Jump to content

Recommended Posts

Untitled66-150x150.jpg

მაშ ასე, როგორც იქნა დადგა 27 თებერვალი და ქალაქ ბარსელონაში (ესპანეთი) დაიწყო უმსხვილესი ღონისძიება, რომელიც მობილური ტექნოლოგიების უახლეს მიღწევებს ეძღვნება. მიმდინარე წელს, CES 2012–ის შემდეგ, ეს გახლავთ ერთ–ერთი, ყველაზე ღირსშესანიშნავი მოვლენა IT-ინდუსტრიაში და მიუხედავად იმისა, რომ ამ შოუში Apple არ მონაწილეობს, პლანეტის წამყვანი მწარმოებლებისგან მოსალოდნელია მრავალი სიახლე და სასაიმოვნო სიურპრიზები.

Mobile World Congress 2012–ის განხილვას კომპანია HTC–სა და nVidia–ს ფლაგმანური კომუნიკატორით, HTC One X–ით დავიწყებთ.

მოწყობილობის „გული” — Tegra–ს მესამე თაობის აპარატული პლატფორმა, რომელიც ARM Cortex-A9–ის ოთხ გამომთვლელ ბირთვს (ტაქტური სიხშირით 1,5 გ.ჰ.ც), დაბალი ვოლტაჟის დამხმარე ბირთვსა და GeForce–ის 12–ბირთვიან გრაფიკულ კონტროლერს მოიცავს.

სმარტფონი აღჭურვილია 4,7 დიუმიანი სენსორული დისპლეით (Super-LCD); მისი გარჩევადობა — 720×1280 წერილი. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 1 გ.ბ–ს უტოლდება; ინტეგრირებული ფლეშ–მოდულის ტევადობა — 32 გ.ბ–ს (MicroSD ბარათისთვის განკუთვნილი სლოტი არ არის გათვალისწინებული).

გარდა ამისა, სიახლის შემადგენლობაში შედის, 8–მეგაპიქსელიანი ცენტრალური და 1,3 მეგაპიქსელიანი ფრონტალური კამერა, რომელიც ვიდეო–ზარების განსახორციელებლად არის განკუთვნილი. HTC One X–ის სხვა ტექნიკური მახასიათებლები: უკაბელო კავშირის Bluetooth 4.0 და Wi-Fi 802.11a/b/g/n ადაფტერები, NFC–ის მიკროჩიპი, Beats Audio–ის აუდიოსისტემა, MicroUSB პორტი, 3,5 მილიმეტრიანი ბუდე ყურსასმენებისთვის, გიროსკოპი, ციფრული კომპასი და განათების სენსორი.

ოპერაციული სისტემის სახით Android 4.0 Ice Cream Sandwich გამოიყენება; გათვალისწინებულია HSPA+ და GSM/EDGE ქსელებში მუშაობის მხარდაჭერა. მოდელის ზომები 134,4×69,9×8,9 მ.მ–ს შეადგენს; წონა — 130 გრამს. კვებას უზრუნველყოფს აკუმულატორული ელემენტი მოცულობით 1 650 მა/სთ.

წყარო: go.ge

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

ეს უკვე მართლაც სასწაულია, ყოჩაღ HTC-სის, ყოველთვის მისი ერთგული ფანი ვიყავი და დავრჩები კიდეც, ეხლაც კმაყოფილი ვარ ჩემი ბიუჯეტური HTC explorer-ით, უკვე ოთხი ბირთვი, ღმერთო ჩემო ეს უკვე სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯია, ეგრე გააგრძელე HTC. :spiteful::thumbsup: თემის ავტორს კიდე +1 აუცილებლად, რომ ესეთი საინტერესო თემა მოგვიმზადა. ;)

Link to comment
Share on other sites

(Super-LCD)

Super IPS LCD2

Bluetooth 4.0

Bluetooth Yes, v3.0 with A2DP, EDR

1 650 მა/სთ

Standard battery, Li-Po 1800 mAh

evolution არ მიწყინო უბრალოდ ამ საიტზე სხვა მონაცემები წერია :D სად ნახე ეს მონაცემები?

http://www.gsmarena.com/htc_one_x-4320.php

პ.ს. სიამოვნებით მექნებოდა ეს სმარტი :D

კამერა განსაკუთრებით მომეწონა ვიდეოსაც დაამატეს სტაბილიზაცია :xeli:

68226441863392872841.png

Edited by Blaster
Link to comment
Share on other sites

ეს უკვე მართლაც სასწაულია, ყოჩაღ HTC-სის, ყოველთვის მისი ერთგული ფანი ვიყავი და დავრჩები კიდეც, ეხლაც კმაყოფილი ვარ ჩემი ბიუჯეტური HTC explorer-ით, უკვე ოთხი ბირთვი, ღმერთო ჩემო ეს უკვე სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯია, ეგრე გააგრძელე HTC. :spiteful::thumbsup: თემის ავტორს კიდე +1 აუცილებლად, რომ ესეთი საინტერესო თემა მოგვიმზადა. ;)

თუ საღოლ Nvidia?

Link to comment
Share on other sites

თუ საღოლ Nvidia?

ნუ ეგ თავისთავად, აღარ ავღნიშნე, ისედაც ჩემი ნიკიდან გამომდინარე ეგ ცხადია. :)

Link to comment
Share on other sites

ერთი ისაა ცუდი რომ 4.7 იანი ნამეტყანი დიდია რა ეს უკვე პლანშეტში გადის და რა სმარტფონში 4.3 ზე მეტიანი სმარტებიც არც უნდა გამოდიდოდეს ჩემი აზრით

Link to comment
Share on other sites

ერთი ისაა ცუდი რომ 4.7 იანი ნამეტყანი დიდია რა ეს უკვე პლანშეტში გადის და რა სმარტფონში 4.3 ზე მეტიანი სმარტებიც არც უნდა გამოდიდოდეს ჩემი აზრით

მშვენიერი ზომა იქნება 4.7 :)

იდეალურია, მაგ ჰარდის გამოსაყენებლად.

კინოები გაასწორებს :thumbsup:

Link to comment
Share on other sites

მშვენიერი ზომა იქნება 4.7 :)

იდეალურია, მაგ ჰარდის გამოსაყენებლად.

კინოები გაასწორებს :thumbsup:

ხო რაც აამს ჰარდი აქვს კი მაგრამ მე საერთოდ ვამბობ რომ დიდა 4.7

რავი ჩემთვის 4.0 ზე მეტი არაა საჭირო და არც მომწონს :chojinfc:

Link to comment
Share on other sites

ჩემთვის 5ინჩამდე დევაისი ტელეა,5-6 ტაბლეტფონი და დალშე ტაბი

ისე მხეცი ტელეა ჩემს ე5500-ს ჩახევს :D

Link to comment
Share on other sites

ხო რაც აამს ჰარდი აქვს კი მაგრამ მე საერთოდ ვამბობ რომ დიდა 4.7

რავი ჩემთვის 4.0 ზე მეტი არაა საჭირო და არც მომწონს :chojinfc:

რეავიცი, მე 4.0 არ მომწონს. :)

Link to comment
Share on other sites

evolution არ მიწყინო უბრალოდ ამ საიტზე სხვა მონაცემები წერია :D სად ნახე ეს მონაცემები?

რა უნდა გიწყინო კაცო :D წყარო ხო მიწერია საიდანაც გადმოვაკოპირე :user:

Link to comment
Share on other sites

რა უნდა გიწყინო კაცო :D წყარო ხო მიწერია საიდანაც გადმოვაკოპირე :user:

უი აღარ დავაკვირდი :D

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.