Jump to content

Pentax X90 სუპერზუმი


Recommended Posts

პირველ რიგში მოგესალმებით...

დიდი ხანია არაფერი დამიდია მოუცლელობის და სხვა მრავალი მიზეზის გამო. დღეს ფაქტობრივად უსაქმოდ ვარ და შემიძლია თავს რაღაცის დაწერის უფლება მივცე :) ეს რაღაცა იქნება Pentax Optio X90-ის მიმოხილვა, რადგან სწორედ ეს მთხოვეს :)

87n31.jpg

შეიძლება ბევრმა არ იცის, რომ Pentax იაპონური კომპანიაა, რომელიც 100 წელიწადზე მეტს ითვლის. ამჟამად იგი "Hoya corporation"-ის დაქვემდებარებაშია და ციფრული (და არამხოლოდ ციფურლი) კამერების მწარმოებელი ხუთი გიგანტიდან ერთ-ერთია (დანარჩენი ოთხი გახლავთ Canon, Nikon, Minolta და Olympus). საუბარი მის უხარისხობაზე სისულელეა იმიტომ, რომ ყოველ კომპანიას აქვს როგორც კარგი, ისე ცუდი პროდუქტი. აღსანიშნავია ისიც, რომ ფიზიკურად, დამზადების ხარისხით, Pentax ბევრ თანამოძმეს უსწრებს.

Optio X90 არის ჰიბრიდული კამერა. ანუ კამერა, რომელსაც აქვს შედარებით კარგი ობიექტივი, მაგრამ არა აქვს ხედის ამრეკლი სარკე. იგი აღჭურვილია "Superzoom" ფუნქციით, რომელიც ალბათ ხვდებით რაც არის სახელიდან გამომდინარე. X90-ის ობიექტივი გამოსახულების 26-ჯერ გადიდების შესაძლებლობას იძლევა. შესაძლებელია ფოკუსის ხელით გასწორებაც! კამერას აქვს 1/2.33" ფორმატის 12 მეგაპიქსელიანი CCD სენსორი, 2.7"-იანი LCD დისპლეი 270000 წერტილით და ელექტრული (უსარკო) ხედის მაძიებელი 200000 წერტილიანი გაფართოებით. აღჭურვილია f/2.8-5.0 დიაფრაგმის მქონე (სხვათაშორის კარგი სიდიდეებია) 26-ჯერადი გადიდების ობიექტივით, რომელიც ჩვეულებრივი კამერის 26-676მმ-იანი ლინზის ექვივალენტურია. აქვს 720p @ 30fps ვიდეოგადაღების საშუალება, ხოლო 1250mAh-იანი Li-ion აკუმულატორი ერთ დამუხტვაზე 270 ფოტოს გადაგაღებინებთ (Live რეჟიმის გარეშე ფოტოების რაოდენობა ალბათ კიდევ გაიზრდება). კამერის ამჟამინდელი ფასი მხოლოდ 270 დოლარია, რაც სულაც არ არის ძვირი. მაგალითად, Nikon P100 330$ ღირს. იგი 10MP-იანია (1080p ვიდეოს კი იღებს, მაგრამ თუ 1080p ვიდეო გინდათ წადით, ვიდეოკამერა იყიდეთ ჯობია :)). მეორე კონკურენტი Canon Powershot SX20IS 350$-ად მოგივათ. ალბათ დამეთანხმებით, პენტაქსის ფასი უალტერნატივოა... თუმცა ეგებ ამ კამერას მხოლოდ ფასი აქვს კარგი? მოდით, გავარკვიოთ :spiteful:

-----------------------------------------------------------------------

t08nt.jpg

გამოცდილი თვალი ერთი შეხედვითაც დაინახავს, რომ X90 სხვა პენტაქსების მსგავსად დამზადების მაღალი ხარისხით გამოირჩევა. კამერის "სახელური" რეზინისაა.

daaeo.jpg

გაშლილი ობიექტივით X90 საკმაოდ გრძელდება, თუმცა 26-ჯერადი ზუმის პირობებში სხვას არაფერს უნდა ელოდეთ არც პენტაქსისგან და არც სხვა რომელიმე კამერისგან. ჯერ არ გამოგონილა ისეთი ტექნოლოგია, რომელიც "მოზუმებისთვის" ლინზის წაგრძელებას არ მოითხოვს.

8b1vn.jpg

კამერა იღებს ფოტოებს მაქს. 4 და მინ. 1/4000-წამიანი ექსპონირებით. დიდი ზუმის გამო კამერაში ჩაშენებულია სენსორის წანაცვლების ფუნქცია, რაც გამოსახულების სტაბილურობას უზრუნველყოფს. ვიდეგადაღება 720p ხარისხით ხორციელდება, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ვიდეოგადაღების დროს ხმა ჩაშენებული მიკროფონით იწერება, რომელიც ქარისადმი ძალზედ მგრძნობიარეა. გარდა ამისა ვიდეოგადაღების დროს ზუმის ფუნქცია მიუწვდომელია. ამიტომ დიდ იმედებს ვიდეოზე ნუ დაამყარებთ, მისი ერთადერთი ღირსება 720p @ 30fps-ია. ამით იწყება და სრულდება ყველაფერი :)

q6t96.jpg

ჩართვისთვის და პირველი ფოტოს გადაღებისთვის X90-ს სამი წამი სჭირდება. დიდად შთამბეჭდავი არ არის, მაგრამ Sony-სა და Olympus-ის ზოგიერთი DSLR იგივე ოპერაციაზე ამდენსავე დროს ხარჯავს, ასე რომ არც ცუდი მაჩვენებელია ჰიბრიდისთვის. "მიყოლებით" გადაღების რეჟიმში კამერა 1.25 კადრს იღებს წამში. ესეც კარგია 12MP-იანი ჰიბრიდისთვის. გარდა ზემოაღნიშნულისა ფუნქციებში არის რამდენიმე ფიქსირებული გადაღების რეჟიმი სხვადასხვა სიჩქარით (მაგალითად "გადაიღე 20 ფოტო 2fps-ით").

x2pth.jpg

კამერას ISO 80-6400 შუქმგრძნობელობის დიაპაზონი აქვს, მაგრამ ISO 3200 და ISO 6400 ფოტოებს მხოლოდ 5 მეგაპიქსელიანი გაფართოებით იღებს. ასეა თუ ისე, ცუდი განათების პირობებში ფოტო მეტ-ნაკლებად კარგი ხარისხის გამოდის, ავტოფოკუსიც საკმაოდ სწრაფია (0.43 წამი). რეალურად შუქმგრძნობელობის წარმადობა ასე გამოყურება:

ruse4.jpg

ISO 80:

ekjns.jpg

ISO 100:

iv92b.jpg

ISO 200:

idnps.jpg

ISO 400:

tou55.jpg

ISO 800:

y2r94.jpg

ISO 1600:

mq0zp.jpg

ISO 3200:

9pukv.jpg

ISO 6400:

jaie6.jpg

როგორც ხედავთ, ISO 800-ის ზემოთ ფოტოს გადაღება უაზრობაა. ან შეიძლება არცაა უაზრობა, მაგრამ ცუდი ხარისხის სურათს მიიღებთ. ცუდი განათების პირობებშიც კი მაქს. ISO 400-ს გირჩევთ. ისე სხვათა შორის პროფესიონალებიც იშვიათად იყენებენ ISO 400/800-ზე მაღალ შუქმგრძნობელობას.

მაქსიმალური ზუმით გადაღებული ფოტო. ზომა 3.64MB. შეგიძლიათ დააჭიროთ და გაადიდოთ იმისთვის, რომ უკეთ დაინახოთ დეტალიზების ხარისხი.

z5txc.jpg

ეს კი მინიმალური ზუმითაა გადაღებული:

9clg5.jpg

დეტალიზაცია აქაც კარგია.

9tlvx.jpg

ცენტრალური ნაწილის სიმკვეთრე შთამბეჭდავია.

3xycy.jpg

თუმცა პერიფერიებზე შეინიშნება გადღაბნა. აღსანიშნავია, რომ კამერას აქვს ძალიან მცირე "კასრის ეფექტი", ქრომატული აბერაცია კი არსად შეინიშნება. "სუპერზუმ" ლინზებში ეს ძალიან ძნელი მისაღწევია და სავარაუდოა, რომ ამ დეფექტების მოშორება ფოტოკამერის პროცესორის მიერ ავტომატურად ხდება სურათის გადაღებისთანავე. ახლა სხვა სცენა:

1x ზუმით:

vl3dw.jpg

26x ზუმით:

tg6fw.jpg

აქ უკვე შეინიშნება ქრომატული აბერაცია (ნავის "ცხვირზე"), თუმცა იგი მიზერულია.

მესამე სცენა, რომელიც დინამიური მანძილის განსასაზღვრად გამოიყენეს:

qalwz.jpg

"დეფალტ" რეჟიმში დინამიური მანძილის აღქმა საკმაოდ სუსტია. თუმცა პროგრამული გაუმჯობესებაც ხელთ გვაქვს სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის:

mluoe.jpg

ზოგადად ფერთა გადმოცემა საკმაოდ კარგია:

bl4cu.jpg

აღსანიშნავია კამერის მაკრო რეჟიმი, რომლის წყალობითაც ობიექტივიდან 1სმ-ით დაშორებული ობიექტის ფოტოგრაფირებაც კია შესაძლებელი:

diiaa.jpg

საერთო ჯამში კამერა კარგია. ფასი კარგია. გამოსახულების ხარისხი ჩვეულებრივ, 80-400 ISO-ს დიაპაზონში საკმაოდ კარგია (ფასის შესაბამისი), მინიმალური ოპტიკური თუ ელექტრული დამახინჯებებით. მაგრამ მეორეს მხრივ, სუსტი წერტილია ვიდეო (სამწუხაროდ ვერ მოვნახე, რომ დამედო), სუსტი წერტილია აკუმულატორის სიცოცხლისუნარიანობა (მე 270-ზე ბევრად მეტი ფოტოს გადაღებას ვისურვებდი). პირადად ჩემთვის სუსტი წერტილია ფასიც იმიტომ, რომ 270 (და თუნდაც 200) დოლარის გადახდა ჰიბრიდში ან point-and-shoot კამერაში ფულის გადაყრად მიმაჩნია. რადგან ჩემი ღრმა რწმენით, რიგით მომხმარებელს 10-მეგაპიქსელიანი და 8x ზუმიანი 100$-ად შეფასებული point-and-shoot-იც სავსებით დააკმაყოფილებს. მაგრამ ყველაფერი ხომ გემოვნების საკითხია :spiteful:

თუკი სხვა სუპერზუმ კამერებითაც დაინტერესდებით, შეგიძლიათ ნახოთ აი ეს მიმოხილვა:

http://www.dpreview.com/reviews/Q110superzoomgroup/

აქ X90 ჩვეულებრივი ფოტოგადაღებებისას საშუალო შედეგს აჩვენებს, მაღალი ISO-ს პირობებში დაბალ შედეგს, ხოლო მაშუქის ("ვსპიშკის"), დაბალი განათებისას ფოკუსირების, ფოტოს დაბუფერების, საერთო ექსპონირების და "წითელი თვალის" ეფექტის მოცილებაში - ისევ საშუალო შედეგს. ასე რომ არჩევანი თქვენზეა!

გმადლობთ ყურადღებისთვის!

Link to comment
Share on other sites

  • Barca unlocked this topic

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.