Jump to content

ყველაფერი Formula 1-ის შესახებ


Recommended Posts

დღეს F1-ის 2019 წლის მესამე ეტაპის ჩინეთის გრანპრის კვალიფიკაციას ვუყურე 1080i-ში, მგონი F1 დიდათ არც გაამართლებს 4K ფორმატში გადასვლა რახან კამერები დაჟე FULL-HD არ აყენია კოკპიტებზე და მაგარი აპკეილი იქნება უკვე 4K, დაჟე 1080i-შიც კი რაც ფაქტიურათ იგივე 720P არ ჩანს კარგათ პოლნი ეკრანზე კოკპიტიდან გამოსახულება, ანუ თვითონ ბოლიდებზე დაბალი გაფართოვების კამერები აყენია ამ ეტაპზე ჯერ-ჯერობით, ამჯერათ ბოტოსმა აიღო პოლი,სულ ოდნავ ჩამორჩა ჰემილტონი, მესამეზე კი ფეტელი გავიდა, ვნახოთ აბა გონკაში რამე შეიცვლება თუ არა, ფერარი ისევ ბუქსაობს წელსაც და სადაც რამის თავი ქონდათ იქაც ჩააფლავეს გონკა პირველ ორ ეტაპზე

Link to comment
Share on other sites

დღეს F1-ის ჩინეთის გრანპრის ვუყურე 1080i-ში, არ გამოვიდა ზრელიშნი გონკა, ჰემილტონი გაიჭრა პირველზე პირველივე კრუგზე და ბოტოსმა ვეღარ შეძლო გადასწრება, მესამეზე კი ფეტელი გავიდა, ფერარი უვკე საკმაოთ ატრივით ჩამორჩება მერსედესის კამანდას, მესამეზე კი ისევ რედ ბულია, მაგ მხრივ არაფერი შეცვლილა, უბრალოთ კონკურენცია მგონი წელს კიდე უფრო ნაკლები იქნება მაგ სამ გუნდს შორის, ყოველ შემთხვევაში ეგრე ჩანს პირველი სამი ეტაპის შემდეგ, ჰემილტონი 6 ქულით უგებს ბოტოსს, მესამე ადგილს კი ვესტაპენი ინარჩუნებს და 2 ქულით უსწრებს ფეტელს ჯერჯერობით

Link to comment
Share on other sites

ვისაც არ უნახია ნახოს https://teamhd.org/details/id8518 აირტონ სენაზეა დოკუმენტური ფილმი, რუტრაკერზეც არის მაგრამ იქ სიდერები ცოტა ყავს, იფ რა დრო იყო სენა,პროსტი და მერე მენსელი რომ უბერავდენ ფ1-ში, მოგვიანებით გამოჩნდა შუმახერი, მაგრამ მე ეგ პერიოდი უფრო მომწონდა ფ1-ში ვიდრე შუმახერის წლები, მაშინ ჯერ კიდევ იყო დაზაპრავკები პიტსტოპში და შეიძლება ცოცხლათ დამწვარიყავი მაგ დროს ბოლიდში, ის პერიოდი ბევრათ უფრო ზრელიშნი და სახიფათო იყო ნამდვილათ და ტეხნიკაც ბევრათ უფრო ადვილათ ფუჭდებოდა

 

Link to comment
Share on other sites

 

Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...

დღეს F1-ის მეოთხე ეტაპის ბაქოს გრანპრის კვალიფიკაციას ვუყურე 1080i-ში, ისევ მერსედესების უპირატესობით დასრულდა ეგ კვალიფიკაცია, ამჯერათ სულ ცოტათი აჯობა ბოტოსმა ჰემილტონს, მესამეზე კი ფეტელი გავიდა, თითქოს ბიანკი თავიდან კარგათ გამოიყურებოდა მაგრამ მეორე ეტაპზე ავარია გააკეთა და მესამეში აღარ გამოსულა, ფერარის ვატყობ აჩერედნოი მძიმე წელი ელის წელსაც

Link to comment
Share on other sites

დღეს F1-ის ბაქოს გრანპრის ვუყურე 1080i-ში, მაგ ადგოლას ნამყოფი ვარ ისე დაახლოებით 20-22 წლის უკან როცა ვცხოვრობდი ბაქოში 1.5 წელი, მაშინ ეგრე დამშვენებული ნამდვილათ არ ყოფილა და არც ეგ ნებასკრობები იყო ჯერ აშენებული, არ გამოვიდა ისე ზრელიშნი გონკა, ბოტოსმა არავის დაუთმო პირველობა თუმცა ჰემილტონი საკმაოთ ახლოს მოსდევდა უკან და უქმნიდა გარკვეულ დისკომფორტს, მესამე ადგილზე კი ფეტელი გავიდა და ძალზე დიდი ატრივით იგებს უკვე 4 გონკის შემდეგ მერსედესი, უფრო ალბათ ფერარი წელს მეორე ადგილისთვის რედ ბულს შეებრძოლება, ორ კვირაში უკვე ევროპული ეტაპები იწყება ესპანეთის გრანპრით, ფაქტიურათ 29 სექტემბრამდე ერთადერთი კანადის და სინგაპურის ეტაპები ჩატარდება, დანარჩენი გონკები ევროპულ ქალაქებშია სუყველა

Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...

გუშინ და დღეს F1-ის მეხუთე ეტაპის ესპანეთის გრანპრის ვუყურე 1080i-ში, გუშინ კვალიფიკაცია ვნახე, მანდ ბოტოსმა გაიმარჯვა, მეორეზე ჰემილტონი გავიდა, მესამეზე კი ფეტელი, გონკაში ეგრევე შეძლო ჰემილტონმა პირველივე კრუგზე ბოტოსის გადასწრება და აღარც დაუთმია პირველობა მაგის შემდეგ, მესამეზე კი ვესტაპენი გავიდა ამჯერათ და ინარჩუნებს მესამე ადგილს ჩემპიონატში, ბოტასი კი 7 ქულით ჩამორჩება ჰემილტონს რაც არაფერი არაა დიდათ, მესამე ადგილისთვის კი სრაზუ რამდენიმე გონშიკი იბრძვის აქტიურათ, მათ შორის ფერარის ორი პილოტიც, არ ყოფილა ისეთი საინტერესო გონკა, ეს ჩემპიონატიც ძალიან უინტერესოთ მიმდინარეობს, 5 გონკიდან ყველაში 1-2 ადგილზე მერსედესის მანქანები გავიდნენ

Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...

დღეს F1-ის მეექვსე ეტაპის მონაკოს გრანპრის კვალიფიკაციას ვუყურე 1080i-ში, ისევ მატჩის ტრანსლიაცაის პოპოვს და ერთ გოგოს რომ მიყავს, მიკი ლაუდა გარდაიცვალა 70 წლის ასაკში https://www.eurosport.ru/formula-1/story_sto7283530.shtml , ავათ ყოფილა ბოლო პერიოდში და ვეღარ გაუძლო ორგანიზმა, მაგი ხომ საკმაოთ დაიწვა ახალგაზრდობაში და სიბერეში გაუჭირდა ორგანიზმს, გული და კიდე ბევრი რამე აწუხებდაო, მგონი ფილტვის გადანერგვაც ჩაიტარა წინა წელიწადს, ძლიერი გონშიკი იყო ეგეც, პროსტი და სენა რომ იწყება ეგ ასრულებდა უკვე კარიერას 80-ში, მაგ გონკაში კი არაფერი შიეცვალა, პოლი ჰემილტონმა გამოგლიჯა ბოტოსს და მესამეზე ამჯერათ ვესტაპენი გავიდა, ფერარის საშინელი ფორმა და სეზონი გრძელდება, ეგრე თუ შეუბერეს იქნება რედ ბულმაც შეავიწროვოთ სეზონის ბოლომდე, ვისაც არ უნახია Rush ნახოს, 70 წლების ლაუდას და ჯეიმს ჰანტის დაპირისპირებაზეა, ეგ ბრიტანელი გონშიკი 45 წლის ასაკში გარდაიცვალა 1993 წელს გულის შეტევით, ეგეც მსოფლიო ჩემპიონია

Link to comment
Share on other sites

დღეს f1-ის მონაკოს გრანპრის ვუყურე 1080i-ში, ჰემილტონმა გაიმარჯვა თუმცა საკმაოთ გაუჭირდა ბოლოს ვესტაპენის შეჩერება, რომელსაც 5 წამიანი შტრაფი მიცეს და მაგის გამო ფეტელი გავიდა მეორეზე, მესამე ადგილი კი ბოტოსს ერგო ამჯერათ, ეგ ვაბშე პირველი შემთხვევაა როცა 1-2 ადგილებზე მერსედესის ბოლიდები არ გავიდნენ წელს, მესამე ადგილისთვის კი წელს ალბათ ფეტელი და ვესტაპენი იბრძოლებენ

Link to comment
Share on other sites

 

Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...

დღეს F1-ის მეშვიდე ეტაპის კანადის გრანპრის კვალიფიკაციას ვუყურე 1080i-ში, ამჯერათ პოლი ფეტელმა აიღო, მეორეზე ჰემილტონი გავიდა, მესამეზე კი ლეკლერი ამჯერათ, ვნახოთ აბა გონკაში რა შეიცვლება ამჯერათ

Link to comment
Share on other sites

დღეს F1-ის კანადის გრანპრის ვუყურე 1080i-ში, საკმაოთ უპორნი გონკა გამოვიდა, ფეტელი კარგათ გაზავდა მაგრამ ერთი შეცდომა დაუშვა რომლის გამოც მოუწია ჰემილტონის რეზკათ დატორმუზება და 5 წამიანი შტრაფი დაადეს მაგის გამო და ჰემილტონმა გაიმარჯვა, მესამეზე კი ლეკლერი გავიდა ამჯერათ, მოკლეთ ამ სეზონში ფერარის აღარაფერი გამოსდის, თუმცა რედ ბულს კი აჯობებენ მაინც

Link to comment
Share on other sites

Formula 1: Drive to Survive ძლიერი ბრიტანული დოკუმენტური ახალი სერიალია ფ1-ზე 

Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...

დღეს F1-ის მერვე ეტაპის საფრანგეთის გრანპრის კვალიფიკაციას ვუყურე 1080i-ში, მაგარი უინტერესო სეზონია, მერსედესების სრული დომინაციით მიდიოდა ეგ კვალიფიკაციაც, პირველზე ჰემილტონი გავიდა, მეორეზე ბოტოსი, მესამე ადგილი ლეკლერმა აიღო , ვნახოთ აბა დღეს გონკაში რამე შეიცვლება თუ არა

Link to comment
Share on other sites

დღეს F1-ის საფრანგეთის გრანპრის ვუყურე 1080i-ში, ისევ სტანდარტული არც ისეთი საინტერესო გონკა გამოვიდა მინიმალური ინტრიგით, ჰემილტონმა საკმაოთ ადვილათ გაიმარჯვა,მეორეზე ბოტოსი გავიდა, მესამე ადგილზე კი ლეკლერი ამჯერათ, თუმცა ბოტოსთან საკმაოთ ახლოს იყო ბოლო კრუგებზე, უკვე შემდეგ ვიკენდზე მგონი ავსტრიის გრანპრი იმართება

Link to comment
Share on other sites

დღეს F1-ის მეცხრე ეტაპის ავსტრიის გრანპრის კვალიფიკაციას ვუყურე 1080i-ში, 4K კი მიდის მგონი რამდენიმე კანალზე ტრანსლიაცია მაგრამ აპსკეილია და არ დებენ ხოლმე რუსულ ტრეკერებზე, ამჯერათ ლეკლერმა აიღო პოლი საკმაოთ დიდი ატრივით, მეორეზე ჰემილტონი გავიდა, მესამე ადგილზე კი ვესტაპენი, თუმცა ჰემილტონს შტრაფი მიარჭეს და მეოთხეზე დაიწყებს მარტო მაგ გონკას, მესამეზე კი ბოტოსი, ვნახოთ აბა ამჯერათ მერსედესებს ვინმე თუ შეავიწროვებს გონკაში

Link to comment
Share on other sites

დღეს F1-ის ავსტრიის გრანპრის ვუყურე 1080i-ში, საკმაოთ საინტერესო და უპორნი გონკა გამოვიდა სადაც პირველათ ამ სეზონში მერსედესი მეორე როლებზე იყო და გონკაში გამარჯვების შანსი თითქმის არ ქონია, ლეკლერი ლიდერობდა თავიდან ფაქტიურათ ბოლო კრუგებამდე, სადაც მოულოდნელათ ვესტაპენმა დაგაზა მოშნათ და მძიმე ბრძოლაში მცირე კონტაქტით გადაუსწრო ბოლო კრუგებზე ლეკლერს, თუმცა თავიდან ძალიან ცუდათ დაიწყო გონკა და დაჟე მეშვიდეზე აღმოჩნდა ერთი პერიოდი, მესამე ადგილზე ბოტოსი გავიდა 

Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...

დღეს F1-ის მეათე ეტაპის ბრიტანეთის გრანპრის კვალიფიკაციას ვუყურე 1080i-ში, ამჯერათ მოშნი კონკურენცია მიდიოდა და მინიმალური ატრივით ბოტოსმა გაიმარჯვა, მეორეზე ჰემილტონი გავიდა, მესამეზე კი ლეკლერი, თუმცა სხვაობა ძალზე ცოტა იყო მაგ სამ ბოლიდს შორის, გონკაც გადმოვწერე და ხვალე ვუყურებ კაკრაზ, ფიდები კი იდება ხოლმე დაგვიანებით 27გბ მაგრამ მეზარება დაცდა, UHDTV კი არ ჩანს რაღაც რუტრეკერზე 2060P უცხოური კანალების ტრანსლიაციები, ან არავინ არ იწერს ეგეთს ან ხარისხი არ ვარგა და მაგიტომ არ იდება, ვიცი რომ რამდენიმე კანალი აჩვენებს მაგ ფორმატში უკვე მაგრამ ჯერ არ შემხვედრია რომ მომესინჯა მაინც, ტენისი მშვენიერია, ფეხბურთებიც იდებოდა დაგვიანებით მაგრამ მე არ მაქვს ნაყურები რახან ეგ თამაშები მანამდეც ვნახე უკვე

Link to comment
Share on other sites

დღეს F1-ის ბრიტანეთის გრანპრის ვუყურე 1080i-ში, არ ყოფილა ცუდი გონკა და თან საკმაოთ მალეც დასრულდა, თუმცა ერთი სეიფტი კარი კი გამოვიდა, ბოტოსმა კარგათ იბრძოლა სტარტზე და ეგრევე არ დაუთმო პირველი ადგილი ჰემილტონს მაგრამ ჰემილტონს მაგარი უშველა სეიფტი კარის გამოსვლამ და მაგითი ფაქტიურათ გონკა მოიგო, მაგის შემდეგ უბრალოთ მექანიკური პრობლემა არ უნდა მოსვლოდა და ან რამე გრუბი შეცდომა ტრასაზე რახან დიდი ფორა მიიღო და ბოტოსი ვეღარ დაეწია, მესამეზე კი ლეკლერი გავიდა თუმცა რამდენჯერმე დაკარგა ეგ ადგილი გონკის დროს, ჰემილტონი უკვე 39 ქულით უგებს ბოტოსს და ძალიან ცოტა შანსები რჩება ფინს წელს ტიტულის აღების, მესამე ადგილისთვის კი ფეტელი,ლეკლერი და ვესტაპენი აგრძელებენ ბრძოლას წელს, კონსტრუქტორების ჩემპიონატში კი მერსედესი უკონკურენტოა წელსაც, მეორეზე კი ფერარი მიდის ჯერ-ჯერობით საკმარისი 52 ქულიანი ატრივით, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ყველაზე კარგ ფორმაში სხვას კამანდებიდან წელს მაკლარენი იმყოფება, რაც ალონსომ ეგ გუნდი დატოვა მშვენივრათ შეუბერეს ისევ და მეოთხეზე მიდიან

Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...

დრეს F1-ის მეთერთმეტე ეტაპის გერმანიის გრანპრის კვალიფიკაციას ვუყურე 1080i-ში, ისევ ჰემილტონმა აიღო პოლი, მეორეზე ვესტაპენი გავიდა ამჯერათ, მესამეზე კი ბოტოსი, ფერარიმ ისევ ჩაისვარა ამჯერათ ტეხნიკური მიზეზების გამო

Link to comment
Share on other sites

დღეს F1-ის გერმანიის გრანპრის ვუყურე 1080i-ში, ხოშიანი გონკა გამოვიდა წვიმაში, ბოლო წუთამდე რჩებოდა ინტრიგა წვიმის გამო, თუმცა ყველაზე კარგათ და სტაბილურათ მაინც ვესტაპენი გამოვიდა და ისეთი კრიტიკული შეცდომები არ დაუშვია რომ გამოვარდნილიყო თუმცა რამდენჯერმე ეგეც სერიოზულათ მოცურდა ტრასაზე, ამიტომ იმსახურებდა ეგ გონშილი მეშვიდე გამარჯვებას კარიერაში, მეორეზე ფეტელი გავიდა, რომელმაც გონკა 20 ადგილიდან დაიწყო, მესამე ადგილზე კი კვიატი რაც მაგ გონშიკისთვის დიდი მიღწევაა ტორა როსოს კამანდაში და ჰონდას მატორით, რომელიც ისე ცუდათ აღარ გამოიყურება გონკებში როგორც მაკლარენში წინა წლებში, აგრეთვე სტროლს შევაქებდი რომელიც მეოთხეზე გავიდა, საკმაოთ ბევრი მანქანა გამოვარდა წვიმის გამო მაგ გონკაში, თითქმის ნახევარი სასტავი, ნუ 13 ბოლიდი დარჩა მგონი 20-ან ვინც დაასრულა გონკა, ჰემილტონი იმდენჯერ მოცურდა რომ 11 გავიდა მარტო

Link to comment
Share on other sites

 

Link to comment
Share on other sites

დღეს F1-ის მეთორმეტე ეტაპის უნგრეთის გრანპრის კვალიფიკაციას ვუყურე 1080i-ში, ვესტაპენის კარგი ფორმა გრძელდება და ჰონდას მოტორის გაუმჯობესება და მანდ თავის კარიერაში პირველი პოლი მოიპოვა მცირე ატრივით ვესტაპენმა, მეორეზე ბოტასი გავიდა მესამეზე კი ჰემილტონი, თუმცა მაინც მგონია რომ ვესტაპენი ვერ გაიმარჯვებს მაგ გონკაში და ვიღაცა სხვა მოიგებს, მალე დაიდება უკვე და გადმოვწერ, წესით უკვე უნდა დასრულებულიყო თვითონ გონკა

Link to comment
Share on other sites

დღეს F1-ის უნგრეთის გრანპრის ვუყურე 1080i-ში, ისეთი საინტერესო არ გამოსულა როგორც წინა გერმანიის გონკა, მაგრამ არც მანდ ყოფილა ნაკლებათ დაძაბული ბრძოლა პირველ ადგილზე, ვესტაპენი ფაქტიურათ მთელი გონკის მანძილზე იგერიებდა ჰემილტონის ატაკებს, მაგრამ ბოლოს ბანალურათ სისწრაფე აღარ ეყო ჰონდას მატორს და დაუთმო პირველობა 4 კრუგი რომ იყო დარჩენილი და ჰემილტონმა შეძლო ისევ გამარჯვება,მესამეზე კი ფეტელი გავიდა, სხვათაშორის მარტო 7 ქულით ჩამორჩება ბოლო მიღწევების შემდეგ ვესტაპენი ბოტოს და მანდ უფროა საინტერესო ბრძოლა ვიდრე პირველობაზე, როგორც ჩანს ჰემილტონი გაიმარჯვებს წელსაც და შეიძლება როსბერგმა კარგიც ქნა დროულათ რომ დატოვა ფორმულა 1, თან შვილების გამოც აღარ უნდოდა შეიძლება უკვე გარისკვა და ფული ისედაც ბევრი ქონდა მანამდეც გაკეთებული, ბოტოსი ცუდი გონშიკი არაა მაგრა ჰემილტონი მაინც უფრო ძლიერია, ისე კი მგონი ვესტაპენის ფონზე პიერ გასლი გასაშვები ყავს რედბულს, ისევ კვიატი დააბრუნონ ჯობია ან ვინმეს სხვას დაუძახონ გასლის მაგივრათ, რაღაც ძალიან ცუდათ გამოიყურება ეგ გონშიკი და სულ მალე საინციც კი გადაასწრებს უფრო სუსტი რენოთი ჩემპიონატში, მაგრამ თვითონ ვესტაპენი შეიძლება ფერარიმ ან მერსედესმა აიყვანოს სულ მალე ისე კარგათ უბერავს ბოლო პერიოდში შედარებით უფრო სუსტი ჰონდას მოტორით თორე თვითონ რედბულის შასი არაა ცუდი ნამდვილათ

Link to comment
Share on other sites

  • 4 weeks later...

მოკლეთ დასრულდა ზაფხულის მინი პერერივი და დღეს F1-ის მეცამეტე ეტაპის ბელგიის გრანპრის კვალიფიკაციას ვუყურე 1080i-ში ისევ მატჩის ტრანსლიაციას, ამჯერათ ფერარის სრული დომინაციით მიდიოდა კვალიფიკაცია, არა მარტო მესამე რაუნდში მანამდეც ფერარი იყო პირველ ადგილებზე სულ და თან საკმაოთ დიდი ატრივით, პოლი ლეკლერმა აიღო და საკმაოთ დიდი ატრივით აჯობა ფეტელს, ჰემილტონი მცირე ჩამორჩენით მესამეზე გავიდა მარტო, ვნახოთ ამჯერათ მაინც თუ შეძლებს ფერარი კვალიფიკაციაში მოპოვებული უპირატესობის გამოყენებას ამ სეზონში, რამდენჯერმე უკვე გამაზეს ეგეთი შანსი წინა გონკებში, გონკაც გადმოვწერე უკვე და ხვალე ჩავუჯდები

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.