Popular Post Nikki Posted December 26, 2012 Popular Post Share Posted December 26, 2012 ახლა როდესაც ბევრ ჩვენგანს აქვს ტაბლეტები, სმარტფონები და ერთდროულად რამდენიმე პერსონალური კომპიუტერი, უკვე დასაფიქრებელია, რისი მეშვეობით მოვახდენთ მათ ერთმანეთთან სინქრონიზაციას და რომელ ღრუბელოვან მეხსიერებას გამოვიყენებთ ამის განსახორციელებლად. ბაზარზე ჯერჯერობით არის სამი დიდი მოთამაშე – Apple, Google და Microsoft, რომელთაც საკუთარი ღრუბელოვანი მეხსიერება შექმნეს და ხსენებულში ახორციელებენ მათივე პროდუქტების ურთიერთსინქრონიზაციას, მაშინ, როდესაც DropBox დიდი ხანია პოპულარული გადაწყვეტაა და თითქმის ყველა მათგანთან შეუფერხებლად მუშაობს. განვიხილავთ თითოეულ მათგანს და წარმოგიდგენთ თუ რას სთავაზობს ხსენებული ღრუბელოვანი სერვისები მომხმარებლებს. რასაკვირველია მათ უამრავი მსგავსი სერვისი და მახასიათებელი აერთიანებს თუმცა მაინც აუცილებელია გავმიჯნოთ ერთმანეთისგან რათა მკითხველმა უფრო სრულყოფილი ინფორმაცია მიიღოს და მასზე დამოკიდებულებით გადაწყვიტოს რომელს მიანიჭოს უპირატესობა. DropBox: თავისუფალი სივრცე: 2GB პრემიუმ სივრცე: 100GB ერთ წლით – 99$ ფაილების ზომის ლიმიტი: ულიმიტო პლატფორმა: Windows, Mac, Linux, iOS, Android, BlackBerry საუკეთესოა: უწყვეტი სინქრონიზაციისთვის Google Drive: თავისუფალი სივრცე: 5GB პრემიუმ სივრცე: 100GB ერთ წლით – 59.88$ ფაილების ზომის ლიმიტი: 10GB პლატფორმა: Windows, Mac, iOS, Android საუკეთესოა: ვებ აპლიკაციებისთვის Apple iCloud: თავისუფალი სივრცე: 5GB პრემიუმ სივრცე: 50GB ერთ წლით – 100$ ფაილების ზომის ლიმიტი: 25MB უფასო/250MB ფასიანი პლატფორმა: Windows, Mac, iOS საუკეთესოა: iTunes/Mac-ის უწყვეტი მომხმარებელთათვის Microsoft SkyDrive: თავისუფალი სივრცე: 7GB პრემიუმ სივრცე: 100GB ერთ წლით – 50$ ფაილების ზომის ლიმიტი: 2GB პლატფორმა: Windows, Mac, iOS, Android, Windows Phone საუკეთესოა: Windows/Office ინტეგრაციისთვის ამასთან გაითვალისწინეთ, რომ თითოეულ ღრუბელოვან მეხსიერებას პრემიუმ სივრცეზე სხვადასხვა ფასები აქვს შემოთავაზებული სხვადასხვა მოცულობასა თუ სერვისებზე, უბრალოდ მაგალითად თანაბარი ტიპის სერვისის ფასები მოვიყვანეთ. ღრუბელოვანი მეხსიერებების შედარება თავისუფალი მეხსიერების მოცულობაში: ზემოთხსენებული ღრუბელოვანი სერვისები თქვენს მოწყობილობებს შორის არა მხოლოდ მონაცემთა სინქრონიზაციას ახორციელებენ, არამედ ისინი ასევე შეგიძლიათ მოწყობილობის მარქაფისთვის გამოიყენოთ (ე.წ Backup). SkyDrive გთავაზობთ 7GB თავისუფალ სივრცეს, ღრუბელოვან მეხსიერებაში, Google Drive და iCloud – 5GB თავისუფალ სივრცეს, მაშინ როდესაც DropBox-ზე ეს სივრცე მხოლოდ 2GB-ით შემოიფარგლება, თუმცა ამ უკანასკნელზე სივრცის გაზრდა მეტნაკლებად შესაძლებელია მეგობრების მოწვევით, ბეტა ტესტირების გამოყენებითა და სხვა ხრიკებით. არსებობს ფასიანი, პრემიუმ მოცულობის დამატების შესაძლებლობა, თუკი არ გყოფნით უფასო მეხსიერება, თუმცა ამ შემთხვევაში ერთი წლით დამატებითი 100GB SkyDrive-ზე დაგიჯდებათ 50$, Google Drive-ზე 59.88$, ხოლო DropBox -ზე 99$. რაც შეეხება iCloud-ს აქ უკვე განახევრებული მეხსიერება, 50GB ღირს 100$ წლიურად. ღრუბელოვანი მეხსიერებების შედარება სინქრონიზაციის საკითხში: DropBox, SkyDrive და Google Drive გვაწვდის დესკტოპ კლიენტებს Windows-ისა და Mac-ისთვის (მათ შორის, DropBox გვთავაზობს ოფიციალურ linux-ის კლიენტსაც). თითოეული აპლიკაცია წარმოადგენს მყარი მეხსიერების საქაღალდეს, და ყველაფერი რაც თავსდება ამ საქაღალდეში ავტომატურად სინქრონიზირდება ღრუბლებში და სხვა მოწყობილობებში, რომელიც გაქვთ დაკავშირებული თქვენი ღრუბელოვანი მეხსიერების ანგარიშთან. სინქრონიზაციის საკითხში მნიშვნელოვანი განსხვავება თითქოს არ არის, თუმცა DropBox უფრო სტაბილური და გლუვია მუშაობის პროცესში, შესაძლოა სწორედ ამან გამოაჩენინა Steve Jobs-ს მისი შეძენისადმი ინტერესი თავის დროზე. რაც შეეხება iCloud-ს, ეს სერვისი თავიდან ბოლომდე ინტეგრირებულია Mac OS ოპერაციულ სისტემაში და iOS აპლიკაციებში, და ფოკუსირებას ახდენს რომ იყოს შესანიშნავი სინქრონიზააციისა და მარქაფის გადაწყვეტა, ვიდრე ციფრული ჩამკეტი და დესკტოპზე მოთავსდეს საქაღალდის სახით. რაც შეეხება მობილურ მხარეს, SkyDrive ამჯერად ერთადერთი ღრუბელოვანი სისტემაა, რომელიც ოფიციალურად ხელმისაწვდომია Windows Phone მოწყობილობებზე. SkyDrive, Google Drive და DropBox, სამივე არის წარმოდგენილი iOS-სა და Android ოპერაციულ სისტემებზე, ხოლო iCloud მხოლოდ iOS ოპერაციულ სისტემაზე არის მიბმული და არ არის ხელმისაწვდომი სხვა პლატფორმებზე, თუმცა Windows-ისთვის საბაზისო ხელსაწყო გამოშვებულია და სინქრონიზაციის რამდენიმე ფუნქციას ესადაგება. ღრუბელოვანი მეხსიერებების შედარება ონლაინ აპლიკაციებსა და წვდომის საკითხში Google Drive-ის ძირითადი და მნიშვნელოვანი მახასიათებელი არის ონლაინ აპლიკაციების მომცველობა, ბოლო ბოლო ამ პლატფორმის იდეა ხომ Google Docs-იდან წარმოიშვა. Google Drive-ს გააჩნია სპეციალური ინტერნეტ გვერდთან ინტეგრირებული ხელსაწყოები დოკუმენტების, პრეზენტაციებისა და სხვა ოფისის ფაილებისთვის, რომელთა სინქრონიზაციაზე და ღრუბელოვან მეხსიერებაში მოთავსებაზე არ გეხარჯებათ უფასო GB-ები. რაც შეეხება SkyDrive-ს, იგი შეიცავს Word-ის, Excel-ისა და PowerPoint-ის ლიმიტირებულ ვერსიას, რომელიც ეშვება თავად ბრაუზერში. ეს არის მისი საბაზისო ხელსაწყოები, თუმცა ადექვატურია სხვა ჩვეულებრივი მომხმარბლებისთვისაც, რომლებიც მიჩვეულნი არიან სტანდარტულ ოფისთან მუშაობას. DropBox არ გვთავაზობს ბრაუზერის ბაზაზე რაიმე აპლიკაციას, თუმცა მას აქვს მორგებადი ვებ ინტერფეისი, რომელზეც საქაღალდეები და ფაილები მთლიანად არის წარმოდგენილი სიის სახით. ხსენებული ღრუბელოვანი სისტემა მთლიანად ფარავს უამრავი ტიპის ფაილს: PDF-ებს, დოკუმენტურ ფაილებს, ვიდეო, ფოტო და მუსიკალურ ფაილებს და ყველა მათგანის დათვალიერება შესაძლებელია პირდაპირ ბრაუზერში, მაშინაც კი, როდესაც რედაქტირების საშუალებას არ იძლევა თავად ფაილი. iCloud შეიცავს საბაზისო ჩანაწერებს, კონტაქტებს და კალენდრის ხელსაწყოებს, თუმცა არ გააჩნია ვებ ინტერფეისის ოფისის მსგავსი აპლიკაცია, და არანაირი ონლაინ ფაილების დათვალიერების შესაძლებლობა. DropBox-ის შემთხვევაში ფაილებისა და საქაღალდეების ინტერნეტში გაზიარების ფუნქცია არის სრულყოფილად შემუშავებული და ისეთივე მარტივია, როგორც URL-ის მიწოდება, იმისგან დამოუკიდებლად, ესა თუ ის მომხმარებელი თავად არის რეგისტრირებული DropBox-ში თუ არა. ამ მხრივ SkyDrive და Google Drive იძლევა ფაილების ნებისმიერი ადამიანის მისამართით გაზიარების საშუალებას, შეგიძლიათ იმუშაოთ დოკუმენტებზე, პრეზენტაციებზე სხვა მომხმარებლებთან ერთად ღრუბელში და სხვა, რაც საკმაო კომფორტს წარმოადგენს, როდესაც არ არის შესაძლებელი იმ მომენტში ფიზიკურად იმ ადამიანთან ერთად მუშაობა. რაც შეეხება iCloud-ს, იგი ისევ და ისევ არ გვთავაზობს ვებ წვდომას, ფაილების გაზიარების სიმარტივეს, თუმცა მეტად არის ფოკუსირებული კონკრეტულად მომხმარებელზე. ღრუბელოვანი მეხსიერებების შედარება: DropBox vs SkyDrive vs Google Drive vs iCloud: საბოლოო ვერდიქტი ძალიან ძნელია მოვახდინოთ ამ პროდუქტების ერთმანეთისთვის შედარება მჯობნის გამოვლენის მიზნით, ამასთან ნუ დაგავიწყდებათ, რომ iCloud-ს გააჩნია წვდომა თქვენს ყველა iTunes შესყიდულ მუსიკალურ თუ სხვა ფაილებთან და მათ მოცულობას არ თვლის თქვენი ღრუბელოვანი მეხსიერების კლიენტის მოცულობაში, ხოლო Google-ს აქვს საკუთარი მუსიკალური სერვისი, რისი მეშვეობითაც შეგიძლიათ თქვენი MP3 ფაილები ღრუბელოვან მეხსიერებაში უფასოდ მოათავსოთ, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, არის რამდენიმე დეტალი, რაც უნდა გაითვალისწინოთ. iCloud შესანიშნავია ყველა იმ ადამიანისთვის, რომელი i-მოწყობილობების მომხმარებელია, თუმცა ჯერჯერობით სხვა პლატფორმების მხარდაჭერა და ვებ-წვდომა საკმაოდ სუსტად აქვს განვითარებული. SkyDrive-ის ძირითადი ინტერესი უფრო Microsoft-ის პროდუქტებზე ვრცელდება, შესანიშნავი ინტეგრაცია აქვს Windows 8 და Windows Phone პლატფორმასთან, ასევე ონლაინ ინტერნეტ ვერსიის ოფისის დოკუმენტების საკმაოდ გამოსადეგია თქვენი საქმიანობისთვის. მაშინ, როდესაც Google ცხოვრობს და იკვებება ინტერნეტით, არაა გასაკვირი, რომ Google Drive სწრაფი და ბრაუზერებთან მუშაობისას მეგობრულია, თუმცა მისი დესკტოპ და მობილური კლიენტები არ არის საკმარისად სრულყოფილი მიუხედავად იმისა, რომ ნორმალურად მუშაობს. გამოდის, რომ ისევ DropBox რჩება იმ ღრუბელოვან მეხსიერებად, რომელიც ერთნაირად ესადაგება ყველა ოპერაციულ სისტემას და ახორციელებს ყველგან ყველაფრის სინქრონიზაციას. საბოლოოდ, რთულია გამოვარკვიოთ რომელი რომელს ჯობია, ალბათ ყოველივე ზემოთხსენებულიდან ყველა ადამიანი ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას მიიღებს იქიდან გამომდინარე თუ რა მოწყობილობებთან უფრო ხშირად უწევს მუშაობა და რა ფუნქციები არის მისთვის მნიშვნელოვანი. ზემოთხსენებული ნათარგმნია მე - ნიკკის მიერ, იმედია გამოგადგებათ, მადლობთ ყურადღებისთვის 18 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Shopen Posted December 26, 2012 Share Posted December 26, 2012 ძალიან კარგია, მე დროპბოქსს ვიყენებ პირადად, ხო ერთს ჩაგისწორებ. ემოთხსენებული ნათარგმნია ჩემს მიერ -ს არ უნდა ხო კიდე რო იციან ჩემის აზრით ეგეც შეცდომაა, მაინც :D 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Nikki Posted December 26, 2012 Author Share Posted December 26, 2012 ძალიან კარგია, მე დროპბოქსს ვიყენებ პირადად, ხო ერთს ჩაგისწორებ. -ს არ უნდა ხო კიდე რო იციან ჩემის აზრით ეგეც შეცდომაა, მაინც ჩასწორებულ :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Shopen Posted December 26, 2012 Share Posted December 26, 2012 ჩასწორებულ ჰეჰ მთლიანად შეგიცლია :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
xosito Posted December 26, 2012 Share Posted December 26, 2012 :thumbsup: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
rezi0881 Posted December 26, 2012 Share Posted December 26, 2012 :okro: :okro: INTERESTING :okro: :okro: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მათე Posted December 26, 2012 Share Posted December 26, 2012 სკაიდრაივი მქონდა 25 gb developer preview როცა მეყენა windows 8-ს და 22 gb-იანი ფილმი ავტვირთე სპეციალურად 3 gb რო ატვირთა მაინტერესებდა ლიმიტი თუ ქონდა 2-ზე და მაშინ არა მარა ეხლა იმავე აკაუნტზე 7 gb მაქ და 2-ზე მეტიან ერთ ფაილს არ ტვირთავს და რატო შეიცვალა? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ბექა Posted December 26, 2012 Share Posted December 26, 2012 სკაი Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
kloud Posted December 26, 2012 Share Posted December 26, 2012 კარგი ნამუშევარია ნიკი კიდევ ერთს დავამატებდი Sugarsync, მე ვიყენებ დროპბოქსთან ერთად და კმაყოფილი ვარ 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
rezi0881 Posted December 27, 2012 Share Posted December 27, 2012 გუშინ დავაყენე სკაი დრაივი რაღაცეები ავტვირთე, ძირითადად მინდა პროგრამების შენახვა მაგრამ ატვირთვის დროს რო ვუთითებ ფოლდერს ოფენ აწერია პირდაპირ არ ტვითავს უნდა გახსნა და მიხვიდე კონკრეტულ ფაილზე და იმას მიტვირთავს. მაგრამ ზოგი პროგრამა ხო ფოლდერშია და იმისი კომპონენტები კიდევ რაღაც რაღაცეები, ანუ პირდაპირ ფოლდერი როგორ ავტვირთო?? ხელპ. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Shopen Posted December 27, 2012 Share Posted December 27, 2012 გუშინ დავაყენე სკაი დრაივი რაღაცეები ავტვირთე, ძირითადად მინდა პროგრამების შენახვა მაგრამ ატვირთვის დროს რო ვუთითებ ფოლდერს ოფენ აწერია პირდაპირ არ ტვითავს უნდა გახსნა და მიხვიდე კონკრეტულ ფაილზე და იმას მიტვირთავს. მაგრამ ზოგი პროგრამა ხო ფოლდერშია და იმისი კომპონენტები კიდევ რაღაც რაღაცეები, ანუ პირდაპირ ფოლდერი როგორ ავტვირთო?? ხელპ. მაგისთივს არსებობს ვინრარი :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
rezi0881 Posted December 27, 2012 Share Posted December 27, 2012 მაგისთივს არსებობს ვინრარი კი არსებობს, ვიფიქრე დაზიპვის გარეშე ხო არ იტვირთებათქო Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Shopen Posted December 27, 2012 Share Posted December 27, 2012 კი არსებობს, ვიფიქრე დაზიპვის გარეშე ხო არ იტვირთებათქო არა ფოლდერს ვერ ატვირთავ, ეგრე გააკეთE Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
rezi0881 Posted December 27, 2012 Share Posted December 27, 2012 სკაი დრაივზე ვერ ვტვირთავ ოფისს ლინგვოს მიწერს this file couldn't be added because it exceeded the 300 mb limit რამეს არასწორედ ვაკეთებ თუ არ იტვირთება ესეთი ფაილები, ხო 7 გბ აქვს სივრცე. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
kloud Posted December 27, 2012 Share Posted December 27, 2012 სკაი დრაივზე ვერ ვტვირთავ ოფისს ლინგვოს მიწერს this file couldn't be added because it exceeded the 300 mb limit რამეს არასწორედ ვაკეთებ თუ არ იტვირთება ესეთი ფაილები, ხო 7 გბ აქვს სივრცე. 7გბ კი არის მაგრმა თითო ფაილი 300 მბ-ზე მეტი არ უნდა იყოს Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
rezi0881 Posted December 27, 2012 Share Posted December 27, 2012 ზემოთ როგორც წერია სკაიდრაივზე (ფაილების ზომის ლიმიტი: 2GB) გუგლი დრაივმა ატვირთა დიდი ფაილები. ვერ გავიგე თუ ვინმე ტვირთავთ სკაიზე დიდ ფაილებს მასწავლეთ. :crash: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Danger77 Posted February 6, 2013 Share Posted February 6, 2013 dropbox-ს ვიყენებ,8გბ ისე ვიშოვე survey-ების მეშვეობით,როგორც არაფერი,16გბ არის მაქსიმალური ზომა რეფერალებით Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
david_888 Posted February 6, 2013 Share Posted February 6, 2013 dropbox დამევასა მაგრა, პრაქტიკულია და თან 30გბ მაქ და ნებისმიერი ფაილის ატვირთვა შემიძლია Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
fashisti Posted February 7, 2013 Share Posted February 7, 2013 ისე მეგაც რო დაგემატებინათ კარგი იქნებოდა მაგრამ მაინც ახალი გახსნილია ჯერჯერობით პატარა ხარვეზები აქ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
BL@CKKN1GHT Posted February 8, 2013 Share Posted February 8, 2013 sugarsync 4ever :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
gio_kiborg Posted February 11, 2013 Share Posted February 11, 2013 მე ბევრი ღრუბლოვანი სერვისის ექაუნთი მაქვს, აქ ჩამოთვლილთაგან iCloud არ მაქვს, რადგან არ მაქვს არანაირი i-დევაისი მაქვს ასევე box.net, shugarsync ექაუნთებიც (ნუ Android-ისთვის რომლის კლიენტებიცაა) ძირითადად ვიყენებ Dropbox-ს და რამდენიმე ექაუნთიც მაქვს, 50გბ სივრცე მაჩუქეს (მგონი Samsung Galaxy Note-ს დამსახურებაა) ჩართული მაქვს ტელეფონზე Titanium Backup Pro-თი Dropbox-ზე სინქრონიზაცია (აპლიკაციები, ზარები, სმს-ები) ფოტოების სინქრონიზაცია გავთიშე დიდად არ მჭირდება, თუმცა 50გბ სრულიად საკმარისია ჩემი აზრით Google Drive-საც აქტიურად ვიყენებ, Skydrive-ს მირჩევნია მისი დაშეარების ფუნქციები და ონლაინ ოფისიც ბევრად უკეთესია, pdf, word, excel, powerpoint ფაილების გასაზიარებლად Microsoft-ის Skydrive-ს ბევრად მირჩევნია! Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
L1nux Posted February 11, 2013 Share Posted February 11, 2013 მე ვიყენებ Dropbox ფაილებბის სინქრნოიზაციისათვის 2 კომპსა და 2 მობს შორის, skydrive დოკუმენტებისათვის Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
kashmir Posted February 11, 2013 Share Posted February 11, 2013 სახლის კომპი/ლეპტოპი ტელეფონი, სამსახურის კომპი - დროპბოქსზე მაქვს მიბმული, Selective Sync - მარტო იმ ფოლდერებს ვსინქავ, რაც მჭირდება შესაბამისად. საკმაოდ ბევრი ქლაუდ სტორეიჯი მიცდია და დროპბოქსზე მოსახერხებელი არცერთი არ არის. ერთადერთი რა არ მომწონს (ბაზოსთვის) - 2 წელიწადზე მეტია იხვეწებიან ფაილების გადმოწერის სტატისტიკის გაკეთებას მომხმარებლები, მაგრამ კიდიათ დეველოპერებს. +შუგარსინქს ძალიან მაგარი საპორტი ყავს, არაერთხელ მქონია შეხება და მაქსიმალურად ცდილობენ პრობლემის ბოლომდე აღმოფხვრაში დაგეხმარონ. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ბერო Posted February 11, 2013 Share Posted February 11, 2013 skydrive <3 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Max_Win Posted February 13, 2013 Share Posted February 13, 2013 Dropbox მაქვს მეორე წელია 2-3 კომპიუტერზე და 2 ტელეფონზე და მყოფნის. ფილმები სურათები დოკუმენტები საჭიროების მიხედვით ვაშეარებ. მარტივი და მოსახერხებელი ინტერფეისი აქვს, 27 GB მაქვს და სრულიად საკმარისია ჩემთვის Skydrive არც მიცდია, რადგან რაც მჭირდება ყველაფერს მარტივად და ხარისხიანად აკეთებს dropbox :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.