Jump to content

Recommended Posts

მრავალი ათწლეულის მანძილზე განსაკუთრებული ხარისხით გამორჩეულმა Carl Zeiss-მა თავისი ახალი ლინზა - Distagon T* 2.8/15 წარმოადგინა. როგორც სახელიდან ხვდებით, მას 15მმ-იანი ფოკუსური მანძილი აქვს, მაქსიმალური დიაფრაგმა 1:2.8-ს უდრის. ლინზაში გამოყენებულია ასფერიკული ელემენტები, რითაც მიიღწევა 110 გრადუსიანი მხედველობის კუთხე. მინიმალური საფოკუსო მანძილი 25 სანტიმეტრს უდრის.

distagon15f2p8.jpg?v=1391

მწარმოებლის განცხადებით Distagon T* 2.8/15-ს კარგი სიმკვეთრე და სიღრმე ექნება (რაც არც მეეჭვება), გამოსახულების დისტორსია მინიმუმამდე იქნება დაყვანილი და Zeiss-ის მენეჯერ მიხაელ პოლმანის განცხადებით "ამ ლინზით Carl Zeiss ახალ სტანდარტს დაადგენს ულტრაფართოკუთხიან ოპტიკაში".

distagon15f2p8-fr.jpg?v=1391

რათქმაუნდა როგორც ხარისხიან ოპტიკას შეეფერება, ამ ეგზემპლარშიც მინისა და ლითონის ელემენტებია გამოყენებული (პლასტმასის ნაცვლად). აქედანაა მისი წონაც - 720 გრამი, რაც არც თუ ისე ცოტაა. რაც შეეხება სხვა მონაცემებს:

ფოკუსური სიგრძე - 15მმ;

დიაფრაგმა - f/2.8-22

შემადგენელი ელემენტების/ჯგუფების რაოდენობა - 15/12

ფოკუსური მანძილი - 0.25მ-უსასრულობა

ხედვის კუთხე - ჰორიზონტალური 100°, ვერტიკალური 76°, დიაგონალური 110°

ფილტრის სამაგრი - M95x1.0

სიგრძე - 12მმ

დიამეტრი - 103მმ

ლინზა ამა წლის მაისში გახდება ხელმისაწვდომი, სულ რაღაც 2900 დოლარად. გამოვა მისი ორი ვერსია - "EF" ბაიონეტზე Canon-ის წარმოების კამერებისათვის და "F" ბაიონეტზე - ნიკონებისთვის.

ვიდეოპრეზენტაცია:

წყარო - dpreview.com

  • Upvote 3
Link to comment
Share on other sites

ჰეჰ. დიახ, სულ რაღაც. აბა წადი ლეიკების ფასები ნახე :905:

დაილოცოს რუსული ლინზები რა მაგათთან შედარებით კაპიკები ღირს :D

Link to comment
Share on other sites

Helios-40 :drug:

http://www.ebay.com/sch/i.html?_from=R40&_trksid=m570.l2736&_nkw=helios+40

რამდენიმე გადარეულია და დიდი ფასი უდევს :D იმათთან შედარებით მაინც ხო იაფია? :P

Link to comment
Share on other sites

რამდენიმე გადარეულია და დიდი ფასი უდევს :D იმათთან შედარებით მაინც ხო იაფია? :P

"სავეცკი" ფასი 60 მანეთი იყო, რა ნამუსით უნდა მივცე მაგაში თუნდაც 200 ლარი... დროის მანქანას გამოვიგონებ, წავალ წარსულში, შევისყიდი ათას ცალ მაგ ლინზას (სამაგისო მანეთებს კი მოვიძიებ მშრალ ხიდზე კაპიკებში), აქ გავყიდი და გავმდიდრდები.

Link to comment
Share on other sites

"სავეცკი" ფასი 60 მანეთი იყო, რა ნამუსით უნდა მივცე მაგაში თუნდაც 200 ლარი... დროის მანქანას გამოვიგონებ, წავალ წარსულში, შევისყიდი ათას ცალ მაგ ლინზას (სამაგისო მანეთებს კი მოვიძიებ მშრალ ხიდზე კაპიკებში), აქ გავყიდი და გავმდიდრდები.

რა იცი, რომ ეგენიც ეგრე არ აკეთებენ? :hmm:

Link to comment
Share on other sites

არ ვიცი, უბრალოდ გულითადი იმედი მაქვს...

რატომღაც SONY-ს სუნი მცემს :hmm:

Link to comment
Share on other sites

ალბათ სურდო გაქვს, რადგან NiCanon-ზე გამოვა ეს ლინზა მხოლოდ.

ვერ მიმიხვდი :D აქამდე ნიკონის სუნი მცემდა ეხლა სონის სუნი მცემს (მინოლტას ხათრით)

Link to comment
Share on other sites

ვერ მიმიხვდი :D აქამდე ნიკონის სუნი მცემდა ეხლა სონის სუნი მცემს (მინოლტას ხათრით)

ცოტა მარჯვნივ წაიწიე, სანამ Pentax-ის სუნი არ მოგივა :chojinfc:

Link to comment
Share on other sites

ამის ყიდვაზე რომ დაფიქრდე მინიმუმ ფულფრეიმი უნდა გქონდეს

და შემოსავლის წყარო უნდა იყოს ფოტოგრაფია (ჩემი აზრით)

ეხ :)

Link to comment
Share on other sites

ამის ყიდვაზე რომ დაფიქრდე მინიმუმ ფულფრეიმი უნდა გქონდეს

და შემოსავლის წყარო უნდა იყოს ფოტოგრაფია (ჩემი აზრით)

ეხ :)

ჰო, მაგრამ ისე ვატყობ, სერიოზული რამაა, ამიტომ დავწერე.

Link to comment
Share on other sites

Leica-საც აქვს თითქმის ანალოგიური მონაცემების ოპტიკა, ოღონდ ის უფრო ძვირი ღის და ასე "საზოგადო" ბაიონეტებზედაც არაა ხელმისაწვდომი.

Link to comment
Share on other sites

  • Barca unlocked this topic

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.