Jump to content

ცნობილი გახდაTrinity APU მონაცემები


Recommended Posts

როგორც ვიცით AMD ამა წლის მეორე მეოთხედში აპირებს ახალი ჰიბრიდული პროცესორების Trinity გამოშვებას სერიით A10 და A8, ხოლო წლის მესამე მეოთხედში უკვე გამოვა A6 და A4 სერიის პროცესორები. სატ Donanim Haber-ზე გამოჩნდა ახალი პროცესორების მონაცემები რომელბიც Socket FM2-ზე გამოვა.

virgo_big.jpg

ოთხბირთვიანი პროცესორების ფლაგმანი A10 სერიაში აღჭურვილია Radeon HD 7660D ვიდეო დაფით 384 ცალი "Radeon 2.0" ბირთვით. უფროსი მოდელი A10-5800K მუშაობს 3.8GHz სიხშირეზე და ტურბო სიხშირე შეადგენს 4.2GHz. აქვს 4MB მეორე დონის ქეში, 800MHz ვიდეოს სიხშირე და ინტეგრირებული მეხსიერების კონტროლერი DDR3-1866 სიხშირის შეზრუდვით. პროცესორს აქვს ღია მამრავლი და TDP შეადგესნ 100 ვატს. უმცროს მოდელს A10-5700 აქვს TDP 65 ვატი და ნაკლები სამუშაო სიხშირეები 3.4GHz @ 4.0GHz პროცესორისთვის და 760 MHz ინტეგრირებული ვიდეო დაფისთვის.

ანალოგიურად არის საქმე A8 სერიის 4 ბირთვიანი APU შემთხვევაში, ორივეს აქვს Radeon HD 7560D ვიდეო დაფა 256 ცალი "Radeon 2.0" ბირთვით 760MHz სამუშაო სიხშირით. A8-5600K მუშაობს 3.6GHz @ 3.9GHz სიხშირეებზე, აქვს 4MB მეორე დონის ქეში და TDP 100 ვატი ღია მამრავლით; A8-5500 აქვს ნაკლები TDP და სამუშაო სიხშირეები 3.2GHz @ 3.7GHz.

ორბირთვიანი A6-5400K აღჭურვულია Radeon HD 7540D ვიდეო დაფით 192 ბირთვით (სამუშაო სიხშირე ჯერჯერობით უცნობია), აქვს მხოლოდ 1MB მეორე დონის ქეში და 65 ვატი TDP. სამუშაო სიხშირეები უცნობია მაგრამ მამრავლი ღიაა.

ყველაზე უმცროსი Trinity APU არის A4-5300 ორი ბირთვით და ინტეგრირებული Radeon HD 7480D-ით 128 ბირთვით, 1MB მეორე დონის ქეშით და TDP 65 ვატით. ეს ერთადერთი მოდელია რომელსაც არა აქვს Dual Graphics მხარდაჭერა და მეხისერების სიხშირე შეზღუდულია DDR3-1600 მაქსიმუმ.

ნაკადული http://www.overclockers.ru

  • Upvote 6
Link to comment
Share on other sites

მესამე დონის ქეშ მეხსიერებით რატომ არ უშვებენ :thumbdown:

გრაფიკული ბირთვი მართლა კარგი აქვს , სიხშირეებიც შთამბეჭდავია მაგრამ ეს ქეშ მეხსიერება .

Link to comment
Share on other sites

ეტყობა amd სიხშირის გაზრდას მიაწვება აწი რო ინტელის პროცესორებთან სხვაობა შეამციროს. როდის გაცდებიან 4.0 ghz-ს ტურბოს გარეშე რა. წესით კარგი გამოსავალი უნდა იყოს ეს პროცესორები ვიდეობით თუ amd-ს ახლანდელ ძალებს გავითვალისწინებთ ინტეგრირებულ ვიდეოებში.

Link to comment
Share on other sites

ქეშით ვსუნთქვათ თუ რაარი კიმარა? :D :D

ეს აპუები არის I3 2000 სერიის კონკურენტები :)

Link to comment
Share on other sites

ეტყობა amd სიხშირის გაზრდას მიაწვება აწი რო ინტელის პროცესორებთან სხვაობა შეამციროს. როდის გაცდებიან 4.0 ghz-ს ტურბოს გარეშე რა. წესით კარგი გამოსავალი უნდა იყოს ეს პროცესორები ვიდეობით თუ amd-ს ახლანდელ ძალებს გავითვალისწინებთ ინტეგრირებულ ვიდეოებში.

4-ს ტურბოს გარეშე არ გაცდებიან, ენერგიის ხარჯია უზარმაზარი. 10nm-მდე რომ ჩამოვიდნენ, მაინც არ იქნება სიხშირის სერიოზულად გაზრდის შანსი. ადრე მაქვს ნანახი რაღაც დიაგრამა და სიხშირის გაზრდასთან ერთად ენერგიის ხარჯი 3-4-ჯერ იმატებს გარკვეული გიგაჰერცების შემდეგ.

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.