Jump to content

გზამკვლევი კომპიუტერის კომპონენტების შესარჩევად


Recommended Posts

დღეს მე შ ე ვ ე ც დები დავწერო ერთგვარი გზამკვლევი / მეგზური იმისა თუ როგორ ვიყიდოთ/ შევარჩიოთ კომპიუტერის კომპონენტები. პირველ რიგში საჭიროა გადავხედოთ ჩვენს ბიუჯეტს, რამდენის დახარჯვას ვაპირებთ და შემდეგ დავიწყოთ არჩევა კომპიუტერის.

კომპიუტერი შედგება შემდეგი ნაწილებისაგან:

  • პროცესორი - CPU
  • დედა დაფა - Mainboard, Motherboard
  • ოპერატიული მეხსიერება - RAM
  • ვიდეო დაფები - Graphic card, Video card, VGA
  • HDD - ვინჩესტერი, მყარი დისკი
  • პროცესორის ქულერი (გამაგრილებელი) - Cooler
  • ხმის დაფა - Sound card, audio card
  • კვების ბლოკი - PSU, Power supply
  • მონიტორი - Monitor
  • დინამიკები - Speakers
  • კლავიატურა - Keyboard

ხელწრუწუნა - Mouse

აუციელებელი არარის მაგრამ საჭიროა :

  • დისკ წამკითხველი - CD, DVD და/ან Blu-ray Drive

უწყვეტი კვების წყარო - UPS

ჯერ მოვიფიქროთ თუ რაში გამოიყენებთ კომპიუტერს უმეტესად (ზოგს გასართობად უნდა ზოგს კი სამუშაოდ ). არჩევის შემდეგ გადავიდეთ ნაწილების შერჩევაზე , გასწავლით თუ რა კრიტერიუმებით უნდა შეაფასოთ ესა თუ ის ნაწილი.

  • პროცესორი - CPU
    პროცესორი არის ცენტრალური გამომთვლელი ერთეული - მოწყობილობა.
    მისი ყიდვისას ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას თუ რამდენ ბირთვიანია (რაც უფრო მეტი ბირთვია უკეთესია) (Core) და კეში რამდენი აქვს (Chache). კეში რაც უფრო მაღალია მით უფრო სასურველია. ასევე სასურველია მაღალი ტაქტური სიხშირე (clocl rate ) რომელიც ჰერცებით იზომება (hz). დღესდღეობით პროცესორებს რამდენიმე მილიარდი ჰერცი აქვთ მაგალითად :
    1 გიგაჰერცი (Ghz) არის 1000000000 ჰერცი. 1 GHz = 1*109 Hz.
    ასევე ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას თუ რომელი სოკეტის (Socket) პროცესორი გვინდა. დღესდღეობით ყველაზე აქტუალური / მოხმარებადი სოკეტებია Intel -
    775, 1156, 1366, 1155 AMD - AM2, AM2+, AM3, AM3+
  • დედა დაფა - Mainboard, Motherboard
    დედა დაფაზე მაგრდება კომპიუტერის ყველა ნაწილი , მისი ყიდვისას უნდა გავითვალისწინოთ თუ რომელი სოკეტის დედა დაფას ვყიდულობთ ( მაგ : არ შეიძლება 775 სოკეტის პროცესორი 1156 ან სხვა სოკეტის მაზერში ჩასვათ, მას უნდა უყიდოთ თქვენი პროცესორისთვის თავსებადი დედაპლატა) ასევე უნდა მივაქციოთ ყურადღება თუ რა სახის ოპერატიული მეხსიერება , რა ტიპის ვიდეო დაფა ყენდება.
    აქვს თუ არა ინტეგრირებული ვიდეო დაფა , ხმის და ქსელის დაფა. რამდენი და რომელი USB პორტები აქვს (2.0 თუ 3.0). ყურადღების გარეშე არ უნდა დავტოვოთ ის თუ რომელ ჩიპსეტზეა ჩვენი დედა დაფა , რომელი სლოტები აქვს (PCI-e 1X, 4X, 8X,16X) თუ (AGP 1X, 2X , 4X, 8X)
  • ოპერატიული მეხსიერება - RAM
    მოწყობილობა რომელსაც პროცესორი მიმართავს და რომლიდანაც კითხულობს ბრძანებებს. ყიდვის დროს უნდა ვიცოდეთ თუ რომელი ტიპის ოპერატიული მეხსიერება გვინდა რომელიც დამოკიდებულია დედა დაფაზე. (DDR1 , DDR2 , DDR3) DDR1 ძალიან ძველია და თითქმის ამოიღეს ხმარებიდან. ოპერატიული მეხსიერების ყიდვისას უნდა მივაქციოთ ყირადღება : 1) მოცულობას, ანუ რამდენი GB გვაქვს
    2 ) სიხშირეს (იზომება Mhz - მეგაჰერცი) 3 ) ტაიმინგებს (ტაიმინგი 4 რიცხვისგან შედგება, ნაკლებია რიცხვები, მით უკეთესია მოდული).
  • ვიდეო დაფები - Graphic card, Video card, VGA
    ვიდეოდაფა არის კომპიუტერის ის ნაწილი, რომელსაც ევალება გამოსახულების გენერირება და დისპლეისთვის გადაცემა. ზოგიერთ დედა დაფას ინტეგრირებული აქვს ვიდეო დაფა. ყიდვისას ყურადღება მივაქციოთ ვიდეომახსიერებას , PCI-e სლოტებს (1X, 4X, 8X,16X), აქვთ თ არა DirectX და OpenGL მხარდაჭერა , რამდენ სიხშირიანია (GPU , Memory , Shader Clock) და რათქმაუნდა მეხსიერების ზომას. (Memory Size
  • HDD - ვინჩესტერი, მყარი დისკი
    მყარ დისკზე ინახება ყველანაირი ინფორმაცია.
    ყიდვისას ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას თუ რამდენის დატევა შეუძლია ვინჩესტერს , IDE გვინდა თუ SATA (დღესდღეობით SATA უფრო გამოიყენება ვიდრე IDE ) და მყარ დისკებს აქვთ ბრუნვის სიჩქარე რაც მეტია ბრუნვის სიჩქარე მით მეტია მყარ დისკზე ჩაწერა/წაკითხვის სიჩქარე და მით უფრო სწრაფია იგი და მით უფრო ხმაურიანიც! არის 5200 ბრუნვიანი წამში (rpm), 7200 ბრუნვიანი და 10000 ბრუნვიანი მყარი დისკებიც. ასევე მყარ დისკს აქვს თავისი ბუფერული მეხსიერება რომლის ზომაც 8-დან 64MB-მდე , ესეც რაც მეტია მით უკეთესია.
    ასევე შესაძლებელია ვინჩესტერზე ბევრად სწრაფი SSD (SOLID STATE DRIVE) - ის ჩადგმა, მაგრამ ვინჩესტერთან შედარებით მაღალი ფასი აქ.
  • პროცესორის ქულერი (გამაგრილებელი) - Cooler
    უმეტესობა პროცესორს მოყვება თავისი ( Stock ) ჰაერის გაგრილება. თუ თქვენ მისი გაუმჯობესება გინდათ ყიდვისას მიაქციეთ იმას თუ რომელი სოკეტისთვის ყიდულობთ გაგრილებას. ასევე სასურველია ქონდეს რადიატორი და ზედ დამაგრებული ვენტილატორი - FAN. ყურადღება მივაქციოთ თუ ვენტილიატორის ბრუნს. რაც უფრო მაღალია მით უკეთესი. ასევე მიაქციეთ ვენტილიატორის ხმაურიანობას ყურადღება , 22-30 დბა ძალიან კარგია ვენტილიატორისთვის როდესაც იგი მაღალ ბრუნზე მუშაობს. მიაქციეთ ყურადღება თუ რამდენი სითბური მილაკი აქვს რადიატორს. სასურველია 4 ან მეტი.
  • ხმის დაფა - Sound card, audio card
    ახლანდელი დედა დაფების 99% -ს ინტეგრირებული აქვს ხმის დაფა, მაგრამ თუ ინტეგრირებული არ გაკმაყოფილებთ შეგიძიათ ჩააყენოთ რომელიც PCI ან PCI-e - ზე იქნებიან. Internal ხმის დაფა, თუმცა არსებობს მაღალი დონის External ხმის დაფებიც რომლებიც კომპიუტერს გარედან უერთდებიან.
  • კვების ბლოკი - PSU, Power supply
    კვების ბლოკი ერთ - ერთი ერთ ერთი უმთავრესი ნაწილია, როგორც ყველა ელექტრონულ მოწყობილობას კომპიუტერსაც სჭირდება დენი და კვების ბლოკის ფუნქციაა 220 ვოლტიანი დენის ძირითადად +12, +5, +3.3 ვოლტებად გარდაქმნა რადგან სწორედ ასეთ ძაბვაზე მუშაოებნ კომპიუტერში კომპონენტები. პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ თუ რამდენ ვატიანი კვების ბლოკი გვინდა, ამის დათვლა არცთუისე ადვილია . შგიძლიათ ნაწილების მწარმოებლის საიტზე შეხვიდეთ და ნახოთ, ესა თუ ის ნაწილი რამდენ ენერგიას მოიხმარს. არ არსებობს ე.გ ‘რეალური’ კვების ბლოკები . ნორმალური 400-500 ვატიანი კვების ბლოკი სადღაც 100 -150 ლარის ფარგლებში შეიძლება იყიდოთ. მისი ყიდვისას ყურადღება უნდა მივაქციოთ : მწარმოებელს , ეფექტურობას, ამპერებს და ვატებს +12V - ზე, ძაბვის რეგულაციას , შნურებს, და ფორმას (ATX).
  • მონიტორი - Monitor
    მონიტორის ყიდვისას უნდა მივაქციოთ ყურადღება რეზოლუციას. არსებობს
    CTR , LCD , Plasma , Led, O-Led, TN . ვისაც აინტერესებს ფერების ხარისხი და ხედვის კუთხე იყიდოს IPS , ხოლო ვისაც თამაშები აინტერესებს იყიდოს TN მონიტორი რაც შეიძლება დაბალი შეყოვნებით , ხოლო ვისაც ფოტოშოპთანააქ შეხება და მსგავს პროგრამებთან იმათმა PVA და H-PVA მონიტორები იყიდონ.
  • უწყვეტი კვების წყარო - UPS
    უწყვეტი კვების წყარო ეს არის მოწყობილობა რომლის საშუალებითაც ქსელში ძაბვის მნიშვნოლოვანი ვარდნის ან დენის წასვლის შემთხვევაში აპარატურას (არა მარტო კომპიუტერულს) გარკვეული დროის განმავლობაში კვლავ მიეწოდება დენი. დენის უწყვეტობა საკმაოდ მნიშვნელოვანია ბევრ შემთხვევაში და არ ჩამოვთვლი, ჩემზე უკეთ იცით როდის და როგორ დაგჭირვებიათ UPS.
  • დისკ წამკითხველი - CD, DVD და/ან Blu-ray Drive
    დისკ წამკითხველის ყიდვისას ყურადღება მიაქციეთ წაკითხვა / ჩაწერის სიჩქარე

© Overclockers.ge Lomsa - ლევან ლომსაძე

ცოტა ხანში დავამატებ რჩევებს, სურათებს.

Link to comment
Share on other sites

  • Replies 247
  • Created
  • Last Reply

პ.ს ე ს დავწერე ვითომ იმ პონტში თითო სტატია 20 ლარადო მარა არ მინდა ამ სტატიაზე ფული , საჩუქარია ეს ფორუმისთვის

Link to comment
Share on other sites

კაი თემაა ლომს გაიხარე :thumbsup:

Link to comment
Share on other sites

მშვენიალური სტატია !

+++++++++

Link to comment
Share on other sites

ისე ეს დასაბეჭდად კარგია. ხალხისთვის რა. ისე აბოლებენ ხალხს რო რავი :facepalm: ნაგავს ტენიან

Link to comment
Share on other sites

ისე ეს დასაბეჭდად კარგია. ხალხისთვის რა. ისე აბოლებენ ხალხს რო რავი :facepalm: ნაგავს ტენიან

მაგიტოდავწერე , ხო საღამოს დავამატებ რჩევებს თუ ვინ რა იყიდოს, ანუ ვისაც მარტო ვორდზე ტუ უნდა იმას იასნა შეტენიან მაღალ ფასიანს როცა დარწმუნებუოი ვარ ბევრად იაფად გამოვიდოდა
Link to comment
Share on other sites

ისე რახან ჯიტეკის რეკლამაცააა ჟურნალში ანუ სადაც სტატია უნდა დაიბეჭდოს ხო არ ჯობია ლომსიკ რო ჯიტეკში რაცააა ის ჰარდი მიუთითო?

Link to comment
Share on other sites

ისე რახან ჯიტეკის რეკლამაცააა ჟურნალში ანუ სადაც სტატია უნდა დაიბეჭდოს ხო არ ჯობია ლომსიკ რო ჯიტეკში რაცააა ის ჰარდი მიუთითვაბშე არ უნდა გამოიყენორეკლამამგონი თუარა რაპრობკ3მაა

ბიჯო მეჰარდს კი არ ვწერ არამედ იმას რო ვორდ:ზე 1გბ რამი და ინტეგრირებუოი ვიდეოც გეყოფა ,ანუ ზოგადად ვწერრა

უვ
Link to comment
Share on other sites

ყოჩაღ ლომსა,მგონი მიშას მოწაფე ეზრდება :thumbsup:

+1

თან კარგი :D

პ.ს.

ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი ჯობდეს მამასაო (მასწავლებელსაო) :D

Link to comment
Share on other sites

ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი ჯობდეს მამასაო (მასწავლებელსაო) :D

ვაჟკაცსა გული რკინის აბჯარი თუნდაც ფხავიო

Link to comment
Share on other sites

ვაჟკაცსა გული რკინის აბჯარი თუნდაც ფხავიო

წეპლაოზი

Link to comment
Share on other sites

წეპლაოზი

:lollol: :lollol: :lollol: :lollol:

რაკეტნიჩი

Link to comment
Share on other sites

წეპლაოზი და რაკეტნიჩი მოგხვდებათ ეხლა :D თუ არ გაჩერDებით :D

Link to comment
Share on other sites

წეპლაოზი და რაკეტნიჩი მოგხვდებათ ეხლა :D თუ არ გაჩერDებით :D

შენი აზრი დააფიქსირე: რაკეტნოჩი VS წეპლაოზი

:lollol: :lollol:

Link to comment
Share on other sites

საღოლ ლომსა გიწვალია

ვაჟკაცსა გული რკინის აბჯარი თუნდაც ფხავიო

კაცია კაცური ქვეყნისა სამართებელი

მჭერმეტყვლული გამოთქმები :ups:

Link to comment
Share on other sites

კაცია კაცური ქვეყნისა სამართებელი

+1 :lollol: :lollol: :lollol: :lollol: კაცი ხაარ რავი......... სიცილისთვის დაბადებული :D

მეც

Link to comment
Share on other sites

ვაჟკაცსა დიდსა ოსტატსა, რიავიიი ნასკია გამოსაცვლელი :D :D:D:

კაი გავედი თორე ვერ გავჩერდები ეხლა მე :dwarf:

Link to comment
Share on other sites

ვაჟკაცსა დიდსა ოსტატსა, რიავიიი ნასკია გამოსაცვლელი :D :D :D:

კაი გავედი თორე ვერ გავჩერდები ეხლა მე :dwarf:

დიაუჯერე ლალის, ლანსკები ტირიან

აუ ვარნი არ მომცხოთ რა :D

გავჩერდი :bis:

Link to comment
Share on other sites

თემა კარგია,შენი საქციელი მასზე უკეთესი ლევან.

სათურის მხრივ ცვლილებაზე რას იტყვი,უფრო მოკლე და იმავე თემის მატარებელი რომ იყოს?!

გზამკვლევი იმისა თუ როგორ შევარჩიოთ კომპიუტერის კომპონენტები

მაგ:

გზამკვლევი კომპიუტერის კომპონენტების შესარჩევად

Link to comment
Share on other sites

თემა კარგია,შენი საქციელი მასზე უკეთესი ლევან.

სათურის მხრივ ცვლილებაზე რას იტყვი,უფრო მოკლე და იმავე თემის მატარებელი რომ იყოს?!

გზამკვლევი იმისა თუ როგორ შევარჩიოთ კომპიუტერის კომპონენტები

მაგ:

გზამკვლევი კომპიუტერის კომპონენტების შესარჩევად

ჩავასწორე :))
Link to comment
Share on other sites

კარგია ლომსა ყოჩაღ! :up:

წინა გვერდის ოფერები დაივორნენ. ასეთ კარგ თემებში ოფტოპიკი მიუღებელია ბიჭებო :)

Link to comment
Share on other sites

Archived

This topic is now archived and is closed to further replies.




×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.