაგარი რაღაც გამოვა ამას Open source-ც უწყობს ხელს :chups:

Link to comment
Share on other sites

 ზოგს 20 ლარი არ აქვს ვინდოუსი რომ გადააყენოს.

და მეზობელს უჭამენ ტვინს, ძმურში ამ ოცდამეშვიდედაც დამეხმარე და მეტს აღარ შეგაწუხებო :bis: :bis:

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

მაგარი ღლეები არიან, მთავრობაში რომ ვიყო ულაპარაკოდ ავკრძალავდი პირატული პროდუქციის გამოყენებას სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებში, სერიოზულ ჯარიმებს დავაწესებდი. სამინისტროებშიც პირატული სოფტი აქვთ და ვის რა უნდა მოსთხოვონ. ტეხავს მაგრად.

 

კერძო პირებზე სანქციების დაწესება კი უაზრობა მგონია ჯერ-ჯერობით.

Link to comment
Share on other sites

ხო თავისთავად , თუ აკრძალვაა პირველ რიგში სახელმწიფო სტრუქტურებს და მერე კომპანიებს უნდა მიხედონ თორე ჩვეულებრივ მომხმარებელს ჩემს ფეხებს გამოეკიდებიან :D

 

თქვენ რა გგონიათ იგივე ამერიკაში არ ეყენებათ "პირატული" ვინდოუსები თუ რა

Link to comment
Share on other sites

მგონი ჩინეთში კარგავს ყველაზე მეტს და მერე ინდოეთში მიკროსოფტი

Link to comment
Share on other sites

ერთი მაგათიც, გახადონ ცხოვრება შესაბამისი დონის და ერთ-ერთი პირველი ვიქნები ვინც ვინდოუსის ოფიციალურ დისკს იყიდის (ან ლინუქსს დავაყენებ :D)

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

მგონი ჩინეთში კარგავს ყველაზე მეტს და მერე ინდოეთში მიკროსოფტი

არც რუსეთი და უკრაინა აკლებს

Link to comment
Share on other sites

მაღაზიაში გვედო ოფიციალური ვინდის დისკი და

7 წელში 

0 გაყიდვა  

:D

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

არც ჩვენთან იყიდებოდა და უკან გავუშვით საიდანაც მოიტანეს რმადენიმე წლის წინ 

 

ნუ ისე ხანდახან ფირმები ყიდულობდნენ ,მაგრამ მხოლოდ 4-5 თვეში ერთხელ 

Link to comment
Share on other sites

ისე რამდენია გადასახადი გამახსენეთ...

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.