evolution Posted February 27, 2012 Share Posted February 27, 2012 მაშ ასე, როგორც იქნა დადგა 27 თებერვალი და ქალაქ ბარსელონაში (ესპანეთი) დაიწყო უმსხვილესი ღონისძიება, რომელიც მობილური ტექნოლოგიების უახლეს მიღწევებს ეძღვნება. მიმდინარე წელს, CES 2012–ის შემდეგ, ეს გახლავთ ერთ–ერთი, ყველაზე ღირსშესანიშნავი მოვლენა IT-ინდუსტრიაში და მიუხედავად იმისა, რომ ამ შოუში Apple არ მონაწილეობს, პლანეტის წამყვანი მწარმოებლებისგან მოსალოდნელია მრავალი სიახლე და სასაიმოვნო სიურპრიზები. Mobile World Congress 2012–ის განხილვას კომპანია HTC–სა და nVidia–ს ფლაგმანური კომუნიკატორით, HTC One X–ით დავიწყებთ. მოწყობილობის „გული” — Tegra–ს მესამე თაობის აპარატული პლატფორმა, რომელიც ARM Cortex-A9–ის ოთხ გამომთვლელ ბირთვს (ტაქტური სიხშირით 1,5 გ.ჰ.ც), დაბალი ვოლტაჟის დამხმარე ბირთვსა და GeForce–ის 12–ბირთვიან გრაფიკულ კონტროლერს მოიცავს. სმარტფონი აღჭურვილია 4,7 დიუმიანი სენსორული დისპლეით (Super-LCD); მისი გარჩევადობა — 720×1280 წერილი. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 1 გ.ბ–ს უტოლდება; ინტეგრირებული ფლეშ–მოდულის ტევადობა — 32 გ.ბ–ს (MicroSD ბარათისთვის განკუთვნილი სლოტი არ არის გათვალისწინებული). გარდა ამისა, სიახლის შემადგენლობაში შედის, 8–მეგაპიქსელიანი ცენტრალური და 1,3 მეგაპიქსელიანი ფრონტალური კამერა, რომელიც ვიდეო–ზარების განსახორციელებლად არის განკუთვნილი. HTC One X–ის სხვა ტექნიკური მახასიათებლები: უკაბელო კავშირის Bluetooth 4.0 და Wi-Fi 802.11a/b/g/n ადაფტერები, NFC–ის მიკროჩიპი, Beats Audio–ის აუდიოსისტემა, MicroUSB პორტი, 3,5 მილიმეტრიანი ბუდე ყურსასმენებისთვის, გიროსკოპი, ციფრული კომპასი და განათების სენსორი. ოპერაციული სისტემის სახით Android 4.0 Ice Cream Sandwich გამოიყენება; გათვალისწინებულია HSPA+ და GSM/EDGE ქსელებში მუშაობის მხარდაჭერა. მოდელის ზომები 134,4×69,9×8,9 მ.მ–ს შეადგენს; წონა — 130 გრამს. კვებას უზრუნველყოფს აკუმულატორული ელემენტი მოცულობით 1 650 მა/სთ. წყარო: go.ge 2 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
LEON Posted February 27, 2012 Share Posted February 27, 2012 ავაჰმე, მინდაა :crazy: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Harmony Lines Posted February 28, 2012 Share Posted February 28, 2012 ეს უკვე მართლაც სასწაულია, ყოჩაღ HTC-სის, ყოველთვის მისი ერთგული ფანი ვიყავი და დავრჩები კიდეც, ეხლაც კმაყოფილი ვარ ჩემი ბიუჯეტური HTC explorer-ით, უკვე ოთხი ბირთვი, ღმერთო ჩემო ეს უკვე სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯია, ეგრე გააგრძელე HTC. თემის ავტორს კიდე +1 აუცილებლად, რომ ესეთი საინტერესო თემა მოგვიმზადა. ;) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted February 28, 2012 Share Posted February 28, 2012 კარგი სმარტფონია ნამდვილად ,ძლიერი ჰარდი აქვს ძალიან :thumbsup: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Blaster Posted February 28, 2012 Share Posted February 28, 2012 (edited) (Super-LCD) Super IPS LCD2 Bluetooth 4.0 Bluetooth Yes, v3.0 with A2DP, EDR 1 650 მა/სთ Standard battery, Li-Po 1800 mAh evolution არ მიწყინო უბრალოდ ამ საიტზე სხვა მონაცემები წერია სად ნახე ეს მონაცემები? http://www.gsmarena.com/htc_one_x-4320.php პ.ს. სიამოვნებით მექნებოდა ეს სმარტი კამერა განსაკუთრებით მომეწონა ვიდეოსაც დაამატეს სტაბილიზაცია Edited February 28, 2012 by Blaster Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
walkman Posted February 28, 2012 Share Posted February 28, 2012 ეს უკვე მართლაც სასწაულია, ყოჩაღ HTC-სის, ყოველთვის მისი ერთგული ფანი ვიყავი და დავრჩები კიდეც, ეხლაც კმაყოფილი ვარ ჩემი ბიუჯეტური HTC explorer-ით, უკვე ოთხი ბირთვი, ღმერთო ჩემო ეს უკვე სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯია, ეგრე გააგრძელე HTC. თემის ავტორს კიდე +1 აუცილებლად, რომ ესეთი საინტერესო თემა მოგვიმზადა. თუ საღოლ Nvidia? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Harmony Lines Posted February 28, 2012 Share Posted February 28, 2012 თუ საღოლ Nvidia? ნუ ეგ თავისთავად, აღარ ავღნიშნე, ისედაც ჩემი ნიკიდან გამომდინარე ეგ ცხადია. :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted February 28, 2012 Share Posted February 28, 2012 ერთი ისაა ცუდი რომ 4.7 იანი ნამეტყანი დიდია რა ეს უკვე პლანშეტში გადის და რა სმარტფონში 4.3 ზე მეტიანი სმარტებიც არც უნდა გამოდიდოდეს ჩემი აზრით Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
gajaviki Posted February 28, 2012 Share Posted February 28, 2012 ერთი ისაა ცუდი რომ 4.7 იანი ნამეტყანი დიდია რა ეს უკვე პლანშეტში გადის და რა სმარტფონში 4.3 ზე მეტიანი სმარტებიც არც უნდა გამოდიდოდეს ჩემი აზრით მშვენიერი ზომა იქნება 4.7 იდეალურია, მაგ ჰარდის გამოსაყენებლად. კინოები გაასწორებს :thumbsup: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted February 28, 2012 Share Posted February 28, 2012 მშვენიერი ზომა იქნება 4.7 იდეალურია, მაგ ჰარდის გამოსაყენებლად. კინოები გაასწორებს ხო რაც აამს ჰარდი აქვს კი მაგრამ მე საერთოდ ვამბობ რომ დიდა 4.7 რავი ჩემთვის 4.0 ზე მეტი არაა საჭირო და არც მომწონს :chojinfc: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
zV1 Posted February 28, 2012 Share Posted February 28, 2012 ჩემთვის 5ინჩამდე დევაისი ტელეა,5-6 ტაბლეტფონი და დალშე ტაბიისე მხეცი ტელეა ჩემს ე5500-ს ჩახევს :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
gajaviki Posted February 28, 2012 Share Posted February 28, 2012 ხო რაც აამს ჰარდი აქვს კი მაგრამ მე საერთოდ ვამბობ რომ დიდა 4.7 რავი ჩემთვის 4.0 ზე მეტი არაა საჭირო და არც მომწონს რეავიცი, მე 4.0 არ მომწონს. :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted February 28, 2012 Share Posted February 28, 2012 ხო ვისთვის როგორ :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
evolution Posted February 29, 2012 Author Share Posted February 29, 2012 evolution არ მიწყინო უბრალოდ ამ საიტზე სხვა მონაცემები წერია სად ნახე ეს მონაცემები? რა უნდა გიწყინო კაცო წყარო ხო მიწერია საიდანაც გადმოვაკოპირე :user: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Blaster Posted February 29, 2012 Share Posted February 29, 2012 რა უნდა გიწყინო კაცო წყარო ხო მიწერია საიდანაც გადმოვაკოპირე უი აღარ დავაკვირდი :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.