Popular Post NEIRON Posted January 19, 2013 Popular Post Share Posted January 19, 2013 გაგიმარჯოთ ფორუმელებო! დღეს მცირედი ახსნით შემოვიფარგლები თუ როგორ შევარჩიოთ შტანგერი და როგორ მოვახდინოთ სწორი ექსპლუატაცია. შტანგერი არის ციფრული და მექანიკური, მე განვიხილავ მექანიკურის ერთ-ერთ ვარიანტს , რადგან მარტივი და მუშა ვარიანტია, რომელიც ზომავს 0,1 მმ-მდე სიზუსტით და ზედმეტ ექსპლუატაციურ შამანობას არ მოითხოვს. შტანგამოძრავი ჩარჩოშტანგის გრადუირებაშიგნითა საზომის ტუჩებიგარეთა საზომი ტუჩებისიღრმის საზომინონიუსის გრადუირებული გრაფაჩარჩოს ჩამკეტი ვინტი როგორ შევარჩიოთ შტანგერი: შტანგერები დღეს საკმაოდ ბევრია ბაზარზე ძველი რუსულიდან დაწყებული ჩინურით დამთავრებული. ორივე მათგანი ზომავს ერთი და იმავე სიზუსტით, მაგრამ ყველაზე კარგია შტანგერი, რომელსაც შტანგაზე გრადუირება აქვს ჩაღრმავების გარეშე. ანუ: გვერდითი კიდეები ნახეთ და შუა, სადაც გრადუირებაა, ეს ნაწერი უფრო ქვემოთაა, ვიდრე ნონიუსის გრაფა(ზედა სურათი, აღნიშვნა N7 ) . ეს კონსტრუქციული თავისებურება იძლევა გარკვეულ სხვაობას 0,1მმ -ში გაზომვისას , რადგან ამ ზედა და ქვედა გრადუირებას შორის სივრცე შტანგერზე არა პირდაპირ, არამედ გარკვეული კუთხით შეხედვისას ცვლის მაჩვენებელს. ჩემთვის ასეთი შტანგერი არაპრაქტიკულია ზოგჯერ. გრადუირება სადაცაა ნონიუსის, მივინტულია, შესაბამისად, დროთ განმავლობაში ან უხეში ხმარებისას შეიძლება არევა გრადუირების, ანუ, შტანგერის მაჩვენებელი დახურული ტუჩების მდგომარეობაში 0,0 მმ-ზე არ იქნება და გასასწორებელია(რაც ადვილად ხდება ვინტებს მოშვებით და დარეგულირებით) მსგავს შტანგერს მეტი მინუსი არ აქვს, ყოველ შემთხვევაში არ შემიმჩნევია (ახლა რაც შემოდის ჩინურებია მსგავსი სტილის) . მომდევნო შტანგერი გახლავთ ძველი რუსული წარმოების, რომელსაც გრადუირებული მაჩვენებლის მხრივ არ გააჩნია მინუსი, სიზუსტეც 0,1 მმ- ში და სხვა კონსტრუქციული თავისებურება კარგადაა დაცული. შტანგერის ყიდვისას უნდა შევამოწმოთ და ალალ სიტყვაზე არ ვენდოთ გამყიდველს: 1)შტანგერს ოდნავ ვუხსნით ტუჩებს , ამ დროს გამავალი სინათლის ხაზი მთელ სიგრძეზე ერთი და იმავე სიგანის უნდა იყოს. 2)ვამოწმებთ შიგნითა საზომ ტუჩებს, მათი საზომი ზედაპირები ერთ სისწორეზე უნდა იყვნენ ან ყველაზე კარგია მსგავსად , მიკრომეტრით ან სხვა ზუსტი ორიენტირით გაზომვა მიკრომეტრი ზუსტად 10მმ-ზეა დაფიქსირებული, შტანგერით გაზომვისას იმავე ზომა უნდა მივიღოთ(ამ შემთხვევაშიც შტანგერი გამართულია) 3)სიღრმის საზომის გატესტვისას არაა ბევრი ფილოსოფია საჭირო, მთავარია არ ირყეოდეს სიგრძივი ღერძის პარალელურად. ვამოწმებთ მარტივად, ხელით(ძირითადად ეს ნაწილი გამართულია ხოლმე) . ვამოწმებთ სიღრმის საზომს, ზუსტად ერთ სისწორეზეა თუ არა შტანგის ძირთან. 4)ნახმარი "შტანგერცირკული"-ს ყიდვისას ყურადღება გაამახვილეთ სერიული ნომრის დამთხვევაზე შტანგასა და მოძრავ ჩარჩოზე, რისი არდამთხვევაც ამ დეტალების სხვა შტანგერიდან შეთავსების მაჩვენებელია, რაც სიზუსტეზე მოქმედებს : ჩემ ჩემთხვევაში დამწერი ალბათ დაბოლილი იყო, რადგან ზოგ ეგზემპლარზე მშვენივრად და გასაგებადაა აღნიშნული, აქ კი ასეა (თუმცა, ნომერი ემთხვევა) 5) მოძრავი ჩარჩო არ უნდა ირყეოდეს შტანგის სზეულის პარალელურად, გვერდითი რყევა ასე 0,3 მმ დასაშვებია, შეამოწმეთ ესეც ხელით, მცირედი ზეწოლით. 6) "შტანგერცირკული ახალია, არაა ნახმარი" როგორ შევამოწმოთ გვაბოლებენ თუ არა: ვადარებთ შტანგის გვერდითი ზედეპირების გაცვეთის ხარისხს მის ბოლო მონაკვეთთან ყველაზე იშვიათად იყენებენ ბოლო მონაკვეთს (ქვედა სურათზე აღნიშვნა N 2 ) , მეტ ცვეთს კი ექვემდებარება სურათზე აღნიშნული N 1 გაცვეთის ხარისხი ჩანს გვერდითი სავალი ნაწილის მეტალის "გადაგლესვით", გაპრიალებით. პრინციპში მეტი შემოწმება ყიდვისას თუ მოინდომეთ გამყიდველი ალბათ არც მოგითმენთ და თუ არ ყიდულობ გაიარეო გეტყვით , ამიტომ აქ გავჩერდეთ, ეს სრულიად საკმარისია შესარჩევად. სწორ ექსპლუატაციას კი რაც შეეხება, არ არის სასურველი აბრაზიული ნამცეცების მოხვედრა, რაც მექანიზმს სწრაფად ცვეთს. ამიტომ საჭიროა საკერავი ან მანქნის ზეთით გაწმენდა და შემდეგ დაზეთვა. როგორ გავზომოთ შტანგერით შტანგერის გრადუირების საწყისი გაჩერებულია 9 და 10 მმ-ს შორის. გვერდითი გრადუირებიდან კი ხაზი-ხაზზე ემთხვევა მეხუთე დანაყოფი. ანუ 9 მმ-ს + 0,5მმ =9,5მმ-ს. პრინციპში სულ ეს იყო 13 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
xosito Posted January 19, 2013 Share Posted January 19, 2013 დიდი მადლობა, სახლში მაქვს და ამდენი დანიშნულება თუ ქონდა არ ვიცოდი ჩემდა სამწუხაროდ ყველაფერი ისე გასაგებად არის დაწერილი როგორც შენ გეკადრება, ბრავო და მადლობა განათლების კიდევ ერთი გაკვეთილისთვის :thumbsup: 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
NEIRON Posted January 20, 2013 Author Share Posted January 20, 2013 დიდი მადლობა, სახლში მაქვს და ამდენი დანიშნულება თუ ქონდა არ ვიცოდი ჩემდა სამწუხაროდ ყველაფერი ისე გასაგებად არის დაწერილი როგორც შენ გეკადრება, ბრავო და მადლობა განათლების კიდევ ერთი გაკვეთილისთვის მადლობა გურამ! მომდევნოზე სხვა ხელსაწყოებზეც დავწერ, პირველ რიგში: ბალგარკაზე მინდა დავწერო, უმეტესობა რომ ყიდულობს ბრმად ყიდულობს ამ ხელსაწყოს, რომელიც შეცდომას უბრალოდ არ გაპატიებს. 50 ლარიან და 300-იანს შორის კი განსხვავება მარტო მუშაობის რესურსში არაა. 90%-ზე მეტი კი ექსპლუატაციის ინსტრუქციას საერთოდ არც კითხულობს და არც აინტერესებს, არადა საქმე სიცოცხლეს ეხება. +18 http://www.google.ru/#hl=ru&newwindow=1&tbo=d&output=search&sclient=psy-ab&q=%D1%81%D0%BC%D0%B5%D1%80%D1%82%D1%8C+%D0%BE%D1%82+%D0%B1%D0%BE%D0%BB%D0%B3%D0%B0%D1%80%D0%BA%D0%B8&oq=smert+ot+bolgarki&gs_l=hp.1.0.0i13l3.1157.10536.0.11158.24.23.1.0.0.0.226.3029.1j21j1.23.0...0.0...1c.1.lDre0P8fiS0&pbx=1&bav=on.2,or.r_gc.r_pw.r_qf.&bvm=bv.41248874,d.Yms&fp=69cf8c592f043b73&biw=1440&bih=773 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
aqvsenti Posted January 22, 2013 Share Posted January 22, 2013 კარგი ნაშრომია როგორც ყოველთვის ! ერთ პატარა ,,შეკვეთას,, მოგცემ რა : თუ არ დაგეზარება სახრახნისებზე და ქანჩის გასაღებებზე დაწერე ორიოდე სიტყვა- მერამდენედ უნდა ვიყიდო უხარისხო უკვე თვლა აღარ აქვს... Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
NEIRON Posted January 23, 2013 Author Share Posted January 23, 2013 კარგი ნაშრომია როგორც ყოველთვის ! ერთ პატარა ,,შეკვეთას,, მოგცემ რა : თუ არ დაგეზარება სახრახნისებზე და ქანჩის გასაღებებზე დაწერე ორიოდე სიტყვა- მერამდენედ უნდა ვიყიდო უხარისხო უკვე თვლა აღარ აქვს... მადლობა! ქანჩის მხრივ, თუ გინდა ნორმალური- რუსული იყიდე, "რაზვიდნოი კლუჩი" -ც ნორმალურები აქვს ძველ რუსულს, მე სულ ეგენი მაქვს, ოღონდ, ზოგი ქარხნული ბრაკია ხოლმე, ზოგი ცუდად ნახმარი და უნდა შეარჩიო. ახლანდელი მწარმოებლიდან კი bahcO არის კარგი მწარმოებელი და ერთერთი პიონერიც ,ხელსაწყოები კარგი აქვს ასევე knipex-საც , Snap-on, + ChannelLock http://www.amazon.co...ix=bahc,aps,302 http://www.amazon.co...&qid=1358956331 ქანჩის გასაღებსაც ასევე, რუსულს გირჩევ, რადგან ახლანდელი "წმინდა ჩინური " მწარმებლების ქრომ-ვანადიუმის ნაჯერობის მეტალში არ მჯერა, საკმაოდ ადვილად ცვეთადია. მარტივად ვსინჯავ ხოლმე თუ რა ვიყიდე, ნატფილი(პატარა წმინდა ქლიბით) გაუსმევ სატესტოს და ნაყიდს, ძირითდად ამ დროს 1- ცალ ფირმის ხელსაწყოს ვყიდულობ ხოლმე. რიკოს ფირმა არის ნორმალური რაც შემოდის ჩვენთან, მაგისი ქანჩი მაქვს და ნორმალურია, აი კუსაჩკებში და პლასკაკუცებში კი, ვერ არის კარგი, მაგის კუსაჩკები ისე რა მეტალია, თუმცა, 1 5 ლარად, მეტის მოლოდინი ბევრია, კარგი 90-100 ლარამდე ღირს. ატვიორკების მხრივ კი, კაი ხანია არ მიყიდია, 4 წლის უკან ვიყიდე და ძალიან კარგი გამომადგა, 3 ლარი მივეცი 1 ცალს და პირები დღესაც საღი აქვს, ფირმა არ ვიცი სამწუხაროდ, ამდენი გამოყენებით გადაიცვითა მწარმოებელი. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
KDI Posted March 2, 2016 Share Posted March 2, 2016 ძალიან ინფორმაციული პოსტი არის, ბალგარკაზეც ხომარ დაგიწერიათ? შტანგერცირკული რომელი ფირმის და მოდელს მირჩევდით, საშუალო კლასში, ებაიდან და ამაზონიდა???? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
NEIRON Posted March 2, 2016 Author Share Posted March 2, 2016 2 hours ago, KDI said: ძალიან ინფორმაციული პოსტი არის, ბალგარკაზეც ხომარ დაგიწერიათ? შტანგერცირკული რომელი ფირმის და მოდელს მირჩევდით, საშუალო კლასში, ებაიდან და ამაზონიდა???? ბალგარკებიდან იყიდე bosch , ყველა მოდელს 115 იანი დიამეტრის გარდა აქვს kik-back stop , სხვა არცერთ მწარმოებელს არ აქვს ეს ოპცია, უსაფრთხოემმის ა ალასია ჩთვალე. წარმადობით თუ ირჩევ, მაკიტა უკეთსია, 125 დიამეტრიან მოდელში, makita , Sjs ფუნქციით. მუფტაა, ქვა თუ გაიჭედა ხერხვისას, ძრავი გააგრძელებს მუშობას, პირი კი არ იტრიალებს. ნაკლებ ეფექტურია. ქიქ ბექ სტოპ ადგილზე აქვავებს ქვას, ძრავი ითიშება და მუდმივი დენით მუხრუჭდება ქვა, ავტომატურად. საზომებში კი ეს ყველაზე კარგია:http://www.amazon.com/s/ref=nb_sb_ss_sc_0_8?url=search-alias%3Daps&field-keywords=mitutoyo&sprefix=mitytoyo%2Caps%2C312&rh=i%3Aaps%2Ck%3Amitutoyo http://www.amazon.com/Mitutoyo-530-312-Vernier-Caliper/dp/B00UFG4E4W/ref=sr_1_73?ie=UTF8&qid=1456927055&sr=8-73&keywords=mitutoyo Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
KDI Posted March 2, 2016 Share Posted March 2, 2016 დიდი მადლობა პასუხისთვის თქვენი ბმული ვნახე ბალგარკების უბედურ შემთხვევებზე, აქამდე არც დაფიქრებულვარ კარგად, ზოგჯერ ფარის გარეშეც მიხმარია, სათვალესაც იშვიათად ვხმარობ მოყვარულის დონეზე ეს ან ეს?ვერ გამიქაჩავს? საჭირო ნივთია ძან და უნდა გქონდეს ერთი ცალი, სამუშაოდ და პროფესიონალურად არმინდა რატომღაც მგონია, ეს ციფრულ ეკრანიანები , უფრო მალე გაფუჭდება და აირევა,ყველაზე კარგი ვარიანტი მგონი Mitutoyo-ს ძველი სტილის , ეკრანის გარეშე ვიყიდო ჯობია მაგალითად ეს? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
NEIRON Posted March 2, 2016 Author Share Posted March 2, 2016 14 minutes ago, KDI said: დიდი მადლობა პასუხისთვის თქვენი ბმული ვნახე ბალგარკების უბედურ შემთხვევებზე, აქამდე არც დაფიქრებულვარ კარგად, ზოგჯერ ფარის გარეშეც მიხმარია, სათვალესაც იშვიათად ვხმარობ მოყვარულის დონეზე ეს ან ეს?ვერ გამიქაჩავს? საჭირო ნივთია ძან და უნდა გქონდეს ერთი ცალი, სამუშაოდ და პროფესიონალურად არმინდა რატომღაც მგონია, ეს ციფრულ ეკრანიანები , უფრო მალე გაფუჭდება და აირევა,ყველაზე კარგი ვარიანტი მგონი Mitutoyo-ს ძველი სტილის , ეკრანის გარეშე ვიყიდო ჯობია მაგალითად ეს? პირველს აქ 25 ლარად იყიდი, მეორეს 15-20 ლარად. ციფრულს იაფიანს არ გირჩევ, ურევს ხოლმე და თუ იშვიათად ხმარობ,იყიდე არაელექტრო. ხმის დამხშობი ყურსასმენი ძლიან კარგი რამეა, აი ისეთია, ბალგარკას ხომ არასასიამოვნო ხმა აქვს, ყურსასმენით რომ გამოიყენებ, მერე მის გარეშე არ დაჭრი არაფერს. ეს მოდელი მაქვს 3 წელიაhttp://www.amazon.com/3M-Peltor-Over--Earmuffs-X5A/dp/B00CPCHBCQ/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1456929839&sr=8-1&keywords=3m+peltor ბალგარკაზე სათვალე მაინც გინდა, მე ყურსასმენებსაც ვხმარობ 3მ-ის, 3m ის სათვალე 6$ იანი იდეალურია, ძალიან კარგად ჯდება თვალის გარშემო.http://www.amazon.com/3M-Virtua-Protective-Eyewear-11872-00000-20/dp/B00RXH6L8S/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1456929747&sr=8-1&keywords=3m+glasses mytutoyo ცნობილი ბრენდია და ბევრი "პადდელკებია" , მე არ ვიყიდდი ოფიციალური გადამყიდის გარდა , ეგეც ამაზონზე Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
KDI Posted March 2, 2016 Share Posted March 2, 2016 3 hours ago, NEIRON said: ეს მოდელი მაქვს 3 წელიაhttp://www.amazon.com/3M-Peltor-Over--Earmuffs-X5A/dp/B00CPCHBCQ/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1456929839&sr=8-1&keywords=3m+peltor ბალგარკაზე სათვალე მაინც გინდა, მე ყურსასმენებსაც ვხმარობ 3მ-ის, 3m ის სათვალე 6$ იანი იდეალურია, ძალიან კარგად ჯდება თვალის გარშემო.http://www.amazon.com/3M-Virtua-Protective-Eyewear-11872-00000-20/dp/B00RXH6L8S/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1456929747&sr=8-1&keywords=3m+glasses მომეწენონა ძალიან, ვიყიდი აუცილებლად 3 hours ago, NEIRON said: mytutoyo ცნობილი ბრენდია და ბევრი "პადდელკებია" , მე არ ვიყიდდი ოფიციალური გადამყიდის გარდა , ეგეც ამაზონზე მართლა ვეძებდი წეღან და გამიკვირდა, mytutoyo ლოგო და წარწერის დიზაინი რამდენიმე ვარიანტის ვნახე და ყველას განსხვავებული ფასები ჰქონდა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.