Jump to content

ვიდეო თამაშები შეიძლება სუპერ ეფექტური იყოს თანდაყოლილი კატარაქტის წინააღმდეგ


Recommended Posts

o5sw_f46_u0.jpg

უკანასკნელმა მედიცინის კვლევამ აჩვენა, რომ ერთ დროს ბავშვის თვალის მტრის

სახელით ცნობილ ვიდეო თამაშებს შეიძლება ჰქონდეთ სასარგებლო ეფექტი მხე-

დველობაზე. კანადის მაკმასტერის უნივერსიტეტის ფსიქოლოგისტი ამბობს, რომ

40 საათიანი მოქმედებებით დატვირთული თამაშის თამაშს შეუძლია მნიშვნელო-

ვნად გააუმჯობესოს კატარაქტის დაავადებით დაბადებული ადამიანების ხედვა.

კატარაქტი არის თვალის ბროლის შემღვრევა, რაც იწვევს ხედვის დაბნელებას და და-

კნინებას. ეს მდგომარეობა ზოგადად ასაკოვან ადმიანებში ვლინდება, მაგრამ იგი შე-

იძლება გამოვლინდეს ბავშვებში თანდაყოლილად, ან მოგვიანებთ. დღეს მისთვის

წინააღმდეგობის გაწევა ხდება როგორც ქირურგიული ჩარევით, ასევე სპეციალური

კონტაქტური ლინზების დახმარებით, თუმცაღა მკურნალობის ეს სახეობა არასო-

დეს იძლევა მისი აღმოფხვრის 100 %-იან გარანტიას და შესაძლებელია გართულება

მოწიფულობის პერიოდშიც გაგრძელდეს.

მაკმასტერის უნივერისტეტის ფსიქოლოგი დაპნე მაურერი (Daphne Maurer) ირწმუ-

ნება, რომ მან იპოვა ახალი გზა თანდაყოლილი კატარაქტის სამკურნალოდ: მოქმე-

დებითი თამაშის 40 საათი. "ოთხი კვირის განმავლობაში, მოქმედებითი თამაშის 40

საათიანი თამაშის შემდეგ, პაციენტები უკეთ ხედავდნენ პატარა წარწერებს, მოძრ-

ავი წერტილების მიმართულებას და უკეთესად არჩევდნენ სახეებს."

წინა კვლევა ამტკიცებდა, რომ 40 საათიანი გეიმინგი კურნავდა ამბლიოპიას (ცნობილი

ასევე როგორც, ზარმაცი თვალი), სწორედ მკურნალობის ამ სახეობამ შეიძლება შესანი-

შნავი გავლენა მოახდინოს კატარაქტზე. აღსანიშნავია, რომ თამაშის პროცესში თვალი

ვარჯიშდება, და მას არ რჩება დრო იმის მოსაფიქრებლად თუ რა უნდა გააკეთოს, ან

რა - არა. დრ. მაუერი თავის აღმოჩენას წარადგენს AAAS-ზე ვანკუვერში, სესიისას სა-

ხელად "The Effects of Early Experience on Lifelong Functioning: Commitment and Resilience".

ამის შემდეგ, ვინ იცის? იქნებ შეიცვალონ ექიმებმა მოსაზრება ბავშვების მხედველობასა

და ვიდეო თამაშებს შესახებ.

@Kotaku

  • Upvote 7
Link to comment
Share on other sites

კარგი ინფოა, მაგრამ რატომ გაქვთ გაკეთებული ესე ფორუმი რომ ლინკს არ იძლევა? მაგალითად ამ ინფოს დაშეარება მინდოდა ფბ-ზე და ვერ აკეთებს, მთლიან ფორუმს აშეარებს მარტო.

ზნაჩიტ, სიბერეში ეგ დაავადება მე არ მეხება :D რასაც მე თამაშებს ვთამაშობ... :D მგონი თამაშებში უფრო ვცხოვრობ ვიდრე დედამიწაზე :D მარა შორს მხედველობას როგორც ჩანს ვერ შველის. შორს ხედვა მაინც მიჭირს სათვალის გარეშე.

Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...

რა მაგარი განყოფილებაა და ინფო ხო საერთოდ :cekva:

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

  • 3 weeks later...

ზოგიერთი თამაში ბევრ რამეს ავითარებს - ლოგიკურ აზროვნებას, სწრაფ რეაგირებას სხვადასხვა ფაქტორებზე და მრავალი სხვა. ნუ რა თქმა უნდა არის ცუდი თამაშები, რომელნიც არაფერს გაძლევენ, ისევე როგორც არსებობენ ცუდი წიგნები და ცუდი კინოები და ჯასტინი :)

Link to comment
Share on other sites

ჩემი დევიზია: "თამაშები, თამაშები და კვლავ თამაშები!" :)

Link to comment
Share on other sites

  • 3 weeks later...

მე ის მაინტერესებს, ფსიქოლოგი რატომ იკვლევს კატარაქტას და საერთოდ, შეიძლება თუ არა ამ გამოკვლევების ნდობა

ეგ იგივეა ყასაბმა ჩაატაროს გულის გადანერგვის ოპერაცია :D

თუმცა ინფო მეტად საინტერესოა, მადლობთ ბერო!

Link to comment
Share on other sites

თუმცა ინფო მეტად საინტერესოა, მადლობთ ბერო!

მადლობთ ბერო!

მადლობთ

რა არის ეს, გიო? :D

ოფიციალურობა შორს! : P

Link to comment
Share on other sites

რა არის ეს, გიო? :D

ოფიციალურობა შორს! : P

ახლა დავაკვირდი :D

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

მაგაზე ცდაც ჩაატარეს 1 კვირა ერთი ჯგუფი თამაშობდა ყველასათვის ნაცნობ თამაშს cs ხოლო მეორე ჯგუფი სეიმს

ტესტმა აჩვენა რომ ვინც ქაუნთერს თამაშობდა(ეს საერთოდ ექშენები შუთერები ესეთი ჟანრები) ისინი უფრო კარგად აღიქვამდა რუხ ფერეფს ვიდრე სიმსის მოთამაშეები,რუხი ფერის აღქმა კი ხელს უწყობს ღამით უკეთ ხედვას

Link to comment
Share on other sites

  • 6 months later...

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.