Jump to content

Recommended Posts

ea954ee70a3c.png

Tasker შესანიშნავი აპლიკაციაა ტელეფონის(თუ ტაბლეტის) სრული ავტომატიზაციითვის, ის საშუალებას გაძლევთ შექმნათ სკრიპტები რომლებიც წინასწარ გაწერილი სცენარით იმოქმედებენ შესაბამის სიტუაციებში, ტრიგერებად (ქართულად ჩახმახია, და ისევ ტრიგერი ვამჯობინე) შეიძლება გამოიყენოთ თარიღი, დრო, ლოკაცია (როგორც GPS ისე GSM ანტენებით) აპლიკაცია, შეგიძლიათ შექმნათ პროფილები, რომლებიც ავტომატურად გააქტიურდება წინასწარ მითითებულ პირობებში, მაგ, მანქანის რეჟიმი: ბლუთუსთან დაკავშირებისას (აქ ტრიგერია ბლუთუს ყურსასმენთან თუ Car Kit-თან კავშირი) გამოირთოს WiFi (მანქანაში რად გინდათ) ჩაირთოს GPS, ხმები აიწიოს ბოლომდე, ხოლო სამსახურში/სასწავლებელში მისვლისას (ტრიგერია ლოკაცია) გაითიშოს GPS, ჩაირთოს WiFi და დაეწიოს ხმები

პარამეტრები უხვადაა,ასევე ბევრი პლაგინია რომელთა დაყენება კიდევ ზრდის ფუნქციებს და თავიდან შეიძლება დაგაბნიოთ კიდეც, მაგრამ ბლომადაა ინსტრუქციებიც
HOMEPAGE (შეგიძლიათ გადმოიწეროთ 7 დღიანი Trial ვერსია)
MARKET LINK

Tasker 4.1 Update 3 Cracked (მადლობა Blaster-ს)
პროგრამა ღირს დაახლოებით 6 მარადმწვანე, შეიძლება პირდაპირ აპლიკაციიდან გადახდაც საბანკო პლასტიკური ბარათით
გატეხილი ვერსიები ვერ ვნახე, უფრო სწორად სჭირდება გატეხილი მარკეტი (რომელზეც kashmir-მა დაწერა ) ამ ვერსიის გადმოსაწერი ლინკები და დამატებითი ინსტრუქციები შეგიძლიათ ნახოთ 4PDA-ზე
ასევე XDA-TV-ზე არის კარგი ვიდეო ტუტორიალები:

თუ გადაწყვიტეთ სინჯოთ, გირჩევთ ჯერ გადახედოთ ამ ტუტორიალებს

 

პროგრამის მოკლე მიმოხილვა

პროგრამა შედგება 3 ძირითადი ჩანართისგან,: Profiles. Tasks,Scenes

დასახელებიდან გამომდინარე, Profile არის ის პროფილები, რომლებიც გინდათ გამოიყენით

თითოეულ პროფილს გასააქტიურებლად სჭირდება ტრიგერი, ანუ გამშვები, პროგრამაში მას ქვია Context. ეს შეიძლება იყოს

1. Application - რაიმე კონკრეტული პროგრამა, ან პროგრამები

2. Day- რომელიმე დღე - კვირის რომელიმე დღე ან კონკრეტული თარიღი

3. Event- რაიმე მოვლენა - სისტემური მოვლენა თუ თარირთან ან Alarm-თან დაკავშირებული 

4. Location- ლოკაცია, რომელიც შეიძლება დაფუძვნებული იყოს როგორც GPS კოორდინატებზე, ისე GSM ანტენებით დადგენილ კოორდინატებზე (ეს ნაკლებად ზუსტია, მაგრამ გაცილებით ნაკლებ ენერგო მომთხოვნი)

5. State- მდგომარეობა, მსგავსია Event-ისა, თუმცა აქვს გაფართოებული პარამეტრები

6, Time-ამ შემთხვევაში ტრიგერია განსაზღვრული საათობრივი ინტერვალი

თითოეული პროგრამისთვის შეიძლება იყოს ერთი, ან რამდენიმე ტრიგერი ანუ Context, ასევე არის ე.წ exit task, ანუ პროფილის დასრულების შემდეგ შესასრულებელი მოქმედებები (იგივე Task-ები, მხოლოდ პროფილის დამთავრებისას)

 

Tasks-ეს არის ის მოქმედება,Action , თუ მოქმედებათა ჯგუფი, რომელიც სრულდება შესაბამისი პროფილის გააქტიურებისას, ერთი და იგივე ტასკი შეიძლება გამოყენებული იქნას სხვადასხვა პროფილში, ან ერთი და იგივე მოქმედება სხვადასვა ტასკში, აქ კომბინაციების რაოდენობა უსასრულოა :) ზოგ ტასკს სჭირდება დამატებითი პლაგინი,ან Root წვდომა, ან ორივე ერთად :)

ტასკები დაჯგუფებულია ფუნქციონალურობის მიხედვით, არის ასევე საკუთარი სკრიპტის დაწერის საშუალებაც

არსებობს პლაგინები, რომლებიც კიდევ უფრო ზრდის Action-ების სიას Task-ისთვის

 

Screens არის მომხმარებლის მიერ შექმნილი PopUp შეტყობინებები თუ დიალოგები, 

პლაგინები: http://tasker.wikidot.com/plug-ins-and-3rd-party

 

Secure Settings პლაგინი (საჭიროა დევაისის ზოგიერთი პარამეტრის გამოსაყენებლად Tasker-ის მიერ, ზოგიერთი ფუნქციას სჭირდება Root)[MARKET LINK]

Secure Plugin-ის გამოყენების ინსტრუქცია

Secure Settings არის გაფართოება, რომელიც საშუალებას აძლევს სხვადასხვა პროგრამებს (მათ შორის Tasker-ს გამოიყენოს Android-ის ის სეთინგები, რომელთანაც ჩვეულებრივ აპლიკაციებს არა აქვთ პირდაპირი წვდომა, ამ ფუნქციების ნაწილს ესაჭიროება Root წვდომა, ნაწილს კი არა,

განვიხილავ GPS-ის ჩართვა/გამორთვის მაგალითზე (ესაჭიროება Root წვდომა)

1. სპოილერის ზემოთ მდებარე ლინკიდან (ან მარკეტიდან) გადმოწერეთ და დააყენეთ Secure Settimgs

2. GPS-თან წვდომა თავიდან დაბლოკილია, რადგან ICS-ის შემდეგ გუგლმა უსაფრთხოების მიზნით დაუბლოკა წვდომა მასზე 3rd party აპლიკაციებს (ამიტომაცაა, რომ მაგ. რუკის გახსნისას როდესაც შეგახსენებთ GPS-ის ჩართვას, რთავს არა ავტომატურად, არამედ გიხსნით ლოკაციის სეთინგებს), ხოლო Secure Setting-მა რომ მოიპოვოს ამ ფუნქციაზე წვდომა სჭირდება დამატებითი მოდული ე.წ Helper. 

Helper-ის დასაყენებლად, ჩართეთ Secure Settings და გადაით Helper ჩანართზე:

6504becd3eca.jpg

მოცემულ სურათზე უკვე დაყენებული მაქვს ეგ მოდული, ხოლო თქვენთან იქნება Install Helper, დააჭირეთ და დაელოდეთ (აუცილებელია ტელეფონი იყოს დარუთული და გქონდეთ ინტერნეტი)

სულ ეს იყო, Secure Setting-ის გახსნა პირდაპირ აღარ გვჭირდება

3. გახსენით Tasker და გადადით Tasks ჩანართზე, თუ გინდათ შექმნათ ახალი ტასკი, დააჭირეთ + ღილაკს ეკრანის ძირში შუაში, ან თუ გინდათ რომ არსებულ Task-შე დაამატოთ ეს მოქმედება, ჯერ გახსენით ტასკი და მერე დააჭირეთ + ღილაკს

eab4c2dc03ec.jpg  bda81a10b9e1.jpg

4 გამოსულ ფანჯარაში აირჩიეთ Plugin

d6dad0f356d4.jpg

და შემდეგ Secure Settings რა თქმა უნდა

8d4e1ae28b0c.jpg

5. გამოსულ ფანჯარაში ვირჩევთ Edit-ს:

ecd270c54608.jpg

5, გამოსული სეთინგების სიიდან (რომელიც საკმაოდ დიდია და pro ვერსიას კიდევ მეტი ემატება) ჩვენს შემთხვევაში ვარჩევთ GPS-ს

e5d5e1ab586d.jpg

6. გამოსულ ფანჯარაში ვირჩევთ სასურველ სეთინგს: On-ჩართვა, Off- გამორთვა ,Toggle-გადართვა (არსებული მდგომარეობიდან მეორეში) და ვაჭერთ ეკრანის ძირში მარცხნივ მოთავსებულ დისკეტის ნიშაბს (იმედია ხვდებით რომ ეს შეინახავს არჩეულ სეთინგს :D)

0e9e2868f7ec.jpg

 

 

და აი, სეთინგის მოქმედებაც დამატებულია ტასკში:

26a93e6f6268.jpg

 

Edited by gio_kiborg
  • Upvote 8
Link to comment
Share on other sites

კარგი რაღაც ჩანს

მე ეს მაქვს ნაყიდი https://play.google.com/store/apps/details?id=AutomateItPro.mainPackage

როგორც მივხვდი ერთი და იგივეა თითქმის

Link to comment
Share on other sites

კარგი რაღაც ჩანს

მე ეს მაქვს ნაყიდი https://play.google.com/store/apps/details?id=AutomateItPro.mainPackage

როგორც მივხვდი ერთი და იგივეა თითქმის

ხო, მსგავსია, ეგ პროგრამა უფრო მარტივად გამოსაყენებელი ჩანს, თუმცა Tasker-ში უფრო მეტი ოპციაა

Link to comment
Share on other sites

მოტოროლას თავისი აპლიკაცია აქვს - SmartAction ქვია და აქტიურად ვიყენებ )

მოვსინჯავ ამასაც, იქნებ უკეთესია.

Link to comment
Share on other sites

მოტოროლას თავისი აპლიკაცია აქვს - SmartAction ქვია და აქტიურად ვიყენებ )

მოვსინჯავ ამასაც, იქნებ უკეთესია.

შენ რომ დაწერე მარკეტის გატეხვის ინსტრუქცია(ლიცენზიას რომ არ ამოწმებდა) ვეღარ ვნახე და ლინკს ხომ არ დადებ აქ?

Link to comment
Share on other sites

შენ რომ დაწერე მარკეტის გატეხვის ინსტრუქცია(ლიცენზიას რომ არ ამოწმებდა) ვეღარ ვნახე და ლინკს ხომ არ დადებ აქ?

Link to comment
Share on other sites

 

გიო, როგორ მივხვდე trial ვერსია მიყენია თუ full?

მარკეტი დავკრეკე და 4pda_დან დავაყენე Tasker.4.0u1m

Link to comment
Share on other sites

გიო, როგორ მივხვდე trial ვერსია მიყენია თუ full?

მარკეტი დავკრეკე და 4pda_დან დავაყენე Tasker.4.0u1m

ებაუთში არაა?

ყოველ შემთხვევაში ტრიალს ვადა 7 დღეში გაუვა :D

მე Blaster-ის Automate Pro დავაყენე, უფრო User Friendly ინტერფეისი აქვს და აქვს Free ვერსიაც (სადაც არ არის გახსნილი ყვეა ფუნქციები, თუმცა ყველაზე საჭიროების გახსნა შეიძლება პოინტების დაგროვებით)

Link to comment
Share on other sites

ებაუთში არაა?

ყოველ შემთხვევაში ტრიალს ვადა 7 დღეში გაუვა :D

მე Blaster-ის Automate Pro დავაყენე, უფრო User Friendly ინტერფეისი აქვს და აქვს Free ვერსიაც (სადაც არ არის გახსნილი ყვეა ფუნქციები, თუმცა ყველაზე საჭიროების გახსნა შეიძლება პოინტების დაგროვებით)

ნელ-ნელა ვერკვევი და მომწონს, ძალიან ფართო შესაძლებლობები აქვს, ფაქტიურად ნებისმიერ მოვლენაზე ნებისმიერი ქმედების მიბმა შეიძლება. ლიცენზიამ თუ არ გაახურა დავტოვებ, რასაც მოტოროლას აპლიკაციით ვაკეთებდი იგივე ტიპის პროფილები გავაკეთე უკვე აქაც )

http://trdunyam.nazuka.net/android/imageviewer.php?id=pic182465537715.png

იმედია არ მომთხოვს ყიდვას

Link to comment
Share on other sites

წავშალე Automate, ლოკაციის ტრიგერები ვერ ქაჩავდა რაღაც Pro ვერსიაზე

დავაყენე Tasker-ის Trial, მაგრამ პრობლემაა, GPS-ის ჩართვა/გამორთვისთვის მინდა ე.წ Secure settings პლაგინი პლეისტორზე არაა შენი ქვეყნისთვისო...

მივაგენი:

http://securesettings.intangibleobject.com/market-download

Link to comment
Share on other sites

გადმოვწერე და აგიტვირთე.

http://db.tt/jdDq9CnO

ლოკაციისთვის GSM ანტენებს ვიყენებ ტრიგერებად.

Link to comment
Share on other sites

გადმოვწერე და აგიტვირთე.

http://db.tt/jdDq9CnO

ლოკაციისთვის GSM ანტენებს ვიყენებ ტრიგერებად.

ხო, ბევრად ენერგო-ეკონომიურია GPS-თან შედარებით და როდესაც კარგი დაფარვის ზონაა საკმაოდ ზუსტიც (მაგალითად სახლის ლოკაციას 36 მ სიზუსტით ახდენს)

ისე, მართლა უამრავი ფუნქციაა, + კიდევ სკრიპტების მხარდაჭერაც აქვს, AutomateIt კი უფრო ინტიტიურია, და მრავალი ტრიგერის გამოყენება შეუძლია ერთ პროფილში,+ კიდევ ტასკებში პროფილის გაშვებაც შეგიძლია პირდაპირ Tasker-ში ეს ვერ დავამუღამე, სამაგიეროდ ტასკერს ექსიტ ტასკები აქვს,+ როდესაც ტრიგერი მორჩება (მაგალითად ტოვებ ლოკაციას) საწყის პარამეტრებზე ბრუნდება ყველა Action

Link to comment
Share on other sites

ტასკებში პროფილის გაშვებაც შეგიძლია პირდაპირ Tasker-ში ეს ვერ დავამუღამე, 

ექსიტ ტასკები ძალიან კარგი ფუნქციაა, ხვალ უკეთესად დავაკონფიგებ, სახლიდან გასვლის მომენტსაც უკეთესად დავიჭერ + სამსახურში მისვლას. გზაში wi-fi რომ გამორთოს და ადგილზე მისვლისას ჩართოს.

 

ხელით გაშვებას რაც შეეხება, ეს ღილაკი აკეთებს მგონი რაც შენ გინდა იმას.

 

147bae096c4f.png

Link to comment
Share on other sites

აუ ექსიტ ტასკებისთის ცალკე ტრიგერები რომ იყოს კარგი იქნება, ან როგორ ასრულებს?

მაგალითად მაქვს Home კონტექსტი, და Exit Task კი WiFi-ს გათიშვა, და Mobile Data-ს ჩართვა, გამოვედი სახლიდან და არ გააკეთა :(

automateit-ში კარგად იყო, მაგ, Location ტრიგერზე მისათითებელი ქონდა, ლოკაციაზე მისვლისას თუ ლოკაციის დატოვებისას გაეკეთებინა ესა თუ ის ტასკი

Link to comment
Share on other sites

ანუ "სახლში მისვლის" ტრიგერი რა გაქვს? როცა ეს პირობა შესრულდება გააქტიურდება მითითებული პროფილი და როცა პირობა აღარ სრულდება - უნდა გააქტიურდეს ექსიტ ტასკი.

რაღაც პერიოდულობით ამოწმებს სხვადასხვა state_ებს ტასკერი, შეიძლება დროში ოდნავ დაიგვიანოს სანამ მიხვდება, რომ სახლში აღარ ხარ. სეთინგებში შეიძლება შემოწმების დროის შმეცირება, მაგრამ ბატარეას დატვირთავს უფრო მეტად.

Link to comment
Share on other sites

скачать маркет версия zip.gifTasker.4.0u1m.apk ( 2.01 МБ )Кол-во скачиваний: 1283

версия с шифрованием zip.gifTasker.4.0u1.apk ( 2.01 МБ )Кол-во скачиваний: 538

 

მარკეტ ვერსია უნდა დავაყენო ხო ალბათ?



ფორუმზე რეგისტრაცია უნდა? ვერ ვიწერ

Link to comment
Share on other sites

скачать маркет версия zip.gifTasker.4.0u1m.apk ( 2.01 МБ )Кол-во скачиваний: 1283

версия с шифрованием zip.gifTasker.4.0u1.apk ( 2.01 МБ )Кол-во скачиваний: 538

 

მარკეტ ვერსია უნდა დავაყენო ხო ალბათ?

ფორუმზე რეგისტრაცია უნდა? ვერ ვიწერ

კი და კი )

http://db.tt/KAQ1QQhU

Link to comment
Share on other sites

ანუ "სახლში მისვლის" ტრიგერი რა გაქვს? როცა ეს პირობა შესრულდება გააქტიურდება მითითებული პროფილი და როცა პირობა აღარ სრულდება - უნდა გააქტიურდეს ექსიტ ტასკი.

რაღაც პერიოდულობით ამოწმებს სხვადასხვა state_ებს ტასკერი, შეიძლება დროში ოდნავ დაიგვიანოს სანამ მიხვდება, რომ სახლში აღარ ხარ. სეთინგებში შეიძლება შემოწმების დროის შმეცირება, მაგრამ ბატარეას დატვირთავს უფრო მეტად.

სახლში მისვლის ტრიგერია ლოკაცია GSM ანტენებით 100მ სიზუსტით

და პრეფერენსებში აქვს ყოველ 30 წამში ამოწმებს ნეტ ლოკაციას, არ ვიცი შეიძლება რამე პარამეტრი უნდა კიდევ

 

ერთი პროფილი გავაკეთე TSU (ისევ ლოკაცია იყო ტრიგერი) და ექსიტ ტასკი იგივე რაც Home-ზე მქონდა (ეგ კარგია კიდევ, კონტექტებში ყოველთვის ახალი ტასკის შექმნა აღარ გინდა, შეგიძლია ძველიც გამოიყენო) და როცა წამოვედი იქედან No profile active-ო მერე შევამოწმე

მგონი მართალი ხარ დროის ამბავია, მაგრამ 5 წუთზე მეტი იყო გასული და კარგი 500მ-ით ვიყავი მოშორებული სახლს

Link to comment
Share on other sites

წეღან ვიყიდე 2.99$-ად ეს აპლიკაცია.

ბევრად ჯობია იმას რაც წინაზე ვიყიდე მეტი ფუნქცია აქვს

4.2+ ზოგი ფუნქცია აღარ მუშაობს მაგალითად Airplane-ზე გადაყვანა ავტომატურად დროის მიხედვით :(

Secure Settings-გინდაო მითხრა

გადმოვწერე და Pro-ც კი ვიყიდე აპლიკაციიდან მაგრამ მაინც იგივეს მიწერს :(

Link to comment
Share on other sites

წეღან ვიყიდე 2.99$-ად ეს აპლიკაცია.

ბევრად ჯობია იმას რაც წინაზე ვიყიდე მეტი ფუნქცია აქვს

4.2+ ზოგი ფუნქცია აღარ მუშაობს მაგალითად Airplane-ზე გადაყვანა ავტომატურად დროის მიხედვით :(

Secure Settings-გინდაო მითხრა

გადმოვწერე და Pro-ც კი ვიყიდე აპლიკაციიდან მაგრამ მაინც იგივეს მიწერს :(

აი Secure Settings პლაგინი: http://securesettings.intangibleobject.com/market-download

აუ Direct Purchase გაუუქმებიათ, მარკეტიდან კი ვერ ვყიდულობ....

ყოველ კვირაში რეინსტალი მომიწევს

Link to comment
Share on other sites

აი Secure Settings პლაგინი: http://securesettings.intangibleobject.com/market-download

აუ Direct Purchase გაუუქმებიათ, მარკეტიდან კი ვერ ვყიდულობ....

ყოველ კვირაში რეინსტალი მომიწევს

გიო, ჩაწერით ჩავწერე Play Store-დან და In App Purchase-ით Pro-ც კი ვიყიდე, Helper-იც ჩავწერე რუთით როგორც ითხოვს, გადავტვირთე და მაინც ვერა :(

Tasker-ის Data რომ გავასუფთავო ექნება ვითომ შედეგი? ტყუილად არ მინდა აწყობილი პროფილების დაკარგვა

Link to comment
Share on other sites

გიო, ჩაწერით ჩავწერე Play Store-დან და In App Purchase-ით Pro-ც კი ვიყიდე, Helper-იც ჩავწერე რუთით როგორც ითხოვს, გადავტვირთე და მაინც ვერა :(

Tasker-ის Data რომ გავასუფთავო ექნება ვითომ შედეგი? ტყუილად არ მინდა აწყობილი პროფილების დაკარგვა

პროფილები შეგიძლია დააბექაფო, ნახე დავამატე პირველ პოსტში შეცურე შეტტინგ-ის ინსტრუქცია სკრინშოტებით

 

ერთი შეკითხვა,

ჩაიწერე მარკეტის ვერსია და იმას აქვს In app purchase? მე ტრიალი მიწერია და არ აქვს :(

საიტზე წერია ერთი კვირის მერე შეგიძლიათ წაშალოთ და ჩაწეროთ თავიდანო

Link to comment
Share on other sites

დავამატე პროგრამის მოკლე აღწერაც

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ჯერ შესაძლებლობების მეათედიც არ მაქვს ალბათ ათვისებული და უკვე ძალიან მომწონს ))

 

დღეს მთელი დღეა ჩართულია, რამდენიმე აქტიური პროფილი მაქვს და ელემენტს დიდად არ შეტყობია, რაც ძალიან კარგია.

Link to comment
Share on other sites

ჯერ შესაძლებლობების მეათედიც არ მაქვს ალბათ ათვისებული და უკვე ძალიან მომწონს ))

 

დღეს მთელი დღეა ჩართულია, რამდენიმე აქტიური პროფილი მაქვს და ელემენტს დიდად არ შეტყობია, რაც ძალიან კარგია.

ჩემთანაც მასეა

იდეაში ელემენტებზე დადებითადაც უნდა იმოქმედოს თუკი ენერგომომთხოვნ რესურსებს გააკონტროლებ ეფექტურად (მაგ. გამოიყენებ Wifi-ს თუა საშუალება Mobile Data-ს ნაცვლად, ან Net ლოკაციას GPS-ის ნაცვლად და ა.შ

შესძლებლობები კი განუსაზღვრელი აქვს, უფრო სწორად კონფიგურაციის ვარიანტები, სკრიპტებისთვის და სეთინგებისთვის არ შემიხედია ჯერ საერთოდ

მრავალი ტრიგერი მოვნახე ქონია :) ერთი ეგაა ჯერ ტასკზე დაყოვნება Delay ვერ მივაგენი (კონკრეტულად GPS-ზე) მაგ Extit Task მინდა 1 წთ დაყოვნება ქონდეს, ანუ ტრიგერებად მაქვს პროგრამები (Google Maps, Osmand+, Car Dashboard Pro და Camera) და ექსიტ ტასკზე GPS-ის გამორთვა,

მინდა, რომ ეგრევე არ გამორთოს, რაღაც დრო იყოს ჩართული, იქნებ თავიდან გავუშვა და ისევ რომ არ დაიწყოს სატელიტების ძებნა)

Link to comment
Share on other sites

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.