Popular Post მიშა Posted November 2, 2010 Popular Post Share Posted November 2, 2010 ამ სტატიას ვუძღვნი ჩემს ერთგულ მკითხველ ribak-ს და ყველა იმ გეიმერს, ვისაც უყვარს თამაში S.T.A.L.K.E.R. სანამ წერას დავიწყებდე მინდა მცირედი ინფორმაციით აღგჭურვოთ... თამაშ S.T.A.L.K.E.R. Shadow Of Chernobyl-ს საფუძვლად უდევს ძმები სტრუგაცკების მოთხრობა "Пикник на обочине". რათქმაუნდა პირველწყაროსა და თამაშს შორის უზარმაზარი განსხვავებაა, შეიძლება ვერც კი იფიქროთ, რომ თამაში ამ მოთხრობაზეა დაფუძნებული, თუნდაც ნაწილობრივ, მაგრამ ეს მაინც ასეა. ქვემოთ ლინკზე ავტვირთე მოთხრობის აუდიოვერსია mp3 ფორმატში და თუ ვინმეს დაგაინტერესებთ, გადმოწერეთ და მოუსმინეთ...ჰო მართლა, რუსულადაა ცუდი Upload-ის გამო ლინკი დაიდება დაახლოებით 2 საათში. გარდა ამისა მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო ანდრეი ტარკოვსკის ფილმ STALKER-ზე. ფილმი არანაირ კავშირში არაა თამაშთან, მაგრამ ძალიან კარგი ნამუშევარია. მათ, ვისაც ფსიქოლოგიური ფილმები მოსწონს, ვურჩევ გადაწერონ და უყურონ http://avoe.ge/movies/one.php?mid=7635 ახლა კი თავად ჩვენი ტოპიკის მთავარი თემა ყველაფერი 2001 წელს დაიწყო. იმ დროისთვის ჩანაფიქრი მართლაც გრანდიოზული იყო. კომპანია GSC-მ გადაწყვიტა გამოეშვა 1st Person შუთერი, სახელწოდებით "Oblivion Lost" (დაახლოებით ითარგმნება, როგორც "დავიწყების დაკარგვა", ანუ "მეხსიერების აღდგენა"). სპეციალურად თამაშისთვის შეიქმნა X-Ray 3D Engine. DirectX8-ისთვის შექმნილ 3D "ძრავს" HDR რენდერინგის, პარალაქსური და ჩვეულებრივი მეპინგის, შერბილებული ჩრდილების, დღე-ღამის ცვალებადობის და ფართო ეკრანის მხარდაჭერა ჰქონდა...არ დაგავიწყდეთ, რომ ეს ყველაფერი ჯერ კიდევ "ბნელ", 2001 წელს ხდებოდა . იმ დროისთვის ეს ყველაფერი მოწინავე ტექნოლოგია იყო... რაც შეეხება თამაშის სიუჟეტს, იგი პარალელურ სამყაროში ვითარდებოდა, რომელიც სავსე იყო სხვა სამყაროებში მოსახვედრი პორტალებით...სტალკერის ფან-კლუბს ხელთ ჩაუვარდა X-Ray "ძრავის" 1096 ბილდი და თამაშ "Oblivion Lost"-ის ერთი რუკა, ასე რომ შეგიძლიათ ნახოთ პატარა ფრაგმენტები: ეს თამაში მართლაც 2001-ში, ან თუნდაც 2002-ში რომ გამოსულიყო ალბათ რევოლუციური იქნებოდა ისევე, როგორც თავის დროზე "დიდი" Half-Life, მაგრამ ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც GSC-ს წარმომადგენლები უკრაინაში, კერძოდ კი ჩერნობილში ჩავიდნენ და ატომური ელექტროსადგური მოინახულეს (მას მერე ღამე მწვანედ ანათებენ ). სულ რაღაც ორიოდ თვეში "Oblivion Lost" გადაიქცა "S.T.A.L.K.E.R. Oblivion Lost"-ად . თამაში მთლიანად გადაამუშავეს, გააუმჯობესეს "3D-ძრავი" და მორიგი "გაჟონვა"- 1154 ბილდი უკვე ნამდვილი სტალკერია ესეც მისი სქრინები: თამაშს ორი რუკა, უფრო სწორად "ლოკაცია" მოყვა. ერთ-ერთი მათგანი "კორდონი" იყო. Shadow of Cernobyl-იდან ფანებს გემახსოვრებათ პატარა სამხედრო ობიექტი ბებერი სიდოროვიჩის ბუნკერის მახლობლად, რომელსაც "კორდონი" ერქვა. მაგრამ ძველი კორდონი ახალზე გაცილებით დიდი იყო. იმდენად დიდი, რომ ქარხანასაც მოიცავდა (პირველი სქრინი). სამწუხაროდ თამაშის საბოლოო ვერსიაში ის არ შესულა . მეორე სქრინზე ხედავთ გზას, რომელიც НИИ «Медприбор»-ში მიდიოდა. «Медприбор»-ი ოდნავ შეიცვალა და თამაშის საბოლოო ვერსიაში НИИ «Агропром»-ის სახელით შევიდა 1154 ბილდში აგრეთვე ჩართული იყო მოძრავი ტრანსპორტი - ავტომობილი "ნივა", რომლის მართვაც მოთამაშეს შეეძლო. გარდა ამისა ლოკაცია "ნაგავსაყრელზე" (Свалка) იდგა სატვირთო «Камаз»-ი, სადაც მოთამაშეს შეეძლო მანქანის ტარება "დაემუღამებინა"... ეს კი "სოფელია" (Село). აქ ჟიგულის მარკის "03"-ს ხედავთ...მისი ტარებაც შესაძლებელი იყო ამ ბილდის შემდეგ დაიწყო უზარმაზარი რეკლამები, PR-კამპანიები იმისთვის, რომ ხალხი დაეინტერესებინათ მომავალი თამაშით...კამპანიას თან ახლდა უამრავი სადემონსტრაციო ვიდეორგოლი და სქრინშოტი. ერთ-ერთ სადემონსტრაციო ვიდეორგოლში ნაჩვენები იყო ბრძოლა ქარხანა "Росток"-თან (ეს ლოკაცია სამწუხაროდ მხოლოდ მულტიპლეერშია ხელმისაწვდომი), რომელშიც ასევე იყო დემონსტრირებული მოთამაშის მიერ მართვადი ტრაქტორი T-40, მეცნიერული ენით რომ ვთქვათ, "ბელარუსი" ეს უკანასკნელი ვიდეორგოლი გახლდათ, სადაც მოძრავი ტრანსპორტი იყო დემონსტრირებული...როგორც თამაშის შემქმნელებმა მოგვიანებით განაცხადეს, "ტრანსპორტი არ ეწერებოდა თამაშის გეიმპლეიში". ამ მოსაზრების გამართლება შეიძლება თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ თამაშის საბოლოო ვერსია საგრძნობლად მცირე სათამაშო ტერიტორიას მოიცავდა, ვიდრე თავიდან იყო ჩაფიქრებული...მაგრამ, როგორც გეიმერს, გული მწყდება, რომ გადაადგილების სწრაფი საშუალება Shadow Of Chernobyl-ში არ ყოფილა. აი პირვანდელი "ნაგავსაყრელის" სკრინშოტი. დამეთანხმებით, რომ მაშინ ჯერ კიდევ შეიძლებოდა ასეთ გზაზე კამაზით "ხრიგინი" კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: Shadow of Chernobyl-ში "Агропром"-ის ტერიტორიაზე ვაგონში მჯდომი ჯარისკაცი ამბობს "Эх, сейчас бы «Запорожец», что недалеко стоит починить…". როგორც ჩანს მოთამაშეს უნდა მიეღო დავალება ზაპოროჟეცის გარემონტებაზე, მაგრამ თამაშის საბოლოო ვერსიიდან ის ამოიღეს... თამაშის ფანებმა აღადგინეს ყველა მანქანა, რომელიც თავდაპირველ S.T.A.L.K.E.R.-ში იყო: Нива - ორი ფერის; Камаз - ზუსტად ისეთი, როგორიც სქრინშოტებზეა; "კუზიანი" ზაპოროჟეცი; БТР - სხვათაშორის თამაშის საბოლოო ვერსიაში დარჩა, მოძრაობს ЧАЭС-ის ლოკაციაზე, მაგრამ მოთამაშე ვერ აკონტროლებს; Т-40 - ტრაქტორი წარწერით "Росток"; Москвич; УАЗ - სამხედრო ვერსია. არსებობს სპეციალური მოდი, რომლის დაყენების შემდეგაც ყველა ეს სატრანსპორტო საშუალება იმართება მოთამაშის მიერ და მას შეუძლია თავად შეამოწმოს, სწორად მოიქცა თუ არა GSC, როცა თამაშიდან ისინი ამოიღო . მაგრამ ამის მიუხედავად გული მწყდება, რომ თამაშში ტრანსპორტი არ არის და მე, ribak-ს და სხვა სტალკერებს გვიწევდა ფსევდოძაღლები, სისხლისმწოველების და სხვა მუტანტების გარემოცვაში საზიზღარ ამინდში ფეხით წანწალი სადემონსტრაციო რგოლებში ნაჩვენები ლოკაციებიც მხოლოდდამხოლოდ მოგონებებად დარჩა. ალბათ ღირს მათგან ერთ-ერთზე ყურადღების გამახვილება მას "მკვდარი ქალაქი" ერქვა და თამაშიდან საბოლოოდ 2006 წელს ამოიღეს. ბევრი დღემდე თვლის, რომ "მკვდარი ქალაქი" პრიპიატის პირვანდელი ვერსიაა, მაგრამ სინამდვილეში ისინი ერთმანეთის პარალელურად იქმნებოდნენ...მინდა ყურადღება მიაქციოთ სქრინებს და იმას, თუ რა კარგადაა მათში დაჭერილი თამაშის ატმოსფერო ბარემ მინდა აღვნიშნო ისიც, რომ თამაშზე დაფუძნებული მოთხრობებიდან ერთ-ერთის სიუჟეტი სწორედ მკვდარ ქალაქში ვითარდება... ავადსახსენებელი "Clear Sky"-დან ალბათ გახსოვთ ლოკაცია "ჭაობი". სწორედ აქედან დაიწყო "შრამის" მოგზაურობა. მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ "ჭაობი" სინამდვილეში "Shadow Of Chernobyl"-ის შემადგენელი ნაწილი იყო და თამაშიდან 2004 წელს ამოიღეს...თქვენს წინაშეა სქრინი, რომელიც 2002 წლით თარიღდება: ეს კი Clear Sky-ს ჭაობია...სხვაობა მინიმალურია (ყოველ შემთხვევაში ამ რეზოლუციაზე ) ყურადღება მინდა გავამახვილო ურჩხულებზეც. 2005-06 წლებში თამაშიდან "გაქრა" საკმაოდ ბევრი ურჩხული...პირველი, რომელიც თვალში მოგხვდებათ არის "ბიურერი" (Бюрер) რა იყო? გეცნოთ არა??? ეს სწორედ ის ბიურერია, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ S.T.A.L.K.E.R.-ის Dx11-ის სპეცეფექტების ვიდეორგოლში გამოჩნდა იმედია Call of Pripyat-ში მას დააბრუნებენ... აი ზემოთნახსენები რგოლიც: მეორე მონსტრი, რომელიც ჩემს ყურადღებას იქცევს, არის კატა... დიახ, ჩვეულებრივი კატა... არა, არც მთლად ჩვეულებრივი მართალია კატა არ არის თამაშის არცერთ ვერსიაში, მაგრამ მისი კნავილი ჯერ კიდევ შეუძლია გაიგონოს დაკვირვებულმა სტალკერმა სხვადასხვა ლოკაციებზე მესამე ურჩხული "ქიმერა" გახლავთ. იგი მუტანტია ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. თავდაპირველად დაგეგმილი იყო მისი პსი-შესაძლებლობებით აღჭურვა (როგორიც კონტროლიორს აქვს ორიგინალ თამაშში) და "ჭაობის" ლოკაციაზე მიმაგრება (ჭაობში გაშვება ), მაგრამ საბოლოოდ ქიმერაზე უარი თქვეს ისევე, როგორც "ჭაობების" ლოკაციაზე...ქიმერა Clear Sky-შიც კი აღარ გამოჩენილა...უფრო სწორად გამოჩნდა, დაკვირვებულ სტალკერს შეუძლია Clear Sky-ში მივიდეს "Свобода"-ს შტაბში და ნახოს ქიმერას თავის ფიტული, რომელიც კედელზე კიდია . არ ვხუმრობ! შემდეგი ჩვენს ურჩხულების მუზეუმში არის "Излом". ქართულად შეიძლება გადაითარგმნოს, როგორც მოტეხილობა, ნატეხი, მონამტვრევი და ა.შ. მაგრამ მე "იზლომს" ვიხმარ... დამეთანხმებით, საკმაოდ შთამბეჭდავი ჩანახატია...მაგრამ სამწუხაროდ, რეალიზაცია არც ისე კარგი გამოვიდა: GSC-მ "შექმნა" ბაბუა-მუტანტი, რომელიც ყველას კლავს ვინც კი შეხვდება. არცაა გასაკვირი, რომ თამაშიდან ამოიღეს შემდეგი ურჩხულია ზომბი...ზომბები Shadow Of Chernobyl-ში ისევე უხვად არიან, როგორც Clear Sky-ში, მაგრამ არა ასეთი ზომბები - ეს "სამოქალაქო" ზომბებია, რომელთაც არც ტკივათ, არც შეიარაღება აქვთ, მაგრამ საკმაოდ სწრაფები არიან და "უყვართ" მოთამაშის დახრჩობა შემდეგი და უკანასკნელი ურჩხულები "ფსევდოადამიანი" და "ჯუჯა-მუტანტია"... ფსევდოადამიანი არ განხორციელებულა, აი ჯუჯა-მუტანტის მოდელის სურათი კი 2003 წლამდე იდო GSC-ს საიტზე, მერე კი ერთი საყურადღებო ფუნქცია, რომელიც თამაშში იყო და ამოიღეს, ძილია. იგი ისევე, როგორც მართვადი ტრანსპორტი, თამაშიდან საკმაო ხნის წინ ამოჭრეს იმ მიზეზით, რომ "გეიმპლეიში არ ჯდებოდა"... მაგრამ ნუთუ არ გაინტერსებთ როგორ მუშაობდა ძილი? სურათზე თქვენ ხედავთ თამაშის 2215 ბილდის სკრინშოტს, "ინვენტარის" რეჟიმში. ქვემოთ, შუა ნაწილში კი "ძილის" ფუნქციის მენიუა გამოყვანილი. როგორც ხედავთ (ან ვერ ხედავთ, მე პირადად გამიჭირდა დანახვა), შესაძლებელი იყო ძილისთვის შესაფერისი დროისა და ხანგრძლივობის შერჩევა. ამასთან ერთად თამაშის "ტვინი" აანალიზებდა ძილის მოთხოვნას და გარკვეულ შემთხვევებში არ ასრულებდა მას. მაგალითად მაშინ, როდესაც მტრებით იყავი გარემოცული, ან შუაგულ ბრძოლაში...ფუნქცია 2005 წელს GSC-მ თამაშის გამოსვლის თარიღად დაასახელა "When It's Ready", ანუ "როცა მზად იქნება მაშინ გამოვუშვებთ". მხოლოდ 1 წლის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ თამაში 2007 წლის 23 მარტს გამოვიდოდა საკმაოდ დაპატარავებული ტერიტორიით და ამოჭრილი ტრანსპორტითა და მონსტრებით თამაშის მულტიპლეერმა ოფიციალურ რელიზამდე 1 კვირით ადრე "გაჟონა" ინტერნეტში და გეიმერებს საშუალება მიეცათ დამტკბარიყვნენ (ან გული არეოდათ, ვისთვის როგორ ) თამაშით. S.T.A.L.K.E.R. - Shadow Of Chernobyl" ბევრისთვის საკულტო თამაშად იქცა და გადაწყდა სიქველის, უფროსწორად "პრიქველის" (ანუ პირველი თამაშის წინა ისტორიის) გამოშვება. "S.T.A.L.K.E.R. - Clear Sky". რათქმაუნდა GSC-ს საამისო რესურსი ჰქონდა - SoC-ში გამოუყენებელი რამდენიმე ლოკაცია და ურჩხულები... თავდაპირველად Clear Sky ადდ-ონი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მოგვიანებით იგი პრიქუელად (prequel და არა prikol ) გადაკეთდა, ანუ თამაშის მოვლენები SoC-ამდე ხდებოდა... პირველი და ყველაზე მთავარი სიახლე გახლდათ DirectX 10-ის მხარდაჭერა. თამაშის Dx10 რენდერერი საკმაოდ სწრაფად შეიქმნა (განსხვავებით Dx9-ის რენდერერისგან SoC-ში, რომლის შექმნას 2 წელი დასჭირდა) და შედეგიც ნორმალური იყო: Dx10-ის მხარდაჭერასთან ერთად შემქმნელებმა იზრუნეს იმ მომხმარებლებზეც, ვისაც Dx10-ის მხარდაჭერის მქონე ვიდეოდაფა არ აქვთ და დახვეწეს Dx9 რენდერერი. მას ახლა უფრო მეტი ეფექტის შექმნა შეუძლია და თამაშში "Динамическое Освещение" ჰქვია. დაიხვეწა ურჩხულებიც... კონკრეტულად ეს ჭაობის სისხლისმწოველს ეხება... მის შესაძლებლობებში შედის მსხვერპლის (მოთამაშის, ან NPC-ს) დაჭერა და ტყეში წათრევა ..... რათქმაუნდა შეჭმის მიზნით საბედნიეროდ ასეთი საზიზღრობა არ შემხვედრია... აქტიურად მუშავდებოდა სხვა მუტანტების შესაძლებლობებიც, მაგალითად კონტროლიორს უნდა შესძლებოდა სხვა მუტანტების ან NPC-ების მართვა...თამაშის საბოლოო ვერსიაში ასეთი კონტროლიორი არ შესულა ისე თუკი ვინმეს არ გახსოვთ რა არის კონტროლიორი, ა ბატონო, ნახეთ.... რაც შეეხება დაჯგუფებებს... ბანდა "Чистоe Небо" თურმე Shadow Of Chernobyl-ის ნაწილი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მოგვიანებით გადაწყდა მისი თამაშიდან ამოღება (უცნობია მაშინაც ჭაობებში ბინადრობდნენ, თუ არა). დაჯგუფება "Грех"-იც SoC-ისთვის იქმნებოდა, მაგრამ არც იქ მოხვდა, არც Clear Sky-ში. ამ დაჯგუფების მებრძოლებმა ზონაში მეტისმეტად დიდი დრო გაატარეს და ჭკუიდან შეიშალნენ... ჯერ-ჯერობით მათ არც თვალები აქვთ და უცნობია, მიუხატავენ თუ არა თვალებს "Грех"-ის მებრძოლებს Call of Pripyat-ში, ან საერთოდ თუ შეიყვანენ თამაშში... სამწუხაროდ Clear Sky-დანაც ამოჭრეს ლოკაცია, რომელიც თავდაპირველად SoC-ისთვის შეიქმნა, ხოლო შემდგომში უკვე CS-ში "ჩასადებად" გადამუშავდა. მას "darcscape" ჰქვია, თუმცა რუსულ ვერსიაში რატომღაც "кишка Зоны" ჰქვია... აი "ზონის ნაწლავის" ( ) სქრინები უკანასკნელმა სურათმა განსაკუთრებით მიიქცია ჩემი ყურადღება...ადრე ნანახი მქონდა აი ეს ვოლფეიფერი: და ყოველთვის მიკვირდა, რატომ არ იყო ასეთი ადგილი Clear Sky-ში.....როგორც ამწუთას აღმოვაჩინე, თურმე ყოფილა, მაგრამ საბოლოო ვერსიაში არ შეუტანიათ ყურადღება მიაქციეთ, ვოლფეიფერზე არამხოლოდ ბოლო სქრინზე ნაჩვენები "გვირაბია", არამედ მეორე სქრინზე ნაჩვენები სფეროსებრი სტრუქტურებიც ჩანს... ალბათ დამეთანხმებით, რომ ანიმაციის ხარისხი პირველ სტალკერში ცოტა მოიკოჭლებდა, სტალკერები მკვრდებივით იბრძოდნენ... ეს გამოსწორდა CS-ში - შეიქმნა "ინვერსიული კინემატიკა". ლამერული ენით რომ ვთქვათ, მებრძოლები ახლა უფრო მეტად გვანან ცოცხლებს... აგრეთვე დაიხვეწა A-Life სისტემა. A-Life სისტემა პასუხისმგებელია იმაზე, თუ როგორ "ცოცხლობენ" ზონაში სტალკერები, ბანდიტები, ანარქისტები, მუტანტები და ა.შ., რას აკეთებენ, სად გადაადგილდებიან... SoC-ში სტალკერები ისხდნენ კოცონთან, მღეროდნენ, ყვებოდნენ ანეკდოტებს, ეძინათ. ამ ციკლს მუდმივად იმეორებდნენ. CS-ში მდგომარეობა ოდნავ შეიცვალა იმით, რომ მოთამაშეს შეუძლია გავლენა მოახდინოს დაჯგუფებაზე - შეუერთდეს მას და მათთან ერთად შეებრძოლოს მოწინააღმდეგე ბანდის წევრებს... ამით NPC-ები უფრო "ადამიანურად" გამოიყურებიან. პრინციპში სულ ეს არის ის სიახლეები, რაც CS-ს ეხებოდა...ის არავისთვისაა საიდუმლო, რომ თამაში ბაგებით იყო გაძეძგილი და მეოთხე პატჩის გამოსვლამდე (თუ არ ვცდები 1.5.4) თამაში შეუძლებელი იყო... დარწმუნებული ვარ, რომ ყოველივე ზემოაღნიშნულის შემდეგ მინიმუმ ერთ-ერთ თქვენგანს დააინტერესებდა, თუ როგორი იყო S.T.A.L.K.E.R. ადრე. იგივე აზრმა შეაწუხა თამაშის უამრავი ფანი. ისინი თამაშის ძველი ლოკაციების "აღდგენას" Clear Sky-ში ელოდნენ, მაგრამ იმედი გაუცრუვდათ. სტალკერომანების მზარდი უკმაყოფილების დასაცხრობად ამა წლის 25 თებერვალს GSC-მ გაუგონარი რამ გააკეთა - მოახდინა S.T.A.L.K.E.R.-ის ბეტა-ვერსიის, უფროსწორად კი ალფა ვერსიის ოფიციალური რელიზი! ეს არის თამაშის 1935 ბილდი, რომელიც 2004 წლით თარიღდება...თემის ეს ნაწილი სწორედ მას ეხება როგორც ხედავთ, კორდონი ადრეც ისეთივე ჭუჭყიანი და სუნიანი იყო, ბებერ სიდოროვიჩს კი ლეპტოპის ნაცვლად უბრალო რვეული ედო მაგიდაზე (ეტყობა 2004-დან 2007-მდე იყიდა ). მუტანტების გაჩხრეკის ფუნქცია ჯერ კიდევ არ არსებობდა, თუმცა მათთან მიახლოებისას გამოდიოდა "E" კლავიშზე დაჭერის ფუნქცია. მიტოვებული ქარხანა კორდონზე, რომელზედაც თემის ზემოთ ნაწილში ვსაუბრობდით, როგორც ხედავთ, კარგად დეტალიზებული ობიექტია. ლოკაციაზე გვხვდება ვერტმფრენიც, რომელიც SoC-ისგან განსხვავებით აქ სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს და "უკვდავობის" რეჟიმს თუ არ გამორთავთ, საკმაოდ მალე მოგიღებთ ბოლოს... ნაგავსაყრელი (Свалка) სრულიად განსხვავებულია, აქ რამდენიმე ხიდი და მდინარეც კი გხვდებათ 1935 ბილდში შეყვანილია "მკვდარი ქალაქის" და "გენერატორის" ლოკაციები. ასევე ტრანსპორტიც. მასში ჩაჯდომა შეიძლება, მაგრამ სამწუხაროდ არცერთი ავტომობილი არ დადის (ეტყობა ბენზინი არ უსხიათ ). რაც შეეხება გრაფიკას, 1935 ბილდის Dx8-ში დარენდერებული სცენის ხარისხი ბევრად სჯობს "Shadow Of Chernobyl"-ის Dx8-ში დარენდერებული სცენას. ეს კი "ნაგავსაყრელია" დილის 6 საათზე. ისევ Dx8. წყალში არეკვლებს თამაშის პიარ-კამპანიისას კრიტიკოსები "ფოტოშოპში გაკეთებულს" ეძახდნენ. სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ ეს ზუსტად იგივე სცენა იყო, ოღონდ "მიწისქვეშ" აგებული, რომელიც მხოლოდ წყალში ჩანდა. გეიმპლეი ჯერ კიდევ დასახვეწია, NPC-ები ცეცხლს გაუფრთხილებლად ხსნიან (SoC-ისგან განსხვავებით), თუკი ხელში ბოლტის მაგიერ იარაღი გიჭირავთ. გარდა ამისა სტალკერების AI საკმაოდ გვიან რეაგირებს მუტანტების გამოჩენაზე. მუტანტების ხსენებაზე დავძენ, რომ ბილდში შეყვანილია რამდენიმე მუტანტი, რომლებიც თამაშის ფინალურ ვერსიაში არ გვხვდება. თავად თამაში საკმაოდ არასტაბილურია, ძალიან ხშირად იქრაშება, არ აქვს "Save" ფუნქცია, გავსებულია ბაგებით... მაგრამ იგი ფანებისთვის ფასდაუდებელ ლოკაციებს შეიცავს. იმედია ოდესმე რომელიმე თავგადაკლული ფანი-მოდერი შეძლებს 1935 ბილდის შიგთავსის რომელიმე უფრო სტაბილურ, მაგალითად 2215 ბილდში გადატანას, რომ თამაში ჯოჯოხეთს არ გავდეს უდავოა, რომ 2004, ან თუნდაც 2005 წელს რომ გამოსულიყო, ეს თამაში ლეგენდად იქცეოდა თუნდაც მისი გრაფიკის გამო, მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად აეწყო . რათქმაუნდა გულხელდაკრეფილი არ ვზივარ (ჯერ-ჯერობით), დამაინტერესა მაიცნ რა არის ასეთი ეს 1935 ბილდი, ვიპოვე და გადმოვწერე . ვითამაშე და გადავწყვიტე ფორუმზეც დამედო. თუმცა მხოლოდ რკინის ნერვების მქონე ხალხს ვურჩევ მის გადაწერას. მხოლოდ 15 წუთი ვითამაშე და აღმოვაჩინე შემდეგი რამ: 1. თამაშის გაშვებისთანავე ლოკაციაზე ხვდებით. 2. გაქვთ "უკვდავი" რეჟიმი. 3. "Esc" კლავიშზე დაჭერისას თამაში იქრაშება, ამიტომ არც იფიქროთ მაგის გაკეთება. 4. "Alt+Tab" ფუნქცია (ანუ ჩაკეცვა) მუშაობს, მაგრამ ხანდახან ისიც ქრეშავს. 5. "სამოქალაქო" ზომბები პრაქტიკულად უკვდავები არიან. 6. როგორც ზემოთ აღვნიშნე, "Save"-ს ფუნქცია არ მუშაობს. 7. რუკა ურევს. თუ ამ ყველაფრის მიუხედავად გადაწყვეტთ 1935 ბილდის გადმოწერას, აი აქაა ტორენტი. P.S. ნერვებს გაუფრთხილდით http://up.jeje.ge//d...p?id=41463B8830 გარდა ამ ყველაფრისა, ribak-მა მომაწონდა ლინკი, რომელზეც შეგიძლიათ ნახოთ და გადმოწეროთ სტალკერის ანთოლოგია, ასე ვთქვათ "საკოლექციო ედიშენის რეპაკი"...დიდი მადლობა გიო http://none.ge/index.php?newsid=8690 ესეც Abnormalia-ს მოწოდებული მოდი http://www.moddb.com/mods/lurk სულ ეს იყო, რაც S.T.A.L.K.E.R.-ზე მინდოდა მეთქვა. იმედია გავახარე ფანები და ვინმეს მაინც გაგიჩინეთ თამაშის სურვილი. რამდენიმე დღეში შემოგთავაზებთ თამაშის რევიუს და დაწვრილებით განხილვას. პატივისცემით, მიხეილ რ. :rolleyes: 10 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted November 11, 2010 Share Posted November 11, 2010 S.T.A.L.K.E.R.-ზე სერიალსაც გადაიღებენო http://www.3dnews.ru/software-news/stalker-prevratitsya-v-serial/ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
skiamakia Posted November 12, 2010 Share Posted November 12, 2010 ჯიგხარი ხარ სიამოვნებიტ ვკითხულობ შენს ტოპიკებს! სტალკერი კიდე ჩემი უსაყვარლესი კინოა! :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
skiamakia Posted November 12, 2010 Share Posted November 12, 2010 S.T.A.L.K.E.R.-ზე სერიალსაც გადაიღებენო http://www.3dnews.ru/software-news/stalker-prevratitsya-v-serial/ ატმოსფერულობა აკლია მემგონი,ისე კაი ამის გადაღება შეიძლება :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშა Posted November 12, 2010 Author Share Posted November 12, 2010 ატმოსფერულობა აკლია მემგონი,ისე კაი ამის გადაღება შეიძლება არამგონია კარგი გამოვიდეს. ჰოლივუდის ბიუჯეტი მაინც უნდა, რომ ის ატმოსფერო, რაც თამაშშია, ეკრანზე გადმოიტანონ. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
L3onidas Posted November 12, 2010 Share Posted November 12, 2010 მაგარი თამში იყო თავის დროზე :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
A.K.A_WmX - RiPster Posted November 12, 2010 Share Posted November 12, 2010 ერთერთი ჩემი უსაყვარლესი თამაში :) 2 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
AL1eN Posted November 12, 2010 Share Posted November 12, 2010 მეტროს მერე ეგ თამასი ჩავრთე და გამოვრთე ეგრევე :) 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
gio_kiborg Posted November 12, 2010 Share Posted November 12, 2010 თამაშს არაფერი საერთო არ აქვს არც რომანთან და არც ფილმთან გარდა სახელებისა როგორც აღნიშნე... ისე, ეტყობა, რომ ფანის დაწერილია, თორემ ვინ დაუწყებს ბილდებს დევნას რომელიმე გამოტოვებული მონსტრის ან ლოკაციის გამო.... ისე, მე ვერფრით დავამუღამე სიმართლე გითხრა... ორივე ოფიციალური ვერსია მაქვს ნაცდელი, მაგრამ მაინც ვერა.... ბაგები აქვს მაინც, გრაფიკაც ვერაა მთლად ისეთი... თუმცა შეიძლება გაგეცინოთ და მობილურისთვის S.T.A.L.K.E.R-საკმაოდ საინტერესო და ჩამთრევი იყო როგორც სიუჟეტით ისე გეიმფლეით, მაგრამ სამწუხაროდ ვერც ეგ დავხურე ბაგების გამო :( Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
A.K.A_WmX - RiPster Posted November 12, 2010 Share Posted November 12, 2010 მეტროს მერე ეგ თამასი ჩავრთე და გამოვრთე ეგრევე მეტროს ნუ ადარებთ სტალკერს რა გაცილებით უფრო დაბალი დონის თამაშია ვიდრე სტალკერი იმისდამიუხედავად რომ მეტროც ასე თU ისე მომეწონა :DF Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Vako™ Posted November 12, 2010 Share Posted November 12, 2010 მეტრო ძააან მაგარია და მაგის მუღამით მინდა ეხა სტალკერებიც რო დავხურო. სიუჟეტი გავს ცოტა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
vakokaxelo Posted November 14, 2010 Share Posted November 14, 2010 საიდან გადმოვწერო ამ სტალკერის ბოლო და მუშა ვერსია ქლეარ სქაისს?? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
kashmir Posted November 14, 2010 Share Posted November 14, 2010 S.T.A.L.K.E.R. - Trilogy - ამ ტორენტშია სამივე ვერსია, გოლდი აქვს მიცემული (ანუ ჩამოწერილი რეიტინგში არ მიდის), ასე რომ გადაწერეთ ვისაც გინდათ =) Download Torrent - პაროლი არქივზე: OC.GE (აფერქეისით) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
skiamakia Posted November 14, 2010 Share Posted November 14, 2010 ინვაიტ კოდი არავის შეგიძლიათ გამომიგზავნოთ ტაპოჩეკის? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
-=KRIK=- Posted November 14, 2010 Share Posted November 14, 2010 ბოლო სტალკერი Call of parpyat ხო ? კარგი თამაშია ? clear sky ძაან მომეწონა და მინდა გავაგრძელო იგივე გაუმჯობესებული გრაფიკით ფიზიკით და რაღათქმა უნდა ახალი და საინტერესო მისიებით... Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშა Posted November 14, 2010 Author Share Posted November 14, 2010 ყველა კარგია მე თუ მკითხავ. CoP რათქმაუნდა შესანიშნავია. __________________________________________________________ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
-=KRIK=- Posted November 14, 2010 Share Posted November 14, 2010 პატჩები ხო არ ჭირდება ნორმალურად სათამაშოდ ლინკი მოგვეპოვება მუშა ვერსიის ? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
SainT Posted November 14, 2010 Share Posted November 14, 2010 ვერ ვიტან სტალეკერს რა 5 ნაწილი გამოვიდა მემგონი უკვე და ერთი დაიგივე გრაფიკა :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Name Posted November 14, 2010 Share Posted November 14, 2010 ვერ ვიტან სტალეკერს რა 5 ნაწილი გამოვიდა მემგონი უკვე და ერთი დაიგივე გრაფიკა + 999(9) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
kakha77777 Posted November 15, 2010 Share Posted November 15, 2010 ვერ ვიტან სტალეკერს რა 5 ნაწილი გამოვიდა მემგონი უკვე და ერთი დაიგივე გრაფიკა ვინ მოგახსენა ერთიდაიგივე გრაფიკაო ? S.T.A.L.K.E.R. - Shadow Of Chernobyl 2007 ჭირდება ყველაზე ნაკლები გრაფიკა, მერე მოდის S.T.A.L.K.E.R. - Call OF Pripyat 2009, და ბოლოს ყველაზე ძლიერი გრაფიკა, S.T.A.L.K.E.R. - Clear Sky 2008 აქვს. თან ხომ ხედავ არა 5, არამედ 3 ნაწილად გამოსულა. და საერთოდ იმნაირი თამაშია, ან საერთოდ ვერ იტან ან უამრავჯერ დახურავ, ( Call Of Duty -ვით) მარტო მიდიხარ და ისვრი ასე მარტივი თამაში არაა. ( ბევრი ალბათ ამიტომ ვერ იტანს). მაგარი თამში იყო თავის დროზე და ახლა არაა ? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
გიო Posted November 15, 2010 Share Posted November 15, 2010 2012 წელს თუ რაღაც მოხდა მე საიქიოში მაინც ვითამაშებ : ) ან თუ გადავრჩი ლაივში ყველაზე დიდი ხანი ამის თამაშში მაქ გატარებული ჩემი დახურული სინგლე თამაშებიდან მერე მოდის ფალლაუთი,კოდ,მასს ეფფექტი და მაქს პეინი :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Vako™ Posted November 30, 2010 Share Posted November 30, 2010 ვერ ვიტან სტალეკერს რა 5 ნაწილი გამოვიდა მემგონი უკვე და ერთი დაიგივე გრაფიკა და მარტო გრაფიკაზე რატომ უყურებ? არაა მხოლოდ გრაფიკა მთავარი თამაშისას მასე Fahrenheit - ს ძალიან საშინელი გრაფიკა ქონდა, მაგრამ მაინც დავხურე მაგარი სიუჟეტის გამო :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted November 30, 2010 Share Posted November 30, 2010 არაფერი საშინელი გრაფიკა არ ქონია იმ დროს როცა გამოვიდა ანუ 2005-ში მგონი, სუპერ გრაფიკა არ ქონია მაგრამ არც საშინელი იმ დროისთვის Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
freeman_010 Posted December 1, 2010 Share Posted December 1, 2010 BeR0 მიყვარხარ! ერთერთი უძლიერესი შუტერია!!! მართო შინაარსი და ატმოსფერო რად ღირს... კაკრას 3 დღის წინ ნოსტალგიამ დამკრა და ეხა ვხურავ Shadow of Chernobyl_ს, ყველა კვესტს შევასრულებ, როგორც მე მიყვარს... რაც შეეხება გრაფიკას 2005 წლისთვის საკმაოდ კარგი გრაფიკა ქონდა! Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ბერო Posted December 1, 2010 Share Posted December 1, 2010 freeman_010 არაა ჩემი დაწერილი, მიშაა ავტორი - რევიუს ქვემოთ არის მითითებული :P Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.