Jump to content

Tim Schafer-ის მოსაზრება PC-თამაშებთან დაკავშირებით


Recommended Posts

2rt2kuzmo78aw05usi2o.jpg

Double Fine-ის დირექტორმა თიმ შაფერმა (Tim Schafer), საიტის სტუდიის, ყველაზე ხშირად დასმული კითხვების განყოფილებაში განმარტა, თუ რატომ არ გამოდის იმ ახალი თამაშების PC-ვერსიები, როგორებიცაა Brutal Legend, Costume Quest და Stacking.

"ჩვენ, როგორც დეველოპერები, არ ვიღებთ გადამწყვეტ მნიშნველობას პლათფორმებთან დაკავშირებით, რომლებისთვისაც გამოდიან ახალი თამაშები. ამ გადაწყვეტილებას იღებს ის, ვინც პროექტში ფულს აბანდებს, ის ვინც არის გამომცემელი".

"ჩვენ სავსებით შეგვიძლია შევქმნათ ყველა ამ თამაშის PC-ვერსია, თუმცაღა ფული ყველა შემთხვევაში საჭიროა. ჯერ-ჯერობით ჩვენი გამომცემლები მიზანშეწონილად არ თვლიან ამ მიმართულების დაფინანსებას. არა იმიტომ, რომ ვერ იტანენ PC-მოთამაშეებს, არამედ იმიტომ, რომ PC-თამაშებს საკმარისი ფინანსური სარგებელი არ მოაქვს".

"Double Fine ფიქრობს PC-მოთამაშეებზე და ჩვენ ყოველთვის დაჟინებით მოვითხოვთ, რომ შევქმნათ თამაშების კომპიუტერული ვერსიები. თუ ჩვენ ოდესღაც ვიქნებით იმდენად მდიდრები, რომ შევძლებთ შევქმნათ ჩვენი თამაშების PC-ვერსიები, მაშინ ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ ამას."

წყარო: GAMETECH.ru

Link to comment
Share on other sites

რა თქმა უნდა ყველა დეველოპერს უნდა რომ რაც შეიძლება კარგი გრაფიკა ქონდეს მაგათ გაკეთებულ თამაშებს და ეგ კონსოლებზე შეუძლებელია და პს უფრო იზიდავთ, ვინც უკვეთავს მაგ იგრებს ეგენი არ თვლიან ხოლმე მიზანშეწონილათ პს პლატფორმაზეც რომ გამოუშვან ზოგიერთი იგრები, თორე ბევრ დეველოპერს უნდა კიდეც ალბათ პს-ზე უკეთესი გრაფიკით თავიანთი იგრების გამოშვება, ნაკლებათ შეზღუდულები არიან თან ტეხნიკურათ ვიდრე კონსოლებზე და უფრო ბევრი რაღაცის ჩადება შეუძლიათ თამასში გრაფიკის მხრივ

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.