Jump to content

Aerocool XPredator Evil Green Edition


Recommended Posts

Aerocool-მა, რომელიც ცნობილია თავის თვალწარმტაცი გარეგნობის მქონე და ამავდროულად იაფფასიანი კომპიუტერული კეისების გამოშვებით, განაცხადა Full-Tower მოდელ XPredator Evil Green Edition-ის დებიუტზე, რომელიც ევროპაში სულ ცოტა ხანში შედგება. კომპანიის სხვა 'მტაცებელ' ასეთ პროდუქტების ანალოგიურად, აღნიშნული მოდელიც დამზადებულია 0,8 და 1,0 მმ სისქის, ფოლადის ფირფიტებისგან, მარცხენა მხარეს დატანებული აქვს აკრილის დიდი ფანჯარა. გარდა ამისა, მას აგრეთვე გააჩნია ექვსი განყოფილება ოპტიკური წამყვანებისთვის, ხოლო ზედა პანელი კი, შესრულებულია პლასტიკის 'ფარფლებისმაგვარ' ფორმებში.

7f8eeb7f23a24237a6f8c8cc53a146f2.jpg

287669d09f8b1e82502c954d8b18f894.jpg

5ca6540e765f515543aa9c69e31a031a.jpg

შიგნით შესაძლებელია XL-ATX, ATX ან microATX ტიპის სისტემური დაფის, მაქსიმუმ ექვსი მყარი დისკის, ცხრამდე PCI Express ან PCI გაფართოების ბარათის, სტანდარტულ ATX-თან თავსებადი კვების ბლოკისა და რვა ფენის (ორი 230 მმ-იანი მოდელი კომპლექტს თან ერთვის) დაყენება. უნდა აღინიშნოს უამრავი ხვრელიც - კაბელების მოწესრიგებისთვის და 33 სმ-მდე სიგრძის გრაფიკული ადაპტერებისა და 19 სმ-მდე სიმაღლის პროცესორული ქულერის ჩადგმის შესაძლებლობაც. წინა პანელზე განთავსებულია სამი USB 2.0, ერთი USB 3.0, პორტების ყურსასმენებისა და მიკროფონისთვის და eSATA.

პროდუქტი ევროპაში იანვრიდან გამოჩნდება და მისი ფასი დაახლოებით 120 ევრო იქნება.

  • Upvote 4
Link to comment
Share on other sites

Evil Green :lolik:

ახალი წელი მოდისო და გრინჩი კეისი გამოვუშვათო თუ რასქვია მწვანე ბოროტება? :lol:

Link to comment
Share on other sites

საკაიფო კეისია ! და უამრავი ხვრელიც კარგია... რა იცი რაში გამოგადგება ! :D

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

მე მომეწონა თან მაგრად :miyvarxar: ჩემი ფერია

Link to comment
Share on other sites

მეც მომეწონა :) ისე ამაშI ატის კარტა არ უნდა ჩადოს კაცმა

Link to comment
Share on other sites

მეც მომეწონა :) ისე ამაშI ატის კარტა არ უნდა ჩადოს კაცმა

:D :D :D იასნა. მანდ nvidia უნდა ჩაიდოს. evil green-ს დიდი მწვანე გიგანტის კარტა დაამშვენებს :P

Link to comment
Share on other sites

svixxx

ატის ჯართი? ატი არ არის ენვიდიას ჰაი-ენდ კარტებში დედას რო უიმასშვება? :D

თუ ეხლა ფიზიკას გულისხმობ კარგი მაგრამ სხვ ვარიანტში არა

svixxx

ატის ჯართი? ატი არ არის ენვიდიას ჰაი-ენდ კარტებში დედას რო უიმასშვება? :D

თუ ეხლა ფიზიკას გულისხმობ კარგი მაგრამ სხვ ვარიანტში არა

Link to comment
Share on other sites

svixxx

ატის ჯართი? ატი არ არის ენვიდიას ჰაი-ენდ კარტებში დედას რო უიმასშვება? :D

თუ ეხლა ფიზიკას გულისხმობ კარგი მაგრამ სხვ ვარიანტში არა

svixxx

ატის ჯართი? ატი არ არის ენვიდიას ჰაი-ენდ კარტებში დედას რო უიმასშვება? :D

თუ ეხლა ფიზიკას გულისხმობ კარგი მაგრამ სხვ ვარიანტში არა

:SNEMOTICON13: რას მელაპარაკები ?

Link to comment
Share on other sites

მშვენიერი კეისია

რაც შეეხება ატის ,დღეს დასრულდა მითი კიდევ ერთხელ რომ ენვიდიას აჯობებს :D

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.