Jump to content

ცოტა რამ მონიტორებზე


Recommended Posts

სიმართლე გითხრათ სულ სხვა სტატიის დაწერას ვაპირებდი, მაგრამ საამისოდ ცოდნა არ მყოფნის, დამატებითი ინფორმაციის მოძიება კი მეზარება, ამიტომ ჯერ-ჯერობით მეორეხარისხოვანი სტატიით დაკმაყოფილება მოგიწევთ. მასში მონიტორებზე იქნება საუბარი.

------------------------------------------------------------------------------------------------------------

1. ეკრანის ზომა

ეს ალბათ ყველამ იცით, მაგრამ მაინც დავწერ: როგორც წესი, ეკრანის ზომა მისი დიაგონალის სიგრძით იზომება. აი ასე:

jigrzx7dc0ufbec5qgv.png

ერთი პრობლემა, რომელიც ამ დროს წარმოიქმნება ისაა, რომ ეკრანის პროპორციები ერთიდაიგივე დიაგონალის შემთხვევაში სეიძლება განსხვავებული იყოს. ამიტომ შემოღებულია დამატებითი ცნება - თანაფარდობა (Aspect Ratio). დღესდღეობით არსებობს ხუთი თანაფარდობა: 5:4, 4:3, 8:5, 16:9, 16:10. ამათგან 4:3 და 16:9 ყველაზე ხშირად გამოიყენება. სხვათაშორის 4:3 თანაფარდობის ეკრანს მეტი ფართობი აქვს, ვიდრე 16:9-ს. მაგალითისთვის: 4:3 21" ეკრანის ფართობი 1361 კვადრატული სანტიმეტრია მაშინ, როდესაც 16:9 21" ეკრანის ფართობი 1213 კვადრატული სანტიმეტრია. მაგრამ როგორც ხედავთ სხვაობა უმნიშვნელოა, ასე რომ გავაგრძელოთ კითხვა და სხვა საკითხებსაც მივხედოთ, კერძოდ კი გაფართოებას და მის სახელწოდებებს.

გაფართოება, ანუ Resolution ეწოდება ეკრანზე პიქსელების რაოდენობას. ზოგ მათგანს თავისი სახელებიც აქვთ:

პირველი ორი სტანდარდი უსახელოა. ისინი 70-იან წლებში შეიმუშავეს და იყო 352×240 და 704×480 გაფართოებები.

MDA (Monochrome Display Adapter). 1981 წელს შექმნეს IBM-ის მესვეურებმა მათი IBM PC-სთვის. ჰქონდა 720×350 გაფართოება და მონოქრომული (ერთფერიანი) ტექსტური გამოსახულების ჩვენების საშუალება.

CGA (Color Graphics Adapter). შექმნეს იმავე წელს, იმავე კომპანიაში, იმავე კომპიუტერისთვის. 16KB მეხსიერების ვიდეოჩიპს შეეძლო 640×200 (128k), 320×200 (64k) და 160×200 (32k) გამოსახულების ჩვენება.

Hercules. გაჩნდა 1982 წელს და თავის დროზე საკმაოდ მკვეთრი მონოქრომული გამოსახულების მიღების საშუალებას იძლეოდა. გაფართოება - 720×348 (250.5k).

EGA (Enhanced Graphics Adapter). 1984 წელი, კომპანია IBM, 640×350 (224k) გაფართოება, 16 ფერის გადმოცემის შესაძლებლობა.

PGC (Professional Graphics Controller). 1984 წელს შექმნეს სპეციალურად CAD სისტემებში მუშაობისთვის. 640×480 (307k) გაფართოების გამოსახულებას პირველად შეეძლო 60 ჰერციანი განახლებადობის (refrash rate) მიღწევა.

MCGA(Multicolor Graphics Adapter). VGA-ს იაფფასიანი ვარიანტი 320×200 (64k) და 640×480 (307k) ჩვენების შესაძლებლობით.

8514 აღსანიშნავია იმით, რომ 1024x768 გაფართოება "მიიღო" 1987 წელს პიქსელზე 8 ბიტით (ანუ ერთ პიქსელში R, G და B-ს "დატევის" საშუალება ჰქონდა).

VGA (Video Graphics Array). ისიც 1987 წელს გამოვიდა, მაგრამ შედარებით იაფი გახლდათ, პიქსელზე ნაკლები ბიტის ჩვენების საშუალებით. გაფართოებებია 640×480 (307k), 640×350 (224k), 320×200 (64k), 720×400 (ტექსტი).

XGA (Extended Graphics Array) ფაქტობრივად იგივე VGA გახლავთ, ოღონდ "8514"-თან შერწყმული. გაფართოებები: 1024×768 (786k) და 640×480 (307k)

XGA+ ძლიერ წააგავს XGA-ს ყველაფრით, ერთადერთი ცვლილება - გაზრდილი გაფართოება 1152×864 (995k).

QVGA (Quarter VGA) - 320×240 (75k)

WQVGA (Wide QVGA) - 480×272 (127.5k)

HQVGA (Half QVGA) - 240×160 (38k)

QQVGA (Quarter QVGA) - 160×120 (19k)

WXGA (Widescreen Extended Graphics Array) - ფართოფორმატიანი XGA, გაფართოებები: 1280×720 (922k), 1280×800 (1024k), 1440×900 (1296k).

SXGA (Super XGA) - 1280x1024. მართალია სტანდარტს XGA ქვია, მაგრამ სინამდვილეში ის VGA-ა.

WXGA+ (Widescreen Extended Graphics Array PLUS) - 1440x900 (1296k).

WSXGA+ (Widescreen SUPER Extended Graphics Array PLUS) - 1680×1050 (1764k).

UXGA (Ultra XGA) - 1600x1200 (1920k)

2K (DLP Cinema Technology) - 2048×1080 (2212k)

QXGA (Quad Extended Graphics Array) - 2048×1536 (3146k)

WQXGA (Widescreen Quad Extended Graphics Array) - 2560×1600 (4096k)

კიდევ ბევრი გაფართოების სტანდარტი არსებობს, მაგრამ ეს არც თქვენ გაინტერესებთ და არც მე მაქვს თავზესაყრელი დრო, ამიტომ ბოლოს ყველაზე დიდი სტანდარტს მოგიყვანთ. ეს არის WHUXGA (Wide Hex Ultra Extended Graphics Array). მას შეუძლია 7680×4800 (36864k) გამოსახულების ჩვენება 32bpp ხარისხით. 32bpp ნიშნავს 32 ბიტს პიქსელზე. ანუ ერთ პიქსელში შეიძლება CMYK სისტემის ოთხივე ფერის მოთავსება (თითო ფერი 8 ბიტს უდრის).

2. ეკრანის მახასიათებლები

განათებულობა (Luminance) იზომება კანდელებით კვადრატულ მეტრზე (cd/sq.m)

ეკრანის ხედვის არე იზომება დიაგონალით. CRT მონიტორებისთვის ეს სიდიდე დისპლეის დიაგონალზე 1 დუიმით ნაკლებია ხოლმე.

თანაფარდობა (aspect ratio) არის დისპლეის ჰორიზ. და ვერტ. ზომების პროპორცია, მაგალითად 4:3. (1024 : 768 მართლაც იმდენივეს უდრის, რამდენსაც 4:3)

გაფართოება (resolution) იზომება ვერტ. და ჰორიზ. პიქსელებით, მაგ. 1024x768. მაქს. გაფართოება "წერტილის ზღვარი" (dot pitch) იზღუდება.

წერტილის ზღვარი (dot pitch) ერთიდაიგივე ფერის პიქსელებს შორის მანძილია და იგი მილიმეტრებით იზომება. რაც ნაკლებია ეს რიცხვი, მით მკვეთრია გამოსახულება.

განახლებადობა (refresh rate) არის დისპლეიზე გამოსული გამოსახულების განახლების სიხშირე წამში. იზომება ჰერცებით. 60Hz ნიშნავს, რომ გამოსახულება წამში 60-ჯერ განახლდება. რაც მეტია რიცხვი მით უკეთესია. CRT-სთვის უნდა იყოს მინიმუმ 75, თორემ თვალებს თხრის.

რეაგირების დრო (response time) არის მატრიცაზე პიქსელის "გაღვიძების" და კვლავ "დაძინების" დრო. იზომება მილიწამებით. რაც ნაკლებია მით უკეთესია.

კონტრასტულობა (contrast ratio) არის ფარდობითი სხვაობა ყველაზე ნათელ და ყველაზე ბნელ ფერს შორის.

ენერგომოხმარება. ამას შეგნებულად არ ავხსნი.

ხედვის კუთხე (viewing angle) გახლავთ ის მაქსიმალური კუთხე, რომლიდანაც გამოსახულების ფერების დამახინჯების გარეშე დანახვაა შესაძლებელი. იგი ჰორიზ. და ვერტ. გრადუსებით იზომება.

ახლა კი, როდესაც უკვე ვიცით მონიტორების ზოგადი მახასიათებლები, განვიხილოთ მათი ტიპები.

3. CRT (cathode ray tube) მონიტორი

82075_samsung-sm-793s.jpg

ეს მონიტორის ყველაზე ძველი ტიპია, ძლიერ ჰგავს ტელევიზორის ეკრანს, ამიტომ მასზე დიდი ხნით შეჩერება არც კი ღირს, მაგრამ მაინც უნდა ითქვას ერთი რამ და აი კერძოდ რა:

ub2r6rjmbcf36r7dt5.png

მარცხენა სურათზე ტელევიზორის ეკრანის მატრიცაა, მარჯვენაზე კი - კომპ. მონიტორის. როგორც ხედავთ კომპიუტერის დისპლეის "წერტილის ზღვარი" ბევრად ნაკლებია ტელევიზორისაზე, ამიტომ ბევრად უკეთესი გამოსახულების მიღების შესაძლებლობას გაძლევთ. ახლა კი მივხედოთ დადებით/უარყოფით მხარეებს.

დადებითი მხარეები:

ძალიან დიდი კონტრასტულობა (20000:1), პლაზმურ და LCD დისპლეებთან შედარებით ბევრად მაღალი.

რეაგირების დიდი სისწრაფე.

ფერების მაღალხარისხოვანი გადმოცემა.

ხედვის დიდი კუთხე.

კარგად გამოცდილი, "ძველი და სავეცკი" ტექნოლოგია.

უარყოფითი მხარეები:

დიდი ზომა და წონა.

გამოსახულების გეომეტრიული დამახინჯება ამობურცულ ეკრანზე.

ჩართვისას "გახურების" საჭიროება.

LCD-სთან შედარებით მეტი ენერგომოხმარება.

ეკრანის "დაჯდომა" დროთა განმავლობაში.

მაღალი შიდა ძაბვა (სხვათაშორის ტუბის "კუდზეც").

ხმაური (სპეციფიური წუილი).

HDTV გაფართოების ჩვენების სირთულე.

4. LCD (Liquid crystal display) მონიტორი

დღესდღეობით ყველაზე გავრცელებული დისპლეის ტიპია.

envision-e218c1-lcd-display.jpg

ამ ტიპის დისპლეი ერთგვარი "სენდვიჩისგან" შედგება:

f0zvllapn5n6gq1izc6h.png

1. პოლარიზებული ფილტრი ვერტიკალური ორიენტაციით.

2. მინა ITO ელექტროდებით. ელექტროდების ფორმა განსაზღვრავს მისაღები გამოსახულების ფორმას.

3. თხევადი კრისტალი.

4. მეორე ელექტროდებიანი მინა.

5. პოლარიზებული ფილტრი ჰორიზ. ორიენტაციით.

6. სარკისებური ზედაპირი (შიდა განათების მქონე დისპლეებში მას მანათობელი ზედაპირი ცვლის).

ადრინდელ LCD-ებში გამოსახულების განახლებისას თითოეული პიქსელი უნდა ჩამქრალიყო და ახლიდან ანთებულიყო, რაც გამოსახულების ხარისხს მკვეთრად აფუჭებდა. ასეთ დისპლეებს "პასიურ მატრიციანს" უწოდებდნენ და 90-იანი წლების მეორე ნახევრიდან ამოიღეს ხმარებიდან. მათ მაგივრად შემოვიდა "აქტიურმატრიციანი" დისპლეები, რომლებიც TFT (Thin Film Transistor)-ზეა დამზადებული. ასეთ დისპლეის გამოსახულების განახლებისთვის პიქსელის ჩაქრობა აღარ სჭირდება. სწორედ TFT-ს გამოჩენის შემდეგ მოიმატა LCD-ს გაყიდვების რიცხვმა.

დადებითი მხარეები:

კომპაქტური.

ენერგოეკონომიური.

გეომეტრიულად სწორი გამოსახულება.

უარყოფითი მხარეები:

ნაკლებად კონტრასტული.

ხედვის ნაკლები კუთხე.

რეაგირების დიდი დრო.

მხოლოდ ერთი "თავისი" გაფართოება, სხვა გაფართოებისთვის საჭიროა გამოსახულების მასშტაბირება, რაც ადაბლებს ხარისხს.

წარმოებისას "მკვდარი პიქსელების" გაჩენის ალბათობა.

5. პლაზმური მონიტორი

პლაზმური მონიტორები ფართოდ გამოიყენება დიდი ტელევიზორების წარმოებისას. მათი მოქმედების პრინციპი თხევადკრისტალურის მსგავსია, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ ეკრანის "სენდვიჩში" თხევადი კრისტალების მაგიერ ინერტულაირიანი პიქსელებია მოთავსებული. აი პლაზმური (PDP) მონიტორის "სენდვიჩის" სქემა:

fog9x8zj9pdt0euc3nzq.png

დადებითი მხარეები:

კომპაქტური და კარგად განათებული.

მაღალკონტრასტული (10,000:1 და მეტი).

სწრაფად რეაგირებადი.

ფერების კარგი გადმოცემა.

გეომეტრიულად სწორი გამოსახულება.

უარყოფითი მხარეები:

დიდი "წერტილთა ზღვარი", რაც იწვევს დისპლეის დაბალ გარჩევადობას, ან დიდ ზომას.

მაღალი ტემპერატურა.

LCD-სთან შედარებით ძვირი.

დიდი ენერგომოხმარების მქონე.

აქვს მხოლოდ ერთი "თავისი" გაფართოება, სხვა გაფართოებისთვის საჭიროა გამოსახულების მასშტაბირება, რაც ადაბლებს ხარისხს.

წარმოებისას აქვს "მკვდარი პიქსელების" გაჩენის ალბათობა.

5. პრობლემები

1. მკვდარი პიქსელი. მკვდარი პიქსელი ეწოდება პიქსელს, რომელიც არ მუშაობს ისე, როგორც უნდა იმუშაოს, არ გადმოსცემს გარკვეულ ფერს, ან საერთოდ არაფერს არ გადმოსცემს და მართლა კუბოში წევს გაციებული. სურათზე ხედავთ პიქსელს, რომელსაც მწვანე ფერი "მოუკვდა". ესეც დეფექტად ითვლება:

Lcd_display_dead_pixel.jpg

კიდევ აღვნიშნავ იმასაც, რომ პიქსელის "მუდმივი სიცოცხლე", ანუ მუდმივად თეთრი ნათებაც მკვდარი პიქსელის დეფექტის კატეგორიაში გადის. დღესდღეობით პრაქტიკულად ყველა მონიტორს აქვს მკვდარი პიქსელებ, მაგრამ მათი მხოლოდ გარკვეული პროცენტული რაოდენობის შემთხვევაში ითვლება დისპლეი წუნად, მეცნიერული ენით რომ ვთქვათ, "ბრაკად".

2. გაჭედილი პიქსელი. ეს არის პიქსელი, რომელმაც დაიმახსოვრა გარკვეული გამოსახულება, აჩვენებს მას და არ გადადის სხვა გამოსახულებაზე.

3. "დამწვარი" დისპლეი. ეს მაშინ ხდება, როდესაც მონიტორის მუშა ტემპერატურა კრიტიკულ ზღვარს აღწევს და "ტუბში" არსებული ფოსფორი იწვის. სურათზე ხედავთ გამორთულ მონიტორს, რომელზეც იკითხება დამწვარი "please wait":

Screen_burn_screen_off.png

სხვათაშორის იგივე შეიძლება პლაზმურ მონიტორსაც დაემართოს. ამ შემთხვევაში იწვის პიქსელში შემავალი აირი.

გარდა ამისა დეფექტებად ითვლება "პრიალა" დისპლეი, ფერების არასწორი ან არასრული გადმოცემა...

------------------------------------------------------------------------------------------------------------

სულ ეს იყო, რაც ორი სიტყვით მინდოდა მეთქვა მონიტორებზე. იმედია ცოტა რამ გაგაგებინეთ და ახლა დადებითი და უარყოფითი მხარეების შეჯერებით შეარჩევთ თქვენთვის სასურველ მონიტორს. ბოლოს მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს მასწ.-ს, JAMBO-ს, რომელმაც მეცნიერული ენით რომ ვთქვათ, მომცა "ნაკოლი" ამ სტატიის დასაწერად... თუმცა დარწმუნებული ვარ ეს აღარც კი ახსოვს... ცუდია სიბერე ცუდიი :babu:

  • Upvote 5
Link to comment
Share on other sites

სოსო რა მაინტერესებს აი ეს მონიტორი მაქვს http://www.asus.com/product.aspx?P_ID=lgpGorj3qJnSqKcN აქვს protection glass.. და ეს რამენაირად იცავს თვალებს თუ პროსტა სიაფანტობაა??? და თუ ვარგა ჩემი ლსდ ნახე რა :rolleyes:

Link to comment
Share on other sites

სოსო რა მაინტერესებს აი ეს მონიტორი მაქვს http://www.asus.com/product.aspx?P_ID=lgpGorj3qJnSqKcN აქვს protection glass.. და ეს რამენაირად იცავს თვალებს თუ პროსტა სიაფანტობაა??? და თუ ვარგა ჩემი ლსდ ნახე რა :rolleyes:

8H hardness glass to protect LCD from being broken, scrape, or polluted

თვალებს კი არა მონიტორს იცავს ეგ მინა :)

საერთოდ LCD მონიტორებს ბევრად დაბალი აქვთ გამოსხივება და ავტომატურად უკეთესია ვიდრე CRT მონიტორი

Link to comment
Share on other sites

8H hardness glass to protect LCD from being broken, scrape, or polluted

თვალებს კი არა მონიტორს იცავს ეგ მინა :)

საერთოდ LCD მონიტორებს ბევრად დაბალი აქვთ გამოსხივება და ავტომატურად უკეთესია ვიდრე CRT მონიტორი

აა ხო აგარ დავკვირვებივარ... ხო ეგ ვიცი რომ ლსდ-დაბალი გამოსხივება აქვს მაგრამ მე მეგონა კიდევ რაგაც დამცავი ქონდა გადაკრული :xelitavi:

Link to comment
Share on other sites

  • 3 months later...

ნამდვილად საჭირო სტატიაა :)

და კიტხვა, ჩემს მონიტორს აქვს 75Hზ მაქსიმუმ, სულ სამოცზე ეყენა და დღეს დავაყენე 75 ზე და აშკარად ემჩნევა რომ მაუსის მოძრაობის სისწრაფე გაიზარდა, დავაბრუნე 60 ზე და ისევ ძველზე დაბრუნდა, რატომ? :)

Link to comment
Share on other sites

ნამდვილად საჭირო სტატიაა :)

და კიტხვა, ჩემს მონიტორს აქვს 75Hზ მაქსიმუმ, სულ სამოცზე ეყენა და დღეს დავაყენე 75 ზე და აშკარად ემჩნევა რომ მაუსის მოძრაობის სისწრაფე გაიზარდა, დავაბრუნე 60 ზე და ისევ ძველზე დაბრუნდა, რატომ? :)

CRT მონიტორი გაქვს? ანუ "მსუქანი"? თუ LCD? თუ CRT გაქვს მაშინ მინიმუმ 70 მიეცი, ნაკლები თვალებს ვნებს.

მაუსის მოძრაობის სისწრაფე კიარ გაიზარდა, ჩვენების ხარისხი გაიზარდა, ადრე გქონდა წამში 60 კადრი (60 ჰერცი მაგ შემთხვევაში მაგას ნიშნავს, რადგან წამში 60-ჯერ განახლდება გამოსახულება), შემდეგ დააყენე 75-ზე და 75 კადრი მიიღე. შესაბამისად გამოსახულება უფრო "სუფთად" მოძრაობდა.

Link to comment
Share on other sites

CRT მონიტორი გაქვს? ანუ "მსუქანი"? თუ LCD? თუ CRT გაქვს მაშინ მინიმუმ 70 მიეცი, ნაკლები თვალებს ვნებს.

მაუსის მოძრაობის სისწრაფე კიარ გაიზარდა, ჩვენების ხარისხი გაიზარდა, ადრე გქონდა წამში 60 კადრი (60 ჰერცი მაგ შემთხვევაში მაგას ნიშნავს, რადგან წამში 60-ჯერ განახლდება გამოსახულება), შემდეგ დააყენე 75-ზე და 75 კადრი მიიღე. შესაბამისად გამოსახულება უფრო "სუფთად" მოძრაობდა.

არა ლცდ მაქვს :) syncmaster 740N http://www.samsung.com/nz/consumer/detail/productPreviewRead.do?model_cd=LS17HALKB/XSA&group=pc-peripherals&type=monitor&subtype=lcd-monitor

კარგია ესეიგი ესე უნდა იყოს :) კი ვიცოდი რომ ჩემს მონიტორს 75 ქონდა მაგრამ არასოდეს არ შემიმოწმებია, მეგონა ისეც ეყენა ამ სიხშირეზე, არადა 3 წელია ასეა :cry:

და რა მაინტერესებს, კონექტორებში უწერია D-SUB ხოდა ჩემს მონიტორს VGA ეის მეტი არაფერი არ აქვს მისაერთებელი და ეს D სუბ რას ნიშნავს? VGA ს?

Edited by sauron
Link to comment
Share on other sites

ჰოო 3 წლის წინ კარგი მონიტორი იყო, "ხადავოი"-ს რომ ეძახიან, ისეთი...

დააყენე 75-ზე თუ გინდა. თუ გინდა 60-ზე დატოვე, LCD მონიტორის შემთხვევაში არც 60 ჰერცია მავნებელი CRT-სგან განსხვავებით.

Link to comment
Share on other sites

ჰოო 3 წლის წინ კარგი მონიტორი იყო, "ხადავოი"-ს რომ ეძახიან, ისეთი...

დააყენე 75-ზე თუ გინდა. თუ გინდა 60-ზე დატოვე, LCD მონიტორის შემთხვევაში არც 60 ჰერცია მავნებელი CRT-სგან განსხვავებით.

2008 ში 400 ლარი მივეცი :cry: არადა ეხლა 400 ლარად იფ იფ მონიკს აიღებ :xelebi:

და რა მაინტერესებს, კონექტორებში უწერია D-SUB ხოდა ჩემს მონიტორს VGA ეის მეტი არაფერი არ აქვს მისაერთებელი და ეს D სუბ რას ნიშნავს? VGA ს?
Edited by sauron
Link to comment
Share on other sites

2008 ში 400 ლარი მივეცი :cry: არადა ეხლა 400 ლარად იფ იფ მონიკს აიღებ :xelebi:

ჩემ დეიდაშვილებს აქვთ ეგ მონიტორი ზუსტად, იმათაც მაგ დროს ააწყვეს...

D-Sub არის კონექტორის ტიპი, VGA კონექტორიც D-Sub-ს მიეკუთვნება, უფრო კონკრეტულიად DE-15F მოდელის D-Sub-ია. მოკლედ ეგაა რა :)

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

  • 2 months later...

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.