Jump to content

გზამკვლევი - როგორ გავაკეთოთ სისტემაგაფუჭებული iPhone 3GS


ANuB1S

Recommended Posts

ისევ მომიწია ეს ბინძური საქმიანობა :D...

სისტემამკვდარი iPhone 3GS-ით მომადგნენ, ხოდა ბევრი ვიწვალე თუ ცოტა ვიწვალე ჩამოვწერ ახლა რა გავაკეთე და როგორ.

ნუ jailbroken iPhone იყო, დაჟე iPad-ის ბეიზბენდი ეყენა მგონია + SHSH არ იყო შენახული...

რადგან 4.1 მივაწოდე, დაყენდა და არ ჩაიტვირთა სისტემა.

არ მოვყვები ახლა რა ვცადე და როგორ ვცადე გადავალ პირდაპირ საქმეზე.

მოკლედ და კონკრეტულად რომ იყოს ყველაფერი დასაწყისში მოვათავსებ საჭირო ფაილებს ლინკებითურთ

ნუ აიტუნსის ლინკს არ დავდებ :დ

P.S. შეიძლება ვინმეს გამოადგეს IPSW-ების ნაკრები iPhone-ებისათვის > ლინკი

 

//აქვე დავამატებ - ვწერ იმას რაც პირადად გავაკეთე, ჩემთან იმუშავა და თქვენთან თუ რაიმე გაფუჭდება არ ვარ პასუხისმგებელი.

სტარტი:

  • დივაისი(iPhone) გადავიყვანოთ Recovery Mode-ში, ჩავრთოთ iTunes და გავაკეთოთ რესთორი. 6.1.3 დაყენდება (26.04.2013 პოსტის დაწერის თარიღი). დაახლოებით 20-25 წუთი დაჭირდა ალბათ ან ნაკლები.
  • შეაერთეთ დივაისი, ამოვაარქივოთ iFaith 1.5.6 და გავუშვათ ადმინისტრატორის უფლებებით (Run As Administrator). iFaith თვითონვე მიხვდება მოდელს და შემოგთავაზებთ SHSH Blobs-ის გადმოწერას, დაეთანხმეთ და აირჩიეთ თქვენთვის მისაღები SHSH, ეს გზამკვლევი დაწერილია 5.1.1-ის გამოყენებით, ასე რომ გადმოვწეროთ 5.1.1. რადგან ISPW-ც 5.1.1 გვაქვს.

    download-blobs.png

  • დავბრუნდეთ მთავარ მენიუში (Main Menu) და ვირჩევთ -  'Build *signed* IPSW w/', შემდეგ 'Browse for SHSH Blobs” აქ ვუთითებთ ჩვენ მიერ გადმოწერილ SHSH Blobs-ს სახელად "0000005CA610550F_5.1.1-9B206_cydia.shsh" - Next

    browse-blobs.png

  • ვუთითებთ IPSW-ს 'Browse for an IPSW', რომელიც ალბათ უკვე გადმოწერილი გაქვთ (ლინკი დასაწყისში დავდე) თუ არადა შეუძლია ავტომატურად გადმოწეროს ღილაკით 'Download it for me'.

    browse-ipsw.png

  • უკვე მითითებული ან გადმოწერილი გვაქვს IPSW, ვკლიკავთ ღილაკზე Build და დაიწყება პროცესი, რომელსაც ბოლომდე უნდა დაველოდოთ

    build-ipsw.png

  • რომ მორჩება გავთიშოთ ტელეფონი(კომპთან მიერთებული უნდა იყოს) და ადმიონისტრატორის უფლებებით გავუშვათ iReb r7, გავამზადოთ ტელეფონი, პროგრამაში ავირჩიოთ ჩვენთვის სასურველი მოდელი - ამ შემთხვევაში iPhone 3GS და მივყვეთ ინსტრუქციას - 5 წამი მომზადება ტელეფონის ასაღებად, შემდეგ 10 წამი Home და Power ღილაკებით ერთდროულად დაჭერა, 10 წამის შემდეგ ვუშვებთ Power ღილაკს, ისევ გვიჭირავს Home, სულ რაღაც 22 წამზე გაეშვება Exploit, გამოვა საბოლოოდ ასეთი ფანჯარა და გავთიშავთ პროგრამას.

    dfu-ireb.png

  • საბოლოო ეტაპი(!) - ვრთავთ iTunes-ს (აუცილებელია მე-10 ან უფრო მაღალი ვერსია) მიხვდება Recovery Mode-შიაო. კლავიატურაზე ვაწვებით ღილაკს SHIFT და iTunes-ში 'Restore iPhone', ვუთითებთ iReb r7-ის შექმნილ iPSW-ს((!)არ შეგეშალოთ ორიგინალში, თავდაპირველად გადმოწერილ ვერსიაში), ჩემთან ასეთი სახელი ერქვა - '0000005CA610550F_iFaith_iPhone_3GS-5.1.1_(9B206)_signed'

    გადაიტვირთება თქვენი აიტელეფონი და დაიწყება არც ისე მოკლე პროცესი, წარმატებებს გისურვებთ.

წარმატებებს გისურვებთ ჯეილბრეიკი თქვენვის მომინდია. მაგის დაწერის დრო არ მაქვს :D

How to Jailbreak - Click

© ANuB1S

  • Upvote 7
Link to comment
Share on other sites

არა რა...

რაღაც ხო უნდა გამოეჩხიროს, გამორიცხულია სხვანაირად გამოვიდეს საქმე.

ულტრასნოუს დაყენების შემდეგ ვერ ხედავდა სიმს.

საბოლოო iPad-ის ბეიზბენდის გადაყენება(!) მომიწია(აიპედის ბეიზბენდს სანამ დააყენებდეთ კარგად გამოარკვიეთ მიდის თუ არა,

დივაისი არ გაბრიკოთ :დ)

Facing-Brick_large.jpg

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.