Popular Post lomsa Posted July 8, 2012 Popular Post Share Posted July 8, 2012 ადრეული ისტორია : ადრე თამაშებში გამოყენებული იყო ინტერაქტიული ელექტრონული მოწყობილობების სხვადასხვა ჩვენების ფორმატები. პირველი მაგალითი არის 1947 წელს შექმნილი cathode ray tube (CRT) Thomas T. Goldsmith Jr. - სა და Estle Ray Mann - ის შექმნილი. ეს იდეა მათ შთააგონა სარადარო ტექნიკამ. მოთამაშეს შეეძლო ესროლა რაკეტები ვექტორ-შემუშავებული წერტილისთვის, რომელიც შემდეგ ეკრანზე აისახებოდა ადრული მაგალითები :NIMROD შეიქმნა 1951 წელს ბრიტანეთის ფესტივალზე.OXO , tic-tac-toe თამაში, შექმნა Alexander S. Douglas - მა EDSAC - სთვის 1952 წელს.Tennis for Two, ინტერაქტიული თამაში, შექმნა William Higinbotham - მა 1958 წელს.Spacewar!, შექმნილი იქნა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სტუდენტების Martin Graetz, Steve Russell, და Wayne Wiitanen 1961 წელს. ყველა თამაში იყენებდა ჩვენების სხვადასხვა საშუალებას.NIMROD იყენებდა პანელის განათებას რათა ეთამაშათ NimOXO იყენებდა გრაფიკულ დისპლეის (ეკრანს) რათა ეთამაშათ tic-tac-toeTennis for Two იყენებდა ოსცილოსკოპიურ ეკრანს .( ოსცილოსკოპი - ხელსაწყო ელექტრულ პროცესებზე ვიზუალური დაკვირვებისათვის.)Spacewar! იყენებდა DEC PDP-1' -ს ვექტორულ ეკრანს. 1971 წელს , Computer Space შექმნილ იქნა Nolan Bushnell - სა და Ted Dabney - ს მიერ , რომელიც პირველი სათამაშო მოწყობილობა იყო რომელსაც სჭირდებოდა მონეტა სათამაშოდ. (ანუ თუ ფულს არ ჩააგდებდით არ გათამაშებდათ ). ის იყენებდა შავ-თეთრ ტელევიზორის ეკრანს, იგი აგებული იყო 7400 სერიის TTL ჩიპებზე. Computer Space - სს მოჰყვა 1972 წელს შექმნილი Magnavox Odyssey ,რომელიც შექმნა Ralph H. Baer - მა . ის იყო პირველი სათამაშო კონსოლი რომელიც სახლისთვის იყო გათვლილი, რომელიც იყენებდა სტანდარტულ, ჩვოულებრივ ტელევიზორს. ამიშ შემდეგ Atari-მ გამოუშვა სათამაშო კონსოლი Pong 1972 წელს. ამის შემდეგ Atari - მ გამოუშვა Pong – 1975 წელს , რომელიც იყო განკუთვნილი სახლისთვის. ამ კონსოლმა დიდი პოპულარობა მოიპოვა ამიტომ სხვა კომპანიებმა დაიწყეს კლონირება ამ კონსოლის და ასე გაჩნდა ვიდეო თამაშების ინდუსტრია. Pong - ის კლონებმა ვიდეო თამაშების ინდუსტრია წინ წაწია , რის მერეც დაიწყო ოქროს წლები არკადულ ვიდეო თამაშებში. მწარმოებლები დგამდნენ სათამაშო აპარატებს სავაჭრო ცენტრებში, ხალხის თავშეყრის ადგილებში, რესტტორნებში და ა.შ. არაერთი სტატია თუ რეპორტაჟი მიეძღვნა ვიდეო თამაშების ინდუსტრიას, როგორც სწაფად ზრდად ჰობს. მალევე გამოჩნდა Nintendo Entertainment System , რომელიც შექმნილი იქნა იაპონელების მიერ. ამის შემდეგ გაბატონდნენ ჩინელები სათამაშო ინდუსტრიის სფეროში. კონტროლერი (ჯოისტიკი) არის პერიფერიული მოწყობილობა რომლითაც მანიპულირებ ვიდეო თამაშებზე. კონტროლერს შეიძლება ქონდეს ერთი ან რამოდენიმე ღილაკი. პერსონალური კომპიუტერის გამოგონების შემდეგ კონტროლერი კლავიატურა გახდა, ან მეორე შემთხვევაში მომხმარებელი იძულებული იყო ეყიდა ცალკე ჯოისტიკი. ახლანდელი თამაშები მომხმარებელს აძლევს იმის საშუალებას რომ გამოიყენოს თამაშებში კლავიატურა და მაუსი. ყველაზე გავრცელებული თამაშის კონტროლერები არის : გეიმპედები , მაუსები, კლავიატურები და ჯოსტიკები. ვიდეო თამაშები აქტიურად იყენებენ ხმის ეფექტებს, რომლის აღსაქმელად საჭიროა სპიკერები ან ყურსასმენები. პლათფორმა : გამოთქმა ‘ პლათფორმა ‘ უკავშირდება ელექტრულ კომპონენტებს ან კომპიუტერის კომპონენტებს. ასევე ხშირად გამოიყენება გამოთქმა ‘ სისტემა ‘ ხშირად იყენებენ გამოთქმებს,‘ PC Game ’. როდესაც ამბობენ PC Game გულისხმობენ პერსონალურ კომპიუტერ, რომელიც შეერთებულია მონიტორთან.‘ Console Game ‘ . კონსოლის თამაში ითამაშება სპეციალური მოწყობილობით რომელიც უკავშირდება ტელევიზორს.‘ Handled ‘ არის პორტატული სათამაშო მოწყობილობა რომელიც შეიძლება მოთავსდეს მომხმარებლის ხელებში.‘Arcade Game ’ არის მოწყობილობა რომელის სათამაშდ საჭიროა მონეტა. შექმნილია მხოლოდ ერთი თამაშის სათამაშოდ. ჟანრები : ისევე როგორც კინოებს ასევე თამაშებს აქვს ჟანრები. ჟანრები ერთმანეთისგან განსხვავდება თამაშის სტილით, ისტორიით, მიზნის მიღწევის სხვადასხვა მეთოდებით და ა.შ. კლასიფიკაცია : Casual games : გამოირჩევა მიზნის ადვილად მიღწევადობით. ადვილად გამოიცნობთ თუ რა უნდა გააკეთოთ ამა თუ იმ მიზნის მისაღწევად. მაგალითად ჩვენთვის ყველასთვის ნაცნობი თამაში , რომელიც ვინდოუსის თთქმის ყველა ვერსიას მოყვება არის : Minesweeper . Casual games არის როგორც პერსონალურ კომპიუტერებში ასევე ტელეფონებში , პლანშეტებში, და სხვადასხვა კონსოლებში, როგორებიცაა Xbox, Playstation , Wii , PSP და სხვა. Serious games : Serious games არის ისეთი ტიპი თამაშებისა , სადაც თქვენ გიწევთ შეისწავლოთ სხვადასხვა ხელობა. მაგალითად შეისწავლოთ პილოტის პროფესია, იყოთ ექიმი და ა.შ. ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული თამაშ ამ ჟანრში არის Microsoft Flight Simulator - რომელიც 1982 წელს გამოვიდა. Fighting game : არის ჟანრი ისეთი თამაშებისა სადაც თქვენ გიწევთ ოპონენტზე ფიზიკური ზემოქმედების მოხდენა (ჩხუბი). ასეთი თამაშებია : Tekken, StreeT Fighter და ა.შ Maze game : ამ შემთხვევაში თქვენ უნდა შეგეძლოთ სწრაფი გადაწყვეტილების მიღება, მაგალითად Pac – Man რომელიც ლიდერია ამ ჟანრში. Pac – Man ში თქვენ უნდა შეაგროვოთ ქულები და გაექცეთ მოჩვენებებს. Shooter : თქვენ გიწევთ თქვენი მოწინააღმდეგის დამარცხება სხვადასხვა სახის საბრძოლო იარაღებით. არსებობს პირველი პირის და მესამე პირის Shooter - ები. (პირველი პირის Shooter - ში ჩანს მხოლოდ ხელები და იარაღი, ხოლო მესამე პირისაში კი მთლიანად კაცი.) MMO FPS : ეს არის პირველი პირის Shooter , ოღონდ ამ შემთხვევაში ამ ჟანრს აქვს მხოლოდ ონლაინში თამაშის ფუნქცია. Tactical shooter : არის ისეთი ტიპის Shooter , როდესაც თქვენ გიწევს გუნდთან ერთად მუშაობა , უნდა დაგეგმოთ საბრძოლო ოპერაციები და ა.შ Adventure : ამ ჟანრში თქვენ მოგიწევთ გადაჭრათ თავსატეხები სხვადასხვა გზით. ამოხსნათ სხვადასხვა საიდუმლოებები და ა.შ Simulation : არსებობს სხვადასხვა ჟანრის სიმულატორები, კონსტრუქციის, ცხოვრების, და სხვადასხვა გადასაადგილებელი საშუალების სიმულატორები. კონსტრუქციულ სიმულატრში თქვენ უნდა ააშენოთ , გააფაღთოვოთ ან განაგოთ ესა თუ ის პროექტები. ცხოვრების სიმულატორში თქვენ მართავთ , უვლით ადამიანებს , ცხოველებს. ხოლო სხვადასხვა გადასაადგილებელი საშუალების სიმულატორებში თქვენ უნდა მართოთ, ავტომობილი, თვითმფრინავი , მატარებელი , გემი და ა.შ RPG ანუ role plaing games : ამ შემთხვევაში თქვენ თამაშობთ რომელიმე პერსონაჟით, გიწევთ სხვადასხვა თავსატეხების ამოხსნა. პირველი თამაში ამ ჟანრში იყო Dungeons & Dragons Strategy : ამ შემთხვევაში თქვენ მოგიწევთ , ფრთხილად და დაფიქრებით დაგეგმოთ თქვენი გამარჯვებისთვის საჭირო გეგმა, რათა მიაღწიოთ დასახულ მიზანს. Tower Defense : მოცემული გაქვთ ობიექტი , რომლის დაცვაც გევალებათ სხვადასხვა სახის შემოტევებისგან. Sport : თქვენ გიწევთ მონაწილეობა მიიღოთ სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებებში : ფეხბურთში , კალათბურთში, ჩოგბურთში და ა.შ ეს არასრული ჩამონათვალია ვიდეო თამაშების იმ ჟანრისა რომელიც არსებობს. თამაშებში განთავსებულია ე.წ ‘სააღდგომო კვერცხი ‘ , რომელბიც დამალულია თამაშში, ესენი არის ხუმრობები , ან რაიმე სასაცილო შეტყობინებები დატოვებული თამაშის შემქმნელების მიერ, რომელსაც თვითონ თამაშის შნაარსთან და ჟანრთან არანაირი კავშირი აქვს. ასევე არსებობს ისეთი შემთხვევები როდესაც მწარმოებლებს გამორჩებათ ხოლმე ესა თუ ის შეცდომა რომელსაც ეძახიან ‘ Bug - ებს ან Glitch - ებს. თამაშის გამოშვების შემდეგ დეველოპერები (თამაშის მწარმობლები) აკეთებენ დამატებით პერსონაჟებს , მისიებს, და ა.შ , რომლისთვისაც თქვენ მოგიწევთ დამატებით ფულის გადახდა , დეველოპერები ამას ხშირად იმიტომ აკეთებენ რომ დამატებით მოგება ნახონ, ხოლო არის შემთხვევები როდესაც თამაშის მწარმოებლები ამ დამატებებე სრულიად უფასოდ აძლევს ხალხს. ეს დამატებები უნდა გადმოიწეროთ ინტერნეტიდან და ქვია DLC (Downloadable Content) დღესდღეობით არსებობს მრავალი დეველოპერი რომლებიც ყოველწლიურად მილიონობით დოლარს ხარჯავენ ახალი თამაშის გასაკეთებლად. ცნობილი დეველოპერები არიან : EA (Electronic Arts,) Ubisoft, Crytek , Criterion Games , Black Box games და ა.შ © Overclockers.ge Lomsa - ლევან ლომსაძე 10 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Razer Posted July 8, 2012 Share Posted July 8, 2012 ჰა ამობეჭდე Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
lomsa Posted July 8, 2012 Author Share Posted July 8, 2012 ჰა ამობეჭდე ამოვბეჭდე და ამოგიბეჭდო შენც? : Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
lomsa Posted July 8, 2012 Author Share Posted July 8, 2012 რატო გაატარეთ ტო :| Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშო Posted July 8, 2012 Share Posted July 8, 2012 სანამ ჟანრების ჩამოთვლას დაიწყებდი მანამდე საინტერესო იყო.მერე რაღაცეები აკლია. დასახვეწია ცოტა ჟანრების განყოფილება :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
lomsa Posted July 8, 2012 Author Share Posted July 8, 2012 სანამ ჟანრების ჩამოთვლას დაიწყებდი მანამდე საინტერესო იყო.მერე რაღაცეები აკლია. დასახვეწია ცოტა ჟანრების განყოფილება უკეთესად თქვენ დაწერეთ :D 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Kemo Posted July 8, 2012 Share Posted July 8, 2012 RPG-ები სადაა ბიჭო? დაგბრიდავს ნათანა! ჯერ თავს დაიბრიდავს! Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
c.a.y.z.y Posted July 8, 2012 Share Posted July 8, 2012 ძაან მაგარი სტატიაა :thumbsup: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
lomsa Posted July 8, 2012 Author Share Posted July 8, 2012 RPG-ები სადაა ბიჭო? დაგბრიდავს ნათანა! ჯერ თავს დაიბრიდავს! UPDATED მეც ცოცხალი ვარ და ნათანაც :დ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ბერო Posted July 8, 2012 Share Posted July 8, 2012 გადამაქვს "ყველაფერი PC თამაშების შესახებ" განყოფილებაში Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Razer Posted July 8, 2012 Share Posted July 8, 2012 გადამაქვს "ყველაფერი PC თამაშების შესახებ" განყოფილებაში ლომსაც გაიყოლე რა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ბერო Posted July 8, 2012 Share Posted July 8, 2012 ლომსაც გაიყოლე რა რა დაგიშავა :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Power_VANO Posted July 10, 2012 Share Posted July 10, 2012 MMORPG? :user: 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted February 15, 2013 Share Posted February 15, 2013 მემგონი არ იქნება ცუდი თუ აიპინება ეს Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
გუგაეონ Posted February 15, 2013 Share Posted February 15, 2013 ხო მეც გამიყვირდა რომარარის აპინული :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.