Jump to content

პოლი მხოლოდ სტალკერის მოთამაშეებისთვის


რომელი დაჯგუფება გესიმპატიურებათ?  

11 members have voted

You do not have permission to vote in this poll, or see the poll results. Please sign in or register to vote in this poll.

Recommended Posts

გამოკითხვა მხოლოდ სტალკერის მოთამაშეებისთვის...

1. მარტოხელა სტალკერები (Одиночки) - წარმოადგენენ ზონის ძირითად მკვიდრებს. ეს არის ხალხი, რომლებიც არ შეურთდნენ არცერთ დაჯგუფებას. მათ ძირითად საქმიანობს წარმოადგენს არტეფაქტების ძიება და მათი გაყიდვა და ასევე სხვა ნებისმიერი ნივთების, რომლებსაც გააჩნიათ ფასი. ამის გამო ისინი ძირითადად დამოკიდებულნი არიან გამყიდველებზე, რომლებიც ქირაობენ მათ თავიანთი საქმეებისთვის. დადიან მარტო ან იკრიბებიან პატარ-პატარა ჯგუფებად მაქსიმუმ 3-5 ადამიანისგან შემდგარი. დაჯგუფებაში მაინც ვერ ჩაითვლებიან, იმიტომ რომ არ ყავთ ლიდერი, თუმცა დროდადრო შეუძლიათ გაერთიანდნენ დიდ ჯგუფებადაც მეთაურებთან-ვეტერანებთან ერთად. მათ ემბლემას წარმოადგენს რადიაციის სიმბოლო ყავისფერ ფონზე.

iMdDm.jpg

cQvtM.png

მარტოხელა სტალკერი "სევას" უნიფორმაში

2. ბანდიტები (Бандиты) - კრიმინალური სამყაროს წარმომადგნელები, რომლებიც მოვიდნენ ზონაში სხვადასხვა მიზეზების გამო: ხელი მოითბონ არტეფაქტების ბიზნესით, კანონისგან თავის დაღწევის და იარაღების ყიდვა-გაყიდვით. მათ ძირითად საქმიანობას წარმოადგენს მარტოხელა სტალკერების ძარცვა, დაყაჩაღება, გამოძალვა. ბანდიტები თვლიან რომ, რადგან ისინი აკონტროლებენ "წესრიგს" მარტოხელა სტალკერები ვალდებულნი არიან გადაუხადონ მათ ხარკი. ატარებენ შავ ტყავის კურტკებს და პლაშებს. მათი ემბლემაა ადამიანის გახლეჩილი თავის ქალა:

M7hjE.png

xzTim.png

ბანდიტი კორდონის ლოკაციაში

3. "მოვალეობა" («Долг») - ეს არის სტალკერების გასამხედროებული დაჯგუფება. ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ძლიერი დაჯგუფება. ამ დაჯგუფების ბევრი წევრი წარმოადგენს ყოფილ სამხედრო სპეცნაზელს, ან ჩვეულებრივ სამხედროს ან მოხალისეს. არის საკმაოდ მკაცრი კლანი, სადაც ყველაზე მაღლა დგას დისციპლინა და წესები, რომლის დარღვევის შემთხვევაშიც პიროვნებას მოელის დასჯა (ჯგუფიდან გავარდნა, დახვრეტა ყველაზე ცუდ შემთხვევაში). "მოვალეობის" მთავარი ამოცანაა შეაკავოს ზონა იქამდე სანამ არ გამოვლინდება ხერხი მთლიანად მის გასანადგურებლად. "მოვალეობის" მთავარ მოწინააღმდეგეს წარმოადგენს დაჯგუფება "თავისუფლება". კონფლიქტი ბევრ რამეში მოიცავს თვითონ იდეოლოგიის განსხვავებულ აზრს, კერძოდ კი თუ "მოვალეობა" თვლის რომ ზონა უნდა განადგურდეს, "თავისუფლება" თვლის, რომ ზონა არის კაცობრიობისთვის საჩუქარი. ამ ორი დაჯგუფების ერთმანეთისადმი სიძულვილი განსაკუთრებით ჩანს Clear Sky-ში, სადაც ორივე მხარე ცდილობს, რომ ბოლომდე გაანადგუროს მოწინააღმდეგე. "თავისუფლების" შემდეგ "მოვალეობის" შემდეგ მტრად ალბათ უნდა დასახელდეს ბანდიტები. "მოვალეობის" წევრები, რომლებიც ასე იღწვიან წესრიგისკენ, ცდილობენ რომ აღმოფხვრან დანაშაული ზონაში. ცენტრში განლაგებული "მოვალეობის" ქვედანაყოფები იძულებულნი არიან ებრძოლონ ასევე მონოლითებს. მეგობრული ან ნეიტრალური ურთიერთობები გააჩნიათ მარტოხელა სტალკერებთან და მეცნიერებთან, რამეთუ მათი აზრით ზუსტად რომ მეცნიერებმა უნდა მონახონ ხერხი ზონის გასანადგურებლად. საინტერესოა მათი ურთიერთობა სამხედროებთან.ზოგიერთ სტალკერებს თუ დავუჯერებთ, ისინი არც თუ ისეთი იდეალურები არიან ზოგიერთ სამხედრო ნაწილებთან და ხანდახან პატარ-პატარა შეტაკებებიც მოსდით ხოლმე, თუმცა თვითონ "მოვალეობის" წევრების თქმით მათსა და სამხედროებს შორის ფორმალურად არის ნეიტრალიტეტი. დაჯგუფების ფორმას წარმოადგენს შავი უნიფორმები წითელი ჩანართებით და ასევე ეგზოსკილეტები იმავე ფერთა გამით. მათი ემბლემაა მიზანი ფარის ფონზე წარწერით "მოვალეობა":

34xsL.png

dp1TP.jpg

"მოვალეობის" ერთ-ერთი წევრი

4. "თავისუფლება" («Свобода») - ანარქისტი სტალკერების დაჯგუფება, რომლებიც თვლიან რომ ზონა უნდა იყოს თავისუფალი შესასწავლად. მათ არ უნდათ ზონის განადგურება. პირიქით, ისინი თვლიან, რომ ზონა უნდა შენარჩუნდეს და იქნას გამოყენებული როგორც მთლიანად კაცობრიობის პროგრესის მამოძრავებელი ძალა. ამ დაჯგუფებაში არ არსებობს წესები, ბრძანებები, მკაცრი დისციპლინა, სამხედრო ჩინები. მეთაურებსა და მათ დაქვემდებარებაში მყოფ წევრებს შორის ურთიერთობა არის მეგობრული. მეთაურის ავტორიტეტი "თავისუფლებაში" განსაზღვრავს მის ძალაუფლებას. მკაცრი დისციპლინის გარეშე ყოფნა განაპირობებს იმას რომ "თავისუფლების" რიგებში ხდება მარიხუანას მოხმარებაც, რის გამოც "მოვალეობისგან" და მარტხელა სტალკერებისგან იგრძნობა მათზე დაცინვა. ამ დაჯგუფების თვალთახედვა და იდეოლოგია ხდის მას "მოვალეობის"პირველ მტერს. ასევე "თავისუფლებას" მტრობს სამხედროებიც. ნეიტრალური ურთიერთობა უჭირავთ მეცნიერებთან, რადგანაც მეცნიერები ცდილობენ შეისწავლონ ზონა და მიიღონ რაიმე სარგებელი. დაქირავებულებთან და ბანდიტებთან "თავისუფლება" ცდილობს შეინარჩუნოს ნეიტრალიტეტი. თუმცა პრაქტიკაში მაინც ხდება პატარ-პატარა შეტაკებები. მათ ასევე უჭირავთ ნეიტრალიტეტი სტალკერებთან. ისინი ატარებენ სამხედრო უნიფორმებს ნაცრისფერი ჩანართებით და ასევე ეგზოსკილეტებს ყვითელი ჩანართებით. ემბლემა კი არის მწვანე მგელის თავი:

RU1SV.png

Stk_freedom.png

"თავისუფლების" წევრი

5. მონოლითები («Монолит») - მონოლითებთან მოლაპარაკება შეუძლებელია. ეს არის აგრესიული დაჯგუფება (ფაქტიურად რელიგიური სექტა), რომელიც ხელს უშლის სტალკერებს ზონის ცენტრში მოსახვედრად. მის წევრებს სჯერათ, რომ ზონის ცენტრში არის მაგიური არამიწიერი კრისტალი - მონოლითი. თავიდან ეს დაჯგუფება ცდილობდა მოეძებნა ეს კრისტალი და არ ქონდა კონფლიქტი სხვა დაჯგუფებებთან, მაგრამ მას შემდეგ რაც ისინი გავიდნენ "გამომწვავთან", მოხდა მათი ზომბირება "ო-გონება"-ს მიერ, რათა დაეცვათ ზონის ცენტრი სტალეკრებისგან. ამ მომენტიდან მონოლითებმა შეცვალეს მათი პოლიტიკა უფრო აგრესიულით - დაეცვათ "მონოლითი" "არამორწმუნეებისგან" და ამის გამო დაიწყეს ომი სხვა ყველა დაჯგუფებეთან. "გამომწვავის" გამორთვის შემდეგ მოხდა მათი დეგრადაცია და Call of Prypiat-ში, "იუპიტერის" ადგილებში შეიძლება ნახვა მონოლითების პატარა ჯგუფის, რომლებიც გამოვიდნენ ზომბირებიდან და აღარ ერჩიან სხვა დაჯგუფებებს, თუმცაღა სტალკერებში, "თავისუფლებაში" და "მოვალეობაში" მაინც ეჭვს იწვევენ. სტალკერის სამივე ნაწილში მონოლითები აკონტროლებენ ზონის ყველაზე საშიშ ადგილებს. გამოირჩევიან ნაცრისფერი-თეთრი უნფორმებით და ნაცრისფერი-მწვანე ეგზოსკილეტებით ყავისფერი ჩანართებით. სექტანტები კარგად შეიარაღებულები და ეკიპირებულები არიან. გააჩნიათ საკმაოდ კარგი საბრძოლო პროფესიონალიზმი. მონოლითის ემბლემაა ადამიანის სილუეტი გარშემო მბრუნავი ელექტრონებით:

250px_SCS_Monolith_Patch.png

Stk_monolith.png

მონოლითი

6. დაქირავებულები (Наёмники) - ისინი წარმოადგენენ პროფესიონალ მკვლელებს, რომლებიც მუშაობენ გავლენიან ორგანიზაციებზე ან კერძო პირებზე. შეკვეთები სხვადასხვა აქვთ: მკვლელობა, არტეფაქტების მოძიება, სხვა დაგჯუფებაში შპიონაჟი და ა.შ. ალბათ დაჯგუფებასაც ვერ დავარქმევთ ამათ, უფრო სინდიკატს თუ ვუწოდებთ. სხვადასხვა ქვე-დანაყოფებმა შეიძლება შეასრულონ სხვადასხვა შეკვეთები. მათი შეკვეთით სარგებლობდა "მოვალეობის" მოღალატე წევრი - მორგანი, რომელიც ჩუმად აწვდიდა იარაღს ბანდიტებს. დაქირავებულები, კარგად შეიარაღებულები არიან. ატარებენ ლურჯ-ნაცრისფერ უნიფორმებს აირწინაღებით. მათი ემბლემაა ლურჯი არწივის თავი. მიუხედავად იმისა, რომ არიან გამოცდილი სამხედროები, კარგად ფლობენ იარაღს და გააჩნიათ გამძლე უნიფორმები ზონის პირობებში და თავინთ თავში დარმწუნებლობის გამო ხშირად იღუპებიან ანომალიებში. როგორც წესი ცდილობენ თავი დაიჭირონ შორს სხვა დაჯგუფებებისგან და ამიტომაც არ ერევიან მათ ომებში (თუ ეს არ შედის მათ შეკვეთაში) და ბინადრობენ ზონის მაქსიმალურად მოშორებულ კუთხეებში. იმ სტალკერებს, რომლებიც შემთხვევით გადააწყდებიან მათ ადგილსამყოფელს, როგორც წესი კლავენ, რის გამოც დაქირავებულები არავის არ უყვარს. ძალიან იშვიათად შეიძლება დაქირავებულებმა დაეხმარონ სხვა დაჯგუფებას.

250px_SCS_Mercs.png

Merc_Suit.jpg

დაქირავებული

7. "სუფთა ცა" («Чистое Небо») - მეცნიერი-სტალკერების დაჯგუფება. თავს იჭერს მოშორებით სხვა დაჯგუფებებისგან და დაკავებულია ზონის შესწავლით. ეს არის ყველაზე ჩაკეტილი დაჯგუფება სტალკერში. მის გარეშემო მყოფმა მეზობლებმა არც კი იციან მათი არსებობის შესახებ. ამ დაჯგუფების ერთადერთი მტრები არიან რენეგატები და მონოლითები. რენეგატები არ აძლევენ საშუალებას ნორმალურად მუშაობისა და უშლიან ხელს ლიმანსკში გადაადგილებაში, ხოლო მეორე - მონოლითები, უკვე აწარმოებენ ქუჩურ ბრძოლებს მათთან უკვე ლიმანსკში. ამ ჯგუფის მეთაური არის Х-8 ლაბორატორიის ყოფილი მეცნიერი. მათი უნიფორმა არის ცისფერი, ხოლო ემბლემა სუფთა ცა, მზესთან და თოლიებთან ერთად:

250px_SCS_Clear_Sky.png

image.jpg

"სუფთა ცის" წევრი

8. რენეგატები («Ренегаты») - წარმოადგენენ ყველაზე გარეწარ პიროვნებებს ზონაში. ბანდიტები, მარადიორები, რეციდივისტები, გამყიდველები, სხვადასხვა დაჯგუფებების ყოფილი წევრები, რომლებმაც უღალატეს თავიანთ კლანს და შეიცვალეს აზრები... ამ ბრბოს არ გააჩნია ორგანიზებული სტრუქტურა და არ ყავს ლიდერი. ერთად მოგროვილები ნადირობენ იოლ ნადავლზე, რასაც გულისხმობს ძარცვა, მკვლელობა, დაყაჩაღება როგორც წესი ახალგაზრდა და გამოუცდელი სტალკერებისა. რენეგატები არიან ყველაზე ამორალური სტალეკრები, რომლებიც იმდენად მიუღებლები არიან, რომ ისინი გამოაგდეს კლანიდან და არც არასდროს მიიღებენ. მათ არ გააჩნიათ, არც ეთიკა, არც მორალი. მათ ვერ იტანს ვერცერთი სტალკერი, მაშ შორის ბანდიტებიც კი, რომლებიც თვითონაც არ გამოირჩევიან დიდი ეთიკითა და ქცევებით, მაგრამ ისინი თვლიან რომ რენეგატები ცხოვრობენ "გაუგებრად", მოკლედ რომ ვთქვათ "ბეზ პრედელბად" თვლიან. ისინი ბინადრობენ ზონის ყველაზე ღრმა ადგილას - ჭაობებში. მათი ემბლემაა მორიელი:

250px_SCS_Renegades.png

marsh_reneg_danger.jpg

რენეგატი

9. სამხედროები - ეს არიან ჯარისკაცები, რომლებმაც გაიარეს სპეციალური ვარჯიშები ზონაში ყოფნის შემდეგ ან სტალკერები ჯარში კონტრაქტით მისულები. გააჩნიათ კარგი შეიარაღება. ძირითადად სწავლობენ გამომწვევ მიზეზებს კატასტროფისა. მათი ძირითადი მოვალეობაა ასევე ზონის უსაფრთხოება და შეაჩერონ სტალკერები გაიტანონ ზონის გარეთ არტეფაქტები, თუმცა უნდა აღნიშნოს, რომ ისინი არიან საკმაოდ კორუმპირებულები. ძირითადად იცავენ პერიმეტრს უცხოებისგან და უხსნიან ცეცხლს:

150px_SCOP_State_Security_Service.png

638px_Bulats.jpg

სამხედრო სტალკერი

ინფორმაცია აღებულია wikipedia-დან: http://ru.wikipedia.org/wiki/Игровой_мир_S.T.A.L.K.E.R.

თარგმანზე ვიწვალე თავად :D

Link to comment
Share on other sites

კაკრაც ვეძებდი რა თAმაში მეთამაშა

ამის მეორე გამოცემა არ მაქვს ნათAმაშევი და მაგას გადმოვწერ.

მადლობა თემისთვის!

და პოლზე რა მოგახსენო,"ვრედიტელი" მოთამაშე ვარ მე :D

Link to comment
Share on other sites

კაკრაც ვეძებდი რა თAმაში მეთამაშა

ამის მეორე გამოცემა არ მაქვს ნათAმაშევი და მაგას გადმოვწერ.

მადლობა თემისთვის!

და პოლზე რა მოგახსენო,"ვრედიტელი" მოთამაშე ვარ მე :D

მე სამივე დახურული, მაგრამ ხელახლა დავიწყე თამაში და ეხლა მეორეს ვთამაშობ: Clear Sky-ის :)

სიმართლე რომ ვთქვა ვფიქრობდი რომელი ამერჩია მონოლითები თუ დაქირავებულები. საბოლოოდ მაინც მონოლითებს ჩემი ხმა. :)

Link to comment
Share on other sites

საღოლ! კარგი თემაა...

ჩემი ხმა ადინოჩკებს და სუფთებს :D

Link to comment
Share on other sites

სულ თავიდან, ჩერნობილის აჩრდილში, დოლგი მომწონდა. მაგრამ მოწმენდილ ცაში და პირპიატის ძახილში სვაბოდა უფრო მომივიდა თვალში, რადგან დოლგს არაბუნებრივი, ძალადობრივი განზრახვები ჰქონდა, ხოლო სვაბოდა ეგუებოდა ზონას ისეთს, როგორიც იგი იყო.

Link to comment
Share on other sites

ხო, დოლგი მაგარი კომუნისტი ზომბი სასტავია...

Link to comment
Share on other sites

სულ თავიდან, ჩერნობილის აჩრდილში, დოლგი მომწონდა. მაგრამ მოწმენდილ ცაში და პირპიატის ძახილში სვაბოდა უფრო მომივიდა თვალში, რადგან დოლგს არაბუნებრივი, ძალადობრივი განზრახვები ჰქონდა, ხოლო სვაბოდა ეგუებოდა ზონას ისეთს, როგორიც იგი იყო.

ყველაზე მეტად სვაბოდას ვერ ვიტან...პოხუისტების და უსაქმურების სასტავია :D

პირველად რომ ვთამაშობდი clear sky-ს დოლგში ჩავირიცხე. მკაცრი რეჟიმის, წესების დაცვის და დისციპლინის მომხრე უფრო ვარ :)

Link to comment
Share on other sites

ყველაზე მეტად სვაბოდას ვერ ვიტან...პოხუისტების და უსაქმურების სასტავია :D

პირველად რომ ვთამაშობდი clear sky-ს დოლგში ჩავირიცხე. მკაცრი რეჟიმის, წესების დაცვის და დისციპლინის მომხრე უფრო ვარ :)

სვაბოდა პოხუისტები მაინც არიან, დოლგში გასამხედროებული ვითომ-მებრძოლები იყვნენ, რომლებიც იარაღით აპირებდნენ ზონასთან ბრძოლას :chojinfc:

Link to comment
Share on other sites

უჰჰ... წავედი ვითამაშო, მომინდა ამდენი კითხვისგან :D

იმედია როცა გამოვა შემდეგი სერია, გაითვალისწინებენ და მოთამაშეს მისცემენ საშუალებას რომელშიც უნდა შევიდეს იმ ყველა დაჯგუფებიდან რომელმებიც თამაშშია. მე მონოლითებში მინდა :diablo:

Link to comment
Share on other sites

იმედია გამოვა. იანვრის ბოლოს გახდება ცნობილი დაიხურებიან საბოლოოდ, თუ იქნება კიდევ stalker-2-ის გამოსვლის თუნდაც მცირეოდენი შანსიო.

Link to comment
Share on other sites

ადმინისტრაციას ვთხოვ ჩაამატოს კიდევ ერთი დაჯგუფება, რომელიც გამომრჩა "ეკოლოგები"

ეკოლოგები - ეკოლოგები არიან მთავრობის მიერ ჩამოყალიბებული მკვლევარები, რომლებიც მუშაობენ ზონაში. თავდაპირველად ეკოლოგებს იცავდნენ სამხედროები, მაგრამ შემდგომ მათი ძალები განადგურებული იქნა ლაბორატორია X16-ში მყოფი "საოცრების" მანქანის გამოგდებების შედეგად, რამაც გადარჩენილები გადააქცია ზომბებად. ამიტომ მას შემდეგ, ეკოლოგები მუშაობენ მარტოხელა სტალეკრებთან და დაქირავებულებთან, რომლებიც ეძებენ სამუშაოს, ან "მოვალეობასთან", რადგანაც ეკოლოგები არ არიან კარგი მებრძოლები. ეკოლოგები ძირითადად კონცენტრირებულები არიან ზონის კვლევით, ახალი ენერგიის წყაროების ძებნით, ტელეპორტაციებით და ა.შ.

dwuXv.png

ეკოლოგების ემბლემა

4pqr7.jpg

ეკოლოგი, რომელსაც უჭირავს არტეფაქტი

Link to comment
Share on other sites

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.