Jump to content

Warframe (2013)


Guest

Recommended Posts

YGg5G5G.jpg

 

ამ თემაში მინდა გაგაცნოთ ახალი ონლაინ უფასო თამაში - Waframe.

იგი წარმოადგენს  მესამე პირის co-op ონლაინ თამაშს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთამაშეები თამაშობენ კომპიუტერის წინააღმდეგ. არის ფანტასტიკური ჟანრის და მოქმედება ხდება კოსმოსში, კერძოდ კი მზის სისტემაში. თამაში გვთავაზობს მრავალფეროვან საინტერესო მისიებს. არსებობს რამოდენიმე სახის ტენოები (ესე ქვიათ მოთამაშეების რასას), რომლის არჩევაც შეგიძლიათ. სულ არის 12 სახის ტენო და ყველა ტენოს აქვს თავისი უნიკალური შესაძლებლობები. თამაშში ასევე არსებობს იარაღების, მუზარადის გამაძლიერებელი მოდები, რომლებსაც მტრები ყრიან. ასევე გაქვთ საშუალება გყავდეთ პატარა, დამხმარე კომპანიონები სენტინელები. Warframe-ში შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ნამდვილი ასევე ვირტუალური ფული. მაგალითად თუ გინდათ, რომელიმე სხვა ტენოს კაცის/ქალის (ორივე სქესის წარმომადგენლები არიან თამაშში) შეძენა, ამის გაკეთება შეგიძლიათ იოლად ნამდვილი ფულის ყიდვით და რთულად მისი სქემის(blueprint) შეძენით, რომელსაც ყიდულობთ ვირტუალური ფულით, რომელიც გიგროვდებათ მისიების წარმატებით გავლის წყალობით. სქემის შეძენის შემდეგ დაგჭირდებათ ასევე შესაბამისი ნაწილები მის ასაწყობად, რომლებსაც აგდებენ ხშირ შემთხვევაში ბოსები სხვადასხვა პლანეტებიდან. მაგალითად nyx-ის სქემის ნაწილებისთვის საჭიროა ერისის პლანეტაზე, მოკლათ მისი ბოსი, რომელმაც შეიძლება დააგდოს სქემის ნაწილების სქემები(blueprints), შეიძლება არ დააგდოს. სქემა ყოველთვის ითხოვს 3 ნაწილს: chasis, system და helmet. თვითონ ამ ნაწილების სქემებიდან ნაწილის შექმნასაც თავისი რესურსები ჭირდებათ. მათ შექმნას ჭირდება გარკვეული დრო. თვითონ waframe-ის(გმირის) შექმნას 3 დღე ჭირდება. თამაშში არსებობს leveling სისტემა. რაც შეეხება იარაღების და მუზარადის გამაძლიერებელ მოდებს, ასევე შესაძლებელია მათი გაძლიერებაც. სტანდარტული ტევადობა  მათთვის არის 30. ანუ სიტყვაზე იარაღში შეგიძლიათ დააინსტალიროთ 30 სიძლიერის მოდები. თუ არ გყოფნით 30, შესაძლებელია მისი გაზრდა ორჯერ orokin reactor-ის წყალობით, რომლის ყიდვაც შეგიძლიათ რეალური ფულით ან შეიძლება გაგიმართლოთ და alert მისიების დროს ამოგივიდეთ. alert მისიები არის განსაკუთრებული მისიები, რომლის წარმატებით გასვლის დროსაც ჯილდოვდებით გაცილებით დიდი ფულით. აღსანიშნავია, რომ ყველა პლანეტა გამოირჩევა თავისი სიძნელით. ყველაზე იოლია მერკური და ის პლანეტები ზოგადად, რომლებიც ახლოსაა მზესთან. ყველაზე რთული პლანეტებია მზის მოშორებით რომლებიც არიან, კერძოდ კი პლუტონი. რაც შეეხება თვითონ ტენოებს... როგორც უკვე ვთქვი სულ არის 12 სახის ტენო:

 

  • Ash - შესანიშნავია მათთვის ვისაც უყვარს stealth სტილი. იგი არის ნინჯაზე დაყრდნობილი ვორფრეიმი. გააჩნია სწრაფად გადაადგილების შესაძლებლობები და ძლიერი ზიანის მიყენება მტრისთვის.
  • Banshee - იგი არის მდედრობითი ვორფრეიმი, რომელიც შექმნეს 7-ე აფდეითში დეველოპერებმა. გააჩნია აკუსტიკური შეტევები და შესაძლებლობები. ასევე კარგია stealth სტილის მოყვარულთათვის.
  • Ember - მდედრობითი ტიპის ვორფრეიმი, რომელიც განასახირებს ცეცხლის სტიქიას. იგი ნამდვილი კოშმარია მსუბუქ-ბრონირებული მტრისტის.
  • Excalibur - ექსკალიბური იდეალური ვარიანტია დამწყები მოთამაშეებისთვის. იგი ერთ-ერთია 3 ვოფრეიმიდან, როცა მოთამაშე იწყებს თამაშს პირველად.
  • Frost - როგორც სახელიდან ხვდებით, იგი განასახიერებს ყინვის სტიქიას. შეუძლია ძლიერი ზიანის მიყენება ყინვის შესაძლებლობებით.
  • Loki - ლოკი შედარებით სუსტია, მაგრამ სწრაფია და ნამდვილი მანილუპატორია. მას არ გააჩნია ბევრი ზიანის მომყენებელი შესაძლებლობა, მაგრამ ძირითადად ფოკუსირდება მტრისსთვის ყურადღების გადატანაზე. შეუძლია შექმნას მისი ცრუ ასლი (ჰოლოგრამა), რომლის წყალობით მტერს აბნევს, ასევე შეუძლია გაქრობა და გარშემო ყველა ავტომატური სროლის მექანიზმის დაზიანება/მოშლა.
  • Mag - მდედრობითი სახის ვორფრეიმი. მისი სახელი შემოკლებაა მისი სტიქიის სახელის მაგნეტიკური ენერგიის. იგი ასევე შედის თამაშის დაწყებით სამეულში. ფლობს მაგნეტიკურ ძალებს. შეუძლია ალყაში მოქცეულს ჰაერში აწიოს მთელი მტრის ჯარი და ძვლებში გადაამტვრიოს.
  • Nyx - კიდევ ერთი ქალბატონი - ნიქსი. გონების კონტროლი და ფსიქიკური შეტევები ნიქსს ქმნის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ მოწინააღმდეგედ. მის შესაძლებლობას რომ შეაღწიოს მტრის გონებაში და მანიპულირება დაიწყოს მისით შეუძლია შეცვალოს მთლიანად ბრძოლის ველი. მას შეუძლია გადმოიყვანოს მტერი მის მხარეს. ასევე შეუძლია გამოიწვიოს მასიური ისტერია ბრძოლის ველზე, სადაც მტრის ძალები გაურკვევლად და ქაოსურად უტევენ ყველას. ნიქსს ასევე შეუძლია გარდაქმნას მომავალი ტყვიები და ზიანი ერთ დიდ ფეთქებად ენერგიად. 
  • Rhino - რინო არის ყველაზე მძიმეწონიანი ვორფრეიმი. გააჩნია ძლიერი შემტევი და დამცავი შესაძლებლობები.
  • Saryn - ამ შხამიან ქალბატონს შეუძლია წარმატებით მოახდინოს შეტევები ორგანულ და სინთეთიკურ მტრებზე. მისი შესაძლებლობა, გამოიცვალოს კანი, ქმნის მას ერთ-ერთ ღირებულ წევრს გუნდში. ეს ვორფრეიმიც ასევე გამოიცა მეშვიდე აფდეითში. სარინს შეუძლია შეუშვას ტოქსიკური შხამი მტრის სპორებში და დააზიანოს იგი, შხამი ვირუსივით მოქმედებს და გადადებს სხვებსაც. კანის გამოცვლას შეუძლია მტრების მოტყუება და მათი ყურადღების გადატანა მასზე. მას ასევე შეუძლია ატმოსფეროს დაბინძურება ტოქსიკური ნივთიერებით, რომელიც ეფექტურად მოქმედებს მტრის ორგანიზმზე.
  • Trinity - ტრინიტი ძირითადად დამხმარე ძალას წარმოადგენს გუნდში. მისი შესაძლებლობები ძირითადად მოიცავს სიცოცხლის აღდგენას და შენარჩნებას გუნდისთვის.
  • Volt - ვოლტი წარმოადგენს ელექტრული ზიანის მიმყენებელ ვორფრეიმს. დაკავშირებულია დენის სტიქიასთან.

Ash

ysIW0da.jpg

 

Banshee

RlOpqYa.jpg

 

Ember

JSnrpsc.jpg

 

Excalibur

xMPkrne.jpg

 

Frost

E1yzut5.jpg

 

Loki

G5ckyLL.jpg

 

Mag

wYeb8Hl.jpg

 

 

Nyx

f3dnTtv.jpg

 

Rhino

qJsCLn9.jpg

 

Saryn

A8xrbFi.jpg

 

Trinity

80pJEqO.jpg

 

Volt

jdhZkZN.jpg

 

თამაში არის მშვენივრად ოპტიმიზირებული. გააჩნია ლამაზი გრაფიკა, ეფექტებით, გამოიყენება Nvidia physx. თამაშის გადმოწერა შესაძლებელია სთიმიდან.

 

 

ტენოებზე დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მოინახულოთ ეს ბმული:

http://warframe.wikia.com/wiki/Warframes

 

პ.ს. საკმაოდ ჩამთრევი თამაშია. ეს 1 თვეა მარტო ამას ვთამაშობ :D მაგს ვიყენებ და ძალიან მომწონს. ამ წუთას ნიქსსაც ვქმნი.

Link to comment
Share on other sites

კი ვთამაშობ. ვისაც გინდათ დამამატეთ. თუ რომელიმე პლანეტაზე გაგიჭირდათ გასვლა დაგეხმარებით. ყველა პლანეტა გახსნილი მაქვს გარდა პლუტონის. ჩემი ნიკია "dendroaspis84"

Link to comment
Share on other sites

კი ვთამაშობ. ვისაც გინდათ დამამატეთ. თუ რომელიმე პლანეტაზე გაგიჭირდათ გასვლა დაგეხმარებით. ყველა პლანეტა გახსნილი მაქვს გარდა პლუტონის. ჩემი ნიკია "dendroaspis84"

დიდი მონაცემები უნდა? ჩემი კომპი როგორ გაქაჩავს?

Link to comment
Share on other sites

კი ვთამაშობ. ვისაც გინდათ დამამატეთ. თუ რომელიმე პლანეტაზე გაგიჭირდათ გასვლა დაგეხმარებით. ყველა პლანეტა გახსნილი მაქვს გარდა პლუტონის. ჩემი ნიკია "dendroaspis84"

მომეწონასავით გეიმპლეი, რომელი ტენოთი ჯობია რომ დავიწყო?

Link to comment
Share on other sites

მომეწონასავით გეიმპლეი, რომელი ტენოთი ჯობია რომ დავიწყო?

დამწებისათვის ექსკალიბური არისო იდეალური. თავიდან მეც მაგით დავიწყე. მერე გავყიდე და მაგი ვიყიდე. ეხლა ნიქსსაც ვაწყობ. ექსკალიბურს ის აქვს კარგი, რომ შეუძლია გაქანდეს და გზაში ვინც შეხვდება ყველაფერს ანადგურებს. მაგ შესაძლებლობას თუ გააძლიერებ საკმაოდ გამანადგურებელი ძალის მქონე ტენო იქნები. დასაწყისში 3 ტენოდან გაქვს ასარჩევი. ზუსტად რომლებია აღარ მახსოვს, მაგრამ ექსკალიბური ერთერთია. დანარჩენები, რომლებიც არ შედის მაგ სამეულში შეგიძლია იყიდო ან ააწყო.

დიდი მონაცემები უნდა? ჩემი კომპი როგორ გაქაჩავს?

გაქაჩოს უნდა. ცადე და გადმოწერე.

 

Minimum:

    • OS:Windows XP SP 3 or higher
    • Processor:Intel Core 2 Duo e6400 or AMD Athlon x64 4000+
    • Memory:2 GB RAM
    • Graphics:Nvidia GeForce 8600 GT or ATI Radeon HD 3600
    • DirectX®:9.0c
    • Hard Drive:2 GB HD space
    • Other Requirements:Broadband Internet connection

http://www.hwcompare.com/7239/geforce-8600-gt-1gb-gddr3-vs-geforce-gt-430-1gb/

 

ესეც ჩემი ქალი  :wub:

aZF9O0F.jpg

 

 

 

ეს კიდევ მასში ჩაყენებული მოდები:

 

nEv4oYL.jpg

 

 

პ.ს. დამავიწყდა მეთქვა, თამაშის დროს შეიძლება ჩვეულებრივ მოდებთან ერთად ამოვარდეს "fusion core" მოდებიც. ამ მოდებს იყენებთ სხვა მოდების გასაძლიერებლად. მაგალითად შედიხართ მოდებში, მონიშნავთ სიტყვაზე "Crush" მოდს, დააწვებით "fusion" ღილაკს და შემდეგ ნიშნავთ "fusion core" მოდს და მერე apply. Crush მოდს მოემატება სიმძლავრე. შესაძლებელია ასევე სხვა მოდებითაც გაძლიერება, თუ ერთიდაიგივე ტიპის არის უკეთ შეერწყმება, თუ სხვა ტიპის არის ცუდად. გაძლიერებისას რათქმაუნდა ფულიც გეხარჯებათ. ასევე შეგიძლიათ გაყიდოთ თქვენთვის არასაჭირო მოდები.

 

თუ რამე ვერ გაიგეთ ან მე მკითხეთ ან მე თუ არ ვიქნები აქ, ამ საიტს გადაავლეთ თვალი, ყველაფერი დაწვრილებით წერია.

http://warframe.wikia.com/wiki/WARFRAME_Wiki

 

ჩემი რჩევები იქნება:

  • თუ ფული დაგჭირდათ თამაშში, ითამაშეთ alert მისიები.
  • თუ მოდები დაგჭირდათ თამაშში, ითამაშეთ Defence ტიპის მისიები, განსაკუთრებით გირჩევდით იუპიტერზე კალისტოს პუნქტს.
  • თუ მისიის გასვლა გიჭირთ მარტო, დაელოდეთ სხვა მოთამაშეებს სანამ შემოვლენ და მერე ჩართეთ მისია.
Link to comment
Share on other sites

 

ასარჩევ გვერდზე დამეკლიკებინა მინდოდა, მეთქი ვნახავ მონაცემებსთქო და აირჩია ეგრევე, რაც სურათზე გყავს ეგ ტენო შემრჩა :D

 

უნარები სად განვავითარო?

 

Fusion Core ერთჯერადია ხო? ანუ გამოიყენებ და ქრება? დავხარჯო ამ ეტაპზე თუ შემოვინახო სანამ რამე ნორმალურ იარაღას ვიყიდი.

პისტოლეტისთვის 2 აპგრეიდი ვიპოვნე, 1 ყენდება, მეორე არა.

 

პ.ს. ყველა მისი ესე გავს ერთმანეთს? თუ ეგრეა და მომბეზრდება მალე (

Link to comment
Share on other sites

სხვადასხვნაირი მისიებია.

ყველა მოდი ქრება შერწყმისას.

ამოაგდებს მაგის უნარებს ვინმეს მოკვლისას. მეორე არ ყენდება იმიტომ რომ პისტოლეტს ჭირდება level up. შეეცადე ეთნაირი სიმბოლების მქონე მოდები დააჯინო შიგნით. ნაკლები ადგილი მიაქვს ეგრე უფრო.

შეგიძლია ჩააყენო პისტოლეტში და როცა გინდა ამოიღებ ისევ, არაა პრობლემა.

Link to comment
Share on other sites

 

ანუ უნარები რომ აქვთ ეგ სად დავითრიო?

Link to comment
Share on other sites

ანუ უნარები რომ აქვთ ეგ სად დავითრიო?

თავიდან არ გქონდა? არ მახსოვს ზუსტად თავიდან გაძლევენ თუ არა. აქ ნახე თუ არის. თუ არ არის, მაშინ, უნდა დაელოდო როცა ამოგივარდება. ხშირად ითამაშე და ოდესმე ამოაგდებს მაგ უნარების მოდებს.

OM36SIJ.jpg

Link to comment
Share on other sites

ნამეტანი ერთფეროვანია (

 

თიმსპიკით და შენი სასტავით გაერთობი ცოტას, მაგრამ ესე ვიღაც კვერცხებთან ერთად ბოდიალი ერთი იგივე ტიპის მისიებზე, მომბეზრდასავით



Archil_ - დამამატეთ ბარემ )

Link to comment
Share on other sites

განხილვები ამ განყოფილებაში არ იხსნება! გადახედე განყოფილებებს რომ ნახო და სად რა თემა იხსნება.

 

შემდეგში წესის დარღვევის შემთხვევაში გაფრთხილება აღარ იქნება

 

თემა გადმოტანილია შესაბამის ადგილას და სათაურიც ჩასწორდა



არ არის განხილვა? მაგრამ გადმოსაწერილი ლინკი არ არის ბოლოში

Link to comment
Share on other sites

mod capacity როგორ გავზარდო?

orokin reactor გჭირდება, რომელსაც ან ნაღდი ფულით იყიდი ან შემთხვევით ამოგივარდება alert მისიაში. ორჯერ ზრდის, ანუ 60 ხდება. ერთხელ ამომივარდა მარტო. არადა იმედი მქონდა უკვე გადაწურული, ყიდვას ვუპირებდი.

 

 

განხილვები ამ განყოფილებაში არ იხსნება! გადახედე განყოფილებებს რომ ნახო და სად რა თემა იხსნება.

 

შემდეგში წესის დარღვევის შემთხვევაში გაფრთხილება აღარ იქნება

 

თემა გადმოტანილია შესაბამის ადგილას და სათაურიც ჩასწორდა

არ არის განხილვა? მაგრამ გადმოსაწერილი ლინკი არ არის ბოლოში

რათ უნდა გადმოსწერი ლინკი, ხომ მიწერია სთიმზეა ოფიციალურად. ვინც არ იცით სთიმი რა არის: http://store.steampowered.com/

ნამეტანი ერთფეროვანია (

 

თიმსპიკით და შენი სასტავით გაერთობი ცოტას, მაგრამ ესე ვიღაც კვერცხებთან ერთად ბოდიალი ერთი იგივე ტიპის მისიებზე, მომბეზრდასავით

Archil_ - დამამატეთ ბარემ )

კვერცხებთან რატომ? ისინიც შენნაირი მოთამაშეები არიან  :huh:

Link to comment
Share on other sites

კვერცხებთან რატომ? ისინიც შენნაირი მოთამაშეები არიან  :huh:

ყველაზე არ მაქ საუბარი, მარა დღეს რამდენიმეჯერ, რომ მეგონა რომ "გუნდურად" ვთამაშობდით, 1-2 ჯერ დამაგდეს და იმის მაგივრად რომ ვინმეს revive გაეკეთებინა დამტოვეს მომაკვდავი :D

Link to comment
Share on other sites

რათ უნდა გადმოსწერი ლინკი, ხომ მიწერია სთიმზეა ოფიციალურად. ვინც არ იცით სთიმი რა არის: http://store.steampowered.com/

გასაგებია, გადმოვიტანე თემა უკან pc თამაშების განყოფილებაში და სათაურში წელი მივუთითე ფრჩხილებში, თუმცა განხილვაც არის მოცემულ პირველ პოსტში
Link to comment
Share on other sites

კარგი. უბრალოდ ინფორმაციაც ჩავამატე, დიდი გამოვიდა და განხილვადაც გარდაიქცა.



ყველაზე არ მაქ საუბარი, მარა დღეს რამდენიმეჯერ, რომ მეგონა რომ "გუნდურად" ვთამაშობდით, 1-2 ჯერ დამაგდეს და იმის მაგივრად რომ ვინმეს revive გაეკეთებინა დამტოვეს მომაკვდავი :D

ხო ხანდახან ხდება ხოლმე, მარა უმეტეს შემთხვევაში მეხმარებიან :) invite გამომიგზავნე ხოლმე თამაშში თუ ვიქენი ონლაინი და შემოგიერთდები.

Link to comment
Share on other sites

მე არ მომეწონა ერთფეროვანია საკმაოდ დამიგროვდა ონლაინთამშები სტარ ვარს, დც უნივერსი და ვორლდ ოფ ტანკს და ესენიც მეყოფა :დ

მაგრამ ხმალი მაგრა დამევასა :დ

Link to comment
Share on other sites

  • 3 weeks later...

გაუმარჯოს შექმნილი მაქვს კლანი Legacy of Tenno თუ ვინმეს უნდა კლანში გაერთიანება ან დახმარება შემეხმიანეთ ნიკი  IKADIXA

Link to comment
Share on other sites

მე უკვე ვარ ფინელების კლანში. იუპიტერის თემისტოზე ვინ წამომყვება?

Link to comment
Share on other sites

  • 3 weeks later...

ერთმანეთთან ბრძოლა არ არი ?
თუ მარტო co-op  ის ნაირთ მიდიხარ მისიაზე სხვებთან ერთად ?

Link to comment
Share on other sites

ერთმანეთთან ბრძოლა არ არი ?

თუ მარტო co-op  ის ნაირთ მიდიხარ მისიაზე სხვებთან ერთად ?

CO-OP only ;)

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.