X-treme user Posted November 25, 2011 Share Posted November 25, 2011 Fujifilm X 'პრემიუმ-კლასის' კამერების ხაზის მესამე წარმომადგენელი გახდა მოდელი X-S1, რომლის მთავარ ღირსებად მიიჩნევს 'სუპერზუმ' კატეგორიის უხსნადი ობიექტივი - 26-იანი ზუმით. მას აგრეთვე გააჩნია სტაბილიზატორიც და მოიცავს ფოკუსურ მანძილს - 6,1-დან 158,6 მმ-მდე (35 მმ-იან ეკვივალენტში 24-624 მმ). ციფრული Zoom იძლევა გამოსახულების ორჯერ უფრო ახლოს მოტანის საშუალებას, ამასთან მაქსიმალური დიაფრაგმა იცვლება F/2,8-დან F/5,6-მდე, ხოლო მინიმალურის მუდმივი მნიშვნელობა კი შეადგენს F/11-ს. გარდა ამისა, ამ კომპონენტის კონსტრუქციაში შესულია 12 ჯგუფში გაერთიანებული 17 ლინზა, მათ შორის ოთხი ასფერული ელემენტი და ორი ED მინა. ფოკუსირების მინ. მანძილი 30 სმ-ია, თუმცა Super Macro Mode რეჟიმში, ის მცირდება 1 სმ-მდე. კამერა აღჭურვილია 2/3 დუიმ ფორმატის, EXR CMOS ტიპის გამოსახულების სენსორით, 12 მპ გაფართოებით, ისეთით, როგორიც მოდელ FinePix X10-შია. მას გააჩნია მუშაობის სამი რეჟიმი, რომელიც განკუთვნილია განათების სხვადასხვა პირობებისთვის: High Resolution, Wide Dynamic Range და High Sensitivity & Low Noise. მისგან გამომავალი სიგნალი მუშავდება პროცესორ EXR-ით, რომელიც იძლევა სერიული გადაღების საშუალებას - შვიდამდე (Large JPEG) ან ათამდე (Medium JPEG) კადრ/წმ-მდე. ასევე შესაძლებელია ფოტოსურათის მიღება - RAW ან RAW+JPEG ფორმატში ერთდროულად. გათვალისწინებულია სტერეოხმის მქონე, მაღალი ხარისხის ვიდეოს ჩაწერა (1080p/30) H.264-ში. ხოლო მონაცემთა შენახვისთვის, გამოიყენება SD/SDHC/SDXC (UHS-I) ტიპის მეხსიერების ბარათი. გადაღებისთვის ხელმისაწვდომია PASM რეჟიმები (პროგრამული, დიაფრაგმის პრიორიტეტი ან დაყოვნება და 'ხელისა'). შუქმგრძნობელობის სტანდარტული დიაპაზონი მოიცავს მაჩვენებლებს - ISO 100-დან ISO 3200-მდე, გაფართოებული კი - ISO 12800-მდე. მოდელის კომპლექტაციაში აგრეთვე შედის 0,47 დუიმ დიაგონალის და 1,44 მლნ. წერტილ რეზოლუციის მქონე, ელექტრონული ვიდეომაძებარი, რომელიც ფარავს კადრის ფართობის 100%-ს. 3-დუიმიან, მბრუნავი თხევად-კრისტალური ეკრანის გაფართოება კი გახლავთ 460 ათასი წერტილი. Sunny Day რეჟიმი იძლევა დისპლეიზე გამოსახულების ნახვის საშუალებას კაშკაშა მზის სინათლეზეც კი. კამერას გააჩნია ე.წ.'Hot shoe', USB 2.0, HDMI და 3,5 მმ-იანი პორტი მიკროფონის შესაერთებლად. ელემენტის ერთი დამუხტვა საკმარისია 500 სურათის გადასაღებად. პროდუქტის ზომები შეადგენს 135 х 107 х 149 მმ-ს, ხოლო მასა კი - 920 გ-ს (ელემენტით და მეხსიერების ბარათით). IXBT, Fujifilm 4 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშა Posted November 25, 2011 Share Posted November 25, 2011 ფუჯი არ მიყვარს დიდად იმიტომ, რომ სარკიან კამერებს არ აწარმოებს, თუმცა ასეთ ჰიბრიდებში ბადალი არ ჰყავს. კაი მძიმე კია ისე :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Vako™ Posted November 25, 2011 Share Posted November 25, 2011 მშვენიერი კამერაა. ფასი რამდენი იქნება? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Ako*G Posted January 1, 2012 Share Posted January 1, 2012 :wub: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
გათი Posted January 5, 2012 Share Posted January 5, 2012 ეს კამერა ამას მაგონებს ოღOნდ მეორე მხრიდან :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Ako*G Posted January 5, 2012 Share Posted January 5, 2012 ეს კამერა ამას მაგონებს ოღOნდ მეორე მხრიდან მართლა მაგრა გავს წარმოვიდგინე რო აზუმებს და ამის პირი წინ და უკან რო მოძრაობს :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.