NEIRON Posted November 1, 2010 Share Posted November 1, 2010 ავტორი - LEON 1994 წელს აშშ-ში, კალიფორნიის შტატის ერთ-ერთ ქალაქ ფრიმონტში დაარსდა კომპანია Corsair Memory, რომელიც შემდგომში სახელს გაითქვამს უმაღლესი ხარისხის ჰარდის წარმოებით. სულ უფრო მეტი და მეტი გეიმერი და ოვერქლოქერი შიყვარებს ამ ფირმას და სამ ილაქნიან ლოგოტიპს, რომელიც პრესტიჟულობის, სიმძლავრის და საიმედოობის ნიშნად იქცა. რაში მდგომარეობს Corsair-ის წარმატების საიდუმლო? პასუხი სულ ერთ წინადადებაში შეიძლება მოვაქციოთ: ბოლო თაობის ტექნოლოგიები და კარგი რეკლამა, რომელიც ესოდენ აუცილებელი ატრიბუტი გახდა პროდუქციისთვის დღევანდელ კონკურენტულ სამყაროში. კომპანიას სათავეში დღეისათვის ორი ადამიანი უდგას: Andy Paul (პრეზიდენტი და CEO) და Nick Hawkins (CFO). Corsair-ის ოფისებს შეხვდებით აზიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში და ევროპაში. შტაბბინა კალიფორნიაში არის განთავსებული (კალიფორნიაშია ასევე Corsair-ის მთავარი კონკურენტის, კომპანია OCZ-ს შტაბი). პროდუქციის აწყობა ტაივანში წამოებს, საიდანაც იგი იგზავნება სამივე კონტინენტზე შესაფუთად და სარეალიზაციოდ. ოფიციალური ცნობით ამ შრომისმოყვარე კომპანიას სულ რაღაც 120 თანამშრომელი ჰყავს (შეადარეთ ფოქსკონის ლამის მილიონიან თანამშრომელთა არმიას). კომპანიის სახელიდანვე ირკვევა, რომ Corsair ძირითადად ორიენტირებულია მეხსიერების მოდულების წარმოებაზე, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ეს არ გახლავთ მისი საქმიანობის ერთადერთი სფერო, კომპანია საუკეთესოდ ითვლება USB Flash Drive-ების (ე.წ. "ფლეშკა"), კვების ბლოკების (PSU), კომპიტერების კეისების, პროცესორის და ოპერატიული მეხსიერების გაგრილების სისტემების და ამ ბოლო დროს ერთობ პოპულარული SSD-ების წარმოების სფეროში. ოპერატიული მეხსიერების კუთხით Corsair-ს ათვისებული აქვს სამივე სეგმენტი: დესკტოპ კომპიუტერები, ნოუთბუქები და სერვერები. სამივე დანიშნულების გამომთვლელ სისტემებში მისი ლოგოტიპით დამშვენებული მოდულ(ებ)ის ქონა პრესტიჟის საქმეა, რადგან სამწუხაროდ საკმაოდ მაღალი ფასებით გამოირჩევა "მეკობრე". დესკტოპ კომპიტერების ნაწილში Corsair-ს გამოშვებული აქვს სამი უკვე ლეგენდად ქცეული სერია: Dominator GT, Dominator და XMS. ამათგან ყველაზე სახელგანთქმული პირველი მათგანი გახლავთ. დავიწყოთ XMS-ით, რომელიც შემდეგნაირად იშიფრება: XTREME MEMORY SPEED. სერიაში წარმოდგენილია როგორც DDR1 და DDR2, ისე DDR3 სტანდარტის მოდულები. DDR1-ის სერიას უბრალოდ XMS უწოდეს და მასში ერთი მოდელი იყო წარმოდგენილი: DDR1-ის კვალობაზე მაგარი რამეა, არა? სერია გაგრძელდა DDR2 სტანდარტით, რომელიც ორად გაიყო: XMS2 და XMS2 DHX. განსხვავება იმაში მდგომარეობდა, რომ პირველი მათგანი "ჩვეულებრივი" მოდული იყო, მეორე კი ექსტრემალური აჩქარებისთვის გახლდათ განკუთვნილი. XMS2 ასე გამოიყურებოდა: სულ 10 სხვადასხვა მოდიფიკაციის XMS2 იქნა გამოშვებული. დაწყებული PC2-6400-დან დამთავრებული PC2-8500-თ. იყო დიდი მოცულობის 4 მოდულიანი კიტებიც, რომლებიც ჯამში 16GB-ს "იწონიდნენ." შესანისნავი ტაიმინგების მქონე XMS2-იც არ უნდა დავივიწყოთ: 4-4-4-12 XMS2 DHX ქვე სერია უკვე სხვა კლასი გახლდათ. DHX თბოამრიდი საშუალებას იძლეოდა აჩქარებაზე თამამად გვეფიქრა და ტემპერატურისა არ შეგვშინებოდა. სულ 5 მოდიფიკაცია იქნა გამოშვებული. DDR3 სტანდარტის გამოჩენას Corsair მზად დახვდა და XMS3 სერიაში სულ 22(!) სხვადასხვა მოდიფიკაციის კიტი გამოუშვა. რეკორდია ალბათ. რათქმაუნდა DHX ქვე სერია აქაც იქნა გამოშვებული. XMS3 DHX არ იყო რაღაც განსაკუთრებული მოდელი და სულ 2 მოდიფიკაცია გამოვიდა. ეს ალბათ განპირობებული იყო იმით, რომ კომპანიამ მთელი ყურადღება Dominator GT სერიისადმი მიმართა. Corsair Dominator ალბათ ყველაზე ცნობილი სერიაა მეხსიერების მოდულთა შორის მთელ მსოფლიოში. იგი გამოდიოდა როგორც DDR2 ვარიანტებით, ისე DDR3 ვერსიებით. სამარხოვანი DDR3 კიტი: სულ 20 სხვადასხვა მოდიფიკაციის Dominator დამზადდა, საფირმო ლურჯ-შავი დიზაინით. Corsair Dominator GT ალბათ კომპანიის განვითარების მწვერვალად უნდა მივიჩნიოთ, რადგან მას G.Skill-ის და Patriot-ის მეტი ვეღარავინ უწევს ფაქტიურად კონკურენციას. ფასები კი საკმაოდ მარალი აქვს. GT სერია უკვე შავ-წითელ ფერებში გამოწყობილი გამოვიდა, რამაც საკმაოდ შეუწყო ხელი გაყიდვების მოცულობის გაზრდას - ეფექტური დიზაინი ხომ აუცილებელი კომპონენტია ჰარდის შერჩევისას. ნება მომეცით წარმოგიდგინოტ დღეისათვის მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ოპერატიული მეხსიერების მოდული: Dominator GTX4 სერიის 2533MHz-იანი ორარხოვანი CMGTX4. იგი შეიძლება ითქვას ნამდვილი მონსტრია და მისი გაყინვის და აჩქარების შემთხვევაში მსოფლიო რეკორდი გარანტირებულია. ამ მოდელითაა მოხსნილი სიხშირის რეკორდი AMD-ზე. უნდა ითქვას, რომ გაგრილების სისტემაც რაღაც ამის მსგავსი ან უკეთესი დასჭირდება: უნდა ითქვას, რომ Corsair თანაბრად თანამშრომლობს როგორც AMD-სთან (ფენომებისთვის განკუთვნილი სერია), ისე Intel-თან (I5, I7 სერთიფიცირებული მეხსიერების მოდულები). მეხსიერების სფეროში ეს კომპანია რომ უდაოდ ერთ-ერთი ლიდერია, ეს უკვე ნათელია, მაგრამ არის სფერო, სადაც იგი არანაკლებ ძლიერია, საქმე ეხება კვების ბლოკების წარმოებას. Corsair აწარმოებს როგორც მოდულარულ, ისე არამოდულარულ კვების ბლოკებს. უმეტესობას, თუ ყველას არა, აქვს 80+ სერთიფიკატი და ენთუზიასტების სამყაროში დიდი პატივისცემით სარგებლობენ. მე სულ რამდენიმე მათგანს წარმოგიდგენთ რათა ნათელი გახდეს კომპანიის მუშაობის შედეგი ამ სფეროში. Corsair AX1200. აქვს 80+ GOLD სერტიფიკატი. მოდულარია. ნებისმიერ ექსტრემალურ აჩქარებაზე უპრობლემოდ "დაქოქავს" სამ-ოთხ ბოლომდე სიხშიირეებ აწეულ ვიდეოდაფას და გახევამდე დარაზგონებულ 12 ნაკადოვან პროცესორს. არამოდულარებიდან აღსანიშნავია Corsair TX950W, რომელიც 80+ ბრინჯაოს სერთიფიკატით არის მონიშნული. შესანიშნავი კვების ბლოკია. Corsair TX750. ალბათ საქართველოში ყველაზე პოპულარული ხარისხიანი კვების ბლოკია თავისი ნარინჯისფერი დიზაინით და 80+ სერტიფიკატით გაგრილების სისტემებიდან კომპანიის ყველაზე დიდ მიღწევად H50 გახლავთ, რომელიც უზომოდ პოპულარულია ჩვენს ქვეყანაში და არცთუ ისე ძვირი ღირს. ჰაერის ქულერი A70 წესით ურიგო რამ არ უნდა იყოს. SSD-ბის ბაზარზე Corsair მოწინავე პოზიციებზეა. Performance Series, Force Series, Reactor Series, Nova Series, Extreme Series და Legacy Series მოწყობილობები ხვალინდელ დღეს ქმნიან და გვაიძულებენ სამუდამოდ ზურგი ვაქციოთ მოძველებულ HDD-ს. ეს არაა სრული ჩამონათვალი იმისა, რასაც ეს სახელოვანი კომპანია აწარმოებს. ---- ფაქტია, რომ Corsair, ეს არის მეკობრე, რომელიც ერთი ხელით საკმაოდ სერიოზულ თანხას გართმევს, მეორე ხელით კი ექსკლუზიურ ჰარდს გიწვდის. 6 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
rezi0881 Posted June 22, 2012 Share Posted June 22, 2012 ვერაფერს იტყვი მართლაც მაგარია Corsair. ფლეშკებიც საიმედო და ხარისხიანი აქვს. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
rezi0881 Posted June 22, 2012 Share Posted June 22, 2012 სისწრაფე 2.0 და 3.0 შორის დიდია თუ იცით? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
c.a.y.z.y Posted June 22, 2012 Share Posted June 22, 2012 სისწრაფე 2.0 და 3.0 შორის დიდია თუ იცით? კი საკმაოდ p.s. მაგარი თემაა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშო Posted June 22, 2012 Share Posted June 22, 2012 სისწრაფე 2.0 და 3.0 შორის დიდია თუ იცით? 10ჯერ სწრაფია 3.0 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მათე Posted June 22, 2012 Share Posted June 22, 2012 ეგ თეორიულად თორე usb 2.0 480 mb/s უწერია არადა 25 MB-ია როგორც ვიცი ყველაზე მაღალი სიჩქარე მანდ. usb 3.0-ს კი 5.0 gb/s უწერია, მაგრამ არა მგონია სრულად ეგ სიჩქარე ქონდეს. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
dete Posted June 23, 2012 Share Posted June 23, 2012 ეგ თეორიულად თორე usb 2.0 480 mb/s უწერია არადა 25 MB-ია როგორც ვიცი ყველაზე მაღალი სიჩქარე მანდ. usb 3.0-ს კი 5.0 gb/s უწერია, მაგრამ არა მგონია სრულად ეგ სიჩქარე ქონდეს. მე ეგ Corsair 16 იანი ფლეშკა მაქვს და 60 მბ წერს ფლეშკაზე, მერე შეიძლება დავარდეს სიჩქარე მაგრამ 65მბ იტაც წერდა მაგარია რა Corsair +++ ები ჩემგან Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მათე Posted June 23, 2012 Share Posted June 23, 2012 ეგ წამიერად რო ურტყამს ხოლმე იმაზე იძახი? ეგრე მე უბრალო pqi-ს ფლეშკა მაქ და ntfs-ში როცაა თავიდან 100 mb/s-საც კი წერს ვინდოუსი მთავარია რამდენზე სტაბილურდება. ჩემი მაგალითად 9-10-ზე სტაბილურდება ჩაწერისას. ამოღება კი 20 mb-თ მიდის. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
vaxoxvitia94 Posted June 24, 2012 Share Posted June 24, 2012 120 თანამშრომელი ამხელა ფირმას როგორ ყოფნის? ალბათ ძირითად სამუშაოს რობოტები ასრულებენ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშო Posted June 24, 2012 Share Posted June 24, 2012 120 თანამშრომელი ამხელა ფირმას როგორ ყოფნის? ალბათ ძირითად სამუშაოს რობოტები ასრულებენ ჩუმ-ჩუმად ზანგებს ამუშავებენ მონებად ალბათ :D 2 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
vaxoxvitia94 Posted June 24, 2012 Share Posted June 24, 2012 ჩუმ-ჩუმად ზანგებს ამუშავებენ მონებად ალბათ :lollol: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.