Jump to content

Crytek: PC ერთი თაობით წინ არის, ვიდრე კონსოლები


Recommended Posts

u3svuxcvyuc4a0q0oirr.jpg

Crytek-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჩევატ იერლიმ (Cevat Yerli) Edge-თან ინტერვიუს მიცემისას განაცხადა, რომ PC უსწრებს თანამედროვე PS3 და Xbox 360 კონსოლებს მთელი ერთი თაობით.

ჩევატის აზრით, დეველოპერების ფოკუსირება Xbox 360-ზე და PS3-ზე, ანელებს PC-ს, როგორც სათამაშო პლათფორმის, განვითარებას.

"რაც უფრო დიდხანს იქნება ბაზარზე კონსოლების არსებული თაობა და $#^#(|დებით შევქმნათ, PC-ზე, რაღაც ახალი, ტექნოლოგიის მხრივ, მით უფრო გაძნელდება თამაშების შექმნა ერთდროულად PC და კონსოლების პლათფორმაზე."

"PC უსწრებს კონსოლებს ერთი თაობით. თამაშები, რომლებიც გამოვლენ PS3-ზე და Xbox 360-ზე Crysis 2-ის შემდეგ და სხვა პროექტები ჩვენს ძრავზე, გააოცებენ მოთამაშეებს არსით და კრეატიული მიდგომით. მეტის ლოდინი კონსოლებისგან აღარ გამოვა".

მან დაამატა, რომ მანამდე, სანამ PC-ბაზარი რეალურ მოგებას არ მოიტანს, კომპანიები არ დახარჯავენ სათანადო რაოდენოების რესურსებს თავიანთი თამაშების PC-ვერსიის შესაქმნელად.

წყარო: GameTech.ru

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

  • Replies 92
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

მე კონსოლები საერთოდ არ მიზიდავს შეიძლება ახლა რომც დავჯდე არც მომეწონოს . . .

ეს შეიძლება იმის ბრალია რომ თითქმის საერთოდ არ მქონია კონსოლი ნუ თუ არ ჩავთვლით 7 წლის რომ ვიყავი სონი - 1 - ი მქონდა :D . . .

ასე რომ კომპიუტერი ბოლობოლო მაინც აჯობებს კონსოლებს ? ! ? ! ? !

პ . ს : ეს ზოგად საკაცობრიო საკითხია :D :D :D :D :D

Link to comment
Share on other sites

ტეხნიკურათ მართლა მოშნათ ჯობია უკვე, დროა უკვე სონიმ და მიკროსოფტა ახალი თაობის კონსოლების გამოშვებაზე იზრუნონ

Link to comment
Share on other sites

უფფ მე კონსოლი მაქ მარა პც მაინც სულ სხვააა შედარებაც არ შეიძლება.. ისე მე კარგი თემის გახსნა არ ვიცი და ვინმემ onlive გახსენით თემა მემგონი ძალიან საინტერესო პროექტია ასე რო ვთქვატ კონსოლების მკვლელი :thumbsup:

Link to comment
Share on other sites

აააა ძივს არ თქვეს სიმართლე რომ კონსოლს PC სთან შედარებით დიდი მომავალი არ აქვს.

Link to comment
Share on other sites

აააა ძივს არ თქვეს სიმართლე რომ კონსოლს PC სთან შედარებით დიდი მომავალი არ აქვს.

იმ PC-ს, რომელიც კონსოლზე "ერთი თაობით" წინ დგას, კაი ფასიც ადევს :chojinfc:

Link to comment
Share on other sites

ვა ანუ ახლო მომვავალში პც რაც გამოვა ძლიერი გრაფიკით ის კონსოლებზე არ გამოვა :) საინტერესოა :) მარა კონსოლებსაც ხო გამოცვლიან 2011 ში არ იყო დაგეგმილი თუ 12 ში ახალი კონსოლები

Link to comment
Share on other sites

Crytek-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჩევატ იერლიმ (Cevat Yerli) Edge-თან ინტერვიუს მიცემისას განაცხადა, რომ PC უსწრებს თანამედროვე PS3 და Xbox 360 კონსოლებს მთელი ერთი თაობით.

უფრო სამით ან ოთხით გააჩნია პროცესორს ჩავთვლით თუ ვიდეოს თაობის აღმნიშვნელად.

დროა უკვე სონიმ და მიკროსოფტა ახალი თაობის კონსოლების გამოშვებაზე იზრუნონ

სულ ეხლა დაიწყეს ფულის ამოღება და ეხლა გამოუშვან ახლები ? :D (იგულისხმება ჰარდის თვითღირებულება + R&D + მარკეტინგი + თამაშის მწარმოებლებისთვის გადახდილი ფული)

ციტა ვაცალოთ თორე შემდეგის შექმნის თავიც და სურვილიც აღარ ექნებათ :D

სონის განსაკუთრებით გაუჭირდა მოგებაში გადასვლა, cell-ის ჩიპის გამო.

აააა ძივს არ თქვეს სიმართლე რომ კონსოლს PC სთან შედარებით დიდი მომავალი არ აქვს.

სამწუხაროდ საპირიპირო თქვეს PC-ს არ აქვს მომვალი თუ მომგებიანი ბაზარი არ გახდება, steam-ი მაგ მხრივ კარგ საქმეს აკეთებს მაგრამ ეს საკმარისი არ არის.

ვა ანუ ახლო მომვავალში პც რაც გამოვა ძლიერი გრაფიკით ის კონსოლებზე არ გამოვა :)

ზუსტად იგივე სიტუაცია იქნებ რაც ეხლაა, console ports, საუკეთესო სიტუაციაში metro-ს მაგვარ თამშებს მივიღებთ, ანუ შეიქმნება ერთი თამაში რომელიც ერთრდოულად ყველა პლატფორმაზე იმუშევებს, ძალიან მცირე ცვლილებეით, რომელიც თითქმის ყველა შემთხევაში ავტომატურად მოხდება როდესაც თამაშს კომპილატორში გაატარებენ. (ანუ ჯერ console მერე port და მხოლოდ მერე optimize არ იქნება, ბოლო მაგალითი GTA 4 :thumbdown: ) სხვათაშორის unreal engine-ი ზუსტად ამის გაკეთებას ცდილობს მაგრამ როგორც ატყობთ არც ისე კარგად გამოსდის, ვნახოთ crysis 2 რას იზამს ახალი (ძველი PC-თვის :D) engine-ით.

საინტერესოა :) მარა კონსოლებსაც ხო გამოცვლიან 2011 ში არ იყო დაგეგმილი თუ 12 ში ახალი კონსოლები

ახლების გამოსვლის დრო უცნობია, ალბათ 2012-ში.

თუ იქამდე მაშინ ძალიან მალე გავიგებთ ამ ამბავს(რამდენიმე თვეში), თუ არადა ესეგი 2012 ან კიდე იქით.

Link to comment
Share on other sites

ხო 2012 ყველაზე ოპტიმალური სროკია, მემგონი უფრო 2013 ბოლოს 2014 დასაწყისი, რაც შეეხება მოგებას გეთანხმები იმდენი მაყუთი ჩადეს რომ ძლივს რაღაცა ამოიღეს და ეხლა არავინ იჩქარებს გამოშვებას, ანუ რეალურათ გრაფიკის განვითარების მხრივ თამაშებში წაგებული ვარიანტია ეგ კონსოლები და რეგრესირებას უკეთებენ გრაფიკას მთლიან ჯამში კაკრაზ იმიტომ რომ პს-ზე ნაკლებათ მომგებიანი ბაზარია და ყველა ცდილობს პირველ რიგში კონსოლებისთვის დაამზადოს იგრები და მერე უკვე პორტირება გააკეთოს პს-ზე ეგეც ყოველთვის არც აკეთებენ, ხოდა გამოდის რომ კაკრაზ კონსოლების გამო არ ვნითარდება პს გრაფიკა და მერე უკვე პირატების რახან მაგათ გამო კარგავენ უამრავ მაყუთს, როგორც არ უნდა აიღო მასე ჩანს, აი სიტყვაზე ეხლა რომ მხეცი კონსოლი გამოუშვან, პს-ზე უბრალოთ აღარავინ დაწევდა გრაფიკას იმიტომ რომ მაგაზე კიდე ცალკე უნდა ემუშავათ და აზრი აღარ ქონდა, იგივე სიტუაციაა ეხლა პს-ზე ცალკზე არავინ არ აწევს გრაფიკას, ანუ მაშინ პს-ზე ვაბშე ცალკე სასტავმა უნდა იმუშავოს თავიდანვე და ეგრე სულ 1-2 თამასში თუ ხდება ხოლმე, მოკლეთ ზამკნუტი კრუგია არც იქით არც აქეთ გრაფიკას რაც შეეხება, ხოდა ბევრს აგოიმებენ კიდე კონსოლზებზეც და პს-ზეც მაგარი გრაფიკაო და ასე შემდეგ

Link to comment
Share on other sites

მდააა ხო მარა ყოველ წელს უფრო და უფრო კარგი გრაფიკის თამაშები ხო გამოდის? და 2012 მდე როგორ დაიხვეწება გრაფიკა კიდე ვინიცის მე მაინც მგონია 2014 მდე არანაირი ახალი კონსოლი არ გამოვა

Link to comment
Share on other sites

საიდან აბა სულ უფრო და უფრო ძველდება ხარდი და რანაირათ ჩადებენ უკეთესს გრაფიკას ამიხსენი, უკვე ყველანაირ ხრიკებს მიმართავენ რაც კი არსებობს მგონი, გრან ტურიზმო 5-ის გამოშვებაც მაგიტომ დააგვინეს რომ ტეხნიკურათ აღარ შეეძლო მეტი სონის პლატფორმას და რაც უნდოდათ ის ვერ ამოიღეს დეველოპერებმა და ბევრი იწვალეს როგორც ჩანს

Link to comment
Share on other sites

gamova sad wava eg consoli amatma ukve mochames tavisi dro tqven ra ggoniat micosofti da sony fexi fex gadaebuli zian darmwunebuli var ukve kai xania orive mushaobs mara amjamad rom gamoushvan rame mxeci configi xo min 1000 dolari egireba 1000 dolars kide sashualo fena ver gadaixdis

mere nel nela chamodina 28 nm gpu male cpu 25 ze gadava mere videoc kide dabla xoda iafi rom dajdeba yveladfris warmoeba da sheqmnian rame ertian cpi gpu da egaa ra darwmunebuli var ps4 grafika iqneba umxecesi 2 580 ver mogcems im xarisxs rac momavlis ps4 eqneba jer imitom rom optimizacia bolomde iqneba ert sistemaze

Link to comment
Share on other sites

საგრან ტურიზმო 5-ის გამოშვებაც მაგიტომ დააგვინეს რომ ტეხნიკურათ აღარ შეეძლო მეტი სონის პლატფორმას და რაც უნდოდათ ის ვერ ამოიღეს დეველოპერებმა და ბევრი იწვალეს როგორც ჩანს

და ჯიუტად არ უნდათ იმის აღიარება, რომ პუსუ 3-მმა დროა უკან გადაინაცვლოს და გზა დაუთმოს ახალ თაობას

Link to comment
Share on other sites

ხო 2012 ყველაზე ოპტიმალური სროკია, მემგონი უფრო 2013 ბოლოს 2014 დასაწყისი, რაც შეეხება მოგებას გეთანხმები იმდენი მაყუთი ჩადეს რომ ძლივს რაღაცა ამოიღეს და ეხლა არავინ იჩქარებს გამოშვებას, ანუ რეალურათ გრაფიკის განვითარების მხრივ თამაშებში წაგებული ვარიანტია ეგ კონსოლები და რეგრესირებას უკეთებენ გრაფიკას მთლიან ჯამში კაკრაზ იმიტომ რომ პს-ზე ნაკლებათ მომგებიანი ბაზარია და ყველა ცდილობს პირველ რიგში კონსოლებისთვის დაამზადოს იგრები და მერე უკვე პორტირება გააკეთოს პს-ზე ეგეც ყოველთვის არც აკეთებენ, ხოდა გამოდის რომ კაკრაზ კონსოლების გამო არ ვნითარდება პს გრაფიკა და მერე უკვე პირატების რახან მაგათ გამო კარგავენ უამრავ მაყუთს, როგორც არ უნდა აიღო მასე ჩანს, აი სიტყვაზე ეხლა რომ მხეცი კონსოლი გამოუშვან, პს-ზე უბრალოთ აღარავინ დაწევდა გრაფიკას იმიტომ რომ მაგაზე კიდე ცალკე უნდა ემუშავათ და აზრი აღარ ქონდა, იგივე სიტუაციაა ეხლა პს-ზე ცალკზე არავინ არ აწევს გრაფიკას, ანუ მაშინ პს-ზე ვაბშე ცალკე სასტავმა უნდა იმუშავოს თავიდანვე და ეგრე სულ 1-2 თამასში თუ ხდება ხოლმე, მოკლეთ ზამკნუტი კრუგია არც იქით არც აქეთ გრაფიკას რაც შეეხება, ხოდა ბევრს აგოიმებენ კიდე კონსოლზებზეც და პს-ზეც მაგარი გრაფიკაო და ასე შემდეგ

პირველი პრობლემა ზუსტად პირატებია და მხოლოდ მეორე კონსოლი.

gamova sad wava eg consoli amatma ukve mochames tavisi dro tqven ra ggoniat micosofti da sony fexi fex gadaebuli zian darmwunebuli var ukve kai xania orive mushaobs mara amjamad rom gamoushvan rame mxeci configi xo min 1000 dolari egireba 1000 dolars kide sashualo fena ver gadaixdis

mere nel nela chamodina 28 nm gpu male cpu 25 ze gadava mere videoc kide dabla xoda iafi rom dajdeba yveladfris warmoeba da sheqmnian rame ertian cpi gpu da egaa ra darwmunebuli var ps4 grafika iqneba umxecesi 2 580 ver mogcems im xarisxs rac momavlis ps4 eqneba jer imitom rom optimizacia bolomde iqneba ert sistemaze

თვითღირებულებაში რამდენიმე წლის განმავლობაში არცერთი ps 3-ი არ გაყიდულა, რამდენიც არ უნდა დაჯდეს, დაადებენ ისეთ ფასს რომელშიც გაიყიდება, თუნდაც წაგებით, მერე თამაშებით, დამატებითი სერვისებით ან პერიფერიებით ამოიღებენ ფულს, ესე ხდებოდა დღემდე ყოველ ახალ კონსოლზე ps 1-იდან მოყოლებული და ესე იქნბა მომვალშიც. რათქმაუნდა საბოლოოდ თითონ კონსოლიც თვითღირებულების ზემოთ გაიყიდება, მაგრამ როგორც წესი ეს საკმაოდ გვიან ხდება.

ტეხპროცესის გაუმჯობესბა კი ზუსტად თვითღირებულების ქვემოთ ჩამოყვანას დაეხმარება, მაგალითად xbox-ის ვიდეოჩიპი მესამე ტექპროცეს იცვლის უკვე.

Link to comment
Share on other sites

მეთორმეტეც რომ შეიცვალოს ფაქტია რომ პერფორმანსი აღარ ემატება და უბრალოთ არ აწყობთ ახალი კონსოლების გამოშვება ეხლა რომ მაქსიმალური მოგება ამოიღონ, თორე მასე პს-ზე რომ საერთოდ არ გამოდიოდეს თამაშები ვაბშე არ განვითარდებოდა გრაფიკა და იმასაც ვერ მივიღებდით რაც ეხლა პს-ზე მიიღწევა მაქსიმალურ ნასტროიკებით ზოგიერთ თამაშებში

Link to comment
Share on other sites

მართალია...ყველანარ კონსოლზე მითამაშია მაგრამ PC-ყველაზე მაგარია :)

Link to comment
Share on other sites

მარტო ერთი თაობით უკან არაა კონსოლები. 2 თაობით უკან არიან. გაიხსენეთ რა პროცები და ვიდეო დაფები დევს დღევანდელ XBOX 360-სა და პუსუ3-ში და მერე შეაფასეთ რამდენი თაობით ჩამორჩენილი ჰარდია :)

Link to comment
Share on other sites

ხო მაგრა ატორმუზებენ ეგ კონსოლები გრაფიკის განვითარებას, პირატობა მარტო ატგავორკებია თქვენ რომ იცოდეთ, მასე დეველოპერები თავს იმართლებენ თორე ორჯერ ძლიერი გრაფიკა თუ არა 50-70% ძლიერი რაღაცის შემოთავაზება სულ თავისუფლათ შეუძლიათ ძალიანაც რომ არ მოიკლან თავი პს ვერსიაზე მუშაობით, არ აწყობთ დიდათ და არ უშვებენ ხოლმე, ან ძალიან პატარაზე უმატებენ გრაფიკას, მაგიტომ გახდა თამაშებში ახალ ძლიერ ხარდზე 100-200ფპს-ი კაკრაზ რომ დაბალი გრაფიკის გამო, ანუ ხარდი ვნითარდება დიდი ტემპებით გრაფიკა კი ერთ ადგილზე დგას ფაქტიურათ

Link to comment
Share on other sites

360-ში ატის კარდა დევს? :D

http://www.msxbox-world.com/xbox360-specification.php

Link to comment
Share on other sites

ახლა გაიგე? :chojinfc:

კი, აქამდე კონსოლებით არ დავინტერესებულვარ :user:

Link to comment
Share on other sites

პირატობა მარტო ატგავორკებია თქვენ რომ იცოდეთ,

აი ამაში ვერ დაგეთანხმები, ზუსტად პირატობის გამო ხდება ის რომ აღარ აკეთებენ თამაშეს pc-ზე. როცა ნახეს რომ არ იყიდება და უმეტესობა ინტერნეტიდან იწერს, გიჯები არიან უფასოდ იმუშაონ ? ზუსტად ამან გამოიწვია console-ზე გადასვლა და გრაფიკის განვითარების ტემპების შეჩერება. მარტო crysis-ის მაგალით რად ღირს, საუკეთესო გრაფიკოა, ინოვაციური gameplay-ის ელემეტები fps-ისთვის, თავისუფალი სამყარო, ნორმალური storyline-ი. და რამივიღეთ მიზერული გაყიდვები. რა გააგეთა მერე crytek-მა ? far cry 2 for pc, ps3 and xbox 360, უნიფიცირებულ სპეციალურად შექმნილ engine-ზე, მაგრამ გრაფიკა ბევრად ნაკლები ვიდრე crysis-ში, და მივიღეთ ნორმალური გაყიდვები ნორმალური შემოსავალი, ხოდა ესეც გააგრძელებს crysis 2 for pc, ps3 and xbox 360 . გრაფიკა ? იგივე რაც იყო, უბრალოდ ოპტიმიზაციებით აქა იქ, სინათლე, ფილტრაცია.

მე მაინც იმედი მაქვს რომ ბოლომდე არ დავივწყებენ, მაგრამ ესეთ ცუდ მოდგმოარებოაში, pc-ი არ ყოვფილა არცერთი კონსოლის თაობის დროს.

ეხლა რაც შეეხება პირატობას

პირატობის მატება კიდე გამოიწვია PC-ების კარგმა გაყიდვამ განითარებად ქვეყნებში(და არამარტო რათქმაუნდა მაგრამ მთავარი ნაწილი ზუსტად განვითარებად ქვეყნებში იყიდება, სადაც საშუალო ფენას გარკვეული მატერიალური შესაძლებლობები გაუჩნდა, რომელიც იქამდე არ ქონდა, მაგრამ ისეთი ჯერ ვერომ რომ 60$-ს გადახდა გაამართოს, უბრალო მორალური პრინციპების არ დარღვევამ, რომელიც ან აქვს ან არა საერთოდ), რაც გახდა იმის მიზეზი რომ ინტერნტ ინფრასტრუქტურა განვითარდა ამ ქვეყნებში(და რათქამუნდა ისევ არა მარტო ამ ქვეყნებში) და როცა საშუალო სტატისტიკურმა jimi-მ ინდოეთიდან აღმოაჩინა რომ იმის მაგივრად რომ ორიგინალი იყოდოს ან თუნდაც უკვე გაპირატებული დისკი სადმე ბაზარზე, რომ შეუძლია უბრალოდ გადმოწეროს ინტერნეტიდა და ამაში არაფერი გადაიხადოს, მიხვიდ აბა რა გააკეთა აიღო და გადაწერა. ინტრნეტს კიდე საზღვრები არა აქვს, jimi-მ როცა უთხა john-ს (ამერიკიდან) რომ ესე გააკეთა და ახალ თამაშს უკვე თამაშობდა, john-მა თავიდან უარი თქვა პირატობაზე, იმიტომ რომ ეს მისთვის მუღებელი იყო(აქ შეიძლება ვევრი მიზეზის ჩამოთვლა, მაგრამ დავარქვათ მორალურ-ფსიქოლოგირუი ან თუნდაც კანონმოშიში), მაგრამ როცა დრო გავიდა და მისმა მეგობარმა, zak-მა გადაწერა იგივე თამში, რაშიც john-მა ფული გადაიხადა და იმ ფულით girlfriend-ი დაპატიჯა კინოში, მიხვიდი აბა რა გააკეთა john-მა, შემდეგ ჯერზე ? :D აიღო და გადაწერა. რატომ ? იმიტომ რომ მას მორალური-ფსიქოლოგიური ბარიერები მოეხსნა დროთა განმავლობაში, ასევე დაინახა რომ zak-ი არ დაჯილა თავისი ქმედებისთვის.

ეხლა წარმოიდგინე რას იზამს ახალი თამობა, ახალი თაობებისთვის საერთოდ უცხოა ეს ბარიერები იმიტომ რომ ისინი პირატობას უკვე ნორმად აღიქვავენ და ეს კიდე თავისთავად იმიტომ ხდება რომ გარშემო ხალხი აკეთება ამას და ისინი არ ისჯებიან ამისთვის ან არ იღებენ საყვედურს არავისგან.

პირატობა ადრე აღიქმებოდა როგორც დანაშაული, შემდეგ როგორც სოციალური ნორმების დარღვევა (დევიაცია), შემდეგ ის უკვე ჩვეულ ამბად იქცა და უმეტეს შემთხევაში სოციალური ნორმების დარღვევადაც აღარ ითვლება.

მდა გავუტიე უკვე, ისე ამაზე კარგი დისერტაცია დაიწერებოდა, "დანაშაულიდან, მიღებლ ნორმამდე" ან "როგორ ცვლის სოციალურ ნორმებს, თანამედროვა ინფორამციული ტექნოლოგიები" :D

p.s.

რათქმაუნდა ეს ერთადერთი მიზეზი არ არის, მაგრამ ნამდვილად პირველია. ასეხე ძალაინ სერიოზული მიზეზებია, გამოყენების სიადვილე, ადამიანის მოთხოვლინება ერურთიერთოს სხვებს პირისპირ, console-ის მიერ ახალი ფინქციების ათვისება (ფიტნესი) და რათქამუნდა შედარებით დაბალი ფასი (ისევ წაგებაში გაყიდული), ამ სისი გაგრძლება შეიძლება უსასრულოდ, მაგრამ ყველაფერი დაიწყო პირატობით.

Link to comment
Share on other sites

ეხლა გეტყვი კიდე რამ შეუწყო პირატობის განვითარებამ ხელი ბოლო 1-2 წლის მანძილზე: პირველი დეველოპერებმა დაიკიდეს საერთოდ პს პლატფორმა და ხალხს აღარ სურს 40$ გადახდა იმ ნაგავში რაც ეხლა გამოდის პს-ზე (პირველ რიგში იპტიმიზაციას და გრაფიკას ვგულუსხმობ და არა თვითონ თამაშის დონეს) მეორე ფაქტორი სწრაფი და იაფიანი ინტერნეტია რომლის მეშვეობით შეიძლება ტორენტიდან თამაშების გადმოწერა ისე რომ არავინ გიჩივლოს და დაგიჭიროს, ეგ ყველაფერი უკვე კეთდება ისეთ განვითარებულ ქვეყნებში როგორიც შვეცია, დანია და ნორვეგიაა, ხოდა ამ ყველაფერს ამერიკელები და ინგლისელებიც უყურებენ და სხვა განვითარებული ქვეყნების ინტერნეტ უზერები და ამოუვათ ერთხელაც იქნება ყელში ეგ ყველაფერი და ყველა პირატულ პროდუქციაზე გადავა თუ მასე გააგრძელებენ დეველოპერები, ხოდა კიდე უფრო გაუარესდება პს პლატფორმის მდგომარეობა, ყველაფერი მაგისკენ მიდის ეხლა და ეგ ძალიან სამწუხაროა, ეგ ყველაფერი იმიტომ რომ ახალი პაკალენიის კონსოლები არ გამოდიან და ბევრმა დაიკიდა უკვე პს და არც შენი ძველი კონსოლები ჭირდება და არც პს-ზე გეიმინგი კაკრაზ რომ ნაგავი გრაფიკის გამო, მასეთი კომენტები ბევრჯერ შემხვედრია რეალური სოფტის მყიდველისგან ვინც რეგულარულათ ყიდულობს ლიცენზიებს

Link to comment
Share on other sites

არადა განვითარებად ქვეყნებს არ ყავთ ის ხალხი ვინც თამაშებს ტეხავს, პლიუს კონსოლებზეც ბევრი პირატული თამაშია ps2 xbox ერთადერთი ps3 ზე არ ტყდება და მგონი გატეხეს უკვე. ნებისმიერ მაგაზიაში იყიდება პირატული კონსოლების თამაშები. xboxისთვის თამაშის ჩაწერა ისეთივე მარტივია როგორც პისისთვის. ჩემი აზრით ზოგი თამაშის ჩართვა პისიზე უფრო რთულია ვიდრე დისკის ჩაწერა.

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.




×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.