Guest Posted May 15, 2012 Posted May 15, 2012 როგორც ვიცით სტალკერი ოფიციალურად დაიხურა, თუმცა ეს არ არის ყველაფერის დასასრული. მისი შემქნელები მუშაობენ სტალკერის თემაზე დაფუძნებულ უფასო ონლაინ შუტერზე სახელად სურვარიუმი. "სურვარიუმის კონცეფცია წარმოადგენს ახალ ევოლუციას სტალკერის იდეის შემდეგ. ჩვენ ვმუშაობდით ბოლო 10 წლის განმალობაში, განაცხადა პროექტის ხელმძღვანელმა რუსლან დიდენკომ. სურვარიუმში მოთამაშეებს მოუწევთ თავის გადარჩენა არამარტო ჩერნობილის ზონაში არამედ მის გარეთაც." Vostok Games გეგმავს თამაშის გამოცემას 2013 წლის ბოლოს. ზემოთა სურათი წარმოადგენს კონცეფციალურ სურათს ამ თამაშისა. თამაშის აღწერა მიახლოებით ესეთია: გაუვალი ტყეები, რომლებიც გარს ერტყმიან ქალაქებს, გაგიჟებული ცხოველები და ფრინველები თავს ესხმიან ინდუსტრიულ კომპლექსებს, სამხედრო კომპლექსებს, ელექტრო სადგურებს. უცნაური მცენარეები და სოკოები იზრდებიან ბეტონებზე და რკინაზე. მეცნიერები უშედეგოდ ცდილობენ თავი გაართვან ანომალიებს, რომლებიც წარმოიქმნება წამდაუწუმ საშინელი სიჩქარით. ქვეყნები ინგრევა, ანარქია გავრცელებულია ყველგან და ახლა უკვე ძალა საზღვრავს თუ ვინ გადარჩება. ეს კი წარმოადგენს სურვარიუმის ოფიციალურ ფეისბუქის გვერდს: http://www.facebook.com/Survarium თამაშის შემქმნელებმა გადაწყვიტეს უპასუხონ მოთამაშეებისა და პრესის კითხვებს მომავალი თამაშისთვის. აქ გთავაზობთ მათ პასუხებს:საერთო კითხვებიკ. როდის იგეგმება თამაშის გამოსვლა? პ. ჩვენ ვგეგმავთ მის გამოსვლას 2013 წლის ბოლოსთვის.კ. რას ნიშნავს სურვარიუმი? პ. სურვარიუმი ნიშნავს გადარჩენის ზონას.კ. რა ტიპის თამაშია იგი? პ. სურვარიუმი არის free2play ონლაინ შუტერი დაფუძვნებული დედამიწის ახლო მომავალზე. თამაში იქნება გავრცელებული უფასოდ ინტერნეტში. მოთამაშეებს მოუწევთ გადმოწერონ კლიენტი და დააყენონ კომპიუტერში.კ. რატომ მიდიხართ MMO-მიმართულებით? პ. იმიტომ რომ ეს არის დღეს-დღეისობით ისეთი სათამაშო ფორმატი, რომელიც გვთავაზობს შემდეგ უპირატესობებს: ახალი შიგთავსის დამატება და თამაშის განვითარება, რომელიც ასე იოლი არასდროს ყოფილა. პირატებისგან დაცვა იგი სთავაზობს დეველოპერებს დაამყარონ პირდაპირი კონტაქტი მოთამაშეებთან, რომელისაც გააჩნია პოზიტიური შედეგი თამაშის განვითარებაზე. კ. მოითხოვს თუ არა თამაში მუდმივ ინტერნეტს? პ. კი. ყველანაირი თამაშის მოქმედება მოხდება სერვერზე.კ. რამდენნაირი თამაშის რეჟიმებია დაგეგმილი? პ. ჩვენ ვგეგმავთ წარმოვადგინოთ 2 ტიპის რეჟიმი: PVP (გუნდზე დაფუძვნებული ბრძლა) და PVE (კო-ოპ მისიებზე თამაში).კ. ექნება თამაშს single player რეჟიმი? პ. არა.კ. როგორი სიხშირით გამოცემთ დეველოპერების დღიურებს? პ. ჩვეულებრივი სიხშირით. მიახლოებით ერთხელ 2-3 თვეში.კ. სად და როგორ მოხდება კომუნიკაციები და დისკუსიები თამაშის იდეების შესახებ? პ. თამაშის ოფიციალურ საიტზე. ჩვენ გავუშვებთ პორტალს იდეების აღწერებით და ასევე ხმის მიცემის შესაძლებლობებით. ამ მომენტისთვის ჩვენ გვაქვს სოციალური ქსელები მათთვის ვისაც სურს დარჩნენ უახლესი ამბებით თამაშის შესახებ და ასევე კომუნიკაციებისთვის: Facebook, Twitter, vkontakte და ბლოგი Tumblr. ოფიციალური ფორუმი არის ჩვენი გეგმების სიაში, მაგრამ სავარაუდოდ გამოჩნდება თამაშის ოფიციალური საიტის გვერდით.კ. გვექნება თუ არა რეპუტაციების სისტემა თამაშებში? არა მხოლოდ სიკვდილები არამედ სხვებისთვის დახმარების გაწევაც მაგალითად? პ. კი, რეპუტაცია იქნება თამაშში.კ. როგორი იარაღები იქნება თამაშში? დღევანდელი რეალური, თუ მომავლის გამოგონებული? პ. მთავარი ფოკუსი გვექნება გაკეთებული რეალურ იარაღებზე.კ. იქნებიან თუ არა ქალები ამ თამაშში? პ. თამაში მოგცემთ საშუალებას აარჩიოთ გმირი როგორც კაცი ასევე ქალიც.კ. როდისთვის უნდა მოველოდოთ თამაშის ტრეილერს და სქრინშოტებს? პ. იმდენად მალე, რამდენადაც მზად ვიქნებით მათ წარმოსადგენათ. ზუსტ თარიღს ვერ დავასახელებთ.სიუჟეტიკ. სტალკერის ბაზისი არის სიუჟეტი და გარემო. სურვარიუმის სიუჟეტი რა იქნება? ტიპიური MMO არ გვთავაზობს სიუჟეტს. პ. მისიები კო-ოპ რეჟიმში იქნება საკმაოდ ღრმა სიუჟეტზე დაფუძვნებული.კ. რა არის სურვარიუმის ძირითადი სიუჟეტი? პ. თამაში ეყრდნობა მასიურ ეკოლოგიურ კატასტროფას დედამიწაზე და მიზეზები მის უკან არის არაცხადი. გაუვალი ტყეები, რომლებიც გარს ერტყმიან ქალაქებს, გაგიჟებული ცხოველები და ფრინველები თავს ესხმიან ინდუსტრიულ კომპლექსებს, სამხედრო კომპლექსებს, ელექტრო სადგურებს. ქალაქები ერთმანეთისგან მოწყვეტილია. არ არის წ#$%თ მომარაგება, არ არის შუქი, გაზი და საკომუნიკაციო სისტემები. ქვეყნები ინგრევა, ანარქია გავრცელებულია ყველგან და ახლა უკვე ძალა საზღვრავს თუ ვინ გადარჩება. ამავდროულად მცენარეების ახალი სახეობები იზრდებიან და ანადგურებენ კაცობრიობას. ეს უცნაური მცენარეები და სოკოები იზრდებიან ბეტონებზე. მეცნიერები უშედეგოდ ცდილობენ თავი გაართვან ანომალიებს, რომლებიც წარმოიქმნება წამდაუწუმ საშინელი სიჩქარით.გეიმფლეიკ. როგორ გააგრძელებს სურვარიუმი სტალკერის ტრადიციებს? პ. სურვარიუმი წარმოგვიდგენს ისეთ დამახასიათებელ კომპონენეტებს, როგორიც არის გადარჩენა, ანომალიები, დაჯგუფებები, მუტანტები და ა.შ. და ყველა ეს კომპონენტები იქნებიან ახლები განსხვავებით მათგან, რომლებიც იყვნენ წარმოდგენილნი სტალკერში.კ. იქნებიან სურვარიუმში სტალკერის ფრაქციების მსგავსი დაჯგუფებები? პ. სურვარიუმი შემოგვთავაზებს მსგავს დაჯგუფებებს რაც სტალკერში იყო, თუმცა ესენი იქნებიან ახალი დაჯგუფებები.კ. რამდენი დაჯგუფება იქნება სურვარიუმში? იქნება იმის შესაძლებლობა, რომ მოთამაშეები გაწევრიანდნენ მათში? პ. ჩვენს გეგმებში არის 9 დაჯგუფება და ყველა მათგანი არ იქნება ხელმისაწვდომი მოთამაშეებისთვის.კ. იქნება იმის შესაძლებლობა თამაშში, რომ შევქმნათ საკუთარი კლანები? პ. კი თქვენ შეძლებთ თქვენი საკუთარი კლანის ფორმირებას.კ. რამდენად მნიშვნელოვანი იქნება რეალური ფული თამაშში? პ. არსებითად მნიშვნელოვანი არ იქნება, მაგრამ მისი საშალებით მოთამაშეებს საშუალება მიეცემათ დამატებითი შესაძლებლობების. მაგალითად სწრაფი დონეების ამაღლების პროცესი, უნიკალური აღჭურვილობა, წვდომა უფრო დეტალურ სტატისტიკებთან. ხოლო ყველა შიგთავსი რაც საჭიროა თამაშისთვის რათქმაუნდა უფასო იქნება.კ. რა არის უნარების ქულების როლი თამაშში? პ. ჩვენი რეალისტური მიდგომა არ შეცვლილა. მოთამაშის "სქილები" ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იქნება ვიდრე თვითონ გმირის.კ. რამდენად დიდი იქნება სურვარიუმის სამყარო? პ. ნუ მოელოდებით ჩვენგან უნაკერო თამაშის სამყაროს. თამაში იქნება სესიაზე დაყრდნობილი სხვადახვა ლოკაციებით. თითოეული ლოკაციის ზომა არის ზუსტად ის რასაც ჩვენ ამ წუთას ვიკვლევთ თამაშის ბალანსირებისთვის.კ. აპირებთ თუ არა შექმნათ მთლიანი კონტინენტები სურვარიუმის "ზონაში"? პ. ჩვენი თამაშის სიუჟეტზე დაყრდნობით კატასტროფა გავრცელდა მთელს დედამიწაზე. ასე, რომ პრაქტიკულად არ დარჩა უსაფრთო ადგილები პლანეტაზე. ამიტომაც ჩცვენი ლოკაციების ზოგიერთი ნაწილები მოიცავს ევროპას, ამერიკა და აზიას. მაგრამ ეს არის მომავალში გასაკეთებელი საქმეები.კ. რა გეგმები გაქვთ ამ წუთას ლოკაციებისთვის? თუ ისინი დაფუძვნებული იქნება რეალურ ლოკაციებზე, ექნებათ თუ არა მათ მათივე რეალური სახელები თამაშში? პ. ჩვენ მიგვაჩნია რომ ლოკაციები დავტოვოთ რეალურად სადაც ასევე მათ შევუნარჩუნებთ მათ რეალურ სახელებსაც.კ. იქნება თუ არა თამაშში ტრანსპორტი? პ. ჯერ-ჯერობით ჩვენს გეგმებში არ შედის ასეთი რამ.კ. ექნება თუ არა თამაშს RPG ელემენტები? პ. კი.კ. Is it possible to implement the A-Life system in Survarium? პ. არახმებიკ. რა ტიპის მუსიკა იქნება თამაშში? პ. დარქ ემბიენტიტექნიკური კითხვებიკ. ტექნიკურად რამდენად ახალი იქნება თამაშის ძრავი? პ. ძრავი იქნება თამანედროვე, რომელსაც ექნება მხარდაჭერა Direct X 11-ის.კ. მიახლოებით რამხელა ინტერნეტ სიჩქარე იქნება საჭირო თამაშისთვის? პ. ჩვენ ვუმიზნებთ 64კბ ჩამოწერის, და 32კბ აქაჩვის სიჩქარე.კ. თუ გეგმავთ ამ თამაშის კონსოლების პლაფტორმებისთვისაც გამოცემას? პ. ამ ეტაპზე არა.მოდებიკ. იქნება შესაძლებელი მოდების შექმნა თამაშისთვის? პ. სურვარიუმს ექნება მხარდაჭერა მოდებისთვის, ოღონდ მხოლოდ იმათი, რომლებიც არ მოახდენენ ეფექტს თამაშის ბალანსზე. მაგალითად თამაშის ინტერფეისის შეცვლას. ჩვენ განვიხილავთ იდეას თამაშის-შიდა ბრაუზერის მოდის შექმნაზე. ინფორმაცია ამორებულია ოფიციალური წყაროდან ხოლო თარგმანზე თქვენთვის იწვალა vepar-მა პ.ს. როგორც ჩანს ძალიან საინტერესო თამაში უნდა გამოვიდეს. განსაკუთრებით თვალში მომხვდა თამაშის მუსიკა იქნება დარქ ემბიენტი. როგორც მოგეხსენებათ დიდი ხანია ვუსმენ ამ მიმდინარეობას და მისთვის ცალკე საიტიც კი მაქვს შექმნილი: www.darkambient.ge. რაც შეეხევა თვითონ თამაშს, თუ ყველაფერი ხუთიანზე გააკეთეს ერთ-ერთი წარმატებული პროექტი გამოვა. ამაშ ეჭვი არ მეპარება. თუმცა მთავარი შესრულებაა (გრაფიკა, ხმები...). ვუსურვოთ წამრატება მათ ამაში
მიშა Posted May 16, 2012 Posted May 16, 2012 თუ ყველაფერი ხუთიანზე გააკეთეს ერთ-ერთი წარმატებული პროექტი გამოვა. ამაშ ეჭვი არ მეპარება. მეც მეეჭვება რაღაც ისე სტალკერიც არანაირად არ იყო სრულყოფილი, მაგრამ მაინც ჩემი აზრით ძალიან წარმატებული პროექტია და მისი ანალოგი არ მეგულება (არ თქვათ ახლა მეტროო, სულ სხვა "ოპერაა" მეტრო). იმედია რამე კარგი გამოვა. 2
Guest Posted May 16, 2012 Posted May 16, 2012 ხო, მეტროში სულ სხვა ატმოსფეროა. ზოგს ის მოწონს, ზოგს სტალკერი. ამაზე კამათს აზრი არ აქვს. იმედია არ დაიწყება სურვარიუმი განვიხოლოთ აქ აღწერა, რომ წავიკითხე ძალიან დამაინტერესა. უშუქობა, უწყლობა, უგაზობა, თან ამას დამატებული დარქ ემბიეტის მუსიკა, რაღაც ძალიან მაგარ ატმოსფეროს შექმნის, მე რომ მიყვარს ისეთს თან ონლაინი იქნება <3 აუფ, 10 ხდება და მე კიდევ ვერ ვიძინებ.......
freeman_010 Posted May 16, 2012 Posted May 16, 2012 ძნელად წარმომიდგენია ვისაც სტალკერი მოეწონა, არ მოსწონდეს მეტრო, ან პირიქით. ორივე უძლიერესი იგრაა, ნუ ჩავარდნები ორივეს აქვს, მაგრამ მაინც ესეც კარგი რამე ჩანს, ვნახოთ რა გამოვა, მთავარია რამდენად შეძლებენ ონლაინ რეჟიმში შენარჩუნებული იყოს ის ატმოსფერო და სთორის სიღრმე, რაც სტალკერს აქვს...
Guest Posted May 16, 2012 Posted May 16, 2012 ძნელად წარმომიდგენია ვისაც სტალკერი მოეწონა, არ მოსწონდეს მეტრო, ან პირიქით. ორივე უძლიერესი იგრაა, ნუ ჩავარდნები ორივეს აქვს, მაგრამ მაინც ესეც კარგი რამე ჩანს, ვნახოთ რა გამოვა, მთავარია რამდენად შეძლებენ ონლაინ რეჟიმში შენარჩუნებული იყოს ის ატმოსფერო და სთორის სიღრმე, რაც სტალკერს აქვს... მე არ მომწონს მეტრო საერთოდ. სტალკერი მიყვარს. ზოგს პირიქით აქვს, შენ ორივე მოგწონს... გემოვნებაზეა რა ონლაინში რომ ვთამაშობდი სტალკერს არ მომეწონა, რაღაც ვერ დავუმუღამე. ეს მგონი კარგი გამოუვათ :)
მიშა Posted May 16, 2012 Posted May 16, 2012 ძნელად წარმომიდგენია ვისაც სტალკერი მოეწონა, არ მოსწონდეს მეტრო, ან პირიქით. ორივე უძლიერესი იგრაა, ნუ ჩავარდნები ორივეს აქვს, მაგრამ მაინც ესეც კარგი რამე ჩანს, ვნახოთ რა გამოვა, მთავარია რამდენად შეძლებენ ონლაინ რეჟიმში შენარჩუნებული იყოს ის ატმოსფერო და სთორის სიღრმე, რაც სტალკერს აქვს... მე ვარ ეგეთი ადამიანი უფრო სწორად, მეტრო ცოტათი მომწონს და სტალკერი - თითქმის ყველაფრით. 1
freeman_010 Posted May 16, 2012 Posted May 16, 2012 საღოლ თქვენ გასაგებია, რო სტალკერი უფრო ატმოსფერული, თამაშის სამყაროში ჩამძირავი ტიპია, მაგრამ მეტროც მაგაჯია :)
freeman_010 Posted May 16, 2012 Posted May 16, 2012 მაგაზე ბაზარი არაა, ერთერთი მინუსია, მაგრამ ნუ... you know :D
მიშა Posted May 16, 2012 Posted May 16, 2012 რაც არ უნდა გამოვიდეს, სინგლი არ ექნება და ამიტომ არ ვითამაშებ. 1
Guest Posted May 17, 2012 Posted May 17, 2012 სინგლი მკიდია, ისედაც ერთხელ ვთამაშობ ხოლმე. ძირითადად ონლაინები მიყვარს. პირველი დღიური, თამაშის დეველოპერებისგან: [media=] პ.ს. გეიმფლეის კითხვებში, ერთ სტრიქონზე შეცდომა მაქვს და მოდერატორს ვთხოვ ჩაასწოროს: კ. რამდენად მნიშვნელოვანი იქნება რეალური ფული ფილმში? ფილმის მაგივრად თამაში უნდა ეწეროს.
L1nux Posted June 19, 2012 Posted June 19, 2012 რაიმე სიახლე არის ამ თამაშზე? რაიემ ადამიანურს ვეძებ და მოავიარე Mტელი ფორუმი :შ
skiamakia Posted July 7, 2012 Posted July 7, 2012 მაგრად ველოდები .. ამას ტოტალ ვორს ახალს... მარა არამგონია ეს დათქმულ დროს გამოვიდეს ამათი ამაბვი რო ვიცი მე :D
Guest Posted July 7, 2012 Posted July 7, 2012 ხო მეც მაგრად ველოდები. დარწმუნებული ვარ ჩემს საყვარელ ონლაინ თამაშებს დაემატება :)
skiamakia Posted July 8, 2012 Posted July 8, 2012 მარა აი სროლის სისტემა რანაირად იქნება საინტერესოა.. სკილებზე იქნება დამოკიდებული ალბათ მარა მაინც ეჭვით ვუყურებ ;)
Guest Posted July 8, 2012 Posted July 8, 2012 მეც მგონია რომ ეგრე იქნება, უმეტესობა თამაშებში ეგრეა. რამდენსაც მოკლავ სკილები გემატება და ნელ-ნელა გიმაღლდება რანგი.
skiamakia Posted July 8, 2012 Posted July 8, 2012 ზაან ტონკი გასაკეთებელია რა.. წარმოიდგინე ერთმანეთში ხოვა ჟღლეტა შეიძლება წავიდეს ნივთების გამო და ბალანსი ისე უნდა იყოს რომ მუღამი არ დაიაკრგოს და ყველა მონადირე არ გხდეს!
Recommended Posts