Jump to content

Recommended Posts

მოგესალმებით ფორუმელნო. მსოფლიო ფოტოინდუსტრიის ბაზარზე სულ უფრო მეტად იკიდებს ფეხს 4/3 და Micro 4/3 ფორმატის ფოტოკამერები. ვინაიდან მეც 4/3 ფორმატის ფოტოკამერის მფლობელი გახლავართ, გადავწყვიტე გაგაცნოთ ეს სისტემები.

84938dc12c46f0cd3254a5ec4b2bfd6a.gif 2d13cba629eab4bf13c0646b56c37b7e.gif

ზოგადი ცნობები

"ოთხი მესამედის" სისტემა Olympus-ისა და Kodak-ის ერთობლივი შრომის შედეგია და წარმოადგენს ციფრული სარკიანი ფოტოკამერების სტანდარტს, რომელიც მოიცავს სენსორის ზომას და ობიექტივის (რომელსაც აქ ლინზას ვეძახით) სამაგრ ბაიონეტს. თავისთავად ცხადია, რომ სტანდარტის მთელი არსი მდგომარეობს ამა თუ იმ მოწყობილობათა ურთიერთთავსებადობაში. ამ შემთხვევაში ნაგულისხმევია, რომ 4/3 სტანდარტის ნებისმიერ ფოტოკამერაზე უნდა მოერგოს ნებისმიერი მწარმოებლის დამზადებული 4/3 სტანდარტის ლინზა. სურათებზე ხედავთ 4/3 ფორმატის ბაიონეტურ სამაგრს კამერასა და ლინზაზე:

300px-Olympus_four_thirds_camera.JPG300px-Olympus_four_thirds_lenses.JPG

თავის დროზე, როდესაც ფირიანიდან ციფრულ კამერებზე გადასვლა გახდა საჭირო, მწარმოებლებმა გარკვეულწილად იხელმძღვანელეს ფირიანი კამერებით და მათზე დაფუძნებით შექმნეს თავიანთი ციფრული ფოტოაპარატები. მაგალითისთვის: Nikon, Canon, Pentax-ის წარმოების ციფრულ კამერებზე მეტ-ნაკლები წარმატებით ამუშავებთ "არაციფრული" ლინზების უმეტესობას. 4/3-ში ასეთ რამეს ვერ შეხვდებით, რადგან იგი "ნულიდან" შექმნეს. ამ სტანდარტის ლინზები მაღალი დონის კომპიუტერიზაციითა და "ინტელექტით" გამოირჩევიან და სხვა ლინზებთან შედარებით ძვირიც ღირან. მაგალითისთვის, Canon-ის "კიტ" ლინზას 120 დოლარად იშოვით, Nikon-ისას - 140-ად, ხოლო Olympus-ის ახალ კიტს ვეჭვობ სადმე წააწყდეთ 200$-ზე ნაკლებად.

სენსორის ფორმატი და ტიპი

4/3 ფორმატის სენსორის ზომებია 17.3x13მმ, რაც ჩვეულებრივი 35მმ-იანი "Full Frame" (შემდგომში FF) ზომის ნახევარია. რათქმაუნდა ორივე გაბარიტის ორმაგად შემცირების შედეგად სენსორის ფართობი 4-ჯერ მცირე გამოდის, ვიდრე FF სენსორისა და 30-40%-ით ნაკლები, ვიდრე APS-C (იგივე Nikon DX) სენსორის ფართი. მაგრამ სამაგიეროდ 4/3 სენსორის ზომასთან ახლოსაც ვერ მივა თანამედროვე კომპაქტურ კამერებში არსებული 1/1.7, 1/2.5 და ვერცერთი სხვა ფორმატის სენსორი. შედარებისთვის შეგიძლიათ იხილოთ სურათი:

500px-SensorSizes.svg.png

FF სენსორთან შედარებით განახევრებული ზომის გამო 4/3 სენსორის ჩამოჭრის ფაქტორი (crop size) 2-ს უტოლდება. ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი 4/3 კამერაზე დავაყენებთ 100მმ-იან ლინზას და ფოტოს გადავიღებთ, იგი ისეთივე იქნება, როგორიც FF კამერაზე დამაგრებული 200მმ-იანი ლინზით იქნებოდა. შეგახსენებთ, რომ APS-C სენსორებისთვის ჩამოჭრის ფაქტორი სულ რაღაც 1.6-ია.

c77e5dbcf945b6e26691dc8b76d13250.jpg

დღეისათვის ყველა 4/3 და Micro 4/3 სისტემებში არსებული სენსორი LiveMOS ტიპისაა. მწარმოებელთა განცხადებით იგი წარმოადგენს CCD-სა და CMOS-ის გარკვეულ "ნაჯვარს", რომელსაც შეუძლია აწარმოოს CCD-ს ხარისხის ფოტოები, მაგრამ იყოს ისეთივე ენერგოეკონომიური, როგორც CMOS სენსორია. LiveMOS ხმარებაში 2006 წელს შემოვიდა. მისი მწარმოებელია კომპანია Panasonic, რომელიც ამ ტიპის სენსორებით ამარაგებს Olympus-ს, Panasonic-სა და Leica-ს (Leica Digilux 3 სწორედ LiveMOS-ითაა აღჭურვილი).

დადებითი მხარეები

4/3-ის მთავარი ღირსება მისი კომპაქტურობაა. პატარა სენსორი შედარებით პატარა კამერას/ლინზას გულისხმობს, რაც საბოლოო ჯამში კომპაქტურ და მსუბუქ მოწყობილობას გვაძლევს. Olympus E-420 დღემდე ითვლება მსოფლიოში ყველაზე მცირე ზომის სარკიან ციფრულად. შედარებისთვის, სურათებზე Olympus E-420-ისა და ერთ-ერთი ყველაზე პატარა Nikon-ის - D40-ის გაბარიტების შედარებას:

ac59fa4f585e669af63ef724ae3a7318.jpg

c44e5ff75f96b3c30afbf2054c064458.jpg

დღეისათვის 4/3 ფორმატის ყველა ლინზა ტელეცენტრულია. რაც იმას ნიშნავს, რომ სენსორის ნებისმიერ მონაკვეთს სინათლე ზუსტად მართი კუთხით ხვდება. შედეგად გაზრდილია ფოტოს ხარისხი არამხოლოდ კადრის ცენტრში, არამედ მის კიდეებზედაც.

სხვა ციფრულ სტანდარტებთან შედარებით მცირე მუშა მონაკვეთის (მანძილი ლინზის ბოლო წერტილიდან სენსორამდე) წყალობით შესაძლებელი ხდება სხვადასხვა გადამყვანებით 4/3 სისტემის კამერას მოვარგოთ ნებისმიერი მწარმოებლის ნებისმიერი ფორმატის ლინზა (რათქმაუნდა manual რეჟიმზე).

მცირე სენსორის წყალობით მიიღება უკეთესი სიმკვეთრის სიღრმე (depth of field), რაც ასე უყვართ ბოკეზე მონადირეებს :spiteful: . ამავე მიზეზით უნებლიე აფოკალური ფოტოს გადაღების რისკიც შემცირებულია.

უარყოფითი მხარეები

სენსორის მცირე ზომა შედეგად შედარებით ცუდი ხარისხის ფოტოებს გვაძლევს (მაგ. 12MP-იანი APS-C სენსორით გადაღებულ ფოტოს მეტი დეტალიზაცია აქვს, ვიდრე 12MP-იან 4/3-ს).

LiveMOS ტიპის სენსორი, რომელიც იდეაში მაღალ ISO მგრძნობელობის შემთხვევაში CCD-საც უნდა სჯობდეს და CMOS-საც, ისევ და ისევ მცირე ზომის გამო ერთსაც ჩამოუვარდება და მეორესაც. ფაქტობრივად ISO 400 მეტ-ნაკლებად მისაღებია, მაგრამ ISO 800-ზე მე პირადად არაფრის გადაღებას გირჩევთ.

2x ჩამოჭრის ფაქტორის გამო გაგიჭირდებათ ფართოკუთხიანი ლინზის შოვნა. მაგალითად თუკი "ჩვეულებრივ" ფართოკუთხიან 21მმ-იან ლინზას მოარგებთ 4/3 კამერას, იგი 42მმ-იან "პრაიმ" ლინზად იქცევა. ალბათ დამეთანხმებით, რომ დიდი ვერაფერი ამბავია. აი წარმოიდგინეთ: ქვედა სურათზე ჩანს ის, რასაც FF კამერა დაინახავს. ხოლო მცირე მართკუთხედში მოქცეულია ის, რასაც თქვენი 4/3 კამერა დაინახავს იმავე ლინზით. ანუ ხედვის კუთხე ნაკლები გექნებათ.

949081d92604da495986d5ff1e299ea7.png

კამერების არჩევანი

4/3 სისტემა დღეისათვის 18 ფოტოკამერას ითვლის. მათგან უმრავლესობა Olympus-ის წარმოებისაა. დღემდე სერიულად მხოლოდ სამი კამერა იწარმოება - პროფესიონალური E-5, ნახევრადპროფესიონალური E-30 და სამოყვარულო E-620:

7dc5f43ceb3c02df39d7dd1fda9f9c5d.jpg

დღეისათვის 4/3 სისტემაზე ხელმისაწვდომია 42 ლინზა, მათგან 19 წარმოებიდანაა ამოღებული.

-------------------------------------------------------------

მიკრო 4/3; ზოგადი ცნობები

მიკრო 4/3, Micro 4/3, იგივე "MFT" ბაზარზე 2008 წელს შემოვიდა. იგი 4/3-ის კიდევ უფრო შემცირებულ ვერსიას წარმოადგენს. ეს შემცირება კი სისტემიდან სარკის ამოღებით მიიღწევა. აი ასე:

8cb4781282d0e2a9128fe51b8cfa58e5.jpg

რახან არ გვაქვს სარკე, არ გვაქვს არც რეალური ვიზირი (თვალით გასახედი) და გვიწევს მხოლოდ ელექტრული ვიზირით, ან Live რეჟიმით დაკმაყოფილება. მაგრამ სამაგიეროდ MFT ფორმატის ფოტოკამერა კიდევ უფრო პატარა გამოდის:

ea987a5b6ab960df8013cc6e02a6a073.jpg

შედეგად მიიღებთ ისეთ კამერას, რომელიც ჩვეუელბრივ კომპაქტურ სამოყვარულოებზე ბევრად დიდი და მძიმე არ იქნება და ამავდროულად გადაიღებს მათზე გაცილებით უკეთესი ხარისხის ფოტოებს.

მიკრო 4/3; ღირსებები

კიდევ უფრო კომპაქტური და მსუბუქი, ვიდრე 4/3 (როგორც თვითონ კამერა, ასევე მისი ლინზებიც)

სენსორსა და ლინზას შორის ძალიან მცირე მანძილი MFT ციფრულებზე უსარკო ფირიანი კამერების ლინზების მორგების საშუალებას იძლევა.

სარკის ამოღება ამცირებს მისგან გამოწვეულ ხმას/ვიბრაციას.

მიკრო 4/3; უარყოფითი მხარე

ის უარყოფითი მხარეები, რაც ჩვეულებრივ 4/3-ს ახლავს თან, მიკრო 4/3-ზედაც ვრცელდება. გარდა ამისა, არის კიდევ რამდენიმე ნაკლი. კერძოდ:

მიკრო 4/3 ფორმატის ზოგ კამერას კონტრასტული ავტოფოკუსი აქვს, რომელიც ცოტა ნელია.

სარკის არარსებობის გამო ლინზის გამოცვლისას სენსორს თეორიულად შეიძლება მეტი მტვერი დაეყაროს.

სარკის არარსებობის გამო ნამდვილ ვიზირს ვერ გამოიყენებთ და მოგიწევთ ან Live რეჟიმით დაკმაყოფილება, ან ელექტრული ვიზირის შეძენა.

კამერების არჩევანი

c2117a3d4aa8cb1a551203900eb48f87.jpg

ისე მოხდა, რომ MFT ფორმატი 4/3-ზე გვიან შეიქმნა, ხოლო კამერების ასორტიმენტით უკვე გაუტოლდა მას. დღეისათვის ხელმისაწვდომია Olympus-ისა და Panasonic-ის წარმოების 19 ფოტოკამერა. რათქმაუნდა აქაც Olympus ლიდერობს როგორც რაოდენობრივად, ასევე ხარისხობრივადაც. მისი PEN სერიის უკანასკნელი მოდელები აღჭურვილია ზესწრაფი ავტოფოკუსით, რომლისაც არამხოლოდ კომპაქტურ, არამედ ბარე ორ სარკიან ციფრულსაც შეშურდება:

რაც შეეხება ლინზებს, Micro 4/3-ზე ჯერ-ჯერობით 18 ლინზაა ხელმისაწვდომი და ისინი ჩვეულებრივ 4/3 ლინზებზე 1.5-2-ჯერ ძვირი ღირს. ცოტა ხნის წინ Tamron და Tokina შეუერთდა Micro 4/3 სტანდარტს და უახლოეს მომავალში ამ სისტემის ახალი ლინზებით გამდიდრებას გვპირდება. Cosina-მ კი უკვე გამოუშვა 17.5მმ f/0.95 (!!!) ლინზა:

Cosina.jpg?v=1337

დამიჯერეთ, ასეთი დონის პროფესიონალური ოპტიკა 4/3-ს არც დასიზმრებია. უფრო მეტიც - Olympus-მა დააანონსა პროფესიონალური დონის Micro 4/3 ფორმატის კამერა Olympus OM-D E-M5, რომელიც არაფრით ჩამოუვარდება თავის სარკიან თანამოძმეებს. პირიქით - ჯობნის კიდეც მათ მთელი რიგი პარამეტრებით (ვიდეოგადაღება, მაგნიუმის შენადნობისგან დამზადებული მტვერგაუმტარი, ნესტგამძლე კორპუსი და ა.შ.).

1085ad8cfc96d6e620ec58c5db00990d.jpg

ყოველივე ზემოაღნიშნულს თუ გავითვალისწინებთ და იმასაც თუ გავიხსენებთ, რომ კარგა ხანია 4/3 სტანდარტის კამერა აღარ დაანონსებულა, დანანებით უნდა გამოვთქვა ვარაუდი იმის თაობაზე, რომ შეიძლება 4/3 ფორმატი თანდათან გააუქმონ და მხოლოდ მიკრო 4/3-ზე გადაიტანონ მთელი ყურადღება.

-------------------------------------------------------------

პირადი გამოცდილებით

უკვე წელიწადზე მეტია ჩემ განკარგულებაშია 4/3 ფორმატის სამოყვარულო კამერა Olympus E-600 ორი კიტ ლინზით, აი ასეთი (გასაგები მიზეზების გამო ჩემი ეგზემპლარის სურათს ვერ ვდებ :D):

b938663fb7b2f15fdc3b1685c3429d07.jpg

და რამდენიმე ლინზა. რათქმაუნდა რუსული M42 სტანდარტის, გადამყვანით. გადავიღე 7000-მდე ფოტო ყველანაირ გარემოში (უდაბნოს და წყალქვეშა სამყაროს გარდა :crazy:) და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ კამერა არის საკმაოდ კარგი. როგორც ყველა სხვა კომპლექტში, აქაც, კარგი დონის ფოტოს გადაღებაში მთავარი ადამიანის ფაქტორია და არა ტექნიკის, მაგრამ მაინც მინდა ვთქვა, რომ სხვა ფირმის "კიტ" ლინზების მსგავსად, არც Olympus-ის კიტები გამოირჩევა დიდი მხატვრულობით. მაგრამ "გამოაქვს" საკმაოდ მკვეთრი ფოტო ფერთა კარგი გადმოცემით (საერთოდ Oly-ს ძალიან აქებენ ფერთა გადმოცემის მხრივ, მაგრამ მე ეს გადაჭარბებულად მიმაჩნია). კამერა მსუბუქია, საკმაოდ კომპაქტური, ერგონომიული და მოხერხებული. მთავარი პრობლემა ისევ და ისევ ელექტრული ხმაურია, რომელიც ISO 400-ის ზემოთ აუტანელი ხდება. ასევე ჭარბობს არასაკმარისად განათებულ კადრებში (თუკი სიტყვაზე კადრის გადასაღებად 1/10 წამია საჭირო, თქვენ კი მხოლოდ 1/20-ზე გადაიღეთ). რაც შეეხება მცირე სენსორით გამოწვეულ ხარისხის დანაკარგს, ამაში მე ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ, რადგან ბანერზე არაფერს ვბეჭდავ და არც კომპიუტერში ვადიდებ გამოსახულებას 100-ჯერ, რომ უმცირესი დეტალები დავინახო. სხვა ყველა შემთხვევაში კი 12 მეგაპიქსელიანი 4/3 სენსორი ისეთივე კარგ ფოტოს მოგცემთ, როგორსაც 12 მეგაპიქსელიანი APS-C. ასე რომ, თუკი რომელიმე თქვენგანს არ სურს იყოს "ქენონისტი", "ნიკონისტი" ან "სონისტი", თამამად შეგიძლიათ აიღოთ 4/3, ან უფრო უკეთესი - Micro 4/3 ფორმატის ფოტოკამერა. ორივე შემთხვევაში თქვენ გექნებათ კომპაქტური, ხარისხიანი და გამორჩეული ნივთი :spiteful:

გმადლობთ ყურადღებისთვის.

გაცილებით მეტი ინფორმაცია 4/3 და მიკრო 4/3-ის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ 4/3-ის ოფიციალურ საიტზე four-thirds.org

P.S. დიდად მადლობელი ვიქნები, თუკი თემას მართლა წაიკითხავთ და ტყუილად არ მიაწერთ "მაგარია"-ს, როგორც საერთოდ იცით ხოლმე :vikingi:

  • Upvote 6
Link to comment
Share on other sites

ნახევრამდე მივედი. მაგარია!

ბოლოში რომ ჩავალ ხომ ვაბშე მაგარი იქნება :xelitavi:

მიშო ეს გაასწორე

ea987a5b6ab960df8013cc6e02a6a073.jpg

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

4/3 მარტო PEN-ის პონტში ვიყიდდი.

PEN E-PM1-ის გამო ისიც. პროტსტა ფლეში რომ არ აქვს უტეხამს :(

Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...
  • 4 weeks later...
  • Barca unlocked this topic

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.