Jump to content

შეკითხვები მაქვს,(დახმარება მჭირდება)


Recommended Posts

მიშა

მოკლედ რომ ამიხსნა შეგიძლია, ვერაფერი გავიგე სამწუხაროდ :(

ბადესთან დაკავშირებით

Link to comment
Share on other sites

  • Replies 75
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ბადის ჰორიზონტალური ხაზები გაჩვენებს "კლასიკურ" შემთხვევაში სად უნდა გადიოდეს სურათში ჰორიზონტის ხაზი, ან სხვა რომელიმე ხაზი. ვერტიკალური ხაზებიც იმავეს გიჩვენებს, ოღონდ ვერტიკალურ ხაზებთან დაკავშირებით. ხაზების გადაკვეთაზე თუ რაიმიე საკვანძო ობიექტი იქნება მოთავსებული, ეგეც კარგ შედეგს მოგცემს. მაგ ხაზებით შექმნილ ოთხკუთხედებზე თუ დიაგონალს გაატარებ და კადრში არსებულ რომელიმე დიაგონალს მაგაზე დასვამ, ეგეც კარგი იქნება. მოკლედ ეგ ბადე გამოიყენება სურათზე ობიექტების ლამაზად განსათავსებლად. რათქმაუნდა ეგ დოგმა არაა და აუცილებელი სულაც არაა მაგის მიხედვით გააკეთო.

Link to comment
Share on other sites

ეუუჰ )მე პროფესიონალი გადამღები არავარ, :) უბრალო ენაზე ამიხსნა შეგიძლია?

კაი შევეშვად. მაინც ვერ გავიგე

Link to comment
Share on other sites

კარგი,მადლობა გამოხმაურებისათვის მიშა.მაინც არ ვიყენებ მაგ ბადეს,ისე დამაინტერესა.მე მეგონა ფოტო უფრო უკეთესო გამოვა,ხარიხსიანი,თუმცაეგ არაფერ შუაში ყოფილა.

Link to comment
Share on other sites

კარგი,მადლობა გამოხმაურებისათვის მიშა.მაინც არ ვიყენებ მაგ ბადეს,ისე დამაინტერესა.მე მეგონა ფოტო უფრო უკეთესო გამოვა,ხარიხსიანი,თუმცაეგ არაფერ შუაში ყოფილა.

ხარისხიანი არა, გადასაღები ობიექტები რომ ლამაზად განალაგო ფოტოზე იმისთვისაა. არც მე ვიყენებ ბადეს. საერთოდ ბადეში არაა საქმე, თუ კარგი ხედვა გაქვს ბადე სულ არ გჭირდება. ბევრი კარგი ფოტო ვიცი, რომელიც საერთოდ არ ჯდება ამ ბადეში.

Link to comment
Share on other sites

  • 1 month later...

გამარჯობა

1080p და 1080i შორის რა განსხვავებაა.ორივე 50i რო იღებდეს... ?

რომელი არის უკეთესი ანუ... და რატომ

აი ეს ვერ გავიგე რა არის.. 5 ზერო დავაყენო 5 ერთნაირ ფოტოს გადაიღებს ხო?

799e18163e71.jpg

Link to comment
Share on other sites

აქ ვარ :D

1080p-ს შემთხვევაში 1920x1080 გაფართოების ვიდეოს თითოეული კადრი იწყობა მთლიანად, ანუ 1920x1080 ერთიანად "იხატება". მაშინ, როდესაც 1080i გამოსახულების დროს 1920x1080 გაფართოების ვიდეოს თითოეული კადრი იყოფა ორ კადრად (540x1080 გაფართოებით) და ეს ორი კადრი ერთად ადგენს 1920x1080 პიქსელიან გამოსახულებას. იდეაში 1080i-მ უფრო "რბილი" ვიდეო უნდა მოგცეს. სინამდვილეში ყველაფერი გაცილებით რთულადაა და ვიდეოს ხარისხი დამოკიდებულია ვიდეორეჟიმზე (i ან p), გადაღებულ ვიდეოში სცენების "სირთულეზე" და ტელევიზორზე/დისპლეიზე, რომელზედაც ამ ვიდეოს უნდა უყურო. ზუსტად სად რომელი ჯობს, სამწუხაროდ არ ვიცი :(

Link to comment
Share on other sites

ვახ საინტერესოა. მაგრამ პ მაინც უფრო უკეთესია როგორც ჩანს.. თუმცა დიდი ხანდხვავებაც არ ყოფილა...

მეორე კითხვაზე გეპასუხა ეგებ

Link to comment
Share on other sites

მე არ ვეძახი, მაგრამ მსმენია.. ) პატარა რომა ალბათ მაგიტო .არ ვიცი ზუსტად..

Link to comment
Share on other sites

,,სასაპნეს" რატომ ეძახით კამერას?

რუსული "Мыльница"-დან წამოვიდა. ყველაზე იაფფასიანი ლენტიანი ფოტოაპარატები (რომელიც მთელ მსოფლიოში იყო მოდებული ციფრულების შემოსვლამდე), ძალიან წააგავდა ფორმით სასაპნეს:

206.jpg

06-10.jpg

მე არ ვეძახი, მაგრამ მსმენია.. ) პატარა რომა ალბათ მაგიტო .არ ვიცი ზუსტად..

ინსტრუქციაში რა უწერია იმ რეჟიმთან დაკავშირებით?

Link to comment
Share on other sites

Burts მემგონი ისაა რამოდენიმე სურათს რო იღებს წამში თუ როგორც მიუთითებ და მერე იქიდან აირჩევ რომელიც მოგეწონება მგონი ესაა ;)

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

მიშა აი ამაზე გეუბნები, ვერ მიხვდი რა არის ?

eea752b80275.jpg

Burst მიყოლებით გადაღებაა როგორც გითხრეს. დააჭერ და მიყოლებით გადაიღებს რამდენიმე სურათს.

Burts მემგონი ისაა რამოდენიმე სურათს რო იღებს წამში თუ როგორც მიუთითებ და მერე იქიდან აირჩევ რომელიც მოგეწონება მგონი ესაა ;)

:yes:

Link to comment
Share on other sites

  • 1 month later...

გამარჯობათ, ნახევარი წლის შეძენილი მაქვს ნიკონ დ 3100 ნელ-ნელა ვსწავლობ, პირველი სარკულია, ამიტომაც მაქვს ბევრი კითხვა. გუშინ გადავიღე ღამის რეჟიმით და ეს ლაქები გამოჩნდა რისია? წინასწარ მადლობა.

0e400d7dd722.jpg

Link to comment
Share on other sites

გამარჯობათ, ნახევარი წლის შეძენილი მაქვს ნიკონ დ 3100 ნელ-ნელა ვსწავლობ, პირველი სარკულია, ამიტომაც მაქვს ბევრი კითხვა. გუშინ გადავიღე ღამის რეჟიმით და ეს ლაქები გამოჩნდა რისია? წინასწარ მადლობა.

0e400d7dd722.jpg

კეთილი იყოს შენი კამერა ამ ფორუმზე :)

ძნელი სათქმელია ეგ რის ბრალია. უფრო სწორად რამდენიმე მიზეზი შეიძლება იყოს. პირველი - ლინზა ხომარაა წინიდან დასვრილი? მეორე - ლინზას წ#$%ს წვეთი ხომარ მოხვდა? მესამე - ფოტოს გადაღებისას ბლენდა (hood) არ გიხმარია? ბლენდას თუ არ იხმარ შეიძლება კადრში არსებულმა განათებებმა გამოიწვიოს "გვერდითი ეფექტი" და მაგისგან იყოს...

Link to comment
Share on other sites

დიდი მადლობა მიშა თბილი მიღებისთვის, დიახ ბლენდა სულ უკეთია ხოლმე ჩემს აპარატს . მოვხნა ხოლმე? ეს ფილტრიც უყენია

http://www.amazon.com/Sigma-DG-52mm-Multi-Coated-Filter/dp/B00009R6JT/ref=sr_1_4?ie=UTF8&qid=1335701362&sr=8-4

Link to comment
Share on other sites

დიდი მადლობა მიშა თბილი მიღებისთვის, დიახ ბლენდა სულ უკეთია ხოლმე ჩემს აპარატს . მოვხნა ხოლმე? ეს ფილტრიც უყენია

http://www.amazon.com/Sigma-DG-52mm-Multi-Coated-Filter/dp/B00009R6JT/ref=sr_1_4?ie=UTF8&qid=1335701362&sr=8-4

არა, სასურველია ჰქონდეს ბლენდა. საერთოდ როცა მზიანია, ან ნათურებია გარშემო, "ზედმეტი" განათებისგან იცავს ბლენდა, ამიტომ ჯობს ჰქონდეს. UV ფილტრიც კარგია, ეგ რომ უკეთია ლინზას, ჩათვალე ნაკლები თავსატკივარი გექნება გაწმენდისას - ჯობია ფილტრი გაჭუჭყიანდეს და გაფუჭდეს, ვიდრე ლინზა :)

Link to comment
Share on other sites

ლენსპენიც გამოვიწერე. რა უნდა გკითხოთ თან 2 თვე ჩამრჩა აკუმულატორი აპარატში, ამოვიღე დავტენე, დაიტენა და იღებს ისევ, სანამ აქ მოვხვდებოდი ნიკონ ჯორჯიას საიტზე ვიკითხე ფეისბუკში თავი გაიგიჟეს ახალი უნდა იყიდოო, თან იმდენი გეგმა მაქვს წელს ახალი შევიძინო?

Link to comment
Share on other sites

ლენსპენიც გამოვიწერე. რა უნდა გკითხოთ თან 2 თვე ჩამრჩა აკუმულატორი აპარატში, ამოვიღე დავტენე, დაიტენა და იღებს ისევ, სანამ აქ მოვხვდებოდი ნიკონ ჯორჯიას საიტზე ვიკითხე ფეისბუკში თავი გაიგიჟეს ახალი უნდა იყიდოო, თან იმდენი გეგმა მაქვს წელს ახალი შევიძინო?

სისულელეა. თანამედროვე აპარატებში რაც აკუმულატორებია, Li-Ion ტიპისაა, მასე იოლად არ "კვდება". ჩემ მაგალითს გეტყვი - სამი თვის წინ დავტენე, გადავიღე 30-40 კადრი, მერე ორი თვე ისე მედო, ხელი არ მომიკიდია აპარატისთვის. მერე დამჭირდა, ავიღე, წავიღე, გადავიღე 150 კადრამდე სავსებით ჩვეულებრივად, მერე დაჯდა და დავტენე. წლინახევრის წინ ვიყიდე კამერა, 600 კადრს იღებდა დატენვის გარეშე. დღეს იღებს 500 კადრს. გამოსაცვლელია? არამგონი :babu:

Link to comment
Share on other sites

ისე ამოღებას მირჩევთ თუ იდოს შიგნით?

საერთოდ ეგ "ელემენტის ამოღების საჭიროების" მითი გაჩნდა Ni-CD ელემენტების დროს, რომლებსაც თუ ჩატოვებდი აპარატში, თავისით ჯდებოდა და თან აპარატის კონტაქტებს ჟანგავდა და აფუჭებდა. ამიტომ იყო საჭირო (უფრო სწორად, აუცილებელი) მათი ამოღება თუნდაც ერთკვირიანი პაუზის დროს... Li-Ion ტიპის აკუმულატორებს იგივე პრობლემები არ აწუხებთ, მაგრამ უბრალო უსაფრთხოების მიზნით სასურველია (სასურველი და არა აუცილებელი) მაინც მათი ამოღება ხანგრძლივი (რამდენიმეთვიანი) შენახვის წინ... თუმცა მე ისეთი ზარმაცი ვარ, არ ვაკეთებ მაგას და არაფერი მოსვლია აპარატურას, ასე რომ შენი გადასაწყვეტია, ამოიღებ - კარგია. არ ამოიღებ - არც ეგაა კატასტროფა :)

Link to comment
Share on other sites

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.