Power_VANO Posted May 26, 2016 Share Posted May 26, 2016 პპლ, დღეს მომივიდა Logitech Gaming Software-ის განახლება. დავაყენე და G27-ს სული გასძვრა გაზი მუდმივად დაჭერილი იყო, FFB აღარ მუშაობდა და ა.შ. გაითვალისწინეთ. ეტყობა ბაგიანი დრაივერი აქვთ ჩაყოლებული. წავშალე ახალი გეიმინგ სოფტი, წავშალე G27-ის დრაივერიც, ხელახლა დავაყენე და ეშველა. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
STI-228 Posted May 29, 2016 Author Share Posted May 29, 2016 Driver-ის პრობელმა ბევრს ქონდა G27-ზე. FB-ზე ძალიან ბევრმა დაწერა ამ საკითხე. ჯერ-ჯერობით არასტაბილურია. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
jomardi Posted May 30, 2016 Share Posted May 30, 2016 On 5/26/2016 at 11:30 AM, Power_VANO said: პპლ, დღეს მომივიდა Logitech Gaming Software-ის განახლება. დავაყენე და G27-ს სული გასძვრა გაზი მუდმივად დაჭერილი იყო, FFB აღარ მუშაობდა და ა.შ. გაითვალისწინეთ. ეტყობა ბაგიანი დრაივერი აქვთ ჩაყოლებული. წავშალე ახალი გეიმინგ სოფტი, წავშალე G27-ის დრაივერიც, ხელახლა დავაყენე და ეშველა. ჩემთან ვინდოუსმა ამოაგდო და უარით გავისტუმრე. ბოლო ვერსია 14-MAR-2016 არის. მუშაობს უპრობლემოდ. რეისრუმზე თუ არ გაანახლე, როტაცია არასწორი იქნება. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
STI-228 Posted May 31, 2016 Author Share Posted May 31, 2016 ჩემი G25-ის გადაცემათა კოლოფი საბოლოოდ დანებდა. მესამე და მეხუთე გადაცემები ძალიან ურავს. ხანდახან როდესაც მესამეში გადავიტან თამაშში მეხუთეში აგდებს ან საერთოდ ანეიტრალებს. კარგ შემთხვევაში ალბათ სადენების პრობლემაა და ცუდში - პოტენციომეტრების. ჯერ-ჯერობით დაშლისგან დავს ვიკავებ, მაგრამ როგორც ჩანს ვერ ავცდები მსგავსი პრობლემაა, რაც ამ ვიდეოში ჩანს. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
MaRgE Posted June 2, 2016 Share Posted June 2, 2016 რამე ნორმალური რული თუ ნახეთ გასაყიდად დამილინკეთ რა ბიუჯეტიდან გამომდინარე ამას ვეძებ უფრო Driving Force GT Racing Wheel Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Power_VANO Posted June 2, 2016 Share Posted June 2, 2016 26 minutes ago, MaRgE said: რამე ნორმალური რული თუ ნახეთ გასაყიდად დამილინკეთ რა ბიუჯეტიდან გამომდინარე ამას ვეძებ უფრო Driving Force GT Racing Wheel http://www.mymarket.ge/ka/product/view/9338333/ ეს რომელი მოდელია? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
MaRgE Posted June 2, 2016 Share Posted June 2, 2016 4 minutes ago, Power_VANO said: http://www.mymarket.ge/ka/product/view/9338333/ ეს რომელი მოდელია? ვიდით ეს უნდა იყოს ჩემი რულის განახლებული ვარიანტია, შესაბამისად იგივე ხლამია 900 გრადუსიანი მინდა თუ ყიდვაა ეგეთს ვიყიდი :)) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
eXtreme-Hunter Posted June 2, 2016 Share Posted June 2, 2016 ეგ თითქმის შენი რულის ვარიანტია, ოღონდ ფიდბექიანი. 180 გრადუსი + რულის ზომაც იგივე. მაგისი ყიდვა (თან 200 ლარად), დიდი შეცდომა იქნება. DFGT რომ იყო 200 ლარად, გაიყიდა? ეხლა გადავედი ლინკზე და წაშლილია. მაგ ფასში არავინ დატოვებდა. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
MaRgE Posted June 2, 2016 Share Posted June 2, 2016 10 minutes ago, eXtreme-Hunter said: ეგ თითქმის შენი რულის ვარიანტია, ოღონდ ფიდბექიანი. 180 გრადუსი + რულის ზომაც იგივე. მაგისი ყიდვა (თან 200 ლარად), დიდი შეცდომა იქნება. DFGT რომ იყო 200 ლარად, გაიყიდა? ეხლა გადავედი ლინკზე და წაშლილია. მაგ ფასში არავინ დატოვებდა. მაგის ყიდვას არც განვიხილავ 50 ლარად მაქვს ჩემი რული ნაყიდი და იგივეში 200 ს გადავიხდი? აი ეგ მინდა რა dfgt მარა ის გაიყიდა როგორც ჩანს აღარ დევს მარკეტზე Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
G1ORG1 Posted June 3, 2016 Share Posted June 3, 2016 lgs510_x64 ეს დრაივერი არ მომწონს, ჩემთანაც სულ დაჭიმულია რული თითქმის, ძველი რომელია ვერ ვიპოვე ვერსად :| Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Power_VANO Posted June 3, 2016 Share Posted June 3, 2016 49 minutes ago, G1ORG1 said: lgs510_x64 ეს დრაივერი არ მომწონს, ჩემთანაც სულ დაჭიმულია რული თითქმის, ძველი რომელია ვერ ვიპოვე ვერსად :| ლოჯიტეკის საიტიდან მოქაჩე. აპდეიტერიდან რაღაც საშინელება წამოიღო, ჩემთან სულ არია ყველაფერი Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
G1ORG1 Posted June 3, 2016 Share Posted June 3, 2016 საიტიდან მაქვს გადმოწერილი, არც მეგონა დრაივერის ბრალი თუ იქნებოდა, ეხლა რომ არ წამეკითხა ზედა პოსტში ვერც გავიგებდი :დ მეგონა რულმა აურია. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
STI-228 Posted June 4, 2016 Author Share Posted June 4, 2016 დღეს დავშალე გადაცემათა კოლოფი და პრობლემაც გამოვასწორე გამეხარდა, რომ მარტივი მიზეზი აღმოჩნდა. 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
eXtreme-Hunter Posted June 4, 2016 Share Posted June 4, 2016 რისი ბრალი იყო? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
STI-228 Posted June 4, 2016 Author Share Posted June 4, 2016 1 hour ago, eXtreme-Hunter said: რისი ბრალი იყო? ზუსტად არ ვიცი. სავარაუდოდ რომელიმე სადენის ბრალი იყო. შეილება მტვერი ჩავიდა. როცა დავშალე ერთი სადენი გავასწორე, 3 კიდევ გამოვაერთე და თავიდან შევაერთე. ავაწყე და ჩვეულებრივად ამუშავდა. სანამ დავშლიდი თანმიმდევრული რეჟიმი უპრობლემოდ მუშაობდა, უბრალოდ ჩვეულებრივ გადაცაემათა კოლოფში 2 სიჩქარე ურევდა: მესამე და მეხუთე (ბოლოს პირველმაც დაიწყო). მეორედან მესამეში როცა გადამქონდა, მესამეს ხან ნეიტრალურად აღიქვამდა თამაშში და ხან მეხუთედ. ანალოგიურად ემართებოდა მეხუთე სიჩქარესაც: ან N-ში ვარდებოდა ან 3-ში. ბოლოს მესამეში გადართვისას პირველშიც კი ვარდებოდა. ხანდახან, მეოთხედან მეხუთეში გადართვის დროს ვარდებოდა მეხუთში, მაგრამ ცოტას გავივლიდი თუ არა მესამეში გადაქონდა. პატარა ხელის წარტყმებზეც რეაქციები ჰქონდა ბერკეტს. მაგ: მესამეში ან მეხუთეში როცა გადავრთავდი და შეცდომით აღიქვამდა, ოდნავ დავადებდი ხელს ბერკეტს და მარცხნივ გადმოვწევდი ისე, რომ არ ამომეგდო სიჩქარიდან და სწორ სიჩქარეში რთავდა. მოკლედ კარგია, რომ ვუშველე და გამოვასწორე Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
MaRgE Posted June 14, 2016 Share Posted June 14, 2016 მე რომ მომინდა ეხლა გაქრა ყველა რული გაყიდვიდან :))) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
eXtreme-Hunter Posted June 14, 2016 Share Posted June 14, 2016 38 minutes ago, MaRgE said: მე რომ მომინდა ეხლა გაქრა ყველა რული გაყიდვიდან :))) ის dfgt არ უნდა გაგეშვა ხელიდან. გასაგებია, რომ იმ მომენტისთვის ფინანსურად ვერ იყავი მზად, მაგრამ მე შენ ადგილას რამენაირად ვიჩალიჩებდი ფულს და დავითრევდი. კარგად უნდა ჩაჯდომა და კიდევ წააწყდები რამეს. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
MaRgE Posted June 14, 2016 Share Posted June 14, 2016 3 minutes ago, eXtreme-Hunter said: ის dfgt არ უნდა გაგეშვა ხელიდან. გასაგებია, რომ იმ მომენტისთვის ფინანსურად ვერ იყავი მზად, მაგრამ მე შენ ადგილას რამენაირად ვიჩალიჩებდი ფულს და დავითრევდი. კარგად უნდა ჩაჯდომა და კიდევ წააწყდები რამეს. სულ ეგეთი ცუდი ბედი მაქვს მე, სასესხებელი პონტიც აღარ მქონდა და ფულიც სამი კვირით გვიან ჩამირიცხეს Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
eXtreme-Hunter Posted June 14, 2016 Share Posted June 14, 2016 1 hour ago, MaRgE said: სულ ეგეთი ცუდი ბედი მაქვს მე, სასესხებელი პონტიც აღარ მქონდა და ფულიც სამი კვირით გვიან ჩამირიცხეს ხო, ვხვდები მაგას. მარკეტი ყოველ დღე გადაამოწმე და იქნებ რამე გაიჩითოს. პერიოდულად მეც შევალ ხოლმე. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
MaRgE Posted June 14, 2016 Share Posted June 14, 2016 Just now, eXtreme-Hunter said: ხო, ვხვდები მაგას. მარკეტი ყოველ დღე გადაამოწმე და იქნებ რამე გაიჩითოს. პერიოდულად მეც შევალ ხოლმე. დღეში 2 ჯერ მანდ ვარ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
MaRgE Posted June 14, 2016 Share Posted June 14, 2016 http://www.trust.com/en/product/20293-gxt-288-racing-wheel ეს ძაან ბანძი რულია? მომოს არ ჯობია? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
STI-228 Posted June 14, 2016 Author Share Posted June 14, 2016 რაიმე პატარა სტატიის დაწერა მინდოდა, ამიტომ ეს მომაფიქრდა. რუსული ვებ-გვერდიდან გადმოვთარგმნე, მაგრამ ოდნავი ცვლილებებით. უახლოს მომავალში დავამატებ ვიდეოებს და ცოტა ბევრ ინფორმაციას. სარბოლო საჭე სარბოლო საჭე ეს არის კონტროლის მეთოდი, რომელიც გამოიყენება სარბოლო ვიდეო თამაშებში, სარბოლო სიმულატორებში და მართვის სიმულატორებში. როგორც წესი, საჭის კომპლექტში შედის საჭე, პედლები და გადაცემათა კოლოფი. არსებობს 2 პედლიანი და 3 პედლიანი საჭეები. 2 პედლიანს აქვს მხოლოდ აქსელერატორი და მუხრუჭი. 3 პედლიანს კი ემატება გადაბმულობა. საჭის კომპლექტებში ვხვდებით 2 სახის გადაცემათა კოლოფს: ჩვეულებრივი და სეკვესტრული. არსებობს გადაცემათა კოლოფი, რომელსაც გააჩნია ორივე რეჟიმი და შესაბამისად მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც ერთ, ასევე მეორე რეჟიმში. კომპიუტერული საჭე და პედლები ეხმარება მოთამაშეს ზუსტად მოახდინოს საჭის სასურველი გრადუსით მობრუნება. პედლები კი რათქმაუნდა აუცილებელია მანქანის სწორი მართვისთვის, რომელიც სრულიად განსხვავდება სხვა კონტროლებისგან, როგორიცაა: კლავიატურა, მაუსი ან ჯოისტიკი. სარბოლო საჭეები შეიქმნა იმისთვის, რომ გამოეყენებინათ: არკადულ თამაშებში, სათამაშო კონსოლებისთვის, პერსონალური კომპიუტერებისთვის და ასევე პროფესიონალური მართვის სიმულატორებისთვის, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ რეალური მრბოლელებისთვის. Force feedback თავიდან სარბოლო საჭეები იქმნებოდა მთლიანად პლასტმასისგან და იყენებდა rotary potentiometer-ს, რომელიც შედგებოდა უბრალო ზამბარებისგან. გარკვეული დროს შემდეგ მწარმოებლებმა ჩვეულებრივი ზამბარის ნაცვლად დაიწყეს ელექტრო ძრავების გამოყენება კონტროლერებში, რადგან მიეღწიათ force feedback გარკვეულ დონეს, რაც პირველად გამოჩნდა Microsoft-ის Sidewinder საჭეზე. თავდაპირველად ეს ტექნოლოგია გამოიმუშავებდა მხოლოდ ცენტრალურ (centering) ძალას და სხვა ხელოვნურ ეფექტებს, როგორიცაა საჭის ვიბრაცია (shaking) დაჯახების დროს და სხვა. თუმცა როდესაც მართვის სიმულატორები განვითარდა და მათი ფიზიკის ძრავები გახდა უფრო ზუსტი, მაშინ დეველოპერებმა დააკავშირეს საკუთარი თამაშის ფიზიკა უფრო ახლოს საჭის force feedback-თან. ეს შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს შეიგრძნოს რა ძალა გადის საჭეში steering rack-ის დახმარებით, მხოლოდ ხელოვნური ეფექტების გარდა. თავისთავად ესეთი რამ რალურად აძლიერებს თამაშის რეალიზმს. თუმცა, ზოგიერთი მწარმოებელი დღემდე თვლის და სჯერა, რომ force feedback ჯერ კიდევ არ არის სრულყოფილი. შესაბამისად კომპანიები, როგორიცაა Thomas SuperWheel-ი არ ამატებს force feedback-ის სისტემას საკუთარ პროდუქციაში. თუმცა, კომპანია Frex წავიდა სხვა გზით და დღემდე ამზადებს უმაღლესი დონის (high-end) საჭეს - Simwheel-ს ძლიერი force feedback-ით და არამექანიკური ცენტრირების მოწყობილობით (centering device). გადახედეთ სარბოლო საჭეების შედარებას: Racing wheel მცირე კომპიუტერულ საჭეებთან დაკავშირებით გამოყენებული ძირითადი სიტყვები და მათი მნიშვნელობები: Wheel Rotation (degrees): საჭის ბრუნის რაოდენობა გრადუსებში, რამდენითაც შესაძლებელია მისი ბრუნვა. ზოგიერთ საჭეს აქვს 900 გრადუსიანი ბრუნი, რომელიც თითქმის იგივეა რაც რეალური მანქანის საჭის ბრუნი. 180 გრადუსიანი საჭით, თამაშში მცირედი მოხვევაც კი მკვეთრად აისახება ავტომობილის მართვაზე და შესაბამისად წინა საბურავების მოტრიალება იქნება საკმაოდ სწრაფი და მკვეთრი. 1080 გრადუსიანი საჭით თქვენ ღებულობთ კიდევ უფრო რეალისტურ მანქანის მართვის შეგრძნებებს, რადგან საჭის ოდნავი ბრუნი თამაშშიც იწვევს მანქანის წინა საბურავების მცირე გრადუსით მოტრიალებას. დიდი საჭის ბრუნი ბევრ სიმულატორში გაძლევთ ავტომობილის გაკონტროლების და შეგრძნების უკეთეს შესაძლებლობას. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დამწყებისთვის თავიდან 900 ან 1080 გრადუსიანი საჭით თამაში საკმაოდ რთული იქნება და არცაა რეკომენდირებული. კარგი იქნება თუ დაიწყებთ მცირე გრადუსით და შეჩვევასთან ერთად ნელ ნელა გაზრდით მის რაოდენობას. Force Feedback (განმარტება): ეს ტექნოლოგია საშუალებას აძლევს საჭეს წინააღმდეგობა გაუწიოს თქვენს input-ს და მაღალი ხარისხის შესრულებით მოგაწოდოთ hydroplaning-ის ან სხვა საგზაო პირობის შეგრძნება. საჭის უკუკავშირი (Feedback) განსხვავებულ მექანიზმებზე ამჟამად საერთაშორისო ბაზარზე არსებულ საჭეებს აქვთ ამ სამი სახის სისტემიდან ერთ-ერთი: Direct Drive Belt Drive Gear Drive პირდაპირი სისტემა, ღვედის სისტემა, კბილანების სისტემა ამ სტატიაში ვეცდები გითხრათ ძირითადი განსხვავებები საჭის სისტემებში, რომელიც ხელმისაწვდომია საერთაშორისო ბაზარზე. ძირითადად განვიხილავთ ჩვეულებრივ ღვედის და კბილანების სისტემას, მათ დადებით და უარყოფით მხარეებს და ასევე დიდი პოპულარობის მქონდე მაღალი დონის (high-end) საჭეს, რომელსაც აქვს პირდაპირი სისტემა რაც ნიშნავს იმას, რომ საჭე დაკავშირებულია უშუალოდ ელექტროძრავთან. უნდა აღნინიშნოს, რომ ხშირად მწარმოებლები არ ავრცელებენ ზუსტ ინფორმაციას თუ რომელ სისტემას იყენებს კონკრეტული მოდელის საჭე, რაც თავაისთავად მიმართულია სხვადასხვა მარკეტინგულ გათვლებზე. თუ თქვენ გადაწყვეტთ საჭის გამოყენებას სიმულატორებისთვის, მაშინ გირჩევთ გაეცნოთ სტატიას, რომლის მეშვეობითაც შეძლებთ გაგებას თუ რა სახის მონაცემები უნდა ეძებოთ კომპიუტერულ საჭეებში და რომელი უნდა აარჩიოთ პირადად თქვენთვის. პირდაპირი სისტემა (Direct Drive) საჭე, რომელიც ეფუძნება პირდაპირ სისტემას, ასეთ შემთხვევაში (როგორც უკვე ზომთ აღვნიშნე) ის პირდაპირ უკავშირდება ელექტოსადგურს - ელექტრო ძრავს. შესაბამისად ძრავსა და საჭეს შორის არ არის არანაირი სხვა გადაცემის მექანიზმები. როგორც წესი, ესეთი საჭეები იყენებენ უფრო ძლიერ ძრავებს, რადგან მოახდინონ ღვედის ან კბილანების ფუნქციის ნაკლებობის კომპენსაცია. დადებითი: სიმულატორიდან მიღებულ უკუკავშირში არ არის ინფორმაციის დანაკარგი თქვენგან არ მოითხოვება და არაა ასჭირო სპეციფიური მოვლა და ღვედის გამოცვლა ნამდვილი 1:1 მთლიანი სისტემის შესრულება, არ არსებობს რაიმე სახის ბარიერი თქვენსა და სიმულატორს შორის. ხშირად, ესეთი სახის ძრავები გამოიმუშავებს ისეთივე მბრუნავ მომენტს სიმულატორის საჭეზე, როგორსაც რეალური ბოლიდის საჭე. «quick release» სისტემა, გამოიყენება სხვადასხვა ზომის საჭეები და ელექტრონიკა Driver-ები ყველა სისტემის დეტალური კონფიგურაციისთვის უარყოფითი: სისტემისთვის დამახასიათებელია ძლიერი და დიდი ზომის ძრავები. აწყობა ხდება ხელით, მოსახსნელი საჭეები კი ღირს ბევრად ძვირი. საბოლოოდ კი ეს ყველაფერი აისახება სოლიდურ ღირებულებაში. ღვედის სისტემა (Belt Drive) ამ სისტემაში, ღვედი და მცირე კბილანა გადასცემს ძალას პატარა ძრავიდან დიდ კბილანას, რადგან ინფორმაციის გამოტანის დროს მიიღოს მეტი მბრუნავი მომენტი. აქ, როგორც სქემაზე ჩანს, საჭე პირდაპირ არ არის დაკავშირებული მექანიზმთან, რომელიც გამოიმშავებს ძალას. ბევრი სხვა საჭის ბრენდი, მაგალითად: Fanatec და Thrustmaster-ის საჭეები, აღჭურვილია სწორედ ასეთი სახის სისტემით. დადებითი: ხელმისაწვდომი ძლიერი ძრავები, მაღალი ხარისხის კომპონენტებით ღვედი არბილებს დეტალების კონტაქტს ერთმანეთთან, ამიტომ Feedback ხდება უფრო მეტად გლუვი და თითქმის არ იკარგება თამაშიდან მიღებული ინფორმაცია ელექტრო ძრავებსითვის რეალური დიდი ზომის საჭეების უსაფრთხო გამოყენება არსებობს (ყოველთვის არა) საჭის მოხსნის სწრაფი სისტემები «quick release» და მაღალი ხარისხის დამატებები. მაგ: პედლები ვიბრო ძრავით, მოსახსნელი საჭე და განახლებადი გადაცემათა კოლოფი უარყოფითი: ღვედი არ გადმოსცემს Feedback-ის ყველა დეტალს, რის შედეგადაც ვღებულობთ ნაკლებ ინფორმაციას ღვედი შთანთქავს მაღალი სიხშირის ვიბრაციას, რაც კიდევ უფრო ამცირებს დეტალურ Feedback-ს ღვედი დროთა განმავლობაში იწელება (ეშვება), რაც იწვევს კბილანების გადახტომას, შეცდომებს და ხშირ შემთხვევაში გაწყვეტას (საჭირო ხდება საჭის ბაზის დაშლა და შემდეგ ღვედის შეცვლა ახლით) კბილანების სისტემა (Gear Drive) მუშაობის პრინციპი ღვედის სისტემის მსგავსია, მაგრამ ამ შემთხვევაში დამატებითი მექანიზმების რაოდენობა უფრო მეტია, რაც საშუალებას იძლევა გამოიყენოს ნაკლებად ძვირი ძრავები, ვიდრე ღვედის სისტემის საჭეებში. დადებითი: დაბალი ღირებულება, ნაკლებად ძვირი ძრავების გამო ზოგიერთ შემთხვევაში, უკუკავშირის დეტალიზაცია უფრო მაღალია ვიდრე ღვედის სისტემის საჭეებში არ არის საჭირო ღვედის შეცვა უარყოფითი: კიდევ უფრო მეტი კბილანების რაოდენობის გამო, ძრავს უწევს უფრო აქტიურად და სწრაფად მუშაობა. იმ შემთხვევაში როდესაც სუმულატორი აწვდის ბევრ სიგნალს feedback-ს, მაშინ ძრავი უბრალოდ ვერ ასწრებს ყველა მათგანის სათანადოდ დამუშავებას. კბილანების ხმა და ვიბრაცია საკმაოდ ხმამაღალი და შემაწუხებელია რომელიმე რეალური მანქანის საჭის მონტაჟი ზრდის დატვირთვას ელექტრო ძრავზე, რაც თავისთავად ამცირებს მის რესურს ბოლოს უნდა ითქვას, რომ უახლესი საჭის მოდელები ღვედის სისტემით, იძენენ კარგ გაუმჯობესებებს: ოპტიკურ encoder-ს საჭის სვეტზე, უფრო ძლიერ ძრავებს, რომელიც გამოიმუშავებს მეტ მბრუნავ მომენტს და ა. შ. საჭის ბრენდები Fanatec და Thrustmaster და მათი მოდელები ღვედის სისტემით, შეიძლება რეკომენდირებული იყოს როგორც შესანიშნავი საშუალო დონის არჩევანი. პირდაპირი სისტემა საჭეზე რათქმაუნდა არის პროფესიონალური დონის სიმულაციისთვის და არის ხარისხიანი ხელით აწყობის შედეგი. სამწუხაროდ ესეთი სახის სისტემის მწარმოებლები ბევრ ქვეყანაში ხელმიუწვდომელია, ამიტომ ეს არაბიუჯეტური მოდელი უნდა შეუკვეთოთ აშშ-დან ან ევროპიდან. საწყისი დონის სიმულატორისთვის შესანიშნავი არჩევანი იქნება საჭეები: Logitech G29/G920, Logitech G27/G25, Logitech DFGT, Thrustamster T150 და მსგავსი. უნდა ითქვას, რომ არა დამწყები დონის ტექნიკა თავისთავად ვერ გაგხდით თქვენ უფრო სწრაფს. თუმცა დეტალური უკუკავშირი - FFB, რომელიც გადაიცამა დანაკარგების გარეშე, გაძლევთ შესაძლებლბოას ზუსტად განსაზღვროთ საბურავების და მანქანის სავალი ნაწილების მდგომარეობა, დააკვირდეთ წონის გადატანას, დროულად შეამჩნიოთ წინა საბურავების დაბლოკვა და შესაბამისად აჩვენოთ უფრო სტაბილური შედეგი, ყოველ ახალ წრეზე, რაც მოგცემთ შესაძლებლობას გახდეთ უფრო სწრაფი და ეფექტური. ეს კი არის საკმაოდ კარგი მიზეზი იმისთვის, რომ განიხილოთ სხვადასხვა ვარიანტები. თუ თქვენ გჭირდებათ პროფესიული მომზადება და ძლიერი საჭე პირდაპირი სისტემით, მაშინ ეს შეიძლება იყოს შესანიშნავი დამატება თქვენი სასწავლო კოკპიტისთვის. ბუნებრივია, რომ რაც უფრო უკეთესი და ძლიერია უკუკავშირი, მით უფრო კარგია immersion ეფექტი და მიღებული სიამოვნებაც. 3 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
MaRgE Posted June 20, 2016 Share Posted June 20, 2016 http://www.ebay.com/itm/Logitech-Driving-Force-Pro-Feedback-Racing-Wheel-PS2-PS3-900-degree-rotation-/252431087838?hash=item3ac610b8de:g:sN8AAOSwepJXZuha ამ საჭეზე რას იტყვით? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Power_VANO Posted June 20, 2016 Share Posted June 20, 2016 29 minutes ago, MaRgE said: http://www.ebay.com/itm/Logitech-Driving-Force-Pro-Feedback-Racing-Wheel-PS2-PS3-900-degree-rotation-/252431087838?hash=item3ac610b8de:g:sN8AAOSwepJXZuha ამ საჭეზე რას იტყვით? რომ გადავხედე ახლა, GT და Pro ერთი და იგივე რულია თითქმის, ღილაკებია განსხვავებული და GT უფრო რბილიაო (smooth). Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
MaRgE Posted June 20, 2016 Share Posted June 20, 2016 Just now, Power_VANO said: რომ გადავხედე ახლა, GT და Pro ერთი და იგივე რულია თითქმის, ღილაკებია განსხვავებული და GT უფრო რბილიაო (smooth). ხოდა ვეღარ გავიგე მეც რა ვქნა :)) ვიღაცამ დადო მაიმარკეტზე გ27 800 ლარად ყიდის Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.