Jump to content

CentOS 5.6


Recommended Posts

CentOS 5.6 Intallation

პირველი ნაბიჯი ვდებთ დისკს DVD წამკითხველში, დისკის წაკითხვის მერე გამოჩნდება დაყენების მენიუ, ანუ რა მეთოდით გინდათ დააყენოთ CentOS-ი. აი ესეთი სურათი დაგხვდებათ (სურათი 1):

22707917051373159153_thumb.jpg

აქ ვაჭერთ ღილაკს Enter-ს.

და დაიწყებს ფაილების მომზადებას (სურათი 2):

79636910889781774363_thumb.jpg

შემდეგ მოგთხოვთ დისკის შემოწმებას ეს არ გვჭირდება და ვაჭერთ Skip-ს (სურათი 3):

77419360678322305194_thumb.jpg

შემდეგ გამოჩნდება "მოსალმების” ფანჯარა (სურათი 4):

54168998340178062739_thumb.jpg

ვაჭერთ Next-ს და გადავდივართ შემდეგ გვერძე.

აქ ვხედავთ ინსტალაციის დაყენების ენას ვირჩევთ: English (English) და ვაჭერთ Next-ს (სურათი 5):

99890180417728062190_thumb.jpg

შემდეგ გამოჩნდება კლავიატურის განლაგება აქ ვირჩევთ U.S. English და ვაჭერთ Next-ს (სურათი 6):

08556921137839064559_thumb.jpg

შემდეგ მოგვითხოვს მყარი დისკის ინიციალიზაციას ვაჭერთ Yes-ს მაგრამ იცოდეთ შეიძლება ყველა თქვენი ფაილი წაიშალოს რაც გაქვთ მაგ მყარ დისკზე (სურათი 7):

33417867470131747072_thumb.jpg

შემდეგ შეგვეკითხება მყარი დისკის დაყოფა როგორ მოვახდინოთ ავტომატურად თუ როგორც ჩვენ გვინდა ანუ Custom აუცილებლად მოვნიშნავთ Create Custom Layout და ვაჭერთ Next-ს (სურათი 8):

69853276714440676225_thumb.jpg

ეხლა უნდა მოვახდინოთ მყარი დისკის დაყოფა ვაჭერთ New-ს (სურათი 9):

30397450981476865053_thumb.jpg

შემდეგ გამოჩნდება პართიშენის პარამეტრები მონიშნეთ ზუსტად ისე როგორც სურათზეა და დააჭირეთ OK-ს. პირველ რიგში გვჭირდება/boot პართიშენი რომელიც აუცილებლად 101MB უნდა იყოს (სურათი 10):

15288625673116186604_thumb.jpg

შემდეგ ისევ ვაჭერთ New-ს (სურათი 11):

21039438906387234619_thumb.jpg

ვქმნით შემდეგ პართიშენს /root “/” ვნიშნავთ ზუსტად ეგრე როგორც სურათზეა (სურათი 12):

49067379168529409223_thumb.jpg

შემდეგ ისევ ვაჭერთ New-ს (სურათი 13):

56816771120464325862_thumb.jpg

შემდეგი პართიშენი გვჭირდება "Swap" რომელიც თუ გაქვთ 3GB-მდე ოპერატიული მეხსიერება უნდა იყოს 2.1GB თუ თქვენი კომპიუტერის ოპერატიული მეხსიერება აღემატება 3-ს მაშინ უნდა იყოს 1-1-ში ანუ თუ 4GB-ა მაშინ Swap-იც უნდა იყოს 4GB. ჩემ შემთხვევაში მე მაქ 2GB ოპერატიული მეხსიერება და Swap-იც 2.1GB იქნება (სურათი 14):

91636722143997131572_thumb.jpg

შემდეგ ისევ ვაჭერთ New-ს (სურათი 15):

56393177440635055280_thumb.jpg

და ვქმნით /home პართიშენს რომელიც არი ჩვენი ფაილებისთვის და აქედან გამომდინარე შეგიძლიათ მიუთითოთ თქვენი სურვილით ამ პართიშენის მეხსიერება, მაგრამ რეზერვში მინიმუმ 20GB შემდეგი ფართიშენებისთვის უნდა დატოვოთ სურათი (სურათი 16):

93066227995652955109_thumb.jpg

შემდეგ ისევ ვაჭერთ New-ს (სურათი 17):

31138292464913580814_thumb.jpg

შემდეგი ფართიშენი არის /var რომელიც მინიმუმ 9GB უნდა იყოს ნუ თუ თქვენ გაქვთ საშუალება მიუთითოთ მეტი შეგიძლიათ მიუთითოთ მეტიც (სურათი 18):

68979070612667373052_thumb.jpg

შემდეგ ისევ ვაჭერთ New-ს (სურათი 19):

10516027275501136203_thumb.jpg

შემდეგი ფართიშენი არის /usr რომელსაც მე მივცემ იმდენ ადგილს რაც დარჩა მყარ დისკზე თქვენ შეგიძლიათ მიუთითოთ იმედი რამდენიც გინდათ ისე როგორც ვაკეთებდი წინაზე მაგრამ სურათში აღწერილია როგორ უნდა მივცეთ დარჩენილი ადგილი მაგ ფართიშენს ეს ფართიშენი სასურველია იყოს მინიმუმ 10GB და მეტი (სურათი 20):

05023609560917023783_thumb.jpg

ესეც ასე ფართიშენები შექმნილია ეხლა ვაჭერთ Next-ს (სურათი 21):

76913659469704059939_thumb.jpg

ეხლა გვთხოვს ბუტ ლოადერის დაინსტალირებას თავისი არის სახელად GRUB რომელსაც ჩვენ დავაყენებთ შეგვიძლია კიდე ლოადერს დავადოთ პაროლი მაგრამ მე ამ მაგალითში არ ვადებ პაროლს თუ თქვენ გექნებათ სურვილი საკმაოდ ადვილია მონიშნავთ “Use a boot loader password” და დაადებთ პაროლს (სურათი 22):

14547830017345433866_thumb.jpg

მონიშვნის შემდეგ გაიხსნება ესეთი ფანჯარა შეიყვანთ სასურველ პაროლს და დააჭერთ OK-ს გავიმეორებ მე არ ვადებ ამ მაგალითში პაროლს (სურათი 23):

61638562884001473266_thumb.jpg

ეხლა ვაჭერთ Next-ს (სურათი 24):

54580515394591514154_thumb.jpg

შემდეგ მოგვითხოვს ქსელის/ინტერნეტის პარამეტრებს მე ვტოვებ ავტომატურზე (DHCP) თუ თქვენ დაგჭირდათ შეყვანა დააჭერთ “Edit”-ს შეგვყავს საჭირო მისმართები და ვაჭერთ Next-ს (სურათი 25):

80799038333860245889_thumb.jpg

შემდეგ მოგვითხოვს რეგიონის მონიშვნას ანუ კონტინენტის/ქალაქის არ მონიშნოთ “System clock uses UTC” არჩევის შემდეგ ვაჭერთ Next-ს (სურათი 26):

79121234871570548117_thumb.jpg

შემდეგ მოგვითხოვს Root-ის პაროლის დადებას ანუ იგივე ადმინისტრატორის აუცილებლად ვადებთ პაროლს თუნდაც 1234567 და ვაჭერთ Next-ს (სურათი 27):

94006187350585762584_thumb.jpg

ეხლა უნდა მოვნიშნოთ რა ტიპის ან რა სამუშაოები უნდა ჩავატაროთ ამ სისტემაზე ჩემ შემთხვევაში მე უბრალო დესკტოპი მჭირდება და სერვერიც მონიშვნის შემდეგ ვაჭერთ Next-ს (სურათი 28 და 28(2))

41775617947615397946_thumb.jpg

81119147541794911047_thumb.jpg

შემდეგ ვირჩევთ პაკეტებს მოვნიშნავთ ყველა პაკეტს გარდა Virtualization, Clustering, Cluster Storage. ყველა პაკეტში უნდა მოვნიშნოთ კიდე “Optional Packages” ამათ მონიშვნა შეიძლება როგორც მარცხენა ღილაკით და მერე “Select all optional packages” ასევე ხელით როგორც არი ნაჩვენები შემდეგ სურათებში (სურათი 29 და 30):

00535778053816070875_thumb.jpg

49243354557178508177_thumb.jpg

შემდეგ ვაჭერთ Next-ს (სურათი 31):

32471441327221959059_thumb.jpg

დაჭერის შემდეგ ველოდებით შემოწმებას “Cheking” (სურათი 31(2)):

10049981679777339116_thumb.jpg

ესეც ასე თითქმის მოვრჩით ეხლა ვაჭერთ Next-ს და დაიწყება ინსტალაცია (სურათი 32):

27357287391442061449_thumb.jpg

ველდოებით ინსტალაციას და შემდეგ გამოვა ფანჯარა სადაც მოგვილოცავენ CentOS-ის დაყენებას და მოგვითხოვენ კომპიტერის გადატვირთვას ღილაკით “Reboot” (სურათი 33):

89385019406594388356_thumb.jpg

გადატვირთვის შემდეგ წავა სისტემის ჩატვირთვა (სურათი 34):

10002441725220008647_thumb.jpg

ჩატვირთვის შემდეგ ისევ მოსალმების ფანჯარა გამოვა სადაც უნდა დავაჭიროთ Forward-ს (სურათი 35):

30711298061386001327_thumb.jpg

შემდეგ ფაილვოლის პარამეტრების არჩევაა და ჩართვა გათიშვა, შეგიძლიათ გათიშოთ მაგრამ მე ამ მაგალითში ჩართულს დავტოვებ და მოვნიშნავ SSH და ვაჭერთ Forward-ს (სურათი 36):

94012454746999433876_thumb.jpg

შემდეგ SELinux-ს ოპციებს შემოგვთავაზებს მოვნიშნავთ “Enforcing” ეს არის ფაირვოლის მაგვარი დაცვა, ვაჭერთ Forward-ს (სურათი 37):

36895322659236183052_thumb.jpg

შემდეგ შეგვხვდება “Kdump”-ის პარამეტრები. “Kdump” გვეხმარება იმაში რომ თუ მუშაობისას სისტემამ გაჭედა ან თავისით დარესტარტდა რაღაც მიზეზების გამო რაც ოპერატიულ მეხსიერებაშია პროცესები და ინფორმაცია არის იმას იმახსოვრებს და ჩატვრთვისას ისევ შესძლებთ გაგრძელებას (მაგრამ არც თუ ისე საჭიროა ჩემი აზრით მაგრამ მე მაინც ჩავრთავ რომ განახოთ როგორ ხდება) სულ მაქ 2GB ოპერატიული მეხსიერება იქიდან გადავანაწილებ 256MB-ს “Kdump”-ისთვის თუ თქვენი გაქვთ მეტი ოპერატიული მეხსიერება ჯობია რომ მეტი გადაანაწილოთ (სურათი 38):

16316451033946894625_thumb.jpg

შემდეგ ვარეგულირებთ საათს და კალენდარს (სურათი 39):

07632041240795107356_thumb.jpg

“Network Time Protocol”-ში არაფერს არ ვნიშნავთ და ვაჭერთ Forward-ს (სურათი 40):

62919349328649273350_thumb.jpg

შემდეგ ვქმნით მომხმარებელს ანუ ჩავწერთ სახელს პაროლს და ასე შემდეგ თუ დაგვჭირდება ქსელიდან შესვლა მარჯვნივ ქვემოთ არის მაგის საშუალებაც შემდეგ ვაჭერთ Forward-ს (სურათი 41):

25582793652071020585_thumb.jpg

შემდეგ ვარეგულირებთ ხმის ბარათს რეგულირების შემდეგ ვაჭერთ Forward-ს (სურათი 42):

20933247039084866307_thumb.jpg

და ბოლოს დამატებითი პაკეტების ან პროგრამების დაყენება თუ მოგინდებთ ჩადებთ დისკს და დააჭერთ “Install”-ს დაყენების მერე ვაჭერთ “Finish”-ს (სურათი 43):

74330712649199930244_thumb.jpg

"Finish”-ის დაჭერის შემდეგ გამოვა ფანჯარა სადაც მოგვითხოვს გადატვირთვას ვაჭერთ “OK”-ს (სურათი 44):

22795617799013895011_thumb.jpg

ესეც ასე გადატვირთვის შემდეგ მოგთხვოთ მომხმარებლის სახელის ჩაწერას და პაროლს და ჩაირთვება სისტემა (სურათი 45):

27076557585688856690_thumb.jpg

დიდი მადლობა ყურადღებისათვის

  • Upvote 9
Link to comment
Share on other sites

საკმაოდ კაი ოსია სხვათაშორის მე პირადად ძაან მომწონს როგორც გრაფიკულად ასევე შეგიძლია მარტო კომანდ ლაინში იმუშაო ნუ XSERVER-იც აქ რა ;) ეხლა კოლეჯში ამას ვსწავლობთ და რასაც ვისწავლი ყველაფერს დავწერ ;)

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

მე ვირტუალზე მაქ დაყენებული ჯერ არ მინდა ფიზიკურად დაყენება ;)

Link to comment
Share on other sites

ეს ოპერაციული სისტემა სერვერებისთვისაა კარგი . დესქთოფისთვის იმდენად არა .

Link to comment
Share on other sites

უბუნტუა მაგარი დესკტოპისთვის. ეგ და დებიან კი სერვერებისთვის უმაგრესია.

გაიხარე +

Link to comment
Share on other sites

სწორია ძმებო მარა სასწავლებლად რატომღაც ამით ვსწავლობთ და თან ქსელებსაც რომ ვსწავლობთ ხო მერე თუ დაგვჭირდება რამე სერვერის გაქოქვა რომ ამით გავაკეთოთ ;)

Link to comment
Share on other sites

კარგია ჰელლ კარგად გიწვალია.

centos როგორც ვიცი რედჰეტის დისტროა და უფრო სერვერებზეა გავთლილი.

დესკტოპისთვის უბუნტუზე მოხერხებული არაფერი არაა

Link to comment
Share on other sites

ჰელ სად დაიწყე სწავლა?

Itvet-ში გვასწავლიან ამას ეხლა IT Academy არი ;)

კარგია ჰელლ კარგად გიწვალია.

centos როგორც ვიცი რედჰეტის დისტროა და უფრო სერვერებზეა გავთლილი.

დესკტოპისთვის უბუნტუზე მოხერხებული არაფერი არაა

კი მართლაც ეგრეა რედჰატის დისტრიბუტიავია და სერვერებზეა გათვლილი მაგრამ გრაფიკული ინტერფეისიც აქ ;)

P.S. სურათებზე ვერ ვქენი რომ მთლიან გაფართოვებაზე ანახოს ეგრევე და დაჭერა რომ არ დასჭირდეს როგორ ვქნა ? %7Boption%7D-ში რო ვსვავ Not Allowed-ს მიწერს

Link to comment
Share on other sites

  • 1 year later...

ძალიან კარგი ნაშრომია ბევრს გამოადგება :) ეხა მინდა ლინუქსის სწავლა მთელი ცხოვრება ვინდოუსს შევალიე ))))  და იქნებ მირჩიოთ რამე ჩემით რომ ვისწავლო რაღაც დონეზე მაინც

Link to comment
Share on other sites

  • 3 months later...

მეც იტვეტში ვწვავლობ და მოგვთხოვეს გადმოწერა და დაყენება 6.4 ვერსიაზეა ამ დროისთვის თუ რამეა ჩავიხედავ ამ თემაში მარა ბევრი არც არაფერი წერია :დ

Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.