Popular Post NEIRON Posted August 29, 2012 Popular Post Share Posted August 29, 2012 მობილურის ,ზოგი ტელევიზორის და სხვა ელ. ნივთების ელ. მაგნიტური ტალღების ზემოქმედება ეფუძნება თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას ორგანიზმში,რისი ხანგრძლივი ზემოქმედებაც იწვევს მავნე ცვლილებებს ორგანიზმში. რადიოაქტიური იზოტოპი იქნება თქვენს ჯიბეში თუ მობილური.... არ აქვს ამას მნიშვნელობა,ყველა ეს გამოსხივება ეფუძნება 1 მავნე ფაქტორს: იონიზაციას,რასაც ელექტრომაგნიტური ტალღები იწვევენ. ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას მიეკუთვნება : რადიოტალღები,ინფრაწითელი,ხილული,ულტრაიისფერი,რენტგენის და გამა გამოსხივება. იონიზაცია ეწოდება მოლეკულისა თუ ატომის მიერ ელექტრული მუხტის შეძენას. ატომში პროტონი დადებითად დამუხტულია,ნეიტრონი-ელ. ნეიტრალურია,ელექტრონი კი უარყოფითად დამუხტული გახლავთ. დადებითად თუ უარყოფითად დამუხტვა ატომის თუ მოლეკულის,დამოკიდებულია ელექტრონების შეერთებაზე და დაკარგვაზე. მაგ:დადებითად დამუხტვა მიიღწევა ელექტრონ(ებ)ის ჩამოცილებით. თვალნათლივ მარტივი მაგალითი გახლავთ ეს სურათი,სადაც როცა ელექტრონს ჩამოვაცილებთ,მივიღებთ დადებით მუხტს და პირიქით. დადებითად დამუხტული ნაწილაკი, ანუ თავისუფალი რადიკალი, ცდილობს შეივსოს ელექტრონთა რიცხვი სხვის ხარჯზე, შესაბამისად, ორგანიზმში მოხვედრისას, იგი „გამოგლიჯავს“ ელექტრონებს სხვა მოლეკულას თუ ატომს და "წყნარდება" ელექტრონების შევსების შემდეგ, ორგანიზმში კი, ის ნაწილაკი, რომლისგანაც შეივსო ელექტრონი, თავადვე იწყებს იმავე ტიპის ქმედებას, რადგან დადებითად დამუხტული ხდება, ეს კი იწვევს ორგანიზმში უჯრედის გენურ დონეზე ცვლილებებს, თუ გენის დაზიანება მოხდა. სიმსივნური პროცესები ხომ უჯრედში გენეტიკური აპარატის გაუმართაობის-დაზიანების შედეგია. დადებითად დამუხტული იონები მავნებელია ორგანიზმისთვის, რადგან თავისუფალი რადიკალების(დადებითად დამუხტული იონები) შებოჭვა ვერ ხერხდება, ამისთვის უარყოფითი იონებია აუცილებელი. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორი ახდენს გავლენას (მობილური,ულტრაიისფერი სხივები,რენტგენის სხივები...) უჯრედშიდა ცვლილებებზე: უჯრედში მაიონიზირებელი გამოხივება იწვევს თავისუფალი რადიკალების გაჩენას. თავისუფალი რადიკალი(ანუ დადებითად იონიზირებული ატომი) ეწოდება აქტიურ მოლეკულას თუ ატომს,რომელიც იწვევს პათოგნომურ ცვლილებებს ორგანიზმში,რადგან მან უნდა შეივსოს ელექტრონული შრე. ელექტრომაგნიტური ტალღების მოქმედებით წყლის მოლეკულა უჯრედში ( H2O-ს) იშლება H,O,HO2,H2O2 და სხვა ნაერთებად,ეს იონები კი ცდილობენ ელექტრონული შრის შევსებას და აზიანებენ უჯრედს. იონიზაციის ფაქტორი რადგან ავხსენით,გადავიდეთ მათ გამომწვევებზე: როგორ შევარჩიოთ მობილური ელექტრომაგნიტური გამოსხივების მაჩვენებლის გათვალისწინებით მაჩვენებელი განსაზღვრულია მობილურებისთვის SAR(Specific Absorption Rates) ერთეულით-ეს არის ელექტრომაგნიტური გამოსხივების ძალა, რომელიც გამოიყოფა ქსოვილებში 1 წამში. მისი საზომი ერთეულია ვატი/კგ ამ მახასიათებლით იზომება მობილურის მავნე გამოსხივება ადამიანზე ევროპაში ეს მაჩვენებელი არის 2ვტ/კგ-ზე 10გრამი ქსოვილისათვის აშშ-ში - არ აღემატება 1,6 ვტ/კგ-ზე 1 გრამი ქსოვილისთვის ნებისმიერი ბრენდი მობილურის პიკური sar ერთეული, რომელიც GSM დიაპაზონში მუშობს, 2 ვატს არ უნდა აღემატებოდეს. მაჩვენებელი SAR დგინდება ტელეფონის მაქსიმალური დატვირთვის დროს, პრაქტიკაში კი გადამცემის სიმძლავრე დამოკიდებულია კონკრეტულ პირობებზე: თუ უკეთესი ხარისხის კავშირია,მაშინ მობილურის გამოსხივებაც ნაკლებია(ნაკლები ენერგია იხარჯება კავშირის დასამყარებლად). ნებისმიერი მობილურის sar ერთული შეგიძლიათ ნახოთ მწარმოებლის ოფიციალურ საიტზე. მობილური ტელეფონის გამოყენებისას უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი მარტივი წესები, რომლებიც საშვალებას გვაძლევს ელექტრომაგნიტური გამოსხივების მოქმედება დაყვანილ იქნას მინიმუმამდე : 1)თანამედროვე ტელეფონებში ანტენა შიგნითვეა ინტეგრირებული,უფრო ხშირად,ეს ადგილი არის მობილურის სხეულის ზედა, ზოგჯერ კი შუა მესამედი. ამიტომ, საუბრისას უმჯობესია არ შევეხოთ ამ ადგილს. 2)როდესაც შენობა-ნაგებობაში იმყოფებით, სადაც მიღება ნაკლებია, უმჯობესია მოძებნოთ ადგილი , სადაც მიღება მეტი იქნება. 3)როდესაც მობილურის დაჭერა არის ნახევარი, ან ამ მაჩვენებლის ფარგლებში, უმჯობესია საუბრის ხანგრძლივობა დაყვანილ იქნას მინიმუმამდე, ან საერთოდ სმს-ი გამოიყენოთ ამ შემთხვევაში. 4)თუ ხშირად გიხდებათ ავტომობილში საუბარი მობილურით, მანქანის მეტალის სხეული გარკვეულწილად ახშობს რადიოსიგნალს ტელეფონიდან სადგურამდე,ამიტომ სიმძლავრეც იზრდება კომპენსაციისათვის, ამისათვის კი უმჯობესია გადასატანი ანტენა. 5)როდესაც კავშირი მყარდება, GSM ტელეფონები მუშაობენ მაღალ სიმძლავრეზე,ვიდრე კავშირის დამყარებისას,ამიტომ ზარის გასვლის შემდეგ უმჯობესია თუ მობილურს ყურთან რამდენიმე წამის შემდეგ მიიტანთ. 6)მობილურს საძინებელ ოთახში თავთან ახლოს ნუ დადებთ,უმჯობესია გაიტანოთ იგი ოთახიდან ,ან მოშორებითით დადოთ. 1 SAR-ზე ზევით გამოსხივება არასასურველად მიიჩნევა და შეეცადეთ შეარჩიოთ ისეთი მობილური,რომელიც ამ მაჩვენებელს აკმაყოფილებს. მომდევნო ელექტრომაგნიტური გამოსხივენის ფაქტორი,რაც ყოველდღიურობაში გვხვდება,ტელევიზორია,ყველაზე მეტად კი კინესკოპური ტელევიზორი თუ მონიტორი. მარტივად რომ ვთქვათ,აქ გვაქ საქმე რენტგენის გამოსხივებასთან და სხვა ტალღებთან,რომელიც პროეცირდება მონიტორზე ,მონიტორი შთანთქავს რენტგენის გამოსხივების გარკვეულ ნაწილს,ის ნაწილი კი,რაც ხვდება ეკრანს გარეთ,ახდენს ჰაერის დეიონიზაციას,ანუ უარყოფითი იონების მინიმუმამდე დაყვანას ან გაქრობას,რაც ასე ძლიან სჭირდება ადამიანს,რადგან სუნთქვისას მივითვისებთ მხოლოდ უარყოფით იონებს და არა დადებითს(დადებითი იონების ზემოქმედება ყველას გვექნება გამოცდილი:დახუთულ კლასში ან აუდიტორიაში შესვლისას) . კინესკოპური ტელევიზორი ასხივებს რენტგენის სხივებით არამარტო მონიტორის წინ, არამედ უკანაც და უფრო ინტენსიურად ვიდრე წინა მხარეს, ამიტომ ჩართულ მონიტორზე არაა სასურველი ამ ადგილას გაჩერება. ამ ტიპის ტელევიზორის დადგმა არცაა სასურველი თაბაშირმუყაოს პანელებით გადატიხრულ ოთახში კედელთან,რადგან კედელს მიღმაც ატანს ელ.მაგნიტური ტალღები(ეს მონიტორი ხომ უკანა მხრიდან უფრო ასხივებს),სასურველია ამ ადგილიდან მოშორება,ხოლო როცა რკინა-ბეტონის კედლის კუთხეში მიიტანთ ტელევიზორს 0,5 მეტზე ახლოს,აქ საქმე გამოსხივების არეკლვასთნ გვაქვს. თუნდაც როდესაც მიიტანთ მონიტორთან ხელს, თმებს იზიდავს, სწორედ ეს არის დადებითად იონიზირებული ჰაერი, რითაც ჯერდება ოთახი კინესკოპური ტელევიზორის ხანგრძლივი მუშობისას. ამიტომ,მონიტორიდან უნდა ვიყოთ დაშორებულები არანაკლებ 50სმ-სი. რაც შეეხება თხევადკრისტალურ მონიტორებს,მათთან ასეთი პრობლემა არ არის,ისინი არ ასხივებს რენტგენის სხივებით,ისევე როგორც სისტემური ბლოკი კომპიუტერების,მათი ელექტრომაგნიტური გამოსხივება იმდენად მცირეა,როგორიც მაცივრის ან მტვერსასრუტის ... ჰაერის დეიონიზაციის პრობლემების აღმოსაფხვრელად,იყენებენ იონიზატორებს,რადგან ეს აუცილებელია ქალაქში,სადაც უარყოფითი იონების დაბალი მაჩვენებელია,რაც გულ-სისხლძრღვთა სისტემაზეც აისახება . იონიზატორი გამოიყურება ამგვარად,არის ასევე კონდინციონერებში ინტეგრირებულიც იონიზატორების სხვადასხვა ტიპი არსებობს,რომელსაც მუშობის სხვა და სხვა პრინციპი აქვს,ამიტომ შეძენამდე აუცილებლად გაეცანით მის ხმარების წესებს. იმისათვის, რომ ზემოთხსენებული მასალა გავაანალიზოთ,ელექტრომაგნიტურ გამოსხივების გასაზომად იყენებენ საერთაშორისო ერთეულს:ზივერტს (აგრეთვე სხვა ერთულებსაც,მაგრამ ხშირად ხმარებაში ეს ერთეულია). ზივერტი ,მარტივად რომ ვთქვათ,არის ენერგიის რაოდენობა,რომელსაც შთანთქავს კილოგრამი ბიოლოგიური ქსოვილი. მაიონიზირებელი გამოსხივების დოზა, რომელსაც შთანთქავს ორგანიზმი წელიწადში 2,4 მილიზივერტს არ უნდა აღემატებოდეს. მაგ: 0,03 მილიზივერტი დასხივება არის კბილის რენტგენოგრამის გადაღებისას 0,1 მილიზივერტი,გამოსხივების დოზა 1 სთ. მზეზე გარუჯვისას 0,005 მილიზივერტი,ტელევიზორის ყურება (კინესკოპური) 1 წლის განმავლობაში,ყოველდღიურად 3 საათის განმავლობაში. 10 მილიზივერტი,გულ-მკერდის კომპიუტერული ტომოგრაფიის გადაღების შედეგად. თუ ადამიანმა მიიღო 50 მილიზივერტზე მეტი დასხივება,მან არ უნდა გადაიღოს რენტგენი(ელ.მაგნიტურ გამოსხივებას უნდა მოერიდოს),100 მილიზივერტზე მეტი დასხივებისას კი,საერთოდ არც კი გაირუჯოს. ადამიანის ორგანიზმში ელექტრომაგნიტური გამოსხივების ერთი და იმავე დოზა არ იწვევს მსგავს შედეგს,რადგან თითოეული ჩვენგანის ორგანიზმი სხვადასხვაგვარად რეაგირებს. 22 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
დავით გრძელიძე Posted August 29, 2012 Share Posted August 29, 2012 საინტერესო პოსტია :) 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Vako™ Posted August 29, 2012 Share Posted August 29, 2012 საინტერესოა! 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
#Skinhead Posted August 29, 2012 Share Posted August 29, 2012 Dzalian sainteresoa. Esec pirveli 20 lari :D 2 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
NEIRON Posted August 29, 2012 Author Share Posted August 29, 2012 შეფასებისთვის მადლობა! ინფო განახლებულია,ხვალაც მივამატებ და გადაავლეთ თვალი Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Inferno Posted August 30, 2012 Share Posted August 30, 2012 es cava am kvirashi saboloo versiaa neiron? 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
NEIRON Posted August 30, 2012 Author Share Posted August 30, 2012 es cava am kvirashi saboloo versiaa neiron? კი,საბოლოოა,მეტი არაფერი დაემატება პლაზმურ ტელევიზორზე არ დავწერე,აქ მაგნიტური ველის გადამეტებაზეა საქმე,ეგეც ზოგიერთ მოდელში,ამიტომ თავ გზის აბნევა არ ღირს მომხმარებლისთვის. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
#Skinhead Posted August 30, 2012 Share Posted August 30, 2012 კი,საბოლოოა,მეტი არაფერი დაემატება პლაზმურ ტელევიზორზე არ დავწერე,აქ მაგნიტური ველის გადამეტებაზეა საქმე,ეგეც ზოგიერთ მოდელში,ამიტომ თავ გზის აბნევა არ ღირს მომხმარებლისთვის. mkitxvelistvis 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Inferno Posted August 30, 2012 Share Posted August 30, 2012 saxeli gvari neiron sheni? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
NEIRON Posted August 31, 2012 Author Share Posted August 31, 2012 saxeli gvari neiron sheni? mogwereT Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Sgubela Posted September 1, 2012 Share Posted September 1, 2012 როდესაც კავშირი მყარდება, GSM ტელეფონები მუშაობენ მაღალ სიმძლავრეზე,ვიდრე კავშირის დამყარებისას როდესაც კავშირი მყარდება=კავშირის დამყარებისას. კი მივხვდი რაც იგულისხმება, მაგრამ წინადადებაა ცოტა გასასწორებელი. ძალიან საინტერესოა. ყოჩაღ :thumbsup: 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
NEIRON Posted September 1, 2012 Author Share Posted September 1, 2012 როდესაც კავშირი მყარდება=კავშირის დამყარებისას. კი მივხვდი რაც იგულისხმება, მაგრამ წინადადებაა ცოტა გასასწორებელი. ძალიან საინტერესოა. ყოჩაღ მადლობა შეფასებისთვის და შესწორებისთვის ! :) 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
OverDozeD Posted September 1, 2012 Share Posted September 1, 2012 20 კიარა 100 ლარიანი სტატიაა! 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
NEIRON Posted October 18, 2012 Author Share Posted October 18, 2012 როცა მოიცლით ეს სტატია ჰაი ტექში გადაიტანეთ და მიკიშიც ვფიქრობ მისამატებელია Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.