Jump to content

შეკითხვები მაქვს,(დახმარება მჭირდება)


Recommended Posts

გამარჯობათ

შეკითხვები მაქვს ვინც ერკვევა იქნებ დამეხმაროს

ციფრულის მეხსიერების ბარათზე ეს უცანური ფაილები არის თუ რა ქვია არ ვიცი ნუ მოკლედ ტყუილადა და არ იშლება..ამას მიწერს ვერაფრით ვერ ამოვშალე რა.სურათებს რო ვათვალიერებ ციფრულიდან ხელს მიშლის

როგორ წავშალო?

აი სურათები

ლურჯად რომ არის ესენია

c8af11975a2e.jpg

მერე ამას მიწერს

69ac38ea7cac.jpg

წაშლის დროს კიდე ამას

84e6c2233905.jpg

კიდე ეს მაინტერესებს

ჩართვისას ამას მიწერს აქამდე არ წერდა.რას ნიშნავს?

15223b644431.jpg

და ერთიც:)

როდესაც M რეჯიმზე მაქვს სურათზე არის ქვევით F3.3 1/4 ამის მომატების დაკლებით მერე რა ხდება.. ვერ გაუგე...

4d2b3406d5c7.jpg

fdb71aa277ab.jpg

d5a7440f23ce.jpg

Link to comment
Share on other sites

  • Replies 75
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

1. კომპიუტერიდან დააფორმატე.

2. როდესაც გამორთე რა ზუმზეც გეყენა იგივეზე დაბრუნდაო :/

3. M იგივე მანუალ რეჟიმზე შენით უთითებ ყველა ფუნქციას, განათებას, კონსტარასტს და სხვ. F მგონი განათებაა, სინათლის აღთქმა. აუწიე ან დაუწიე და ნახავ რაცაა და რა განსხვავება ნუ. :D

  • Upvote 3
Link to comment
Share on other sites

1. კომპიუტერიდან დააფორმატე.

2. როდესაც გამორთე რა ზუმზეც გეყენა იგივეზე დაბრუნდაო :/

ეს ორი სწორია.

3. M იგივე მანუალ რეჟიმზე შენით უთითებ ყველა ფუნქციას, განათებას, კონსტარასტს და სხვ. F მგონი განათებაა, სინათლის აღთქმა. აუწიე ან დაუწიე და ნახავ რაცაა და რა განსხვავება ნუ. :D

ამას რაც შეეხებას, "F" რიცხვი ლინზის შუქმგრძნობელობაა. რაც უფრო პატარა რიცხვი იქნება, მით უფრო გაიხსნება დიაფრაგმა და უფრო ნაკლებ დროში გადაიღებ ფოტოს. კარგია ცუდი განათებისას, სადაც სიტყვაზე F/5.6-ზე 1 წამი ჭირდება სურათის დაფიქსირებას, F/2.0-ზე 1/3-1/5 წამიც ეყოფა და ეგ შედარებით უკეთეს სურათს მოგცემს, რადგან 1 წამი გაუნძრევლად დგომა ძნელია, 1/3 წამი კიდევ მეტ-ნაკლებად შესაძლებელია.

თუმცა არ შეიძლება საჭიროების გარეშე დაბალი რიცხვი დაიჭირო იმიტომ, რომ გამოსახულება შეიძლება ბუდნოვანი გახდეს. F/5.6-ზე როგორ მკვეთრ სურათსაც იღებ, ისეთ მკვეთრს F/2-ზე ვერ გადაიღებ ანუ.

მეორეს მხრივ დაბალი F რიცხვით მიიღწევა "ბოკე":

http://en.wikipedia.org/wiki/Bokeh

მოკლედ, ბევრი ნიუანსია მანდ...

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

1. კომპიუტერიდან დააფორმატე.

კომპიუტერიდან როგორ დავაფორმატო რომ რო ვხსნი ცარიელი არის ფაილი ,დავაფორმატო მთლიანად მეხსირების ბარათი?ყველაფერი წაიშლება მასე.. თუ შეიძლება?

და ისე რა იწვევს ასეთი უცნაური რაღაცები რო ჩნდება რომ არ იშლება?

მიშა მადლობ გამოხმაურებისათვის.დასკვა ის გავაკეთე რომ ხელი არ მოვკიდო რაც არ ვიცი:) არც აუწევ არც დაუწევ.ამით დიდი შედეგი არ მექნება ესეიგი.

@ აუწიე ან დაუწიე და ნახავ რაცაა და რა განსხვავება ნუ

ვერაფერს ვერ ვხდები განსხვავებას კადრი ისეთივე არის..

და საერთოდ.. ეს ია რეჯიმი მოსაბეზრებელია. კი საუკეთესოა სხვა რეჯიმებთან შედარებით, მაგრამ მაინც..

A , S , P , M გასაგებია რომ ავტო რეჯიმი აღარ ხდება და შენი ხელით აკეთებ ყველაფერს.. და მაინც რომელი რეჯიმია კარგი..

Link to comment
Share on other sites

1. კომპიუტერიდან დააფორმატე.

კომპიუტერიდან როგორ დავაფორმატო რომ რო ვხსნი ცარიელი არის ფაილი ,დავაფორმატო მთლიანად მეხსირების ბარათი?ყველაფერი წაიშლება მასე.. თუ შეიძლება?

კომპიდან მთელი მეხსიერება უნდა დააფორმატო და მაგ შემთხვევაში რათქმაუნდა მთელ ინფორმაციას დაკარგავ (თუმაც ისედაც დაკარგულია მგონი რახან ვერ ხსნი და ვერც იწერ)

მიშა მადლობ გამოხმაურებისათვის.დასკვა ის გავაკეთე რომ ხელი არ მოვკიდო რაც არ ვიცი:) არც აუწევ არც დაუწევ.ამით დიდი შედეგი არ მექნება ესეიგი.

აუწიე ან დაუწიე და ნახავ რაცაა და რა განსხვავება ნუ

ვერაფერს ვერ ვხდები განსხვავებას კადრი ისეთივე არის..

ნუ მთლად მასეც არაა. დაბალ F რიცხვს რომ დააყენებ, სურათს უფრო მალე გადაიღებს. მაგრამ "სიმკვეთრის სიღრმე" გექნება უფრო დაბალი. ანუ გადაღების ძირითადი ობიექტიდან მოშორებით ბუნდოვანობა გაიზრდება. დაახლოებით ასე:

800px-Jonquil_flowers_at_f32.jpg

ეგ სურათი f/32-ზეა გადაღებული და როგორც ხედავ ფონიც მკვეთრია და წინა პლანზე მყოფი ყვავილიც. ახლა ნახე უფრო დაბალ F-ზე რა ხდება:

800px-Jonquil_flowers_at_f5.jpg

ესაა F/5.6-ზე გადაღებული. აქ მარტო ყვავილია მკვეთრი, დანარჩენი ფონი სულ ბუნდოვანია. ასე რომ განსხვავება არის. უბრალოდ ფოტოს გააჩნია რანაირს იღებ... ახლა ვინმეს თუ კედელთან დააყენებ და ფოტოს გადაუღებ, გინდ f/2 გქონია, გინდ f/32, მაინც ერთნაირად გამოჩნდება. მაგრამ თუ "ღრმა" სცენაა (ანუ წინა პლანი და უკან ფონი გაქვს), მაშინ სხვაობას იგრძნობ.

და საერთოდ.. ეს ია რეჯიმი მოსაბეზრებელია. კი საუკეთესოა სხვა რეჯიმებთან შედარებით, მაგრამ მაინც..

A , S , P , M გასაგებია რომ ავტო რეჯიმი აღარ ხდება და შენი ხელით აკეთებ ყველაფერს.. და მაინც რომელი რეჯიმია კარგი..

მე "A"-ს ვიყენებ ძირითადად, სასურველ დიაფრაგმას (F რიცხვს) ვუთითებ და აპარატი დანარჩენს თავისით ანგარიშობს.

"S" რეჟიმი კარგია როცა განსაზღვრულ დროში გინდა გადაიღო სურათი. სიტყვაზე ავტომატურად იღებს 1/30-ზე და შენ გინდა 1/100, ან 1/15, ან სხვა ნებისმიერი.

"P" რეჟიმი "პროგრამული" რეჟიმია და დიდი განსხვავება არა აქვს ავტომატურისგან.

"M" რეჟიმში ყველაფერი შენით უნდა გაიანგარიშო. მასე ღამე ვაკეთებ, მაგალითად მინდა 10 წამი ვიღებდე ფოტოს, დიაფრაგმას ხელით მივუთითებ ყველაზე დაბალ რიცხვზე, მერე ექსპოზიციას ვაძლევ 10 წამზე, დავდებ კამერას რამეზე, რომ არ "იხვანცალოს" და ვიღებ :)

P.S. მაგარი ციფრული ყოფილა ეგ პანასონიკი თუ ასეთი პროფესიონალური რეჟიმები აქვს :)

Link to comment
Share on other sites

კომპიდან მთელი მეხსიერება უნდა დააფორმატო და მაგ შემთხვევაში რათქმაუნდა მთელ ინფორმაციას დაკარგავ (თუმაც ისედაც დაკარგულია მგონი რახან ვერ ხსნი და ვერც იწერ)

მიშა მგონი ვერ გამიგე კარგად ან მე ვერ აგიხსენი

ეხლა ცარიელი არის სურათების ფაილი, მაგრამ აპარატს რო ვრთავ ესენი მაინც არის.. როგორ მოვშალო ?

დაფორმატება ყველაფერს არ წაშლის ?

37043ebef52a.jpg

მადლობა დაწვრილებით ახსნისათვის.. რეჯიმებთან დაკავშირებით

P.S. მაგარი ციფრული ყოფილა ეგ პანასონიკი თუ ასეთი პროფესიონალური რეჟიმები აქვს

ამას კიდე იმდენი რამე აქვს :)ბევრი ფუნქციები აქვს ,როგორ მოათავსეს ასეთ პატარა აპარატში...

Link to comment
Share on other sites

ფორმატირებისას მთელი ჩიპი (თუ მეხსიერება, თუ რაცაა) უნდა გასუფთავდეს, ასი პროცენტით. სულ უნდა დაცარიელდეს წესით :)

ამას კიდე იმდენი რამე აქვს :)ბევრი ფუნქციები აქვს ,როგორ მოათავსეს ასეთ პატარა აპარატში...

"როგორ" - ეგ არც ისე რთული ამბავია, უფრო მეტი საკითხავია "რატომ". იმ ადამიანების უმეტესობა,ვისაც ეგეთი კომპაქტური კამერა აქვს, დიდად არაა დაინტერესებული მისი ფუნქციურობით. თან ყველაფერთან ერთად არც ისეთი ძვირია...

Link to comment
Share on other sites

კარგი ეხლა დავაფორმატებ და ვნახოდ რა გამოვა. და თუ კიდე გაჩნდა ისინი... ესეიგი რაგაცაში არის პრობლემა..

რასაც ეძახიან დიგითალ კამერა ალბათ ეს ერთ ერთი საუკეთესოა ,

იმიტომ არ არიან დაინტერესებული რომ ეს ია რეჯიმი ყველაფერს აკეთებს,IA მართლა მაგარი რამეა,უბრალოდ სხვა რეჯიმზე არ გინდა გადართვა.,დღისით ვერცერთი რეჯიმი ისე ვერ გადაიღებს ია რეჯიმი რო გადაიღებს,ღამე ცუდია..

Link to comment
Share on other sites

ღამისთვის ცალკე რეჟიმი უნდა ჰქონდეს... პირდაპირ მასე ასარჩევი რეჟიმი თუ არა, "scene mode" მაინც ექნება აუცილებლად.

Link to comment
Share on other sites

აჰა ვსიო აღარა... დაფორმატებამ უშველა..

მაგრამ რო ვრთავ კამერას ამას მიწერს

8d7e5e38d5b9.jpg

Link to comment
Share on other sites

:facepalm: ვიდეოს "სწორად" გადასაღებად თვითონ ფოტოაპარატიდან უნდა დააფორმატო ჩიპიო მაგას წერს... ექნება სადმე კამერას მენიუში ჩიპის ფორმატირება და იქიდან უნდა დააფორმატო.

ზედმეტად ჭკვიანია :D

Link to comment
Share on other sites

Panasonic Lumix DMC tz20 (zs10)

ეს მოდელია ბექა

მიშა

უკვე დავაფორმატე კომპიუტერიდან

აუუ ეგ როგორ ვნახო.. :(

მე მაგიტო გკითხე ყველფერს წაშლის თქო და რამე პრობლემა ხომარ შეიქმნება..

ვიდეოს იღებს და მაგას მაინც რატო წერს

Link to comment
Share on other sites

Panasonic Lumix DMC tz20 (zs10)

ეს მოდელია ბექა

მიშა

უკვე დავაფორმატე კომპიუტერიდან

აუუ ეგ როგორ ვნახო.. :(

მე მაგიტო გკითხე ყველფერს წაშლის თქო და რამე პრობლემა ხომარ შეიქმნება..

ვიდეოს იღებს და მაგას მაინც რატო წერს

"არასწორად" იღებსო... უფრო სწორად, სიტყვასიტყვით რომ ვთქვათ, "ჩიპი ფოტოაპარატიდან არაა დაფორმატებული და ამიტომ ვიდეოგადაღებისთვის გამოსადეგი არააო".

მენიუში "setup" განყოფილება იპოვე და იქ უნდა იყოს "format" ბრძანება. ჩიპი თუ გედება კამერაში, მაშინ ჩიპს დააფორმატებს. ჩიპს თუ ამოიღებს, შიდა მეხსიერებას დააფორმატებს.

Link to comment
Share on other sites

კი კი ვნახე. ზუსტად ამიხსენი საღოლ.. :)

რა უნდა გკითხო კიდე. რუსული მენიუ როგორ დავაყენო იცი?

ინგლისური და ესპანური აქვს მხოლოდ

Link to comment
Share on other sites

კი კი ვნახე. ზუსტად ამიხსენი საღოლ.. :)

რა უნდა გკითხო კიდე. რუსული მენიუ როგორ დავაყენო იცი?

ინგლისური და ესპანური აქვს მხოლოდ

გადაპროგრამება ენდომება, მაგრამ კამერებზე როგორ არის არ ვიცი.

Link to comment
Share on other sites

ერთ რუსულ საიტზე ვნახე ,ვიდეო იყო ესეთი ქონდა ზუსტად და ენა რუსული იყო..

ეს ამერიკული ვერსია არის და ალბათ მაგიტომაც არა

ევროპულებს აქვს მგონი..

კარგი მადლობთ,

Link to comment
Share on other sites

ერთ რუსულ საიტზე ვნახე ,ვიდეო იყო ესეთი ქონდა ზუსტად და ენა რუსული იყო..

ეს ამერიკული ვერსია არის და ალბათ მაგიტომაც არა

ევროპულებს აქვს მგონი..

:yes: ამერიკულ ვერსიაში არავინ ჩადებს რუსულ მენიუს. არც ევროპულში, თუკი დასავლეთევროპულია. აი აღმოსავლეთ ევროპის ბაზრისთვის განკუთვნილში კი იქნება ჩეხური, პოლონური, ბულგარული და რუსული...

თეორიულად კი შეიძლება, რომ მაგის "ტვინი" რაც არის, სულ წაშალო და გადააწერო ზედ რუსული მენიუს მქონე ვერსიის "შიგთავსი", მაგრამ რამდენად გაკეთებადია ეგ ამბავი, ან ღირს თუ არა საერთოდ, არ ვიცი (მგონი მაინც არ ღირს).

თემა ღია იყოს, თუ კიდევ გექნება რამე კითხვა, არ მოგერიდოს :ugly_wink:

Link to comment
Share on other sites

  • 2 months later...

მიშა

ადამიანის გადაღების დროს სენსივიტი რომელზე დავაყენო როგორ მირჩევდი?

Link to comment
Share on other sites

ეს ბადე რას ნიშნავს. რა შემთხვევაშია კარგი გამოყენება?

e1535a48f2f6.jpg

რა დანიშნულება აქვს საერთოდ. ?

Link to comment
Share on other sites

ეს ბადე რას ნიშნავს. რა შემთხვევაშია კარგი გამოყენება?

e1535a48f2f6.jpg

რა დანიშნულება აქვს საერთოდ. ?

ეგ ბადე კომპოზიციური ბადეა. დაწვრილებით აქ მიწერია:

მიშა

ადამიანის გადაღების დროს სენსივიტი რომელზე დავაყენო როგორ მირჩევდი?

რის სენსიტივი? ISO? თუ ISO-ს გულისხმობ, რაც უფრო დაბალი ISO-ა ზოგადად, მით უფრო მაღალი ხარისხის ფოტო გამოდის. მაღალ ISO-ს (ისიც გონივრულობის ფარგლებში) გამართლება აქვს მხოლოდ ღამით გადაღებისას და/ან სწრაფად მოძრავი ობიექტების გადაღებისას.

Link to comment
Share on other sites

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.