Jump to content

GIGABYTE P2542G ნოუთბუქი


Recommended Posts

GIGABYTE-მა, CeBIT 2012 გამოფენაზე წარმოადგინა სათამაშო ნოუთბუქი P2542G, რომელიც ჩაანაცვლებს დაახლოებით ერთი წლის წინ გამოშვებულ, მოდელ P2542-ს. როგორც კომპანიაში ირწმუნებიან, მის შექმნაზე დიზაინერები შთაგონებას იღებდნენ სპორტქარებისგან და გასაკვირი არ არის, რომ საფარველის ყვითელი ფერი თითქმის (ან ზუსტად) ASUS Lamborghini-ის პროდუქტების იდენტურია. გარდა ამისა, ყურადღებას იპყრობს მეტალისფერი მბზინვარე მცირე დეტალები, მათ კი, როგორც ჩანს, უნდა შექმნან ავტომობილის ქრომირებული ელემენტების ასოციაცია.

4d894ccb188ad97bf0927659a95320bd.jpg

cf9b453aeffc770e2e71fd324f88262c.jpg

2fefd4872d6dc88045f5f7d13a6dc262.jpg

P2542G-მ მიიღო Ivy Bridge სერიის 4-ბირთვიანი პროცესორი Intel Core i7, 2 გბ GDDR5-ის მქონე, დისკრეტული ვიდეობარათი NVIDIA GeForce GTX 660M. ოპერატიული მეხსიერების ოდენობა არ ხმაურდება, მაგრამ დიდი ალბათობით, ის მცირე არ იქნება. რაც შეეხება მყარ დისკს, ის შეიძლება დაფუძნებული იყოს როგორც SSD, აგრეთვე HDD-ზე, 7200 ბრ/წთ შპინდელის სისწრაფით. წამყვანის სახით, ოპციონალურად ხელმისაწვდომია Blu-ray დისკების წამკითხველი, ხოლო ინტერფეისის ნაკრებში შესულია ორი USB 3.0, HDMI და D-Sub ვიდეოგასასვლელები. მთავარ თავისებურებად კი, უნდა ჩაითვალოს ხმის სისტემა, რომელიც შედგება ოთხი ფართოველიან და ერთ დაბალსიხშირიან დინამიკისგან. ეკრანის დიაგონალის ზომა შეადგენს 15,6 დუიმს, გაფართოება კი - Full HD-ს.

87289ec0da202ef02cd47d2f42017eb4.jpg

439046e7d8d1d2c14bed1de1c5ba708f.jpg

ჯერჯერობით უცნობია ნოუთბუქის დეტალური ზომები და ავტონომიური მუშაობის ხანგრძლივობა. ამ ინფორმაციას, კომპანია ალბათ გაყიდვების დაწყების მომენტში გაახმაურებს, როდესაც უკვე ცნობილი გახდება პროდუქტის ღირებულებაც.

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

ფასი დაახლოებით იქნება 1350 მწვანე, რაც P2532 ღირს ეხა რა, ხოდა ჩაასწორე პოსტში, 2532 უნდა გეწეროს 2542 გიწერია :) P.S კაი ინფო იყო

Link to comment
Share on other sites

  • 3 weeks later...

აუ ეს ყვითელი რა ქინძობა...

:/

აუ რატო ტო ძაან მაგარი დიზაინია, ნუ კაი იქნებოდა სხვა ფერებიც მარა ისეთი მონაცემები დევს რო, მგონი ფერი აღარაა გადამწყვეტი ::P მარტო GTX 660M რად ღირს

Link to comment
Share on other sites

კი რო მქონდეს შესაძლებლობა ყიდვის ფერს ნაღდად არ შევხედავდი, მაგრამ ეს ყვითელი ძაან აჭყეტავს :/

Link to comment
Share on other sites

560M მაგარი დებილობა არის მაგას დაჟე 9600Gთ სჯობია :D

იმედია 660 მაინც იქნება ნორმალური

Link to comment
Share on other sites

  • 1 year later...
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.