Jump to content

Thermaltake და MSI-ს ერთობლივი აქცია


Recommended Posts

კომპანია Thermaltake-მა და MSI-მ წამოიწყეს ერთობლივი აქცია, რომელმაც შესაძლოა, რომ კომპიუტერული ენთუზიასტების ყურადღება მიიქციოს. შეზღუდული დროის განმავლობაში, ისინი აპირებსენ სისტემური დაფებისა და LGA 2011 პროცესორის ქულერებისგან შემდგარ ნაკრებების გაყიდვას, რომელშიც შესულია MSI X79A-GD65 (8D) და Thermaltake Frio Advanced.

795ade78674bb48aca5a771f36911d66.jpg

ქულერის კონსტრუქციაში შესულია 6 მმ დიამეტრის, ხუთი სითბური მილაკი და ორი 130 მმ-იანი ფენი. მისი ზომები შეადგენს 130,6 х 122 х 159,2 მმ-ს, წონა კი 954 გ-ს და შეუძლია 230 ვ-მდე CPU-ს სითბოს მოცილება.

2850723e84d67647474988a13f617222.jpg

ხოლო MSI X79A-GD65 (8D) აღჭურვილია ხუთი PCI Express x16 სლოტით, რომელთაგანაც სამი შეესაბამება PCI Express 3.0 სპეციფიკაციას და ერთი PCI Express x1. გარდა ამისა, მას გააჩნია რვა ბუდე ოპერატიული მეხსიერების მოდულებისთვის (საერთო ჯამში - 128 გბ-ისა), ოთხ-ოთხი SATA 6 და SATA 3 გბიტ/წმ პორტი. მასში გამოყენებულია რჩეული კომპონენტები Military Class III-იდან.

თუ რამდენად უფრო ხელსაყრელი იქნება ამ კომპლექტის შეძენა, ვიდრე ცალკეულად ამ პროდუქტებისა, ინფორმაციული წყარო არ აზუსტებს.

Link to comment
Share on other sites

აქამდე დედაპლატის ჩამოტანა თუ 50 ლარი ჯდებოდა ახლა 90-100 ლარი დაჯდება :D

არ მომწონს ეს იდეა :D ქართველებს არ გამოგვადგება :D

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.