Jump to content

BioShock Infinite (2013)


Recommended Posts

ვინც დახურაქვთ დაწერეთ თქვენი აზრი დასასრულზე. სპოილერში :დ

 

 

ჩვენთვის ცნობილია, რომ უკლებლივ ყველა სამყაროში, Little Big Horn-ის ბრძოლის შემდეგ ბუკერი მიდის მდინარეში მოსანათლად. იმ სამყაროებში, სადაც იგი ნათლობას მიიღებს, რცხვენია რა თავისი წარსულის, გადაირქმევს სახელს და გახდება კომსტოკი. გარკვეულ ეტაპზე ის შეხვდება ლუტეკს, რომელიც ეხმარება კოლუმბიის შექმნაში. თუმცა ექსპერიმენტების დროს კომსტოკი კარგავს გამრავლების უნარს, ამიტომ ბრუნდება წარსულში, იმ სამყაროში, სადაც მას ჰყავს ქალიშვილი (შესაბამისად იმ სამყაროში, სადაც იგი არ მონათლულა და არ გამხდარა კომსტოკი) და იყიდის თავისი "მეორე მე"-ს შვილს (ამასთან ეს "მეორე მე" ვალებშია ჩაფლული და შვილის გასხვისებაზე თანხმდება).

 

პარალელურად, იმ სამყაროში, სადაც ბუკერი შვილს გაასხვისებს, ასევე ცდილობს მის დაბრუნებას (შესაბამისად შედეგი - მოჭრილი თითი). ამასთან "რაღაცნაირად" ბუკერი ახერხებს თავისი ნამდვილი მეხსიერების დაკარგვას და ახლის შექმნას (გაიხსენეთ ლუტეკის ფრაზა "The mind of the subject will desperately struggle to create memories where none exist..." - "ადამიანის ცნობიერება ყველანაირად შეეცდება შექმნას მოგონებები იქ, სადაც ისინი არ არის"). გარკვეულ ეტაპზე ლუტეკები იტაცებენ ბუკერს, რომ მას გადაარჩენინონ თავისი ქალიშვილი. ეს იმიტომ ხდება საჭირო, რომ კომსტოკის მომავალი ქმედებების წყალობით ყველა პარალელური სამყარო საფრთხეში აღმოჩნდება (გაიხსენეთ ნიუ-იორკის თავდასხმის ამბავი და გადაამრავლეთ ყველა პარალელურ სამყაროზე).

 

კომსტოკმა იცის, რომ ადრე თუ გვიან დევიტი გამოჩნდება და წინასწარ ემზადება საამისოდ, ქმნის რა წინასწარმეტყველებას "ცრუ მწყემსის" შესახებ, რომელსაც უნდა ეწეროს "AD" მარჯვენა ხელზე ("AD" - "Anna Dewitt" - ბუკერის შვილის ინიციალები). და ყველა სამყაროში ლუტეკები კვლავდაკვლავ ცდილობენ თავიანთი სცენარით ბუკერის მიერ თავისი შვილის გადარჩენას, უშედეგოდ.

 

ბოლოსდაბოლოს ერთ-ერთი მორიგი მცდელობის დროს (რომელსაც ჩვენ ვთამაშობთ) ბუკერი სრულად შეიცნობს საკუთარ ისტორიას, იმას, თუ რა მოხდა, რა ხდება და რა მოხდება მომავალში. ყველაფრის გამოსწორების მიზნით იგი გაწირავს საკუთარ თავს და იმ მომენტში, როდესაც იგი უნდა გადაქცეულიყო კომსტოკად, თავს დაახრჩობინებს ელიზაბეტს, საკუთარ შვილს. ელიზაბეტის ყველა ორეული ქრება, რჩება მხოლოდ ნამდვილი. ალბათ იმიტომ, რომ გარკვეული ზებუნებრივი ძალები გააჩნიათ.

 

---------------------------------------------------

 

ტიტრების შემდეგ ბუკერი იღვიძებს. თამაშში დანახული ჩამოძონძილი ოთახის ნაცვლად ჩვენ ვხედავთ კარგად მოწყობილ მაგიდას, ზედ კალენდრით, რომელზეც ზუსტად ის თარიღია, რა დღესაც მას შვილი უნდა გაეყიდა. თუმცა კარზე არავინ აკაკუნებს. მეზობელი ოთახიდან ისმის ბავშვის ტირილი. ბუკერი აღებს კარს, ამბობს "ანა?" და ეკრანი შავდება.

 

ნაჩვენების გათვალისწინებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ბუკერმა როგორც იქნა მოახერხა ჩაკეტილი ციკლის გარღვევა, ყველა სამყაროს გადარჩენა და არც შვილთან განშორება მოუწია.

 

რათქმაუნდა ეს ყველაფერი ჩემი გამოგონილი არ არის, აი წყარო:

 

http://ps3.mmgn.com/Articles/bioshock-infinite-ending-explained-what

 

 

  • Upvote 6
Link to comment
Share on other sites

დიდი მადლობა მიშა, ყველაფერი გასაგები გახდა, ჩემთან ტიტრების მერე არაფერი არ იყო და მაგან დამაბნია,  კი მივხვდისავით რატომ მოაკვლევინა თავი, მაგრამ გაგრძელება რომ ვერ ვნახე მაინც გაუგებრათ დარჩა. ჩავამატებ ამას პირველ პოსტში.

როგორ ხარ , არ გამოჩენილხარ ფორუმზე კაი ხანია :)

Link to comment
Share on other sites

პირველ სქრინზე start ის მერე loading ის დროს არ იქრაშებოდა არავისთან? :( რაღაც პრობლემააქვს და ვერ ვიპოვე 

Link to comment
Share on other sites

პირველი პაჩიც გამოვიდა უკვე:

 

http://www.torrentday.com/details.php?id=616323

http://www.torrentleech.org/torrent/428891

Link to comment
Share on other sites


 
საინტერესო დისკუსიაა: გამოვიდოდა თუ არა ამ თამაშისგან კარგი ფილმი @PCGamer

ამ თამაშის ტვიკები: FOV-ის გაზრდა, ინტროების გამოტოვება და ა.შ. @PCGamer
  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

დიდი მადლობა მიშა, ყველაფერი გასაგები გახდა, ჩემთან ტიტრების მერე არაფერი არ იყო და მაგან დამაბნია,  კი მივხვდისავით რატომ მოაკვლევინა თავი, მაგრამ გაგრძელება რომ ვერ ვნახე მაინც გაუგებრათ დარჩა. ჩავამატებ ამას პირველ პოსტში.

როგორ ხარ , არ გამოჩენილხარ ფორუმზე კაი ხანია :)

უკეთესადაც ვყოფილვარ. შენ იმედია კარგად ხარ :)

მემგონი მთლად მიზანშეწონილი არაა მაგის მთავარში ჩასმა, ბევრი სულსწრაფია ამქვეყნად, დააჭერს სპოილერს, გადაიკითხავს და თამაშის მუღამიც დაეკარგება. 

ისე კი ერთი-ორი შეკითხვა მაინც დამრჩა მე, რისი ახსნაც არაა მოცემული, თუმცა საკმაოდ მარტივად შეიძლება გადაწყდეს.

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

კარგათ ვარ კი, იცოცხლე, შენც კარგათ უნდა იყო :)

სულსწრაფებს მუღამი არ დაეკარგებათ :D სპოილერშია და ჩვენ ვერ დაგვაბრალებენ მაინც :დ

რა კითხვები დაგრჩა.

Link to comment
Share on other sites

კარგათ ვარ კი, იცოცხლე, შენც კარგათ უნდა იყო :)

სულსწრაფებს მუღამი არ დაეკარგებათ :D სპოილერშია და ჩვენ ვერ დაგვაბრალებენ მაინც :დ

რა კითხვები დაგრჩა.

მაგალითად:

1. როგორ მოხდა, რომ ორ სხვადასხვა სამყაროში ერთსა და იმავე 1912 წელს ერთი და იგივე ადამიანი არის 39 წლის (ბუკერი) და გაურკვეველი ასაკის მოხუცი (კომსტოკი).

ოფიციალურად ისხნება, როგორც "ექსპერიმენტების შედეგად დაავადდა და მიიღო მოხუცის გარეგნობა"

2. როგორ მოხდა, რომ ბუკერმა დაკარგა მეხსიერება ანას/ელიზაბეტის თითის დაკარგვის შესახებ?

ოფიციალურად იხსნება, რომ "ეს მოხდა ერთი განზომილებიდან მეორეში გადასვლისას მაშინ, როცა ლუტეკებმა ბუკერი "გადაათრიეს" თავის სამყაროდან იმ სამყაროში, სადაც კომსტოკი არსებობს. ამის შემდეგ ბუკერმა შეთხზა თავისთვის ახალი მოგონებები, რომლის მიხედვითაც ელიზაბეტი ნიუ იორკში უნდა წაეყვანა".

3. უამრავი პარალელური რეალობის არსებობის პირობებში, როგორ მოხდა, რომ მხოლოდ ერთი ბუკერის დახრჩობით განადგურდა ყველა ალტერნატიული კომსტოკი? ამისათვის ხომ ყველა ალტერნატიულ ბუკერსაც იგივე უნდა გაეკეთებინა და არა მხოლოდ ერთს?

ახსნა ვერ მოვიძიე, თუმცა დარწმუნებული ვარ ამას ელიზაბეტის ზებუნებრივ ძალებს მიაწერდნენ.

რათქმაუნდა ტექნოლოგიური წინსვლების უმეტესობა განზომილებათაშორისი მოგზაურობების შედეგადაა მიღწეული (მაგალითად Songbird-ის შექმნაში მთავარი როლი წინა თამაშების Big Daddy-ს "ნახაზებს" მიუძღვით და ა.შ. ამიტომ ამას დიდი ახსნა არც ჭირდება.

ასეა თუ ისე, საკმაოდ ეფექტური, ყოველმხრივ კარგად გათვლილი და დაბალანსებული რამ გამოუვიდათ როგორც გეიმპლეის მხრივ, ასევე სიუჟეტითაც. გრაფიკაც ზუსტად ასეთი "მთხლე" უხდება და სამწუხაროა, რომ მხოლოდ ერთი და საკმაოდ ხანმოკლე თამაში შეგვრჩა.

ამიტომ მივეძალოთ RPG-ებს :)

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

პირველი პაჩიც გამოვიდა უკვე:

 

http://www.torrentday.com/details.php?id=616323

http://www.torrentleech.org/torrent/428891

George. ეს პაჩი რეპაკებზე მიდიის,თუ ფულ ვერსია უნდა გვქონდეს მაინცდამაინც?

Link to comment
Share on other sites

ალბათ რეპაკსაც გააჩნია, თუმცა არ გირჩევდი მაინც რეპაკზე მაგის დაყენებას, ისო რელიზებისთვისაა უფრო განკუთვნილი, ანუ ზოგ იგრაზე წავიდეს შეიძლება უპრობლემოთ ზოგზე არა

Link to comment
Share on other sites

მაგალითად:

1. როგორ მოხდა, რომ ორ სხვადასხვა სამყაროში ერთსა და იმავე 1912 წელს ერთი და იგივე ადამიანი არის 39 წლის (ბუკერი) და გაურკვეველი ასაკის მოხუცი (კომსტოკი).

ოფიციალურად ისხნება, როგორც "ექსპერიმენტების შედეგად დაავადდა და მიიღო მოხუცის გარეგნობა"

2. როგორ მოხდა, რომ ბუკერმა დაკარგა მეხსიერება ანას/ელიზაბეტის თითის დაკარგვის შესახებ?

ოფიციალურად იხსნება, რომ "ეს მოხდა ერთი განზომილებიდან მეორეში გადასვლისას მაშინ, როცა ლუტეკებმა ბუკერი "გადაათრიეს" თავის სამყაროდან იმ სამყაროში, სადაც კომსტოკი არსებობს. ამის შემდეგ ბუკერმა შეთხზა თავისთვის ახალი მოგონებები, რომლის მიხედვითაც ელიზაბეტი ნიუ იორკში უნდა წაეყვანა".

3. უამრავი პარალელური რეალობის არსებობის პირობებში, როგორ მოხდა, რომ მხოლოდ ერთი ბუკერის დახრჩობით განადგურდა ყველა ალტერნატიული კომსტოკი? ამისათვის ხომ ყველა ალტერნატიულ ბუკერსაც იგივე უნდა გაეკეთებინა და არა მხოლოდ ერთს?

ახსნა ვერ მოვიძიე, თუმცა დარწმუნებული ვარ ამას ელიზაბეტის ზებუნებრივ ძალებს მიაწერდნენ.

რათქმაუნდა ტექნოლოგიური წინსვლების უმეტესობა განზომილებათაშორისი მოგზაურობების შედეგადაა მიღწეული (მაგალითად Songbird-ის შექმნაში მთავარი როლი წინა თამაშების Big Daddy-ს "ნახაზებს" მიუძღვით და ა.შ. ამიტომ ამას დიდი ახსნა არც ჭირდება.

ასეა თუ ისე, საკმაოდ ეფექტური, ყოველმხრივ კარგად გათვლილი და დაბალანსებული რამ გამოუვიდათ როგორც გეიმპლეის მხრივ, ასევე სიუჟეტითაც. გრაფიკაც ზუსტად ასეთი "მთხლე" უხდება და სამწუხაროა, რომ მხოლოდ ერთი და საკმაოდ ხანმოკლე თამაში შეგვრჩა.

ამიტომ მივეძალოთ RPG-ებს :)

zogierT rameze TviTonac ar eqnebaT axsna :D ese gamovida ubraloT IMO, მე3 კითხვა ყველაზე პასუხგაუცემელი დარჩება ალბათ და ელიზაბედს არგუმენტათ ვერ მოიყვანენ IMO

ცუდია რომ დაამთავეს ბიოშოკი, მართლა ყველა ნაწილი ძალაინ კარგი იყო, მესამე მოისუსტებდა ცოტა ფინალამდე ჩემთვის.

 

მიშა ამ თემას რა მოუვიდა :( 

არ შეიძLება აღდგენა? არადა გუშინწინ ვნახე და იყო ყველაფერი.

Link to comment
Share on other sites

au au au mishvelet vinmem ra :D

mausi modzraobs zedmetad swrafad 

ოფშენებიდან ვაკლებ მინიმუმზე ვაყენებ და მაინც ძალიან სწრაფია

 

 

თვითონ თამაშზე სიტყვები არ მყოფნის ისეთი მაგარია!

Link to comment
Share on other sites

mauss ver uSveli masea :D Tavidan mec davitanje, xo ici yvelaferi მიჩვევის ამბავია :დ

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

აუ ამას ქვია ენდინგი საღოლ შემქნელებს :thumbsup:

Link to comment
Share on other sites

არც ისე, ათი დღე ვთამაშობდი :D  Tan Tu ibodialeb aqeT iqiT, said misiebsac Seasruleb, normaluri gamova, Tu marto ZiriTad misias miyevi ( sirTulesac gaaCnia ) maSin ki morCebi male.

Link to comment
Share on other sites

დიდი თამაშია?

რამდენ საათიანი გეიმფლეი აქვს?

Link to comment
Share on other sites

უკვე მესამე კვირაა ეს თამაში გაერთიანებულ სამეფოს ჩარტებში პირველ ადგილს იკავებს @Edge

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

ძაან მაგარია რუსული სუბებით ვთამასობ და კიდე ბოლომდე ვერ ვიგებ კარგათ და მაგრად მომწონს საოცარი გრაფიკაც აქვს

Link to comment
Share on other sites

grafikiT mTla ver daikvexnis es TamaSi, magram geimflei da finali marTla mxeci aqvs.

Link to comment
Share on other sites

ბიჭებო რა მაინტერესებს იცით შეილება აქ არ უნდა ვკითხულობდე მაგრამ შესაბამისი განყოფილება ვერ ვიპოვე თან ახალ თემასაც ხო არ გავხსნიდი 

 

Xbox 360 for windows Wired შნურიანი ჯოისტიკი ყოველ თამაშის მონდომებაზე უსბ კაბელი რო არ ვაერთო შეილება სუ შევაერთო და დევაის მენეჯერიდან ვაკონტროლო მხოლოდ? ანუ როცა თამაში მომინდება დევაის მენეჯერიდან Enable მივცემ და ირთვება ასევე ითიშება და ხო არ დავაზიანებ? ასე მგონია usb კაბელის წამდაუწუმ შეერთება გამოერთება უფრო არ სიამოვნებს :)  :D 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.