Jump to content

აუდიოფორმატთა ჩამონათვალი


Recommended Posts

რა არის აუდიოკოდეკი?

აუდიოკოდეკი ეს არის კომპიუტერული პროგრამა ან აპარატურული უზრუნველყოფა,რომელიც განკუთვნილია აუდიომონაცემის კოდირება/დეკოდირებისთვის.

აუდიოკოდეკი პროგრამულ დონეზე სპეციალიზირებულ კომპიუტერულ პროგრამას წარმოადგენს,რომელიც ახდენს აუდიომონაცემის კომპრესია/დეკომპრესიას მოცემული ხარისხით,სიზუსტით და მისი მოცულობის შემცირებით(კომპრესიისას).

აუდიოფორმატები დაკარგვის გარეშე:

შეუკუმშავი:

Audio Interchange File Format (AIFF)-აუდიოფაილის ფორმატი,რომლის მეშვეობითაც ინახავენ მონაცემს ინფორმაციის მატარებელზე.

ეს აუდიოფორმატი ფორმატი შეიმუშავა Apple Computer-მა 1988წელს.

ფაილის სტანდარტული გაფართოვებაა:AIFF ან AIF,შეკუმშვისათვის უნდა გამოვიყენოთ გაფართოვება AIFC.

აუდიომონაცემი სტანდარტულ AIFF ფაილის ფორმატში წარმოადგენს შეუკუმშავ იმპულსურ-კოდურ მოდულაციას.არსებობს აგრეთვე შეუკუმშული ვერსია AIFF,რომელსაც AIFC-ს უწოდებენ.მის შეკუმშვისთვის სხვადასხვა კოდეკები შეიძლება იქნას გამოყენებული.

რამოდენიმე წლის წინ Apple-მ AIFF-ზე გაფუძნებით შექმნა ფორმატი Apple Loops,რომელიც გამოიყენება GarageBand და Logic Audio-ში.

Apple Loops იყენებს იგივე გაფართოვებას,რასაც AIFF: .aif და .aiff.

AU

CDDA(ხმოვანი კომპაქტ-დისკო,ინგლ:Audio CD და Red Book)სტანდარტი კომპაქტ-დისკოებისათვის ხმოვანი შემადგენლობით.

ინფორმაციის შენახვის ფორმატი:PCM 44 100 ჰც, 16-ბიტი სტერეო.

აუდიომახასიათებლები:

მაქსიმალური დრო ჩაწერის 74 წუთი.

მინიმალური დრო ტრეკის 2 წამი.

ტრეკთა მაქსიმალური რაოდენობა 99.

IFF-8SVX — Interchange File Format

IFF-16SV

RAW

WAV -Microsoft Wave (WAVE,Waveform audio format,შემუშავებულია IBM-ის თანაობით)-ფაილის ფორმატი რომელიც განკუთვნილია ციფრული აუდიონაკადის შესანახად.Windows-ის ქვეშ ეს აუდიოფორმატი გამოიყენება როგორც შეუკუმშავი აუდიო გარსი(PCM). WAV კონტეინერში შეგვიძლია გადავაადგილოთ ნებისმიერი კოდეკით შეკუმშული აუდიო(ამ ფაილების წაკითხვისას შესაძლებელია პრობლემები).

შეკუმშული:

FLAC (Free Lossless Audio Codec)-თავისუფალი აუდიოკედეკი დაკარგვის გარეშე,რომელიც გამოიყენება აუდო ნაკადის შესაკუმშად. MP3, WMA, Ogg Vorbis-ისგან განსხვავებით FLAC არ შლის არანაირ ინფორმაციას აუდიონაკადიდან და მიდის მელოდიის მოსასმენად ,ასევე აუდიოკელექციის არქივირებისათვის.

FLAC აუდიონაკადი შედგება:

ხაზისგან,რომელიც შედგება 4 ბაიტისგან „fLaC“

მეტამონაცემთა ბლოკისაგან STREAMINFO

სხვა არააუცილებელი მეტამონაცემთა ბლოკისაგან

აუდიო ფრეიმისაგან

ვრცელდება ლიცენზიით GNU GPL; BSD,შემქმნელი Xiph.Org Foundation,oc-კროსპლატფორმული.

ოფიციალური საიტი: http://flac.sourceforge.net

Lossless Audio (.la)

Lossless Predictive Audio Compression (LPAC; .pac)

Apple Lossless (.m4a)(ცნობილი როგორც Apple Lossless Encoder, ALE ან Apple Lossless Audio Codec, ALAC)ეს არის ციფრული მუსიკის შემკუმშველი აუდიოკედეკი ხარისხის დაკარგვის გარეშე.შემუშავებულია Apple Inc-ის მიერ.

Apple Lossless-ში მონაცემი ინახება mp4-ში,გაფართოვებით .m4a. Apple Lossless აქვს იგივე გაფართოვება ფაილის,რაც AAC-ს. iPod პლეერებს შეუძლია წაიკითხოს Apple Lossless-ფორმატი.კოდეკში არ გამოიყენება სპეციფიკური საშვალება ციფრული მონაცემის დაცვისათვის (DRM),მაგრამ გამოიყენება DRM-ის შესაძლებელია.

ტესტებმა ანახა რომ შეკუმშული ALAC მონაცემი 40-60% წარმოადგენს ორიგინალთან შედარებით მუსიკის რაობიდან გამომდენარე.მითუმეტეს მისი დეკოდირების სისწრაფე უპირატესობას იძლევა გამოყენებული იქნას შეზღუდული ქმედითუნარიანობის მქონე მოწყობილობებში,როგორიცაა iPod.

Apple Lossless Encoder 2004 წლის 28 აპრილს წარდგენლი იყო როგორც ერთერთი კომპონენტი QuickTime 6.5.1 და როგორც ფუნქცია iTunes 4.5.ეს კოდეკი გამოიყენება AirPort Express-ის AirTunes-ში.

Apple Lossless-ის დეკოდერი არის ბიბლიოთკა libavcodec-ში.ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი მულტიმედიური წამკითხველი ამ ბიბლიოთეკიდან,VLC media player და MPlayer-ის ჩათვლით,შეუძლია წაიკითხოს Apple Lossless ფაილი.

Monkey’s Audio-ფორმატი ციფრული ბგერების კოდირებისთვის დანაკარგის გარეშე.ვრცელდება უფასოდ,აქვს ღია კოდი.ფაილები Monkey’s Audio იყენებს შემდეგ შემდეგ გაფართოვებას: .ape აუდიოს შენახვისთვის და .apl მედიამონაცემთა შენახვისთვის.მისი ღია კოდისდამიუხედავად, Monkey’s Audio არ არის თავისუფალი პროგრამული უზრუნველყოფა,რადგან მას ლიცენზიურ ხელშეკრულება ბოჭავს.

ოფიციალურად იგი გამოდის Microsoft Windows-ისათვის,მაგრამ არის არაოფიციალური კოდეკებიც GNU/Linux, BeOS და Mac OS X-ისთვის.

OptimFROG(.ofr)

RKAU (.rka)

Shorten (.shn)

TTA — True Audio-თვისუფალი აუდიოკოდეკი,რომელიც ანხორციელებს აუდიოფაილთა შეკუმშვას დანაკარგის გარეშე.პლეერს აქვს ისეთივე კარგი მონაცემები,როგორიც თანამედროვე კოდეკებს დანაკარგის გარეშე.

TTA აუდიოკოდეკის მახასიათებლებია:

აუდიოს კომპრესირება 30%-მდე დანაკარგის გარეშე

კოდირება/დეკოდირების ალგორითმი რეალურ რეჟიმში

მაღლი მუშობის სიჩქარე,მინიმალური სისტემური მოთხოვნილებები

შესაძლებელია დაკომპლექტდეს სხვდასხვა პლატფორმებზეც

უფასო ღია კოდი

მარტივი და ღია მონაცემთა ფორმატი

Tau Producer — TTA კომპრესორი Windows-ისათვის

DirectShow-ფილტრი

შემმუშავებელთათვის C/C++ ბიბლიოთეკათა ნაკრები

TTA უზრუნველყოფს შეკუმშვას მულტიარხიანი 8-16-24 ბიტიანი WAVფაილების შეკუმშვას დანაკარგის გარეშე.შეკუმშვის შემდეგ სტანდარტული ზომა ვარირებს 30% დან 70%-მდე ორიგინალთან შედარებით.ამ ფორმატს აქვს ID3v1/ID3v2 და APEv2-ის მხარდაჭერა.

TTA კოდეკის გამოყენებისას თქვენ შეძლებთ 20-მდე მუსიკალური კომპაქტ დისკოს შენხვას 1 DVD-R-ში.ინახავს კომპაქტ-დისკოს ინფორმაციას ID3 და APEv2 ტეგებში.

პლეერები სადაც გამოიყენება ეს კოდეკი:CorePlayer, K-Multimedia, VLC, Foobar2000, Winamp, JetAudio,აგრეთვე პლეერები DirectShow-ის მხარდაჭერით(Windows Media Player) და Gstreamer-ის ძრავით,როგორიცაა amaroK.

ТАК (Tom’s verlustfreier Audio Kompressor) -აუდიოკოდეკი და ფორმატი ციფრული აუდიომონაცემის შესაკუმშად დანაკარგის გარეშე.განსხვავდება მაღალი კომპრესიულობით და კოდირება/დეკოდირების მაღალი სიჩქარით(იყენებს APEv2-ს).

ვრცელდება უფასოდ პროგრამულ უზრუნველყოფათა ნაკრებთან ერთად,აგრეთვე პლაგინებთან და პოპულარულ პლეერებთან ერთად: Winamp, foobar2000 და სხვა.

პროგრამის შემმუშავებელი - Thomas Becker,გერმანია.

მახასიათებლები:

• კოდირების და დეკოდირების მაღლი სიჩქარე

• კომპრესიის მაღლი მაჩვენებელი

• დცვა კოდირების შეცდომათგან

• სწრაფი ძებნა

• ნაკადური ჟღერადობის მხარდაჭერა

პროგრამული უზრუნველყოფა:

• პლაგინი Winamp/XMPlay-სათვის

• foo_input_tak, TAK დეკოდერი foobar2000-სათვის

• TAK პლაგინი Quintessential Player-ისათვის

• Mp3tag (ვერსიიდან 2.38)

• shntool (ვერსიიდან 3.0.6)

• TagScanner (ვერსიიდან 5.1.553)

• GermaniX Transcoder

• jetAudio (ვერსიიდან 8.0.6)

• LAMExplorer (ვერსიიდან 2.6)

• xrecode II (ვერსიიდან 1.0.0.80)

WavPack-უფასო აუდიოკოდეკი ღია კოდით აუდიომონაცემის შესაკუმშად დანაკაარგის გარეშე.შეიმუშავა:დევიდ ბრაიანტმა.

WavPack(გაფართოვებით .WV)საშვალებას იძლევა შევკუმშოთ 8-,16-,24-,32- ბიტიანი აუდიოფაილები .WAV ფორმატში.მას აქვს ასევე მრავალარხიანი რეჟიმის მხარდაჭერა და დისკრედიტაციის .კომპრესირების მაჩვენებელი 30-და 70% მდე მერყეობს.

WavPack-ში არის მუშაობის უნიკალური ჰიბრიდული რეჯიმი,რომელიც გვაძლევს შეკუმშვის საშვალებას დანაკარგის გარეშე დამატებითი ბონუსით:1 ფაილის შექმნის მაგივრად,ამ რეჟიმში იქმნება არც ისე დიდი მაღლი ხარისხის ფაილი დანაკარგით(.WV).აგრეთვე კორექციის ფაილი (.წვც),რომლეს მეშვეობითაც აღვადგენთ ორიგინალს.

მიმოხილვა:

• სწრაფი შეკუმშვა და დეკომპრესია

• ღია კოდი, ხელმისაწვდომი BSD-ს მაგვარი ლიცენზიით

• მულტიპლატფორმული

• შეცდომებისადმიმედეგი

• მხარდაჭერა ნაკადური ჟღერადობის

• მულტიარხიანი მაღალი ხარისხის აუდიოს მხარდაჭერა

• ჰიბრიდული რეჯიმი/რეჯიმი ხარისხის დაკარგვით

• აპარატურული მხარდაჭერა:

o COWON (გაკერილი RockBox-ით)

o მულტიმედიური პლეერები ICONBIT HD390DVD/HD400L/HD400DVD

o iRiver, Gigabeat (Toshiba) (გაკერილი RockBox-ით)

o iAudio (Cowon) (გაკერილი RockBox-ით)

o iPod (გაკერილი RockBox-ით)

o SANSA (გაკერილი RockBox-ით)

o Samsung (გაკერილი RockBox-ით)

• ტეგი(ID3v1, APE)

• მხარდაჭერა RIFF

• Replay Gain -თნ თვსებადობა

• კარგი პროგრამული მხარდაჭერა

• შესაძლებლობა თვითგახსნადი ფაილის შესაქმნელად Win32-ში

• მხარდაჭერა 32bit -იანი ნაკადის

• მხარდაჭერა Cue sheet

• მასშია MD5-ქეში მთლიანობის სწრაფი შემოწმებისთვის

• შეუძლია კოდირება როგორც სიმეტრულად,ასევე ასიმეტრიულად (ეს ნიშნავს შენელებულ კომპრესიას სწრაფი დეკომპრესისთვის)

Windows Media Audio 9 Lossless-აუდიოკოდეკი,შეკუმშვისას პირვანდელი ხარისხის შენარჩუნებით Microsoft-ისაგან,რომელიც წარმოდგენილი იქნა 2003 წელს.ბოლო ვერსია-2008 წელს.ამ კოდეკით შეკუმშული კომპაქტ-დისკო იკავებს 206 დან 411მბ-მდე ადგილს.მუსიკალურ ფაილთა ბიტრეიტისას კი -470კბიტ/წმ-დან 1,08მბ/წმ-მდე.კოდეკი შების Windows Media-ს პაკეტში,იყენებს ფაილის გაფართოვებას .wma.მხარს უჭერს 6 დისკრეტულ არხს.ოფიციალურად გამოსულია Windows და Mac OS X-ისთვის.

ADX -აუდიოფორმატი,მაქსიმალური ბიტრეტით 1გბ/წმ-ში.

აუდიოფაილები დანაკარგით:

MP2 — MPEG Layer 2

MP3 (MPEG-1/2/2.5 Layer 3; მაგრამ არა MPEG-3)-აუდიომონაცემის ბილიკის კოდირების მესამე ფორმატი EPEG,ლიცენზირებული ფაილის ფორმატი აუდიომონაცემის შესანახად.

MP3-აუდიომონაცემის ციფრული კოდირება დანაკარგით.ამ ფორმატში გამოიყენება შეკუმშვის ალგორიტმი დანაკარგით,რომელიც შემუშავებულია პირვანდელი ზომის მნიშვნელონად შესამცირებლად და ხარისხის ორიგინალთან მისაახლოვებლად.MP3-ის შექმნისას საშვალო ბიტრეიტით 128 კბიტ/წმ-ში,მიიღება ფაილი1/11 ორიგინალი ფაილიდან CD-Audio.შეუკუმშავ ფორმატს CD-Audio-ს კი აქვს 1422,2კბიტ/წმ-ში ბიტრეიტი.mp3 ფაილი შეიძლება შეიქმნას როგორც მაღალი,ასევე დაბალი ბიტრეიტით.MP3 ფორმატში შეკუმშვა გულისხმობს აუდიომონაცემის ნაკადის სიზუსტის დაკლებას,რასაც ადამიანთა უმეტესობა ვერ არჩევს.

Mp3 ფორმატი შეიმუშავეს ინსტიტუს ფრაუნგოფერაში (Fraunhofer-Institut für Integrierte Schaltungen).

არის ასევე ფორმატი MP3 HD,რაც მის მოდიფიცირებულ ვარიანტს ნიშნავს.მწარმოებელმა 1 ფაილში ჩაქსოვა მონაცემის 2 ტიპი:პირველი ნაწილი არის აუდიომონაცემი,რომელიც შეკუმშულია დანაკარგისარმქონე ალგორითმით და საშვალებას იძლევა შეკუმშული მონაცემის დეკოდირება მოხდეს დანაკარგის გარეშე.მეორე ნაწილი კი -ჩვეულებრივი MP3 ნაკადია,რომელიც დანაკარგისმქონეა.ახალი ფორმატი სრულიად თვისუფლად წაკითხვადია ნებისმიერ პლეერზე,რომელსაც აქვს MP3-ს მხარდაჭერა.ამ შემთხვევაში პლეერი ხედავს მხოლოდ ჩვეულებრივ MP3-ს,დანაკარგსარმქონე ნაწილი კი მისთვის არახილულია.

MP3 HD-ს შესაძლებლობები:

mp3HD — უფასო (lossless) კოდეკი — 100 % დუბლიკატი პირვანდელი აუდიომასალის

თავსებადია mp3-თან

ფაილის გაფართოვება — .mp3

ბიტრეიტის დიაპაზონი —500 დან 900 kbps-მდე, მუსიკის ტიპიდან გამომდინარე

ინტეგრირებული mp3-ტრეკი და mp3HD მარკირდება ერთიდაიმავე მეტამონაცემით

მონაცემს mp3-ტრეკის (ბიტრეიტი) მომხმარებელი განსაზღვრავს

არსებობს MP3 -ს 3 ვერსია: MPEG-1, MPEG-2 и MPEG-2.5. განსხვავდებიან ბიტრეიტისა და დისკრეტიზაციის შესაზლებლობებით.

• 32—320კბიტ/წმ ,დისკრეტიზაციის სიხშირე 32000 გჰც, 44100 გჰცდა 48000 გჰც MPEG-1 Layer 3-სათვის;

• 16—160 კბიტ/წმ ,დისკრეტიზაციის სიხშირე 16000 გჰც, 22050 გჰც და 24000 გჰც MPEG-2 Layer 3-სათვის;

• 8—160 კბიტ/წმ ,დისკრეტიზაციის სიხშირე 8000 გჰც და 11025 გჰც MPEG-2.5 Layer 3-სათვის.

კოდირებულ აუდიოარხთა მართვის რეჟიმები:

რადგან MP3-ს აქვს 2 არხიანი კოდირების რეჟიმი,არსებობს მისი 4 ტიპი:

სტერეო-სადაც სტერეომონაცემის არხები კოდირდება ერთმანეთისადმი დამოუკიდებლად.

მონი-1 არხიანი კოდირება.თუ მოვახდენთ 2 არხიანი მონაცემის კოდირებას ამ რეჟიმში,არხებს შორის განსხვავებას იქნება სტერეო,რადგან 2 არხი გაერთიანებულია 1-ში.

2 არხიანი სტერეო(Dual Channel)-2 დამოუკიდებელი არხი,მაგალითად ხმობანი მიმდევრობა სხვადასხვა ენაზე.ბიტრეიტი იყოფა 2 არხზე,მაგალითად თუ ბიტრეიტი 192კბიტ/წმ-ია,თითოეული არხისთვის 96კბიტ/წმ-ს შეადგენს.

გაერთიანებული სტერეო(Joint Stereo, M/S Stereo)-ოპტიმალური მეთოდი 2 არხიანი კოდირების.ერთრთ რეჯიმში სტერეოს გაერთიანება მარჯვენა და მარცხენა არხებში მის სტრუქტურას გარდაქმნის:(L+R) და სხვაობა(L−R).

Speex-ეს არის თვისუფალი კოდეკიხმოვანი სიგნალის შესაკუმშდ,რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ VoIP-სისტემებში.მას არ აქვს არანაირი შეზღუდვები პატენტის მხრივ და ლიცენზირებულია ბოლო ვერსია BSD ლიცენზიით.Speex შეიძლება გამოვიყენოთ მედიაკონტეინერ Ogg-თან ერთად ან გადავცეთ პირდაპირ UDP/RTP.

3a00370409ce.png

სხვა კოდეკებისგან განსხვავებით,Speex ძირითადად განკუთვნილია მობილური კავშირგაბმულობისთვის(Voice over IP (VoIP) შეკუმშული ხმოვანი ფაილების შესაქმნელადაა განკუთვნილი).Speex ოპტიმიზირებულია მაღალსიხშირიანი ხმოვანი სიგნალის მისაღებადდაბალი ბიტრეიტისას.ამ მიზნის მისაღწევად მიიღება გარდამავალი ბიტრეიტი და მხარს უჭერს სხვადასხვა სიხშირის დიაპაზონს:მკვეთრი (ultra-wideband,დისკრეტიზაციის სიხშირე 32კჰც),ფარტო(wideband,16კჰც) და ვიწრო( narrowband,სიხშირე 8კჰც(სატელეფონო ხაზის).

Speex-იყენებს ფილტრ DirectShow-ს.აგრეთვე Winamp და XMMS პლეერთათვის პლაგინებიც გააჩნია.

Vorbis-თავისუფალი ფორმატი აუდიოს დანაკარგით შესაკუმშად,ოფიციალურად 2002 წელს გამოჩნდა.ფუნქციონალურობით და ხარისხით ჰგავს AAC, AC3 და VQF-ს,აღმატება mp3.

726bd0267db6.png

Ogg Vorbis იყენებს ცვალებად ბიტრეიტს,იგი შეიძლება ვარირებდეს 1 kbps-ზე.მაქსიმალური კოდირებისას ბიტრეიტი 500 დან 1000კბიტ/წმ-ს შეადგენს.დისკრეტიზაციის სიხშირ მომხმარებელის არჩევაზეა 2 დან 192კჰც-მდე.

შემუშავების მიზეზი იყო ,რომ Vorbis ფორმატს შეეცვალა ფასიანი დაპატენტებული აუდიოფორმატები.ეს ყველაზე ახალგაზრდა ფორმატია mp3-ს კონკურენტთაგან,მას აქვს მხარდაჭერა ყველა თითქმის პლატფორმაზე Microsoft Windows, GNU/Linux, Apple Mac OS, PocketPC, Palm, Symbian, DOS, FreeBSD, BeOS და სხვა.

Vorbis „+“-ები

პატენტის შეზღუდვის არარსებობა

255არხამდე

Sample accurate

Streamable-ზუსტი აჟღერადობის ფუნქცია

ეფექტური ალგორითმი ცვალებადი ბიტრეიტის

დისკრეტიზაციის სიხშირე 192კჰც

32ბიტი

დამყოლისუნარიანი Joint stereo

ტეგები ინახება უნიკოდში და არა ნაციონალურ კოდირებაში

Full Rate ან FR ან GSM-FR —პირველი ციფრული აუდიომონაცემის კოდირების სტანდარტი,გამოიყენება GSM ტელეფონებში.ბიტრეიტი-13კბიტ/წმ-ში.ხარისხი-ძალიან დაბალი თანამედროვე სტანდარტთან შედარებით.იგი 90-იან წლებში მუშავდებოდა. FR კოდეკი კარგი კომპრომისი იყო სირთულესა და ხარისხს შორის,მაგრამ ეს კოდეკი მაინც ფართოდ გამოიყენება. FR-ის შემცვლელია Enhanced Full Rate (EFR) და Adaptive Multi Rate.

Windows Media Audio-ლიცენზირებული ფაილის ფორმატი,რომელიც შეიმუშავა Microsoft-მა აუდიოინფორმაციის შესანახად დატრანსლაციისათვის.

ეს თემა დაუსრულებელია,რაც უნი დაიწყო არაფერი მიმიმატებია მისთვის,ვინმე თუ არ დაიზარებთ,მცირედით მაინც შეავსეთ(თქვენი თAნაავტორობა მითითEბული იქნება).

წყარო კი გახლავთ: ვიკი

Link to comment
Share on other sites

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.