X-treme user Posted December 21, 2011 Share Posted December 21, 2011 კომპიუტერული კეისების ტაივანურ მწარმოებელ Aerocool-მა დაანონსა Vs-3 და Vs-3 Advance-ის გამოსვლის შესახებ. ისინი დამზადებულნი არიან 0,5 მმ სისქის ფოლადის ფირფიტებ SPCC-ებისგან და Mid-Tower ფორმ-ფაქტორის მიხედვით. ხასიათდებიან საკმაოდ მოკრძალებული გაბარიტებით (440x187x475), ხოლო განსხვავება მათ შორის მხოლოდ იმაშია, რომ მეორე დაკომპლექტებულია 120 მმ-იან, ასევე ლურჯი ფერის განათების მქონე, ფრონტალური ფენით, ხოლო პირველი, აღჭურვილია ჩვეულებრივი, ამავე ზომის მოდელით, რომელიც დამაგრებულია უკანა პანელზე. საერთო ჯამში კი, თითოეულ მათგანში შესაძლებელია 10-მდე 'პროპელერის' დაყენება. Aerocool Vs-3 ითვალისწინებს ATX-თავსებად სისტემური დაფების, კვების ბლოკების, მაქსიმუმ შვიდ, 40 სმ-მდე სიგრძის, PCI Express გაფართოების ბარათის, ექვს 2,5/3,5 ტიპის მყარი დისკებისა და სამ ოპტიკური წამყვანის ჩადგმას. დისკური მოწყობილობები ფიქსირდება უხრახნო მეთოდით. აგრეთვე უნდა აღინიშნოს ორი ხვრელი პროდუქტების უკანა მხარეს - თხევადი გაგრილების სისტემის მილებისთვის. წინა პანელზე კი, განთავსებულია ოთხი გასასვლელი - წყვილი USB 2.0, თითო-თითო ანალოგური 'მინი-ჯეკი' - ყურსასმენებისა და მიკროფონისათვის. Overclockers.ua 4 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.