Jump to content

როგორ შევარჩიოთ კვების ბლოკი

Recommended Posts

მაინტერრესებს პროცესორის ამპერი საიდან გავიგო რომ მერე ვოლტზე გავამრავლო...?

პროცესორის ამპერი რაში გაინტერესებს?

ვოლტი კი არ უნდა გაყო TDP უნდა გაყო ვოლტზე

მაგრამ მთლად ეგრე არ უნდა იყოს 

სიტყვაზე 100 TDP-თი პროცესორი რომელიც 1.2 ვოლტზე მუშაობს ძალიან ბევრი შეიძლება იყოს ეგეთი 

გამოდის 83 ამპერს მოითხოვს და 83 ამპერი 1000+ ვატიან კვების ბლოკებს აქვთ

იდეაში პროცესორი კვებას იღებს 12 ვოლტიანი განხრიდან ანუ 100TDP/12V=8.3 ამპერი

ასეთი ციფრები უფრო ახლოს დგას რეალობასთან 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

  • Replies 340
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Posted Images

სოსო,

ეუუფ ვაფშე ამერია მეე, სხვა რაღაც დამიწერია, 

მე მეგონა ამპერს გავამრავლებდი ვოლტზე და რასაც მივიღებდი ეგ იქნებოდა ვოლტი..

Link to comment
Share on other sites

სოსო,

ეუუფ ვაფშე ამერია მეე, სხვა რაღაც დამიწერია, 

მე მეგონა ამპერს გავამრავლებდი ვოლტზე და რასაც მივიღებდი ეგ იქნებოდა ვოლტი..

:)))))))))))   ცოტა ფიზიკაში წაივარჯიშეთ. 1) ვატი არის სიმძლავრე (მარტივ ენაზე საზომი ერთეული რომელიც მიღებულ სიმძლავრეს ასახავს რას შეიძლება ქონდეს რამე დანადგარს, ან რამე ელექტრო მოწყობიობას) 2) ვოლტი არის ძაბვა (რა ძაბვა მიეწოდება) კომპიუტერული მოწყობილობები ძირითადად მუშაობენ 3.3;  5;  +12 ვოლტზე.   3) ამპერი არის დენის ძალა.    გააჩნია შენ რისი გამოთვლა გინდა.  თორე ფორმულა მარტივია 

Link to comment
Share on other sites

გამარჯობათ თანაოვერქლოქერებო :)

მეგობრისთვის კვების ბლოკის ყიდვას ვაპირებ, ვნახე ეს კვება იაფად Cooler Master Thunder Series RS-600-ACAB-M2 

ესეც სურათი 

ou6s6e.jpg

ეხლა საქმე რაშია, ოფიციალურ საიტზე კი არის ეს კვება მაგრამ არა ამ მონაცემებით, ანუ ფაქტიურად სხვა კვებაა ამ სერიულ ნომერზე, ხოდა საქმე ჩინურ პატენტთან გვაქვს როგორც ვხვდები და თქვენ რას იტყვით? :)

ეს ოფიციალურ საიტზე რომელიც ნამდვილად არ გავს სურათზე არსებულს :) http://www.coolermaster.com/powersupply/thunder/thunder-600w/

მადლობა წინასწარ

Link to comment
Share on other sites

არ იყიდო ეგ კვება 

არ არის 600 ვატიანი 

თვითონვე უწერია 

3.3+5+12 total output shell not exceed 483.9

ანუ 500 ვატიანიაო

ისიც რა 500 ვატიანია ვინ იცის 

მოკლედ სხვა მოძებნე თუ კარგი კვება გინდა 

Link to comment
Share on other sites

სოსო,

მადლობა სოსო :)

სიმძლავრე 400 ვატიც რომ ქონდეს გვყოფნის(350-იანი FSP ქონდა და კორპუსში მოკლე ჩართვამ დაუწვა)  i3 და GTS 250 რომ ამუშაოს ეგეთი გვინდა

ანუ როგორც ვიეჭვე ჩინური პატენტია და არაფერი საერთო არ აქვს Cooler Master-თან ხო? :) 

Link to comment
Share on other sites

სიმართლე გითხრა ცოტა დავეჭვდი მაგრამ შეიძლება მართლა Cooler Master-ისაა

http://www.jonnyguru.com/modules.php?name=NDReviews&op=Story2&reid=386

აგერ ეს კვება იგივე პონტშია 

550 აწერია და 500 ვატიანიაო

თვითონ მიმოხილვაშიც ამბობს

და არ არის 80+ მაგრამ კარგი მაჩვენებლები აქვს არა 80+ კვების ბლოკისთვის და PFC საერთო არა აქვს 

მოკლედ შეიძლება მართლა ქულერ მასტერის არის მაგრამ არ ვარგა კვება 

Link to comment
Share on other sites

სიმართლე გითხრა ცოტა დავეჭვდი მაგრამ შეიძლება მართლა Cooler Master-ისაა

ოფიციალურ საიტზე რატომ არ აქვთ თუ ეგრეა? :)

7-8 წლის წინ გამოშვებულ 600 ვატიან კვებებზე უფრო მაღალი ამპერაჭი აქვთ ვიდრე ამას და მაგიტომ ვეჭვობ საქმე პატენტთან გვაქვს :)

Link to comment
Share on other sites

ეს არ ვარგა ახლობელმა გამოიწერა ესე 1 წლის წინ იმენა ეგ კვება პატენტია ნაღდად ვიცი. მაგას მე რომ ქოლორფული მქონდა 500 ვატიანი ბევრად ჯობია. არ ღირს ძაან ძვირი ამაზონზე კორსაირის 600 ვატიანი კვებები http://www.amazon.com/Corsair-Builder-Series-Watt-CX600/dp/B0092ML0OC/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1405085343&sr=8-1&keywords=corsair+psu+600w აი ეს კარგი კვებაა 500 ვატიანს ვაბშე 40 დოლარშიც დაითრევ 

Link to comment
Share on other sites

hanibalchik,

მადლობა

ხო მეც დავეჭვდი მაგის ორიგინალობაში და მაგიტომაც ვიკითხე აქ :) 

Link to comment
Share on other sites

:)))))))))))   ცოტა ფიზიკაში წაივარჯიშეთ. 1) ვატი არის სიმძლავრე (მარტივ ენაზე საზომი ერთეული რომელიც მიღებულ სიმძლავრეს ასახავს რას შეიძლება ქონდეს რამე დანადგარს, ან რამე ელექტრო მოწყობიობას) 2) ვოლტი არის ძაბვა (რა ძაბვა მიეწოდება) კომპიუტერული მოწყობილობები ძირითადად მუშაობენ 3.3;  5;  +12 ვოლტზე.   3) ამპერი არის დენის ძალა.    გააჩნია შენ რისი გამოთვლა გინდა.  თორე ფორმულა მარტივია 

მაინც ვერ ვიგებ :D

ვატი თუ სიმძლავრეა დენის ძალაც იგივე არ გამოდის? თუ სხვა რამეა? და ძაბვაც სიმძლავრე არაა? დიდმა ძაბვამ დამარტყაო რო ამბობენ... ვერ ვიგებ, ფიზიკაში მოვიკოჭლებ ძაან :D

Link to comment
Share on other sites

დენის ძალა არის ფიზიკური სიდიდე რომელიც გამტარის კვეთაში დროის ერთეულში გასული მუხტის ტოლია. SI სისტემაში დენის ძალის ერთეულია არის ამპერი სხვა სისტემებიც არის მაგრამ იმ სისტემებში არვიცი რას რა ქვია ძირითადად Si სისტემა იხმარება დღევანდელ ფიზიკაში, ხოდა ომის კანონის მიხედვით დენის ძალა i პროპორციულია გამტარზე მოდებული ძაბვისა (U) და უკუპროპორციულია მისი წინაღობისა ® . ეს სკოლაშიდაც უნდა გესწავლა ფიზიკაში თუ ფიზიკა არ გაინტერესებს ეგეთი კითხვებიც არ უნდა დასვა თუ გაინტერესებს ეს უნდა გცოდნოდა მაშინ.

  ახლა ვატს რაც შეეხება  1 ვატი აქტიური ელექტრული სიმძლავრე 1 ვატი მექანიკური სიმძლავრის ექვივალენტურია და განისაზღვრება როგორც სიმძლავრე 1 ამპერი მუდმივი დენისა 1 ვოლტ ძაბვის დროს 

  რაც შეეხება ვატის და ამპერის დამოკიდებულებას  P= I * U ახლა გავშიფროთ 

სიმძლავრე (ვატი)=დენის ძალა (ამპერი) * ძაბვა (ვოლტი)

წინა გვერდზე დავწერე რამდენიმე კვირს წინ და დავაკოპირე

ძაან გავიგე. ახსნაში "ხუთიანი"   :D

ეგრე ხომ წიგნშიც წავიკითხავდი...

Link to comment
Share on other sites

ომგ დაანებე ფიზიკას თავი მაშინ ამას ახსნა აღარ ქვია ეს დაღეჭჭილია მეტი მარტივად არასებობს :D

Link to comment
Share on other sites

  • 3 weeks later...

:))

კაი :D

არა და ძნელი არაფერია  :) ფიზიკა ძაან მაგარი საგანია მე მაგრად მიყვარს 

Link to comment
Share on other sites

  • 1 month later...

რას ვერ ვიგებ იცი.

ჩემსას აწერია 400W  შავად და რომ გამოვიანგარიშე,+12V*16A-ზე მივიღე 192W და 400W რატოღა აწერია ზედ?

და ისეც ხო არის რომ არ აწერია Aმპერი PSU-ს ეგ როგორ გავიგო?

Link to comment
Share on other sites

Vepar,
ფიზიკა ასე თუ ისე არ მიზიდავდა(შეიძლება მასწავლებლის გამოც), მაგრამ წელს გამოცდა მქონდა(საატესტატო) და მომიწია ჩაღრმავება.
ჩემთვის ფიზიკაში ყველაზე ადვილი ელექტროობა და მოძრაობა(წრფივი, თანაბარაჩქარებული) აღმოჩნდა, მგონი ყველასთვისაც ასეა.
ელექტრული დენი ეწოდება დამუხტული ნაწილაკების მიმართულ მოძრაობას.
1) ამპერი არის დენის ძალის ერთეული, თვითონ დენის ძალა აღინიშნება I-თი. 1A არის ძალიან დიდი ძალა. მაგალითად, ადამიანისთვის 0.004A-ზე მეტი უკვე საზაინოა, შეიძლება სასიკვდილოც აღმოჩნდეს (ადგილს გააჩნია სად მოხვდება) ფორმულა: I=U/R

2) ელექტრო წინაღობა( R ), ერთეული ომი, იგი დამოკიდებულია გამტარის სიგრძეზე, ფართობზე და გვარობაზე(აღინიშნება ρ-თი).   R=ρ(გვარობა)*L(სიგრძე)/S(ფართობი)

3) ძაბვა(U), ერთეული ვოლტი(V), მაღალი ძაბვა საჭიროა დამუხტული ნაწილაკების გადასატანად დიდ მანძილზე. მაგალითად, საქართველოში დენის ცენტრალურ გადამცემ გამტარებში(რეგიონებს შორის გაბმულ მსხვილ ტროსებში :D) ძაბვა 12,000 ვოლტია. (ზუსტად არ ვიცი, შეიძლება მეტიც იყოს :D)  U=I*R

4) ვიმძლავრე(P), ერთეული ვატი(W), იგი გვიჩვენებს მუშაობას, რომელიც სრულდება დროის განსაზღვრულ მონაკვეთში.  P=I*U

უფრო მარტივად მე ვეღარ ვხსნი :D

P.S არსებობს კიდევ უამრავი ფორმულა, რომლების მიღებაც შეიძლება გარდაქმნებით. აქ აღარ დავწერ, მაგრამ თუ ვინმე დაინტერესდება შეუძლია მონახოს სკოლის ფიზიკის სახელმძღვანელოში(9-10-11 კლასის ან აბიტური) ანდაც ინტერნეტში :)

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ფიზიკის ლექცია საინტერესო იყო :)

რას ვერ ვიგებ იცი.
 
ჩემსას აწერია 400W  შავად და რომ გამოვიანგარიშე,+12V*16A-ზე მივიღე 192W და 400W რატოღა აწერია ზედ?
 
და ისეც ხო არის რომ არ აწერია Aმპერი PSU-ს ეგ როგორ გავიგო?

რაც შეეხება შეკითხვას
კვების ბლოკებში ამდენი ფიზიკა არ არის საჭირო
ადრე კომპიუტერში მაზერი და პროცესორი +3.3 ვოლტს და +5 ვოლტიან განხრასაც იყენებდნენ
ახალი პროცესორები და ვიდეობი ძირითადად იყენებენ +12 ვოლტიან განხრას და ყველაზე დიდი დატვირთვა ამ განხრაზე მოდის
ადრე თუ +3.3 და +5 ვოლტზე ბევრი ამპერი იყო საჭირო ეხლა მთავარია +12 ვოლტზე იყოს ბევრი ამპერი

ანუ კვების ბლოკს 400 ვატიდან თუ მხოლოდ 192 ვოლტი შეუძლია ძალიან ცუდია თანამდროვე სისტემებისთვის
ახალი კვების ბოლკები რაც გამოდის ხარისხიანი თითქმის ყველას შეუძლია მთელი სიმძლავრე +12 ვოლტზე გაუშვას

აი ძველის-ძველი კვების ბლოკი

power-supply-500w-emag-24-pin-sata-daren

500 ვატი აწერია და რეალურად +12 ვოლტზე მხოლოდ 20 ამპერი ანუ 240 ვოლტი შეუძლია

პენტიუმ 4-ზე შეიძლება ეს საკმარისი იყო მაგრამ ახალ სისტემებზე ესეთი კვების ბლოკი ვერაფერით ივარგებს

აი მაგალითად ახალი 500 ვატიანი  კვების ბლოკი 

005.jpg

თანამედროვე  ხარისხიანი კვების ბლოკი +12 ვოლტზე 500 ვატიდან მთელი 480 ვატი ანუ 40 ამპერის მოცემა შეუძლია

და ბევრი მაღალი დონის და მაღალი სიმძლავრის კვების ბლოკები 1000+ ვატით მთლიან სიმძავრეასც კი იძლევიან + 12 ვოლტზე

აი Evga-ს 1000 ვატიანი კვების ბლოკი

 normal_EVGA_SuperNOVA_1000_G2_16.jpg

+ 12 ვოლტზე 1000 ვატიდან 999.6 ვატის მოცემა შეუძლია 

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

ჩემსას აწერია 400W  შავად და რომ გამოვიანგარიშე,+12V*16A-ზე მივიღე 192W და 400W რატოღა აწერია ზედ?

მაგარი კვება როა იმიტო

და ისეც ხო არის რომ არ აწერია Aმპერი PSU-ს ეგ როგორ გავიგო?

არ უნდა გაიგო, ეგეთი პირდაპირ უნდა გადააგდო

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

მწვანე ზონაში თუ ხვდება . ფურმარკი და ლინქს ერთად გავუშვი +12 რომ დამეტვირტა :დ

97623260675898356368.jpg

Link to comment
Share on other sites

მწვანე ზონაში თუ ხვდება

+12-ზე აშკარად დაბალია მგონი. 

Link to comment
Share on other sites

+12-ზე აშკარად დაბალია მგონი. 

+-ყველგან ესეა დატვირთულზე, მაგრამ მწვანე ზოლში თუ ხვდება ეგ მაინტერესებს. მწვანე კარგია, ყვითელიც, წითელი აღარ ვარგა :დ

Link to comment
Share on other sites

მწვანე ზონაში თუ ხვდება

წესით კი, ზუსტად არ ვიცი :)

ეს კი ნამდვილად არაა მწვანე ზონა :D  სამსახურის ბედოვლათი  :spiteful:

k3luv6.png

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.