Jump to content

Fujifilm-ის ახალი სენსორი


Recommended Posts

სულ ცოტა ხნის წინ კომპანია Fujifilm-მა მიიღო "ორგანულ-ჰიბრიდული" სენსორის პატენტი (საავტორო უფლება).

ახალი ტიპის სენსორი არსებული CCD და CMOS სენსორებისგან ორგანული საფარველით განსხვავდება. ეს საფარველი სინათლეს ელექტრონებად გარდაქმნის (დანარჩენ სენსორებში ამ ფუნქციას სილიკონის ფოტოდიოდები ასრულებენ). შემდეგ ამ ელექტრონებს კითხულობს სტანდარტული CMOS სქემა.

გრაფიკულად ახლებური სენსორის აგებულება ასე გამოიყურება:

3302d6677468e34ce8c9449e530b1cbe.jpg

ინჟინრები გვარწმუნებენ, რომ ახალი ტიპის სენსორის მთავარი ღირსება სენსორის სრული ზედაპირის ორგანული საფარით დაფარვა იქნება, რაც მას ბევრად უფრო შუქმგრძნობიარეს გახდის (CCD/CMOS-ის ზედაპირი მთლიანად არაა შუქმგრძნობიარე). ამ ინოვაციის წყალობით სენსორის სქემიდან ასევე ამოვარდება მიკროლინზები, რომლებიც სინათლის ფოტოდიოდებზე ფოკუსირებისთვის გამოიყენებოდა. საჭირო აღარ იქნება აღარც ინფრაწითელი ფილტრი (ისიც ფოტოდიოდებს "გადაყვა"). ამ დეტალების გაქრობა სენსორს მნიშვნელოვნად გააიაფებს.

სენსორის ყველაზე დიდი მინუსი ამჟამად მაღალი ელექტრული ხმაურია. ფუჯიფილიმის აზრით, როცა ამ პრობლემას მოევლება, ახალი სენსორი ყველაზე იაფი და ხარისხიანი გახდება. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ პროექტზე მუშაობა 2009 წლიდან მიმდინარეობს, ალბათ კიდევ დიდხანს მოგვიწევს ლოდინი, სანამ ახალი სენსორი ციფრულ კამერებში გამოჩნდება.

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

მადლობთ ნიუსისთვის!

მიშა ინფრაწითელი ფილტრი არ იქნება საჭირო,მაგრამ როცა ინფრაწითელი ფოტო გინდა გადაიღო როგორ იქნება?

Link to comment
Share on other sites

არასწორად მაქვს თემაში ნახსენები ნიკა. ინფრაწითელი ფილტრი კიარაა ეგ, ეგ არის ინფრაწითელი გამოსხივებისგან დამცავი ფილტრია. საქმე იმაშია, რომ ჩვეულებრივ სენსორში არსებული ფოტოდიოდები ინფრაწითელი სხივისადმი ზედმეტად მგრძნობიარენი არიან და გამოსახულება რომ არ დამახინჯდეს, იმისთვის სენსორს ფოტოდიოდების თავზე "გადაფარებული" აქვს ინფრაწითელისგან დამცავი ფილტრი.

მაგრამ ფუჯის ახალ სენსორში ფოტოდიოდები საერთოდ არაა და ამიტომ არც ეგ დამცავი ფილტრი არაა საჭირო.

-----------------------------------------------------------------

ერთი სიტყვით, უბრალო კამერაში სენსორს აქვს ფილტრი, რომელიც ატარებს ყველაფერს, ინფრაწითელის გარდა. ხოლო როცა ინფრაწითელი გადაღება გინდა, ისეთ ფილტრს აყენებ, რომელიც ბლოკავს ყველაფერს, ინფრაწითელის გარდა.

Link to comment
Share on other sites

მადლობთ ნიუსისთვის!

მიშა ინფრაწითელი ფილტრი არ იქნება საჭირო,მაგრამ როცა ინფრაწითელი ფოტო გინდა გადაიღო როგორ იქნება?

მხოლოდ ამ სიგრძის ტალღების მიმართ არის მგრძნობიარე, ანო მხოლოდ ხილულ სინათლეს აღიქვამს

Fuji2.png?v=1278

Link to comment
Share on other sites

გუშინ ვიყიდე Fujifilm S3300 რას იტყვით კარგია? თუ ამის ფასში რამე უკეთესი ვარიანტიც შეიძლებოდა?

Link to comment
Share on other sites

გუშინ ვიყიდე Fujifilm S3300 რას იტყვით კარგია? თუ ამის ფასში რამე უკეთესი ვარიანტიც შეიძლებოდა?

რა ფასად იყიდე გააჩნია :)

Link to comment
Share on other sites

450 ეროვნული სიამაყე? კარგი ფასია :)

ეხლა გამოვთვალე და ზუსტად ჯდება 485 GEL ამ ფასში უკეთესი რამის ყიდვა შეიძლებოდა?

Link to comment
Share on other sites

ეხლა გამოვთვალე და ზუსტად ჯდება 485 GEL ამ ფასში უკეთესი რამის ყიდვა შეიძლებოდა?

მაგხელა ზუმი თუ გინდოდა, მაშინ უკეთესს ვერ იყიდდი, მაგრამ თუ ზუმს მნიშვნელობა არ ჰქონდა, ბევრად უფრო პროფესიონალური ფუნქციების კამერის დათრევაც შეიძლებოდა.

Link to comment
Share on other sites

  • Barca unlocked, locked and unlocked this topic

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.