Jump to content

Recommended Posts

ალბათ ყველამ კარგად ვიცით, რომ პროფესიონალურ ფოტოკამერებში ფართოდ გავრცელებული CompactFlash ბარათები 1994 წელს შეიქმნა SanDisk-ის მიერ, მის შემდეგ ჩაუტარდა მრავალი მოდერნიზაცია და დღემდე იწარმოება და ითვლება ინფორმაციის ყველაზე სწრაფ მატარებლად, მაგრამ ალბათ დამეთანხმებით, 17 წელი არც ისე ცოტაა მეხსიერების ბარათისთვის. სწორედ ამიტომ რამდენიმე დღის წინ ასოციაცია "CompactFlash"-მა საზოგადოებას ინფორმაციის ახალი მატარებლის შესახებ ამცნო. მას "XQD" ერქმევა და ზომებით CF-სა და SD-ს შორის იქნება "გამოკვეტებული":

bf15a9fee818.png

რაც შეეხება წარმადობას, პროგნოზები დიდად იმედისმომცემია - საწყის ეტაპზე გვპირდებიან ჩაწერის 125მბ/წმ-იან სიჩქარეს.

ახალი ბარათის ზოგადი მონაცემებია:

ზომები - 38.5x29.8x3.8მმ

Scalable High Performance Interface-ის მხარდაჭერა, რომელიც PCI-Express-ზეა დაფუძნებული მისი წყალობით ინფორმაციის გაცვლის სიჩქარე 2.5-5 გბიტ/წმ იქნება.

47359b7a915a.jpg

მეხსიერების ახალი ბარათის სრულფასოვანი წარდგენა 2012 წლის თებერვალში მოხდება, იაპონურ სავაჭრო შოუ "CP+"-ზე. ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ ფოტოკამერების რომელი მწარმოებლები დანერგავენ ახალი ტექნოლოგიის მხარდაჭერას თავიანთ მომავალ პროდუქციაში.

წყარო

  • Upvote 3
Link to comment
Share on other sites

  • Barca unlocked this topic

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.