Jump to content

Opera Web Browser


ღომელია თქვენი საყვარელი ბრაუზერი ?  

18 members have voted

You do not have permission to vote in this poll, or see the poll results. Please sign in or register to vote in this poll.

Recommended Posts

  • Replies 2k
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

fashisti

ოპერა 12 არის ამ ბრაუზერის ბოლო ვერსია რომელიც Presto-ს ძრავს იყენებდა 2013 წლის მაისში გამოვიდა ოპერა 15 პირველი საჯარო ბეტა ვერსია რომელიც დაფუძნებულია blink-ის ძრავზე... ვინაიდან ეს ახალი ვერსია სრ

gio_kiborg

მეც მაგას ვფიქრობ, რომ დაკარგავს მოსახერხებლობას ყველაზე მეტად ოპერაში დაუნლოად მენეჯერი და ტექსტების ნებისმიერად მონიშვნის საშუალება მომწონს და მაგიტომ ვიყენებ ჯერ კიდევ, ეგენიც თუ აღარ ექნა ნამდვილ

George

კინოპოისკი რაღაც ნელა იხსნებოდა ოპერათი და მერე ეს ტვიკები ვნახე და უფრო ასწრაფდა მაგეების შეცვლის შემდეგ საიტების გახსნა, ნელი არც აქამდე იყო მაგრამ დაგრუზულ საიტებზე უჭირდა ხოლმე ხანდახან:    

Posted Images

Link to comment
Share on other sites

Opera  92.0.4555.0 Developer https://get.geo.opera.com/ftp/pub/opera-developer/92.0.4555.0/win/Opera_Developer_92.0.4555.0_Setup_x64.exe  + ჩეინჯლოგი https://blogs.opera.com/desktop/changelog-for-92/

Opera GX 91.0.4516.32 https://get.geo.opera.com/pub/opera_gx/91.0.4516.32/win/Opera_GX_91.0.4516.32_Setup_x64.exe + ჩეინჯლოგი https://forums.opera.com/topic/33033/opera-gx-update-released subzero theme დამატებია, მაგრამ მე white wolf ვიყენებ მოსერო ტონი რომ დაკრავს და არა სხვა ფერებში რომ გადადის მენიუები

Link to comment
Share on other sites

24 minutes ago, მათე said:

ამ ბრაუზერს კიდევ იყენებს ვინმე?

:D

2022-09-27_20_09_49_874750145.png

რატო არ უნდა იყენებდეს? სულ ოპერას ვიყენებდი, პირადად ჩემთვის ყველაზე4 მოსახერხებელია.

Link to comment
Share on other sites

მეც ვიყენებ და ძაანაც მომწონს 

კონკრეტულად Opera GX ს 

Link to comment
Share on other sites

3 hours ago, gtsetsadze said:

რატო არ უნდა იყენებდეს? სულ ოპერას ვიყენებდი, პირადად ჩემთვის ყველაზე4 მოსახერხებელია.

ჩინელებმა კოდის წერა როდიდან ისწავლეს? მაგათი ჩაშენებული VPN რეალურად vpn-ს მეტი ყველაფერია და თანაც მხოლოდ browser-ში მუშაობს, სინქრონიზაცია ფაქტობრივად არ არსებობს iOS-თან. windows-ზე edge უფრო სწრაფია ერთიდაიგივე ძრავზეა და MS საკუთარი სისტემისთვის ბევრად უკეთეს ოპტიმიზირებას ახდენს ვიდრე ჩინელები. ზუსტად ისე როგორც safari-ა ოპტიმიზირებული mac-ზე ;) თვითონ chrome-ც საკმაოდ ჯობია chromium-ზე დაშენებულ opera-ს. ეს edge და chrome თუ privacy არ გადარდებს. თუ თავის მოტყუება გინდა windows-ზე იქნები და vivaldi-ს ან სხვა privacy oriented ბრაუზერს გამოიყენებ. ხოლო თუ მართლა გადარდებს privacy მაშინ სხვა თემები იჩითება უკვე ე.ი. windows-ს საერთოდ არ იყენებ და linux-ზე ან FreeBSD-ზე ხარ და უკვე firefox დატვიკული ან მისი hardened ვერსიებია საუკეთესო. Windows - (edge, chrome, vivaldi), mac - (safari), linux - (Firefox or hardened versions) <- ესეა ეს

Opera GX-ს მთავარი შემოსავალი სწორედ მისი მომხმარებლების შესახებ მოგროვებული მონაცემების გაყიდვაა :D

 

Link to comment
Share on other sites

2004 წლიდან მარტო ოპერას ვიყენებდი ძირითადათ, დაჟე რომ გადავიდენ ქრომზე მაგაზე უკეთესი მაინც ვერ ვიპოვე ვერაფერი და ისევ მაგას მივეჩვიე, მეც ოპერა GX ვზივარ, სისწრაფეც მშვენიერი აქვს და გახურებებიც არა აქვს დიდათ, დაცვა კი KIS 2021 მიყენია მარტო + ublock, ვინდოუსზე რაც აქვს მაგენი ყველაფერი გამორთული მაქვს ფაირვოლის ჩათვლით, კასპერსონიც ყოფნის, ვირუსებს აქამდე არ შევუწუხებივარ, რაც შეეხება თვალთვალს, მაგას მაინც ვერ აიცილებ ბოლომდე ვინდოუსზე, ვისაც უნდა იმან მითვალთვალოს სანამ რამეს არ ამახევდენ და ეგეთი რამე ჯერ არ მომხდარა აქამდე, სკრიტი რეკლამები და ეგეთები კი ნამდვილათ არა აქვს და ზოგადათ ჩინური მანდ მარტო კორპორაციაა ვინც ოპერა იყიდა, დევების ძირითადი ნაწილი ისევ სკანდინაველები და ევროპელები არიან შტაბ კვარტილა კი ოსლოშია მაგათი დევების, ჩინელი მანდ მე არ შემხვედრია საერთოდ თუ იყენებს ვინმე ჩინეთში მაგ ბრაუზერს ან თავისათ თვლის, იქ ვაბშე მესნი ბრაუზერი აქვთ + ქრომი მგონი, მე დაჟე ვიზუალური თემებიც კი მიყენია, სხვათაშორის ოპერა ჩვენთან საკმაოთ პოპულარულია სხვა ქვეყნებს თუ შევადარებთ, აი სტატისტიკაც ბოლო:

https://gs.statcounter.com/browser-market-share/all/georgia ეჯი მართლა გამოკეთდა, მაგრამ მე ისევ ოპერაGX მირჩევნია, სხვათაშორის საერთო წარმადობაში არაა დიდი სხვაობა ჩემ სისტემაზე, დავტესტე ეგეც, თუ აქვს უპირატესობა თვალით ეგ არ ეტყობა + 100მბპს სილკის ოპტიკა მაქვს 1გბ გამტარობის კაბელზე +  Cfos შეიპერი და შენელება არსად არა აქვს ბრაუზინგის დროს, საათივით მუშაობს ყველაფერი გუგლის დნს-ით (ვიყენებ პირველ რიგში იმიტომ რომ დაბლოკი ზოგიერთი საიტი გაიხსნას) და ეგ ბიტკომეტის გადმოწერების დროსაც ეგრეა, ანუ არ იჭედება არაფერი და ძვრება სული, ამიტომ პერფორმანსის პრობლემა ჩემ მოძველებულ სისტემაზე არ მაქვს ბრაუზინგში ნამდვილათ და ახლებზე მითუმეტეს არ ექნება, რაღაც მილიწამებზეა ლაპარაკი უფრო, მოწმონს დიზაინიც, სპიდ დიალიც და ძალიან უდობნია, ზედმეტი რაღაცეები რაც აქვს გეიმერულ ოპერაზე ფაქტიურათ ყველაფრის გათიშვა შეიძლება და მენიუდან მოცილება, დანარჩენი მე არაფერი მაწუხებს დიდათ, მოსინჯული მაქვს თავის დროზე ყველაფერი, ქრომიც, ვივალდიც,მელაკუდაც და სხვები, ყველგან რაღაცა ნუანსი მიშლიდა ხელს რომ დავრჩენილიყავი მაგ ბრაუზერებზე და ისევ ოპერაზე შევჩერდი მაინც, არ შევუჩერებივარ არც სეკურიტი და არც სხვა ნუანსებს, პერფორმანსი კი მე მაკმაყოფილებს, მთავარია რომ ანახლებენ რეგულარულათ, მათ შორის ქრომიუმ ბილდებსაც და ბლურიც არ ეტყობა ასოებზე

Link to comment
Share on other sites

ის ძველი ოპერა სულ სხვა იყო. სხვა ძრავზე, სხვა კომპანიით დ ა.შ. მაგ ძველი ოპერას შემქმნელმა შექმნა ვივალდი. ეხლა თითზე ჩამოსათვლელი ხალხიღა შემორჩა ამ ჩინურ ოპერას. ნუ ეს privacy-ს აბსოლუტური უქონლობა და ჩინელები რომ შენზე ფულს აკეთებენ და ა.შ. კიდია ხალხს კაი, მაგრამ ის რომ უარესი პერფორმანსის ბრაუზერს იყენებს ხალხი უფრო მაკვირვებს :D ოპერას ეჯიც ჯობია windows-ზე სისწრაფით და chrome-ც. ახლოსაც ვერ მივა open source chromium-ზე დაფუძნებული ოპერა, Microsoft-სა და Google-ს ნაწარმთან. დენიკინის დროინდელ ჩამოწერილ IE-ს დონეზეა მომხმარებლებში ოპერა. ეს დესკტოპებზე, თორემ მობილურები რომ ჩართო მანდ ოპერას მართლა 5 კაცი თუ იყენებს :D მობილური დივაისების ჩართვით ქრომი იქნება ტოპი და არ გამიკვირდება 85%-საც თუ აცდა. Firefox ძალიან კარგი არჩევანია privacy-ს მხრივ და მომხმარებლებიც 3-ჯერ მეტი ყავს ვიდრე ოპერას. ეგ ბრაუზერი თავისივე ძრავზეა და სრულიან განსხვავებულია chromium-ს ოჯახისგან. ამიტომ არის რომ თვითონ გუგლი აფინანსებს, რომ მერე მარტო არ დარჩეს, თორემ მაგის გამო უკვე კანონიერად გაუჩმახებენ. safari კი ცალკე სამყაროა, ეფლისაა, მხოლოდ მის პლატფორმაზე და არ გაქრება.

https://kinsta.com/browser-market-share/

2022-09-28_03_49_11_802064906.png

 

Link to comment
Share on other sites

ვიცი რაცაა გუგლი და ვერაფრით ვერ ჯობია ოპერას, რაც შეეხება სპიდიალს ოპერას ვარაინტი მირჩევნია ყველას, operaGX აქვს კაკრაზ ის რაც სტანდარტულ ოპერას აკლდა, ამიტომ ჩემთვის იდეალური ვარიანტია, მელაკურდა კიდე რამდენჯერაც დავაყენე იმდენჯერ არ მომეწონა, ძალიან ნავაროჩენია ჩემთვის 90% არაფერში მჭირდება რაც მაგ პრაუზერს აქვს, ოპერა კი იდეალური ვარიანტია ამ ეტაპზე რაც ძველი მოკლეს მაგის შემდეგ, ოპერაGX წარმადობა კი მე სავსებით მაკმაყოფილებს

OoY6Zgy.png

yyBKt3Y.png

ნულევოი ეჯი და დატვიკული რამდენიმე პლაგინიანი ოპერა, თუმცა სპეციალურათ გავატარე secure tab პერფორმანსი რომ არ დაკლებოდა სპიდიალის და სხვა პლაგინების გამო, ამიტომ როცა ბევრი არაფერი აყენია ზედმეტი ბევრათ სწრაფი ეჯი არაა, ისე სადღაც შეიძლება ჯობდეს წარმადობით, მაგრამ სხვაობა ძალიან მცირეა ინტერფეისით კი ისევ ეგ მირჩევნია მიკროსფოტის ვარიანტს, წლებია მიყენია თან ეგ ოპერა და ისტორია გასასუფთავებელია აშკარათ, რახან ჩატვირთვა აგვიანდება უკვე სპიდიალის ჩართვის წინ, თუმცა იყოს როგორცაა, მაინც კარგი ანიმაციური თემა მაქვს დაყენებული და მაგასაც ვუყურებ ხოლმე სანამ ჩაიტვირთება

Link to comment
Share on other sites

11 hours ago, მათე said:

ის ძველი ოპერა სულ სხვა იყო. სხვა ძრავზე, სხვა კომპანიით დ ა.შ. მაგ ძველი ოპერას შემქმნელმა შექმნა ვივალდი. ეხლა თითზე ჩამოსათვლელი ხალხიღა შემორჩა ამ ჩინურ ოპერას. ნუ ეს privacy-ს აბსოლუტური უქონლობა და ჩინელები რომ შენზე ფულს აკეთებენ და ა.შ. კიდია ხალხს კაი, მაგრამ ის რომ უარესი პერფორმანსის ბრაუზერს იყენებს ხალხი უფრო მაკვირვებს :D ოპერას ეჯიც ჯობია windows-ზე სისწრაფით და chrome-ც. ახლოსაც ვერ მივა open source chromium-ზე დაფუძნებული ოპერა, Microsoft-სა და Google-ს ნაწარმთან. დენიკინის დროინდელ ჩამოწერილ IE-ს დონეზეა მომხმარებლებში ოპერა. ეს დესკტოპებზე, თორემ მობილურები რომ ჩართო მანდ ოპერას მართლა 5 კაცი თუ იყენებს :D მობილური დივაისების ჩართვით ქრომი იქნება ტოპი და არ გამიკვირდება 85%-საც თუ აცდა. Firefox ძალიან კარგი არჩევანია privacy-ს მხრივ და მომხმარებლებიც 3-ჯერ მეტი ყავს ვიდრე ოპერას. ეგ ბრაუზერი თავისივე ძრავზეა და სრულიან განსხვავებულია chromium-ს ოჯახისგან. ამიტომ არის რომ თვითონ გუგლი აფინანსებს, რომ მერე მარტო არ დარჩეს, თორემ მაგის გამო უკვე კანონიერად გაუჩმახებენ. safari კი ცალკე სამყაროა, ეფლისაა, მხოლოდ მის პლატფორმაზე და არ გაქრება.

https://kinsta.com/browser-market-share/

2022-09-28_03_49_11_802064906.png

 

უსაფთრხოების არ ვიცი მაგ დონეზე ვერ ვერკვევი მაგრამ არასდროს არ მქონია მსგავსი პროლემა, ვივალდი და ბრეივი ორივე მაქვს და აშკარად ოპერა უკეთ მუშაობს ორივეზე, ედჯს და ექსპლორერს საერთოდ არ აღვიქვამ ბრაუზერებად. ქრომზე არაფერს არ ვამბობ მაგასაც ვიყენებ. აი მოზილას რაც შეეხება მაგაზე ვცადე გადასვლა რამდენჯერმე მაგრამ ძალიან ცუდად მუშაობს ჩემს სისტემაზე ჭედავს და ტორმუზები აქვს, თან რეკლამები მანდ უფრო მხვდებოდა ვიდრე ოპერაში.

Link to comment
Share on other sites

სხვათაშორის ოპერას VPN არც ისე ცუდათ მუშაობს როგორც ზოგიერთებს გონია, ჯერას ერთიც უფასოა და სისწრაფეები ვერ ექნება პლატნი ვპნ დონის, რომელშიც უნდა იხადო ყოველთვიური გადასახადი, მაგრამ ხანდახან თუ რაღაცამ გაუბერა ან დროებით დაიბლოკა ზოგიერთი რუსული საიტი (მქონდა ეგეთი შემთხვევა რამდენიმე საათით ამას წინათ) მარტო მაგითი შევძელი გახსნა, სხვა ქრომიუმის ვპნ პლაგინები არცერთი არ მიუდგა, ეხლა კიდე VPN Pro ბეტა ტესტიროვკა დაიწყო კაკრაზ ბოლო ბილდში ზემოთ რომ ლინკი დავაგდე, რა ხილია არ ვიცი რახან მე ვპნ თითქმის არ მჭირდება ხოლმე, მაგრამ თუ დამჭირდა დროებით მარტივათ ირთვება ოპერადან და რამდენიმე რეგიონის არჩევა შეიძლება, პერფორმანსის მხრივ კი მიზერული სხვაობაა ქრომი იქნება ეჯი თუ operaGX(ეგ მაინც უფრო სწრაფია ბენბჩმარკებში და არა მარტო ცოტათი სტანდარტულ ოპერაზე), მაგრამ ინტერფეისით და სხვა ფიშკებით მე ოპერაgx მირჩევნია, ზედმეტი ხარახურა თუ არაფერში გჭირდება და გეიმერული პანელი და სხვა ონლაინ სლუჟბები ყველაფრის მოცილება და გაქრობა მოსულა, არსად აღარაფერი ჩანს მაგის შემდეგ თუ ეგენი გაღიზიანებს, ზატო სხვა ყველაფერი რჩება რაც მე მომწონს მაგ ახალ ოპერაში, ასოებზეც არა აქვს ბლური მემგონი GDI-Direct write კომბინაციას ხმარობენ მაგ ბრაუზერში და ამიტომ ბლური არ ეტყობა ასოებზე, მაგის გამო 17 ოპერაზე ვიჯექი ლამის ორი წელი, ამ ოპერაზე ასე 2-3 წლის უკან წამოვსკუპტი და მაგის შემდეგ არ მომდომებია სხვაზე გადასკუპება, პერიოდულათ ვიყენებდი მეც ქრომს და ვივალდიც მეყენა, არაფერი ისეთი არაა და არც ძველს არა გავს დიდათ ეგ ახალი ბრაუზერი ქრომიუმ ბილდზე, მე რასაც ვუყურებ ამ ეტაპზე მელაკუდაზე მეტათ საქართველოში ოპერას უფრო იყენებენ დესკტოპ სისტემებზე, ბევრმა მიაგდო ეგ ბრაუზერი, თუმცა თავის დროზე მაგარი პოპულარული იყო ძველი ოპერის პერიოდში თუნდაც, შეიძლება დაჟე ყველაზე ნაკლები პოპულარობითაც სარგებლობს, საფარი ბაზარი არაა ქრომის შემდეგ მეორეა პოპულარობით, მაგრამ ვერც ეჯი უსწრებს დიდათ ოპერას, თუმცა GX მაგივრათ ბევრი შეიძლება სტანდარტულსაც იყენებდეს ჩვენთან, ზოგადათ ეგ ეჯი დიდი ვერაფერი ბრაუზერია, ძალიან მარტივი ვიდი აქვს და თვალთვალი მაქედანაც შეუძლია მიკროსოფტს თუ რამეა, ოპერაზე მეტათაც დაჟე, ათასნაირი ყლინჯობები აქვს ჩაშენებული, რომლებიც არ იცი რეებს ჩალიჩობენ, შეიძლება მაგის გამოც აქვს მარტო 4% ბაზრის წილი გლობალურათ:

https://gs.statcounter.com/browser-market-share მელაკუდა კიდე მაგარი ჩაფლავდა, 1% უსწრებს უკვე მარტო ოპერას, ანუ ეცემა მაგ ბრაუზერის პოპულარობა და ახალმა დვიჟოკმა ბოლომდე ვერ გაამართლა მოლოდინები და დიდხანს მოანდომეს თან მაგაზე გადაბარგება, ესაა საქართველოს ბაზრის წილი ცალკე

https://gs.statcounter.com/browser-market-share/all/georgia

ნუ ეგაა ჯამური მაჩვენებლები მობილური+დესკტოპი, დეკსტოპში მელაკუდა კიდე ქაჩავს კარგათ, მობილურებში ძალიან უკან ყოფილა:

https://gs.statcounter.com/browser-market-share/desktop/worldwide ეჯს უკვე 10% აქვს ცალკე დესკტოპში და გაუსწრო უკვე საფარის ამ ეტაპზე, მაგრამ ეგ მარტო დესკტოპებში, თუმცა ოპერას 3% მაინც უკავია მანდაც

მაგრამ აი ჩვენი მაჩვენებლები ნახე იპერაა მეორეზე და რაც არ უნდა მიმტკიცო აღარავინ იყენებსო ეგაა ბოლო სტატისტიკა: https://gs.statcounter.com/browser-market-share/desktop/georgia მეორე ბრაუზერია საქართველოში პოპულარობით და საფარიზე წინაა, თუმცა საფარი მობილურ სექტორში უკონკურენტოა ქრომის შემდეგ, ეჯი უკანაა და მითუმეტეს მელაკუდა, და საფარი მაგარი იჩაგრება დესკტოპებში, ეტყობა ბანალურათ არა აქვთ ბევრი მაკინტოშის დესკტოპები საქართველოში და ეგ მაგის ბრალია, მაგრამ მაინც ოპერა უყენია ქრომის შემდეგ უმრავლესობას, ლამის 1/10 რაც ოპერასთვის გლობალურ სტატისტიკას თუ შევადარებთ დიდი სხვაობაა მაინც, ეჯმა ბაზარი არაა მაგარი ამოქაჩა ბოლო პერიოდში ბაზრის წილი იქნება თუ პერფორმანსი, მაგრამ საქართველოში ჯერ ვერ გადაუსწრეს ოპერას დესკტოპების ბაზრის წილში, ბევრი უზერი ვიცი ბანალურათ აიგნორებს პერფორმანსი კარგიც რომ ქონდეს და არ ახურებდეს დიდათ, მაგ 8-9% რომც არ ყენებოდა ოპერას ბრაუზერი ჩვენთან, მე მაინც მაგაზე დავრჩებოდი, რახან ყველაფრით მაკმაყოფილებს და მოვერგე კარგათ, ანუ არაფერი არ მიშლის ნერვებს და ინტერფეისიც მომწონს, არ ჭედავს, შუსტრათ მუშაობს და არაფერს ვუჩივი, ვირუსების პრობლემა არ მქონია აქამდე და არც გადაყენება და პროფილების განულება მჭირდება ხოლმე ხშირათ, თუმცა ბრაუზერს ძალიან აქტიურათ ვხმარობ განსაკუთრებით ბოლო პერიოდია, მუშაობს სინქრონიზაციაც და პასვორდებიც შენახვაც, ლაგები თუ აქვს მინიმალური ვიდეოებზე, მაგრამ ეგ ყველა ქრომიუმ ბრაიზერის პრობლემაა, ზოგან უფრო სერიოზულათ ლაგავს ნვიდიას კარტებზე ზოგან ნაკლებათ, სწორი სეტინგები უნდა დააყენო ნასტროიკებში და ნაკლებათ გაუბერავს, სადა აქვს კიდე დესკტოპ ბაზრის წილში პერას საკმაოთ მაღალი ბაზრის წილი, ნუ იგივე ბელორუსიაში, უკრაინას ქონია სერიოზული ბაზრის წილი 27% ლამის, რუსეთში არაა ეგრე პოპულარული, როგორც მაგ ორ ქვეყანაში თუმცა მანდაც 11% უჭერია, იანდექს ბრაუზერი რომ არა მეორეზეც იქნებოდა დღემდე, ანუ მარტო ჩვენთან არაა შედარებით პოპულარული ოპერა, სხვა ქვეყნებშიც ყოფილა, რამდენიმე ქვეყანა კიდე იქნება უფრო მაღალი ბაზრის წილით, იგივე აზერბაიჯანი თუნდაც, ამიტომ ვერ ვიტყოდი რომ მაგ ბრაუზერს საერთოდ არავინ არ ხმარობს, მაგრამ შენ რაც დაწერე მაგის გამო დასავლეთის ქვეყნებში მინიმალური პოპულარობით სარგებლობს, მაგრამ ევროპის რამდენიმე ვეყანაში შედარებით უფრო ბევრი ხმარობს მაინც მაგ ბრაუზერს, პოლონელები საერთოდ თავის ბრაუზერათ თვლიან (ალბათ იმიტომ რომ ბევრი პოლონელი დევი მუშაობას დღემდე მაგ ბრაუზერზე) და 17% ყენებია მანდაც ოპერა, ანუ ჩვენ ლოტოს კოჭი არა ვართ ნამდვილათ და სხვაგანაც იყენებენ აქტიურათ, კაზახსტანშიც 10% ყენებია და იანდექს ბრაუზერია მანდაც მეორეზე რახან დობრათ რუსები ცხოვრობენ, თუმცა სხვაობა მინიმალურია ოპერასთან, ამიტომ 8-10% ან ზევით ბაზრის წილი არც ისე ცოტა ქვეყნებში ქონია დესკტოპში ოპერას და ბევრგან ფაქტიურათ მეორე ბრაუზერია პოპულარობით ქრომის შემდეგ, მაგ ქვეყნების გარდა კიდე რამდენიმე ქვეყანა იქნება ეგეთივე ბაზრის წილით, ყველას პოვნა დამეზარა

Link to comment
Share on other sites

საქართველოში სამწუხაროდ აბსოლუტური უმრავლესობა კომპიუტერების გარტყმაში არაა. privacy და რამე რუმეც არ აინტერესებს. თვითონაც კარგად იცით რომ ხალხი ტორენტებიდან გადმოწერილ windows-ებს, პროგრამებსა და თამაშებს აყენებს დღემდე :D ოპერას თუ იყენებენ სულ არ მიკვირს.

არაფრად ვარგა ოპერას VPN. სულ ელემენტარული no log policy-ც კი არ აქვს. ვისაც ნამდვილად გინდათ აგერ გირჩევთ protonvpn გამოიყენეთ. მე პირადად მაგ vpn-ს ვიყენებ. შვეიცარიულია. 14 eyes-შიც არ შედის ეგ ქვეყანა არათუ 5 ან 9 eyes ქვეყნებში. ბევრად უფრო დაცულია და პრივატული. ასევე გაგიკვირდებათ და უფასო ვარიანტიც კი ბევრად უფრო სწრაფია.

მე firefox ვიყენებ arkenfox-ს user.js ავიღე დავტვიკე საკაიფოდ და მასე. quantum-ს გამოშვების მერე ძალიან აჩქარდა და linux-ზე ვისაც privacy ადარდებს იდეალური ვარიანტია. განსაკუთრებით ეხლა multi account container-ები ჩააშენეს და მაგრად მადგება დეველოპმენტში. შემიძლია ერთიდაიგივე საიტი მაგალითად gmail ისე გავხსნა სხვადასხვა ტაბში სხვადასხვა account რომ ერთმანეთს ვერ ხედავდნენ.cookie-ბსაც მალავს ეგ. ეგეთი რამე ბრაუზერში ძაან ასწორებს. addon-ები მარტო ეგ მაქ და ublock origin ეგეც ძაან მაგრად დანასტროიკებული. სხვათაშორის მაგ ედონის შემქმნელი თვითონვე წერს რომ თუ 100% პოტენციალი გინდათ ყველაზე კარგად firefox-ზე მუშაობს, აქ არის აღწერა თუ რატომ -> https://github.com/gorhill/uBlock/wiki/uBlock-Origin-works-best-on-Firefox როგორ შეიძლება content-ს blocker მუშაობდეს კარგად ისეთ ბრაუზერზე რომლის შემქმნელიც ზუსტად მაგ ad-ებისა და სხვა რაღაცების უზერებზე შეტენვით მდიდრდება :D

ხო ublock origin ბევრს ეშლება სულაც არ არის ad blocker.

sync-ს არ ვიყენებ რათქმაუნდა, მირჩევნია ლოკალზე მქონდეს backup და ძალიან იოლია bookmark-ების შენახვა. პაროლებს არ ვინახავ ბრაუზერში, ჩემ დაწერილ password manager-ს ვიყენებ :) firefox-ს არაფერი ემუქრება მაგის გაკოტრებას გუგლი არ დაუშვებს, ისევ მისივე თავის მისახედად რომ მერე არ მოედავონ ბაზრის სრულად გაკონტროლების გამო.

Link to comment
Share on other sites

ნუ საქართველო არ ვიცი, მაგრამ პოლონეთი,კაზახეთი,რუსეთი,უკრაინა, ბელორუსია, აზერბაიჯანი და კიდე რამდენიმე ქვეყანა საკმაოთ აქტიურათ იყენებს ოპერას ბრაუზერს და რიცხობრივათ ჩვენეზე ბევრათ მეტი ხალხიც იჯდება მაგ ქვეყნებში, ბანალურათ მოსახლეობა ყავთ  უფრო მეტი და მაგიტომ, მელაკუდა კიდე ბევრ ქვეყნებში ძალიან დაბალი ბაზრის წილითაა ამ ეტაპზე დესკტოპში, ის აღარაა რაც 10-12 წლის წინ იყო და მანდ მარტო ქრომის ბრალი არაა, ეგ ბრაუზერიც საკმაოთ შეიცვალა და ზოგს მოსწონს ახალ ვიდში, ზოგს არა ახალი ოპერას არ იყოს, არა აქვს მნიშვნელობა თავის დვიჟოკზე მუშაობს თუ სხვისზე, გლობალური წილის 3% მაგ ბრაუზერისთვის ჩემი აზრით მიზერული წილია, შეიძლება ოდესღაც ოპერასაც ქონდა უფრო მაღალი გლობალური ბაზრის წილი და არა 2-3% რაც ეხლა შემორჩა, მაგრამ ზოგ ქვეყნებში დღემდე მეორე ბრაუზერია ქრომის შემდეგ და მარტო ჩვენ არ ვართ მაგ ჩარტში, კიდე ათამდე ქვეყანა იქნება და მათ შორის ევროპაშიც, მართლა არავის არაფერში აინტერესებს (ჩემ ჩათვლით) ეგ დამატებითი სეკურიტი ხრიკები და რაღაცეების დატვიკვები, მეც ვხმარობ ublock origin ოპერაზე და კიდე რამდენიმე პლაგინს, იგივე ონლაინიდან რომ სერიალებზე ან ფილმებზე გადმოვწერო ვიდეოები (ხანდახან მჭირდება ხოლმე დაროჟკებისთვის მაქსიმალურათ მაღალ ტრანსფერზე რომ დავამატო მეთვითონ) და კიდე რამდენიმე პლაგინი მიყენია სერჩისთვის ფილმებზე და სერიალებზე რასაც ვიყენებ კინოპოისკზე და IMDB-ზე, ვირუსების პრობლემაც არასდროს მქონია მაგ ოპერაზე, 1-2 რაღაცა დაჯდა და მიაშალა კასპერსონმა, antimalware ვამოწმებ ხოლმე ხანდახან რამე პადაზრენია თუ მაქვს, მაგრამ აქამდე მაგის გამო არაფერს გაუბერია ჩემ სისტემაში, მარტო 2-3 საიტზე ჭირდება დამატებითი ბანერების მოცილება ოპერაში და მაგის შემდეგ არანაირი რეკლამა არსად აღარ რჩება, ასევე ვიყენებ რუსულ RU AdList უბლოკში, სხვა არაფერი არ ჩამირთია დამატებით, ეგეც ყოფნის, თუ მართლა ჩინელები მითვალთვალებენ შენ როგორც ამბობ, მითვალთვალონ რამდენიც უნდათ და კრიბონ ინფორმაცია, მაგითი მაინც ვერაფერს მოიგებენ, რახან მაგათი ტავარი მე არაფერში მჭირდება და არც არასდროს დავინტერესებულვარ, მაგრამ ოფერები და ეგეთები არასდროს შემოუთავაზებია ოპერას და არც სკრიტი რეკლამა შემხვედრია, თუმცა გეიმერული ფიშკები მე გამორთული მაქვს, შეიძლება მანდ იყოს შენ რასაც იძახი, სეტინგებიდან ისე ესენიც გამორთული მაქვს:

Help improve Opera by sending feature usage information

Opera offers promotional content in some browser locations. You may optionally disable these services.

სეკურიტი სეტინგში აქვს კიდე ეს ოპცია და ეგ ჩართული დავტოვე:

Protect me from malicious sites

Link to comment
Share on other sites

ზოგ ქვეყანას რა აზრი აქვს. გლობალურად opera უფრო უკანაა ვიდრე firefox ;) ხო ცუდია რომ მომხმარებლების მცირე ოდენობა აქვს chrome-თან შედარებით, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნე გაქრობა არ ემუქრება. ბრაუზერები ძალიან კომპლექსური პროგრამებია და ახალი და კარგის შექმნის თავი არავის აქვს. თვით MS-მაც კი ვერ გაქაჩა და დანებდა chromium-ს ძრავის აღებით ისევე როგორც სხვა ბრაუზერები მათ შორის ეგ opera-ც. ყველა chromium-ა დღეს და სხვაობა მინიმალურია.

ისე ვიზუალი რომ იცოდე Firefox რამდენად მარტივად შეიძლება css-თ შეუცვალო ნამდვილად გაოგნდები. ნებისმიერ ბრაუზერს შეგიძლია დაამსგავსო. ან შენი საკუთარი feature-ები დაამატო. მაგ მხრივ სხვებზე ფიზიკურად შეუძლებელია მსგავსის გაკეთება. აი გადახედე რეებს აკეთებენ all time top-ები დავალაგე ლინკზე https://www.reddit.com/r/FirefoxCSS/top/?t=all

ხო ისე ვისაც საუკეთესო block list-ები გინდათ ეს გამოიყენეთ. https://oisd.nl/downloads

Link to comment
Share on other sites

ხო და მეც მაგას ვიძახი, შენ კიდე მიმტკიცებ რომ ეჯი და ქრომი ბევრათ შუსტრათ და კარგათ მუშაობსო, მინიმალური სხვაობაა ჩემთანაც და უფრო სერიოზულ სისტემებზე მაგ ბრაუზერებს შორის, ეხება ვივალდისაც და კიდე რამდენიმე ბრაუზერია ეგეთივე ქრომიუმის ბილდით, საფარის ბაზრის წილი კიდე დამიკიდებულია ბანალურათ ეპლის დესკტოპ სისტემებზე, იმ ქვეყანაში სადაც დიდია მაკინტოშების ბაზრის წილი საფარის წილიც მაღალია მობილური სექტორი იქნება თუ დესკტოპი, დესკტოპები ზოგან ისეა ზოგან ასე, ჩვენთან როგორც ჩანს ცოტაა ძალიან ეპლის დესკტოპები, მობილური სისტემები კი, მაგრამ დესკტოპები არც ისე, ბაზრის წილის დაცემით კიდე ბევრათ უფრო მეტათ დაეცა მელაკუდა ოპერაზე ბოლო წლებში, სსვაობა კი ცალკე დესკტოპებში მარტო 1% მელაკუდას სასარგებლოთ მაგრამ ეგ არ ეხება მაგ 10 ქვეყანას რაც მე ჩამოვთვალე, მანდ მელაკუდა უკანაა ოპერაზე ყველგან ბაზრის წილით, ანუ არის ქვეყნები სადაც ოპერას ძალიან ცოტა იყენებს, არიან ისეთებიც რომ ჩვენზე მეტია ბაზრის წილი დესკტოპებში, ნუ მელაკუდაზეც ეგრეა, ზოგან უფრო პოპულარულია ზოგან არც ისე დიდი პოპულარობით სარგებლობს, ეგ ყველაფრი დესკტოპ ბრაუზერების ბაზრის წილში, ქრომი დომინირებს ყველგან მაგრამ დომინაციის დონე სხვადასხვაა სხვადასხვა ქვეყანაში, იგივე ეჯის ბაზრის წილი 4% ფარგლებშია დესკტოპ სისტემებზე მიუხედავათ იმისა რომ ყველა ახალ ვინდოუსზე აყენია და წაშლით ვერ წაშლი ჩანს რომ უმრავლესობა არ იყენებს მაგ ბრაუზერს და ისევ ქრომზეა წამოსკუპული

Link to comment
Share on other sites

მე ვთქვი რომ edge ბევრად უფრო ოპტიმიზირებულია windows-სთვის, ისევე როგორც chrome ჯობია, ორივე ეს opera-ს. ამაში არაფერია გასაკვირი. როგორ გგონია Microsoft-ს windows-სთვის Microsoft-ზე უკეთ დაწერს ჩინელი ბრაუზერს? :D raw speed-თაც რომ ჯობია ფაქტია, დიდად არა მაგრამ სხვა უამრავ ასპექტში 10 თავით წინაა ეჯიც და chrome-ც ოპერაზე.

ისე ბევრს ერევა chrome და chromium. ეს ორი ერთიდაიგივე არაა. ერთი დახურულია და მის source-ს ვერავინ გამოიყენებს თავის ბრაუზერში, ხოლო მეორე open source-ა. Google-ს პროდუქტმა თავიდანვე სისწრაფით გაითქვა სახელი. კოლოსალური სხვაობა იყო მაშინ chrome-სა და სხვებს შორის თუმცა დღესაც პირველია სიჩქარეში. იმიტომაც ყავს ლამის 80% მომხმარებლებისა. მასე რომ არ იყოს არავინ გამოიყენებდა. ოპერას კიდევ ჯამში firefox-ზე ნაკლები მომხმარებელი ყავს მსოფლიოში.

Link to comment
Share on other sites

ჩინელი არ აწყობს ოპერას და არც არასდროს აუწყვია, ჩინურმა კორპორაციამ იყიდა ოპერა თავის დროზე, უკვე მგონი გადასულებიც იყვნენ ქრომიუმ დვიჟოკზე მაგ დროისთვის, დევების დიდი ნაწილი დარჩა ოპერაში, შტაბ კვარტირა კი დღემდე ოსლოშია, დევები არიან ძირითადათ სკანდინავები და დობრათ პოლონური გვარები მხვდება, ჩინელები თითქმის არ მუშაობენ ოპერაში, რეკლამის აკრეფვა შეიძლება და ტოპ მენეჯმენტი, თვითონ ჩინეთში საერთოდ არაა პოპულარული ოპერა და არც არასდროს ყოფილა, როგორც ალბათ სკანდინავიაში, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში უფროა პოპულარული + პოლონეთი და კიდე რამდენიმე ქვეყანა, თვითონ კასპერსონი ისკლუჩენიებში  ოპერას ფოლდერის გარდა ხშირათ ქმნის opera norway ფოლდერს, არიან თუ არა ჩინური დევები ოპერას ასნავნოი დევებში არ მიძებნია მაგრამ სკანდინავები და პოლონელები რამდენიც გინდა, ქრომშიც და ეჯშიც არ მომწონს დიზაინი და დეფოლტ ვიზუალი, მაგიტომ ვამჯობინე operagx, სპიდიალიც მომწონს მანდ და ანიმაციური თემებიც რაც მანდვე შეგიძლია ჩაურთო, რაც ქრომს აქვს ბევრი რამე აქვს მაგასაც, ქრომ სტორიდან უკვე კარგა ხანია პირდაპირ ყენდება დამატებითი პლაგინის დაყენების გარეშეც ლუბოი პლაგინი + თვითონ ოპერასაც აქვს ცალკე რაზდელი პლაგინების, ხელმძღვანელობაში არიან ჩინელები, დევებში თითქმის არა:

https://investor.opera.com/corporate-governance/management ნუ ეგ მენეჯმენტია, ტოპ მენეჯერები ყავთ ორი ჩინელი და ხელმძღვანელი, მაგრამ დევების დიდი ნაწილი ევროპელია და ძველი სასტავიდანაც არიან შემორჩენილი ჩინური კორპორაცია სანამ იყიდიდა ოპერას, პოლონელები დობრათ ყავთ ისე ტიმში, კაკ მინიმუმ მაგათ საიტზე სულ პოლონური გვარები მხვდება ბლოგში, აქვთ ასევე opera poland განყოფილებაც , ოთხი კორპორაციის კონსორციუმს უყიდია 2016 წელს ოპერა, შევხედე რა სფეროშიც მონაწილეობენ, ნუ მთავარი მფლობელი გეიმინგიო ძირითადათ, მეორე კი ანტივურუსები, მათ შორის მობილურებისთვის

Link to comment
Share on other sites

Opera Crypto Browser 90.0.4480.128 https://get.geo.opera.com/pub/opera_crypto/90.0.4480.128/win/Opera_Crypto_90.0.4480.128_Setup_x64.exe ეგ უკვე ფინალური ბილდია

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.




×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.