Jump to content

Recommended Posts

ENB Series - უკეთესი გრაფიკა უფასოდ, ძველ და ახალ კომპიუტერულ თამაშებში

9254b096797d.jpg

Boris Vorontsov - ის ENB სერიების მოდის გამოყენებით, უამრავ თამაშში ვიღებთ შესამჩნევად მომატებულ და გაუმჯობესებულ გრაფიკას. ჩვენ უფრო ახლოს განვიხილავთ რუსი მოდელერის მიერ შექმნილ სამუშაოს და გამოვავლენთ, თუ რა სახის გრაფიკას შეგვიძლია ველოდოთ მისგან.

boris.vorontsov.jpg

ყველა ინფორმაცია აღებულია Boris Vorontsov's ვებ გვერდიდან, რომლის ნახვაც შეგიძლიათ ლინკზე გადასვლით : http://boris.vorontsov.usesthis.com/

ENB_Aufmacher.jpg

ENB Series Mod - ( სურათი : ბორის ვორონცოვის ) [ წყარო : მისი გალერიიდან ]

ENB სერიის მოდი : შესავალი

რუსმა მოდერმა ბორის ვორონცოვმა შემოგვთავაზა საკუთარი ENB სერიების მოდი, უკვე რამოდენიმე წელია. მან შექმნა ის, სხვადასხვა თამაშების ძრავებისთვის ( ამ თამაშების უმრავლესობა საკმაოდ ძველია ) და ამ პროგრამის საშუალებით ის ანახლებს მათ გრაფიკას.

სასურველი ეფექტის მისაღწევად ბორის ვორონცოვი ძირითადად იყნებს ახალ ეფექტებს, რომელიც მან ინტეგრირებულად შეიტანა თამაშებში როგორც ENB Series mod - ი, ან კომპლექტი რენდერის გზის ახალ დონეზე ( მაგალითისთვის DirectX 8 - დან DirectX 9 - მდე ). ამ ეფექტებთან ერთად ის იყენებს მრავალფეროვან Blur - ის ფილტრებს, SSAO (Screen Space Ambient Occlusion) და Indirect Lighting ( არაპირდაპირ განათებას ) - ორივე ტექნიკა უზრუნველყოფს უკეთეს განათებას და ჩრდილებს. გარდა ამისა, გამოყენებულია ანარეკლები და წყლის ეფექტები.

ENB Series Mod: მოთხოვნები და დაყენება

თამაშის და ENB Series Mod - ის გარდა, თქვენ გჭირდებათ Shader Model 2 გრაფიკული ვიდეო დაფა. Nvidia - იას ვიდეო დაფები Geforce FX series - იდან მოყოლებული ( თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბორისს უნდოდა, რომ ყოფილიყო სულ მცირე Geforce 6 ) და AMD ვიდეო დაფები, რომლებიც Radeon 9500 - თან არიან თავსებადები. ამ თვალსაზრისის მიხედვით, ვიდეოს უნდა ჰქონდეს 128 MiByte, რადგან ბორის ვორონცოვის ENB სერიის მოდები, არიან ან ძალიან მშივრები VRAM მიმართებაში ( FPS - ის ჭამაზეც არ ამობობენ უარს ).

ამ მოდების გამოსაყენებლად, უბრალოდ ამოოარქივეთ ( არქივატორით ) ფაილები და გადაიტანეთ თამაშის მთავარ საქაღალდეში, რომელიც შეიცავს თამაშის გამშვებ exe ფაილს. დაყენების დამატებითი ინფორმაციის შესახებ ეწვიეთ ბორისის ვებ ვგერდს : http://enbdev.com/

ENB Series Mod: გადმოწერა

ყველა ENB სერიის მოდი ხელმისაწვდომია გადმოსაწერად ( გადმოწერის სექციაში ) : download section

ქვემოთ მოცემული თამაშის სურათები აღებულია ბორის ვორონცოვის ვებ გვერდიდან გამონაკლისებების და შესწორებების გარეშე ! ფიქრობთ, რომ კომპიუტერული თამაშები გამოიყურება უკეთესად ან უარესად ENB სერიების მოდით ? გამოიყენეთ კომენტარები, რადგან განამტკიცოთ თქვენი საკუთარი აზრი.

Gallery - ENBDev

ვიდეოები :

http://www.youtube.com/watch?v=u8z_ojaDkR0

[media=]

მე პირადად, თითქმის ყველა თამაშში ვიყენებ ENB - ს და ძალიან მომწონს. რაღაც - რაღაცეებში უკვე გავერკვიე, მაგრამ მაინც ბევრი რამ გასარკვევი დამრჩა. ნელ - ნლეა დავამატებ საინტერესო ინფორმაციას :)

Link to comment
Share on other sites

ანუ ძველი ჯეტიას მთავარი პაპკაში ჩავაგდო ხო ? და რომერია გადმოწერა ?

aqedan romeri gadmovweroo dzma ver gavige cota :(

Link to comment
Share on other sites

giokis1

ანუ ძველი ჯეტიას მთავარი პაპკაში ჩავაგდო ხო ? და რომერია გადმოწერა ?

გააჩნია რომელი GTA გაქვს ? SA - ში პირდაპირ უნდა გადაიტანო მთავარ ფოლდერში. საერთოდ ინსტრუქცია მოყვება (Readme ფაილი) სადაც წერა სად რომელი ფაილი უნდა გადაიტანო. გადმოსაწერად Google - ში უფრო კარგი Setting - ებია ხოლმე. ძებნაა საჭირო.

Link to comment
Share on other sites

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.