Jump to content

AMD 12.11 "Never Settle" დრაივერის წარმადობა


Recommended Posts

AMD- Radeon HD 7000 სერია 10 თვის წინ გამოვიდა გაყიდვაში, შეიდერების ახალი არქიტექტურით, რომელსაც "GCN" ეწოდება. ჯერ კიდევ მაშინ კომპანია გვარწმუნებდა რომ ახალი არქიტექტურა მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა და მთელი მისი სიძლიერე თავიდანვე არ ჩანდა. ახალი დრაივერების გამოსვლასთან ერთად გარკვეული წარმადობის მატება იყო თუმცა ეს არ იყო მნიშვნელოვანი მატება.

ფასის შემცირებით AMD-მ შეძლო Nvidia-ს იგივე თაობის პროდუქტისთვის კონკურენცია გაეწია. თუ გამოსვლის დღეს HD 7970 550$ ღირდა დღეს ის 390$ ღირს.

დღეს უკვე AMD თავისი ახალი დრაივერებით ცდილობს კიდევ ერთხელ წინ წამოსწიოს თავისი პროდუქცია.

slide3.jpg

დრაივერის ჩამოწერა შეიძლება ამ ლინკიდან http://www.techpower....11_Beta_3.html

გარდა დრაივერისა კომპანია ასევე გვთავაზობს ფასდაკლებებზ ზოგიერთ თამაშზე

slide2.jpg

ახალი ბეტა დრაივერი უკვე გამოსულია ხოლოს საბოლოო ვერსია გამოვ მოგვიანებით, ნოემბერში. ამ მიმოხილვაში განხილულია HD 7750, HD 7770, HD 7850, HD 7870, HD 7950, HD 7970 და HD 7970 GHz ასევე გატესტილია HD 6970 დაფაც, რომელიც გვაჩვენებს რომ ძველი ვიდეო დაფებისთვის დიდი გაუმჯობესება ახალი დრაივერით არ არის.

სატესტო სისტემა ასე გამოიყურება

d04986ad0149c567ef63fcd200c6deb7.jpg

ყველა ვიდეო დაფა ზუსტად ამ სისტემაზეა დატესტილი, ასევე ყველა თამაშში დაყენებულია მაქსიმალურად მაღალი პარამეტრები, ხოლო AA და AF დაყენებულია უშუალოდ თამაშიდან და არა დრაივერის პარამეტრებიდან. Catalyst 12.11 მითითებულია ყველგან შესადარებლად, სხვა შემთხვევაში დრაივერები ძველია.

თამაშები დატესტილია შემდეგ გარჩევადობებზე

  • 1280 x 800, 2x Anti-aliasing. ყველაზე ხშირი გარჩევადობა მცირე დიაგონალის მონიტორებისათვის (17" - 19").
  • 1680 x 1050, 4x Anti-aliasing. საშუალო დიაგონალის მონიტორების გარჩევადობა (19" - 22"). ძალიან კარგი პარამეტრებით დრაივერის საკონტროლო პანელიდან
  • 1920 x 1200, 4x Anti-aliasing. ტიპიური გარჩევადობა დიდი დიაგონალის მონიტორებისთვის (22" - 26"). ძალიან კარგი პარამეტრებით დრაივერის საკონტროლო პანელიდან.
  • 2560 x 1600, 4x Anti-aliasing. ყველაზე დიდი დიაგონალის სათამაშო მონიტორების გარჩევადობა (30"). ძალიან კარგი პარამეტრებით დრაივერის საკონტროლო პანელიდან
  • 5760 x 1080, 4x Anti-aliasing. რამოდენიმე მონიტორის გადაბმით მიღებული გარჩევადობა. ძალიან კარგი პარამეტრებით დრაივერის საკონტროლო პანელიდან

Alan Wake

alanwake.jpg

2012 წლის third-person საშინელებათა ჟანრის შუთერი, რომელიც DirectX 9-ზეა მაგრამ საკმაოდ კარგი გრაფიკით და ტესტირებისას გამოყენებულია უმაღლესი პარამეტრები გრაფიკისთვის თამაშის მენიუში

alanwake_1280_800.gifalanwake_1680_1050.gif

alanwake_1920_1200.gifalanwake_2560_1600.gif

alanwake_5760_1080.gif

როგორც ჩანს ამ თამაშში საერთოდ არ არის სხვაობა ძველ დრაივერთან, შესაძლოა იმის გამო რომ DX9 ძრავზეა

Batman: Arkham City

arkhamcity.jpg

ყველასთვის ცნობილი თამაში DirectX 11-ზე

arkhamcity_1280_800.gifarkhamcity_1680_1050.gif

arkhamcity_1920_1200.gifarkhamcity_2560_1600.gif

arkhamcity_5760_1080.gif

1-2 FPS-ის მატება ყველა გარჩევადობაზე, სულ არაფერს ჯობია :)

ტესტები ეკუთვნის techpowerup- საიტს და აქვე მინდა თვალსაჩინეობისთვის, პარალლელურად მოვიყვანო hardwarecanucks საიტის ტესტებიც სადაც HD 7970 შედარებულია მხოლოდ GTX 680 და GTX 670-თან

12-11-DRIVERS-32.jpg

12-11-DRIVERS-33.jpg

12-11-DRIVERS-34.jpg

12-11-DRIVERS-35.jpg

Battlefield 3

bf3.jpg

ალბათ ყველაზე პოპულარული online შუთერი DX11-ზე რომლის არ თამაშიც დღეს სასიკვდილო ცოდვის ტოლფასია ჭეშმარიტი გეიმერისთვის

bf3_1280_800.gifbf3_1680_1050.gif

bf3_1920_1200.gifbf3_2560_1600.gif

bf3_5760_1080.gif

მატება სადღაც 5 FPS-სია საშუალოდ ხოლო 7970-სთვის საშუალო და დაბალ გარჩევადობებზე 10 FPS-იც გვაქვს

12-11-DRIVERS-38.jpg

12-11-DRIVERS-39.jpg

12-11-DRIVERS-40.jpg

12-11-DRIVERS-41.jpg

Bingo ! აი ამიტომ მომყავს ამ საიტის ტესტებიც, თვალსაჩინოდ ჩანს რომ 7970 ახალი დრაივერებით ლიდერობს იქ სადაც 680-ს ჩამორჩებოდა !

Borderlands 2

borderlands2.jpg

გეიმერების კომპეტენციაში არ ჩავერევი და ეს თამაში საერთოდ რას წარმოადგენს არც ვიცი თუმცა ალბათ ყავს მასაც თავისი მომხმარებელი :) თამაში DirectX 9-ზეა

borderlands2_1280_800.gifborderlands2_1680_1050.gif

borderlands2_1920_1200.gifborderlands2_2560_1600.gif

borderlands2_5760_1080.gif

სხვაობა 1 ჰა-ჰა 2 FPS როგორც ჩანს ახალი დრაივერები DX11-ზეა ოპტიმიზირებული მეტად

Crysis

crysis.jpg

ყველასთვის ცნობილი მაგრამ უკვე ძველი 2007 წლის თამაში რა თქმა უნდა DX9-ზე

crysis_1280_800.gifcrysis_1680_1050.gif

crysis_1920_1200.gifcrysis_2560_1600.gif

crysis_5760_1080.gif

კვლავ დასტური იმისა რომ DX9-ზე ახალი დრაივერები სხვაობას ფაქტიურად არ იძლევიან

Crysis 2

crysis2.jpg

ახალი ვერსია რომელიც თავდაპირველად DX9-ზე გამოვიდა ხოლო მოგვიანებით დაემატა DX11 patch სწორედ ამ განახლებით და DX11-ზეა გატარებული ეს ტესტები

crysis2_1280_800.gifcrysis2_1680_1050.gif

crysis2_1920_1200.gifcrysis2_2560_1600.gif

crysis2_5760_1080.gif

12-11-DRIVERS-43.jpg

12-11-DRIVERS-44.jpg

რისი დამტკიცებაც გვინდოდა DX11-ზე ახალი დრაივერით 7970 დაეწია 680-ს საშუალო გარჩევადობებზე ხოლო მაღალ გარჩევადობებზე უკვე ლიდერობს

Diablo III

diablo3.jpg

თამაში რომელსაც დიდხანს ელოდნენ და რომელსაც ბევრი ელოდა, თამაში რომელმაც მოხსნა ყველა დროის რეკორდი გაყიდვებით და გამოსვლის დღეს 3,5 მილიონი გაიყიდა... ერთ დღეში !

diablo3_1280_800.gifdiablo3_1680_1050.gif

diablo3_1920_1200.gifdiablo3_2560_1600.gif

რაც უფრო იზრდება გარჩევადობა მით უფრო წინ გადის 7970 და მაღალ გარჩევადობებზე უკვე აშკარად უსწრებს 680-ს ახალი დრაივერების წყალობით, იგივე გარჩევადობებზე ძველი დრაივერებით 7970 ჩამორჩებოდა თავის კონკურენტს

Dragon Age II

dragonage2.jpg

კიდევ ერთი თამაში DX11-ზე რომელიც 2011 წელს დაანონსდა

dragonage2_1280_800.gifdragonage2_1680_1050.gif

dragonage2_1920_1200.gifdragonage2_2560_1600.gif

dragonage2_5760_1080.gif

რაც უფრო იზრდება გარჩევადობა მით უფრო ახლოს უჩოჩდება 7970 ახლოს GTX 680-ს და მაღალ გარჩევადობებზე იდენტურ წარმადობას აჩვენებს

F1 2012

f1_2012.jpg

2012 წლის თამასი DX11-ზე რომელშიც წარმოდგენილია 2012 წლის ფორმულა 1-ის რეალური გუნდები, მძღოლები და მანქანები

f12012_1280_800.giff12012_1680_1050.gif

f12012_1920_1200.giff12012_2560_1600.gif

f12012_5760_1080.gif

პრინციპში პოზიციების მხრივ დიდი სხვაობა არ არის თუმცა FPS-ის მატება გვაქვს

Max Payne 3

maxpayne3.jpg

DirectX 11 თამაში და აქაც ტესტის დროს მაქსიმალური პარამეტრები იყო დაყენებული

maxpayne3_1280_800.gifmaxpayne3_1680_1050.gif

maxpayne3_1920_1200.gifmaxpayne3_2560_1600.gif

maxpayne3_5760_1080.gif

რაც უფრო იზრდება გარჩევადობა მით უფრო მატულობს AMD-ს ვიდეო დაფების ლიდერობა ხოლო დაბალ რეზოლუციებზე 7970 ჯობნის 680-ს ახალი დრაივერებით იქ სადაც ადრე ჩამორჩებოდა

Metro 2033

metro2033.jpg

first-person შუთერი პოსტ-აპოკალიფსური მოსკოვის თემაზე DirectX 11-ის ბოლო სიტყვის კომპონენტებით და tessellation-ით.

metro_2033_1280_800.gifmetro_2033_1680_1050.gif

metro_2033_1920_1200.gifmetro_2033_2560_1600.gif

metro_2033_5760_1080.gif

12-11-DRIVERS-59.jpg

12-11-DRIVERS-60.jpg

ამ თამაშში 7970 ისედაც ლიდერობდა, ასევე პოზიციების მხრივ ბევრი არაფერი შეცვლილა ხოლო FPS-ის მატება კვლავ აშკარაა.

Sleeping Dogs

sleepingdogs.jpg

GTA სტილის თამაში DX11 ძრავაზე

sleepingdogs_1280_800.gifsleepingdogs_1680_1050.gif

sleepingdogs_1920_1200.gifsleepingdogs_2560_1600.gif

sleepingdogs_5760_1080.gif

ახალი დრაივერებით 680-ს ჯობნის ჩვეულებრივი 7970-იც რომელმაც 7970 GHz ვერსიასაც გადაუსწრო ძველი დრაივერებით დატესტილს.

Sniper Elite V2

sniperelitev2.jpg

ტაქტიქური შუთერი რომლის სიუჟეტიც 1945 წლის ბერლინში ვითარდება, თამასი იყენებს DirectX 11-ს და ტესელაციას

sniperelitev2_1280_800.gifsniperelitev2_1680_1050.gif

sniperelitev2_1920_1200.gifsniperelitev2_2560_1600.gif

sniperelitev2_5760_1080.gif

წარმადობის მატება არის თუმცა პოზიცეიბის მხრივ დიდი ცვლილება არ არის და AMD-ს კარტები ისედაც ლიდერობდნენ ამ თამაშში.

STALKER: Call of Pripyat

stalkercop.jpg

თამაში იყენებს X-Ray ძრავს DirectX 11-ით და ტესელაციით

stalkercop_1280_800.gifstalkercop_1680_1050.gif

stalkercop_1920_1200.gifstalkercop_2560_1600.gif

stalkercop_5760_1080.gif

აქაც პოზიციების მხრივ ძირითადი სხვაობა არ არის, და მაღალ გარჩევადობებზე 7970 ჩვეულერვმა ვერსიამ გადაასწრო 680-ს ახალი დრაივერების წყალობით.

StarCraft II

sc2.jpg

DirectX 9-ზე დაფუძვნებული 2010 წლის სტრატეგია თუმცა გარკვეული ახალი პატჩებით დამატებულია რენდერის ახალი ფუნქციები და ახალი პარამეტრები ვიდეო გამოსახულებისთვის

sc2_1280_800.gifsc2_1680_1050.gif

sc2_1920_1200.gifsc2_2560_1600.gif

აქ პოზიციები AMD-Nvidia დიდად არ შეცვლილა თუმცა ახალი დრაივერების წყალობით საკმაოდ წინ წაიწია 7970-მა ხოლო 7870-ი უზარმაზარ ნახტომებს აკეთებს ყველა გარჩევადობაზე შემთხვევაში საშუალდ 30% მატებაა FPS-ში.

World of Warcraft: Mists of Pandaria

wow.jpg

World of Warcraft ყველაზე წარმატებული online მულტიპლეიერი რომელსაც 12 მილიონი მოთამაშე ყავს ყოველ თვე. თამაში 2004 წელს არის გამოშველი და მისი წარმატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის არის რომ დღემდე შეიძლება მისი თამაში მოძველებულ სისტემებზეც, აქ დატესტილია DirectX 11-ში ყველა პარამეტრი მაქსიმალურ მნიშვნელობებზე

wow_1280_800.gifwow_1680_1050.gif

wow_1920_1200.gifwow_2560_1600.gif

wow_5760_1080.gif

გარდა ბოლო გარჩევადობისა თვალსაჩინო ნახტომებს აკეთებენ პოზიციებში AMD-ს კარტები ახალი დრაივერებით.

3DMark 11

3dmark11.jpg

და აი მივედით ოვერქლოქერებისთვის საყვარელ ადგილას, სინთეთიკურ ბენჩებში, 3DMark 11 პირველი ბენჩმარკი Futuremark-ისგან DX11-ზე

3dmark11_1280_800.gif3dmark11_1680_1050.gif

3dmark11_1920_1200.gif3dmark11_2560_1600.gif

რამოდენიმე მონიტორზე ტესტირების საშუალებას ეს ბენჩმარკი არ იძლევა,

12-11-DRIVERS-30.jpg

12-11-DRIVERS-31.jpg

ცხადზე ცხადია ახალი დრაივერით 7970 უკვე ლიდერია ამ ბენჩმარკში.

Performance Summary

წარმადობის მატება ყველა ტესტში. ქვემოთ მოყვანილ ცხრილებში წარმადობის მაჩვენებლად აღებულია 7970 ჩვეულებრივი ვერსია ძველი დრაივერით რომლის მნიშვნელობაც 100%-ია ხოლო ყველა სხვა ვიდე დაფა ახალი დრაივერითაც შედარებულია მასთან.

თითეული კარტისთვის წარმადობის მატება ახალი დრაივერებით ასეთია

  • HD 7750: +4%
  • HD 7770: +5%
  • HD 7850: +4%
  • HD 7870: +10%
  • HD 7950: +7%
  • HD 7970: +7%
  • HD 7970 GHz: +7%

perfrel.gifperfrel_1280.gif

perfrel_1680.gifperfrel_1920.gif

perfrel_2560.gif

ახალი Catalyst 12.11 დრაივერებით AMD ვიდეო დაფების წარმადობა მნიშვნელოვნად მატულობს. ეს მატება ვარირებს კარტის და თამაშის მიხედვით და HD 7750-ისთვის საშუალოდ 4%-ია HD 7870 შემთხვევაში ეს მაჩვენებელი გასაოცარ 10%-ს აღწევს, ხოლო HD 7950, HD 7970 და HD 7970 GHz Edition შემთხვევაში საშუალოდ 7%-იანი მატება გვაქვს.

ასევე მნიშვნელოვანი მატებაა სინთეთიკურ ბენჩებში DX11-ზე რაც როგორც წესი ახალი დრაივერების გამოსვლით დიდად არ იცვლება ხოლმე. AMD-ს ასეთი წარმადობა ისევ მომხმარებლებისთვის არის მომგებიანი რადგან მეტი კონკურენცია ნიშნავს ნაკლებ ფასებს პროდუქციაზე.

  • Upvote 8
Link to comment
Share on other sites

საღოლ AMD საღოლ

ისე ნეტა Nვიდია რა პასუხს გასცემს :hmm:

Link to comment
Share on other sites

ვა საღოლ მემგონი დაიწყეს დრაივერებზე სერიოზულად მუშაობა...

სოსო შენც საღოლ მაგარი მიმოხილვაა

Link to comment
Share on other sites

ადრე თუ იყო ენვიდიას ავიღებო დრაივერების და ფიზიკის გამო, ახლა მხოლოდ ფიზიკას ახსნებენ

მადლობა სოსო :)

7870-ის პატრონებს ყველაზე მეტად გაუსწორდებათ ეს ნიუსი

Link to comment
Share on other sites

amdს ბეტა დრავიერები ბევრად ძლიერი სრულ ვერსიებზე :rofl:

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.