Jump to content

მაღალი ტემპერატურა, ცხელება


Recommended Posts

ჰმმ რავიცი ვიდეოს ვუყურე და 4 პინიანი თუ არაა, ვერ აკონფიგურებ მაგ სოფტითო. ამ წუთას ჩემთანაც მასე დგას პროცესორის ფანი 3 პინიანი ცარჭობილია CPU_Fan-ში. და მეორე კიდე Cha_Fan -ში. და სასაცილო ისაა, რომ ახლა RPM დაბალზეა 900+/- როცა 1100+/- იყო. მგონი მომიწევს უკან დაბრუნება და ისევ კვების ბლოკზე მიერთება. 

ახლა მაღაზიებში ვეძებდი 4 პინიან Cpu fan-ს და არსადაა + ძალიან ძვირებიაო და არ ჩამოაქვთო. რა მშვიდად ვიყავი ტემპერატურას რომ არ ვუყურებდი :D მარა ფეხებზე რომ დამაცხელა ამ სიცხეებში :დ

Link to comment
Share on other sites

არა რატომ აიღე ესენი უეჭველი შეძლებ კონტროლს: https://yversy.com/e-store/detail.php?ELEMENT_ID=73425 სურათზე ორი ეგეთია მე რომ დავაგდე და რომ არ შეიძლებოდეს როგორ ვაკონტროლებდი აბა, 500-1800 რაზეც გინდა დასვი აიდლი იქნება თუ მაქსიმუმი, კარგი ფანებია არ ხმაურობენ დიდათ, ვიბრაციაც არა აქვთ, ბოლტებიც არ ჭირდება, დასაბნევი თვითონვე მოყვება, მემგონი ნორმა ფასი ადევს და დიდხანაც ძლებენ ეგენი, მაინინგში 2.5 წელია შეუსვენებლათ მუშაობენ ჯერ არც არაფერი დატყობიათ, ძალიან კარგი ფანებია და მვტვითაც არ ივსება ისე ადვილათ, ზუსტათ ესაა http://www.gamerstorm.com/product/CASEFAN/2016-03/1289_4949.shtml მოლექსით ვერ აკონტროლებ, მეორე ჩასარჭობით კი 

PWM-Capable Bearing StandThe 4-pin PWM connector allows GS120 to reduce fan speed when the system is idling. საშენოა ერთი სიტყვით, მემგონი ძვირი სულაც არ ჯდება, ვიხლოპიც არა აქვს მთლათ ცოტა, ტურბინა ფანი ეგ არაა მაქსიმუმზე, აქ ბანკის ვალი აქვთ თუ რა ხდება რა ფასი ადევს ლოლ არ იშოვება ალბათ დასავლეთში უკვე ეგ ძველი მოდელი https://www.newegg.com/deepcool-gs-120-case-fan/p/N82E16835856012 მე სრაზუ 5 ცალი ავიღე, მაგრამ მაშინ 15 ლარი ღირდა 120მმ ფანი კიდე 200მმ ვიყიდე ერთი ცალი მაინინგისთვის 30 ლარათ, ეხლა ეგეც გაუძვირებიათ მანდვე, ეგეც დიპკულისაა

  • Thanks 1
Link to comment
Share on other sites

ყველაფერი კარგია მაგრამ კეისის ქულერია ეგ (( ველაპარაკე ახლა და არ მირჩია მაინც. ეს მანახა და ესე არ ეყოფაო მაგ პროცესორსო. მოკლეთ შარში ვარ :დ 4 პინიანი პროცესორის არც ააქვთ, და თუ იქნება ფასი იმხელაა ჯობია წყლის გაგრილება ჩადო )

https://yversy.com/e-store/detail.php?ELEMENT_ID=76736&sphrase_id=521778

Link to comment
Share on other sites

მოიცა ფანი გინდოდა თუ პროცესორის კულერი, ეგ კულერია იმენა პროცესორის, რაც გიყენია ეგ უნდა მოხსნა და ეგ წყლის გაგრილება დაუყენო, მიყენია პროცესორის კულერზე ორი ეგეთი, მშვენივრათ აკონტროლებს ბრუნებს, დაჟე სის ფანზე რომ მიაერთო ერთ-ერთი, მეც ეგრე მაქვს, ერთი პროცესორის ფანზე მაქვს მიერთებული მეორე სისტემ ფანზე, ორივეს კონტროლი შეიძლება, უბრალოთ პროცესორის ფანზე აქვს აგრანიჩენია 800-900რპმ-ზე ქვემოთ ვერ ჩამოწევ, ეგ უკვე მაზერი არეგულირებს ეგრე რომ არ გადახურდეს პროცესორი, მაგრამ ზემოთ კი აკონტროლებს უკვე უპრობლემოთ 1500 გინდა თუ 1800 მაქსიმუმზე რომ იტრიალოს, ჰაერზე ესეთიც ეყოფა შენაირზე https://gitec.ge/ge/თხევადი-გაგრილების-სისტემა-cooler-master-masterliquid-lite-240-mlw-d24m-a20pwr1  ეგ ნამეტარი სუსტი ჩანს, შენ კულერზე უკეთესათ შეიძლება ვერც კი გააგრილოს მაგან, ან თუნდაც დიპკული https://element.ge/deepcool-gammaxx-l240t-red.html ეგ ერთ ფანიანი დიდი ვერაფერი იქნება წყალზე

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ნუ რადიატორის ფანი მინდა ხო 4 პინიანი. არსად არ იშოვება. წყლის გაგრილება კიდევ ამ ნაგავ კეისზე თუ დავარჭობ 1 იანს, ან დატყუპებულ ორიანს. მაგრამ ახლა ფინანსები მრერიან რამანსებს  😬 ახლა ამ ქექვებში იმ დასკვნამდეც მივედი, ე.წ. გადახურებული ხომ არაა პროცესორი ? IDLE-ზე მუშაობს მშვენივრად 40-45 გრადუსი. სტრეს-ტესტ-ზე 84 ავიდა 3 წუთი + მქონდა გაჩერებული. მაგრამ თამაშში წყეულ MSFS2020- ზე 90-ზე ადის ((

Link to comment
Share on other sites

გაანებე კახა მაგ ფენებს თავი, რა აზრი აქვს რამდენ პინიანი იქნება, გადამყვანები მიანც იშოვე რომ შენს გემოზე დაარეგულირო, ისეც შეიძლება ბიოსიდან. მთავარია ქულერი მოხსენი და წესივრად წაუსვით თერმოპასტა, კარგი პასტა ოღონდ და მერე წესივრად დაადგას. მშვენიერი ქულერია რაც გაქვს. მასე რომ დუღს არაა ფენის ბრალი.

  • Thanks 1
Link to comment
Share on other sites

მეც ეგრე მგონია, მაზერი თუ არ ურიკინებს რამეს, კულერი იქნება ცუდათ დადებული პროცესორის სოკეტზე ან თერმოპასტა არასწორათ წასმული, არ ვიცი ადგილზე უნდა დატესტვა რა, რაღაცა რომ ახურებს ფაქტია, ეგ 6 პაიპიანი კულერია და სტოკზე თუ უბერავ კი უნდა გაქაჩოს მაგაზე, დაჟე გარკვეულ რაზგონზეც უნდა ყოფნოდა მემგონი 4GHZ-მდე სადღაც, რავი კარგი კულერი ჩანს, მემგონი თუ ადრე არ ქონდა მაგხელა ტემპები კულერი უნდა იყოს გაწეული, ბლუ სკრინები მარალი ტემპერატურის ბრალი მგონია მე უფრო, ფანებზე უკვე დავწერე, თუ შენ მაზერზე არ ერჭობა ეგეთი, მაშინ რამე 20 ლარიანი ფან კონტროლერი იყიდე რა, ბანალურათ გადამყვანის როლს შეასრულებს და შეძლებ სპიდფანით კონტროლს უპრობლემოთ, როგორც მე მაქვს სურათზე ეგრე, ფანებიც დაგილინკე მაგალითის პონტში რომელი წავა ნამდვილათ და შეძლებ აბაროტების კონტროლს, მაგეების მიერთება როგორც cpu fan ასევე sys fan შეიძლება, cpu fan ძალზე დაბალ რპმ არ დაგაყენებინებს ოღონდ ფანს

  • Thanks 1
Link to comment
Share on other sites

3 hours ago, George said:

ბლუ სკრინები მარალი ტემპერატურის ბრალი მგონია მე უფრო

ის ლურჯი ეკრანი  მაგის არ იყი, შენ რასაც ფიქრობ ჯორჯ. სწორი გითხრა გოგლამ, რესტარტების მერე ქნა, აი, როცა ტურბო მივუთითე ბიოსში. ანუ ბიოსში ცვლილების მერე ხომ ვარესტარტე...

 

3 hours ago, George said:

cpu fan ძალზე დაბალ რპმ არ დაგაყენებინებს ოღონდ ფანს

არ ააქვს, მინიმუმი, მაქსიმუმი. ეგ დგას მარტო 900-ზე.  სანამ გადავაადგილებდით, იდგა 1140 RPM არ ააქვს მნიშვნელი, დატვირთულზე, თუ დაუტვირთავზე. 

 

3 hours ago, G1ORG1 said:

გაანებე კახა მაგ ფენებს თავი, რა აზრი აქვს რამდენ პინიანი იქნება, გადამყვანები მიანც იშოვე რომ შენს გემოზე დაარეგულირო, ისეც შეიძლება ბიოსიდან. მთავარია ქულერი მოხსენი და წესივრად წაუსვით თერმოპასტა, კარგი პასტა ოღონდ და მერე წესივრად დაადგას. მშვენიერი ქულერია რაც გაქვს. მასე რომ დუღს არაა ფენის ბრალი.

აზრი ის აქვს, რომ ბიოსი ითხოვს, იქიდან რომ მივუთითო, როგორც ზედა ფოტოზე დავდე. სოფტოც SpeedFan-იც არ მუშაობს, მანდამინც 4 პინიანზე უნდა იყოს ჩარჭობილი (  დღესაც ველაპარაკე. გამოვრიცხავთ სწორად რომ არ დგას ტქო და კიო. პლასმასებით რომ დგებოდეს დავუშვებდიო, და შენი რადიატორი ბოლტებზეაო. პასტის რა გითხრა, ადამიანი მაგაზე მუშაობს და ცუდიტ რატომ ივლის რავიცი. მოწესრიგებული ბიჭია ეტყობა კომპრესორი ქონდა ხერკერს ჯობდა :დ პასტაზე ფულის დამზოგველი, ან წასმა არ ცოდნოდა მომენტ მეც გამოვრიცხავ რა.

მე იმას ვშიშობ, რომ დაკეცახელები ჩემმა CPU -მ (( 
ხო კიდევ, რამე რომ ისე იყოს, დაუტვირთავზე, 40-45 გრადუსზე მეტს ხომ ავიდოდა ?  სიცხეში. არ ვიცი რა მოკლეთ ეს ბიჭიც გულშემატკივრობს მესამეჯერ უნდა მოვიდეს ზეგ და მოიტანოს კიდევ რაღაცეები გავტესტოთო. ალბათ მაგ დროს კიდევ მოგვიწევს მოხსნა ქულერის.

ბოდიში, ბევრი დავწერე (

upd: ბიოსის რეფრეშზეც ვფიქრობ, არაფერია აქ ისეთი, რომ საჭიროებდეს.. https://www.asus.com/Motherboards/P9X79_LE/HelpDesk_BIOS/

კიდევ 1ს ვფიქრობ, Geforce Gen3 Support On X79 Platform ამანაც ხომ არ იმოქმედა თქო )) https://nvidia.custhelp.com/app/answers/detail/a_id/3135/session/L3RpbWUvMTM0MDIyMzU2OC9zaWQvaDEzbE45X2s=

ანუ ნვიდიას პატჩია, რომელიც ასუპორტებს PCI -E 3.0

Link to comment
Share on other sites

აი ფენის ტრიალი და სამი და ოთხ პინიანი ვაბშე არაფერ შუაში არაა მაგ ტემპერატურასთან. მერე რა რომ იცის, პროფესიონალ ექიმებს უკვდებათ პაციენტები, მოხსნას მაგ კაი დედმამიშვილმა ეგ ქულერი და დაადგას თავიდან, გაწმიდოს კიდე სპირტით პროცესორი და წაუსვას თხლად თერმოპასტა. ან დააწვეთოს და ისე დაადგას ქულერი.

  • Thanks 1
Link to comment
Share on other sites

41 minutes ago, G1ORG1 said:

აი ფენის ტრიალი და სამი და ოთხ პინიანი ვაბშე არაფერ შუაში არაა მაგ ტემპერატურასთან. მერე რა რომ იცის, პროფესიონალ ექიმებს უკვდებათ პაციენტები, მოხსნას მაგ კაი დედმამიშვილმა ეგ ქულერი და დაადგას თავიდან, გაწმიდოს კიდე სპირტით პროცესორი და წაუსვას თხლად თერმოპასტა. ან დააწვეთოს და ისე დაადგას ქულერი.

😍 კი გავაკეთებთ მაგასაც გიო, მაინც თავიდან მოუწევს. წყლის გაგრილება მოაქვს, და იმით უნდა გავტესტოთ. 

George  

დამავიწყდა მეკითხა, RPM ის მატებით, იმ სოფტით, რეალური შედეგი დგება ? 

ისე არც პასტა მახსოვს, რომელი გამოიყენა (( მე მაქვს ძველი, რამდენიმე წლის, რომელიც ვ. დაფას მოყვა ადრე 980ტი რო მქონდა )) ივარგებს ნეტა ? გაუხსნელია. იქნებ ეს ჯობია მისას. 

e7c5a37d-896e-4ac8-8922-c6867e3886c7.jpg

Link to comment
Share on other sites

ნუ 900-1000 მაგივრათ 1500 თუ იმუშავებს 4-5 გრადუსს დააკლებს სადღაც დუეტში ეგ, მე ორი ფანი მიყენია კულერზე, გააჩნია კულერს რა თქმა უნდა და რა ფანები აყენია, ყველაზე სხვადასხვანაირი შედეგი ექნება

  • Thanks 1
Link to comment
Share on other sites

ქულერის ეს დეტალი, სათადარიგოა, თუ დარჩათ :დ ?

და მეორე კითხვა, CPUTIN ტემპერატურა მომხვდა თვალში დაუტვირთავზე. დავგუგლე, და ასე გავიგე, კორპუსის ტემპერატურაა, და მაღალია თანაც. როგორც ხედავთ, ბირთვების ტემპ. სენსორები  ნორმაშია. ესეც ხომ არ იწვევს თამაშში გაცხელებას ?

 

1.PNG

3.png

Link to comment
Share on other sites

ქულერის სამაგრია, სხვა სოკეტისთვის, 2011-ს არ სჭირდება უკანა სამაგრი სხვა სოკეტებისგან განსხვავებით და ეგ მაგიტომ დარჩა უსაქმოდ

კახა, მიდი ერთი ორი წესიერი სურათი დადე შენი კეისის + ქულერის მიმართულებებიც რომ ჩანდეს

  • Thanks 1
Link to comment
Share on other sites

ოკ, ეგ გამოვრიცხე, დარჩა CPUTIN შეიძლება ასე განსხვავდებოდეს ბირთვების ტემპერატურასთან ? 

Link to comment
Share on other sites

ან კარგად არ ზის რადიატორი ან პასტაა ცუდი, ანაც კეისში დუღს ჰაერი, სხვა მიზეზებს ტყუილად ეძებ მანდ :D 
ნაკლებად სავარაუდო მაგრამ სანახავია კიდევ ერთი, ფანი უნდა გამოირიცხოს, იქნებ ვერ ქმნის საკმარის ნაკადს გაგრილებისთვის და თვითონ რადიატორი, შეიძლება ტრუბკებში სითხე გამოშრა და დაკარგა ეფექტურობა

ჩემთან ასეა

პ.ს
ბექას სთხოვე, შენთან ხომ ახლოსაა და იქნებ მოიცალოს შეხედოს მაგ სისტემას

Untitled.png

19 minutes ago, jomardi said:

CPUTIN შეიძლება ასე განსხვავდებოდეს ბირთვების ტემპერატურასთან ? 

წესით არა, ეგ არის სენსორი მაზერზე რომელიც პროცესორის ტემპერატურას ზომავს, ზუსტად არ ვიცი მანდ როგორაა, მაგრამ სავარაუდოდ კორპუსის ტემპერატურას უნდა აჩვენებდეს და მაგდენი ნამდვილად არ უნდა იყოს მაშინ როდესაც ბირთვები 40 გრადუსზე დგას

  • Thanks 1
Link to comment
Share on other sites

16 minutes ago, Gogla1990 said:

ან კარგად არ ზის რადიატორი ან პასტაა ცუდი, ანაც კეისში დუღს ჰაერი, სხვა მიზეზებს ტყუილად ეძებ მანდ :D 

ჩემთან ასეა

პ.ს
ბექას სთხოვე, შენთან ხომ ახლოსაა და იქნებ მოიცალოს შეხედოს მაგ სისტემას

წესით არა, ეგ არის სენსორი მაზერზე რომელიც პროცესორის ტემპერატურას ზომავს, ზუსტად არ ვიცი მანდ როგორაა, მაგრამ სავარაუდოდ კორპუსის ტემპერატურას უნდა აჩვენებდეს და მაგდენი ნამდვილად არ უნდა იყოს მაშინ როდესაც ბირთვები 40 გრადუსზე დგას

დაუტვირთავზე კი ხედავ, მშვენივრად მუშაობს. ქულერიც გრილია ხელს რომ ვადებ )) აი თამაშის დროს ხტება ძალიან (( დაუტვგირთავზე ამხელა სხვაობა, ან სოფტი ცოდავს, ან სენსორი.

აღარ ვცხოვრობ იქ ) კორპუსში, პროცესორს, თუ კესს გულისხმობ ? )

Link to comment
Share on other sites

Just now, jomardi said:

ქულერიც გრილია ხელს რომ ვადებ )

ეს ვარიანტიც გამოსარიცხია

21 minutes ago, Gogla1990 said:

ნაკლებად სავარაუდო მაგრამ სანახავია კიდევ ერთი, ფანი უნდა გამოირიცხოს, იქნებ ვერ ქმნის საკმარის ნაკადს გაგრილებისთვის და თვითონ რადიატორი, შეიძლება ტრუბკებში სითხე გამოშრა და დაკარგა ეფექტურობა

 

1 minute ago, jomardi said:

კორპუსში, პროცესორს, თუ კესს გულისხმობ ? )

პროცესორის კორპუსს, ანუ მთლიან პროცესორს და არა რომელიმე კონკრეტულ ბირთვს ან კრისტალს

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

1 minute ago, Gogla1990 said:

და თვითონ რადიატორი, შეიძლება ტრუბკებში სითხე გამოშრა და დაკარგა ეფექტურობა

კი, დასაშვებია ამდენი წელი გავიდა~  არ მაძლევს მოსვენებას, რომ დაუტვირთავზე იდეალურია ტემპ + ეს სხვაობა ბირთვებსა და კორპუსს შორის.

არ იცი ვინმე პროფესიონალი მოვიდეს შეხედო დატესტოს ? 

Link to comment
Share on other sites

სამწუხაროდ არა, ნორმალური მცოდნე ყველა დაკავებულია როგორც წესი :D 

 

პ.ს
სურათები დადე კეისის, ვნახოთ როგორაა შიგნეულობა მოწყობილი

Link to comment
Share on other sites

30 minutes ago, Gogla1990 said:

ან კარგად არ ზის რადიატორი ან პასტაა ცუდი

Mx4 წაუსვა. მეც მიძლიერდება ეგ ეჭვი. რაღაც მსგავსს გადავწყდი CPUTIN -ზე (სხვათაშორის, შენთან არაა ეგ პარამეტრი)

Spoiler

это много. видимо плохой прижим радиатора к процу.

 

Link to comment
Share on other sites

10 minutes ago, jomardi said:

აღარ ვცხოვრობ იქ

სად ხარ ეხლა?  ჩემ სისტემას ვყიდი და თუ მომიწია ქალაქთ ჩამოსვლა იქნებ მოვახერხო და გამოგიარო :) 

  • Thanks 1
Link to comment
Share on other sites

1 minute ago, Gogla1990 said:

სამწუხაროდ არა, ნორმალური მცოდნე ყველა დაკავებულია როგორც წესი :D 

 

პ.ს
სურათები დადე კეისის, ვნახოთ როგორაა შიგნეულობა მოწყობილი

გული შეგიწუხდება, არ მინდა ცოდვა დავიდო ჰაჰა ძალიან დომხალი ((

1 minute ago, Gogla1990 said:

სად ხარ ეხლა?  ჩემ სისტემას ვყიდი და თუ მომიწია ქალაქთ ჩამოსვლა იქნებ მოვახერხო და გამოგიარო :) 

სამბურტალო

Link to comment
Share on other sites

Just now, jomardi said:

სხვათაშორის, შენთან არაა ეგ პარამეტრი

არ ჩათვალა საჭიროდ გიგაბაიტმა, ან სხვა სახელით აქვს :D 

Just now, jomardi said:

გული შეგიწუხდება, არ მინდა ცოდვა დავიდო ჰაჰა ძალიან დომხალი ((

ხოდა ეგ დომხალიც შეიძლება იყოს მიზეზი და არა კონკრეტულად გაგრილება, მაგიტომ გთხოვ სურათებს :D 

  • Haha 1
Link to comment
Share on other sites

7 minutes ago, Gogla1990 said:

არ ჩათვალა საჭიროდ გიგაბაიტმა, ან სხვა სახელით აქვს :D 

ხოდა ეგ დომხალიც შეიძლება იყოს მიზეზი და არა კონკრეტულად გაგრილება, მაგიტომ გთხოვ სურათებს :D 

 

1111 (4).jpg

Link to comment
Share on other sites

დომხალამდე ბევრი უკლია, ნორმალურადაა მეტ ნაკლებად, ეგ არ იქნება მიზეზი :D 

პროცესორის ქულერს უკანა მხარეს ცხელი ჰაერის ნაკადი გამოაქვს როდესაც პროცესორი ცხელდება თუ გრილი ან ცივი?
 

ქეისი დააწვინე და ისე ნახე რას იზავს, მაგ პოზაში ვიდეოდან წასული სიმხურვალის უმეტესობა უნდა ასცდეს და საინტერესოა რა შედეგს დადებს

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.