Jump to content

Recommended Posts

როგორც მოსალოდნელი იყო, კომპანია LG-მ ოფიციალურად დაანონსა სმარტფონი Prada 3.0, რომელზეც ის მუშაობდა მოდის ცნობილი სახლის იტალიელ დიზაინერებთან ერთად. პროდუქტში შეინიშნება ინდივიდუალური შტრიხები და მისი არევა სხვა Android-მოწყობილობებთან რთული იქნება. მწარმოებლებმა არ უღალატეს სისქის შემცირების ტენდენციასაც, რომელიც შეადგენს 8,5 მმ-ს, ხოლო სიგრძე და სიგანე კი - 127,5 და 69 მმ-ს შესაბამისად.

b19719ba6a1e988c3b6cc86648b95224.jpg

6801eb0899f55788d038e77aac7dec12.jpg

აპარატი დაფუძნებულია ერთკრისტალიან სისტემა Texas Instruments OMAP 4430-ზე (ის აგრეთვე გამოიყენება Amazon Kindle Fire და Toshiba AT200 პლანშეტებში და მაგალითად LG Optimus 3D-შიც), რომელიც მოიცავს 1,0 გჰზ სიხშირეზე მომუშავე, ორბირთვიან პროცესორს. სენსორულ ეკრან NOVA-ს სიკაშკაშის დონე კი, აღწევს 800 კდ/მ2-ს, ხოლო გაფართოება კი - 800 х 480 პიქსელს.

251cce9ef297b12412fb55beb584432b.jpg

730ba3b93fb67771320cf3a2b5cb66e4.jpg

გარდა ამისა, LG Prada 3.0-ის შემადგენლობაში შედის HSPA+, Wi-Fi 802.11a/b/g/n და Bluetooth 3.0+HS ადაპტერები, ორი კამერა (8 და 1,3 მპ გაფართოებით), 8 გბ ინტეგრირებული ფლეშ-მეხსიერება, რადიომიმღები, microSD-ბარათებისთვის განკუთვნილი სლოტი და ასევე ლითიუმ-იონის ელემენტი 1540 mAh ტევადობით. ხოლო ოპერაციული სისტემის სახით, წარმოდგენილია Android 2.3 Gingerbread.

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

ამ სურათის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ , ნოკიას ახალ მოდელებს გავს და საკმაოდ ლამაზად გამოიყურება , მაგრამ 4.3-იანი ეკრანი თუ დააყენეს გაიწელება და აღარ გამოვა ლამაზი

<< აქაა ვიდეო
Link to comment
Share on other sites

მოკლედ რაა უკვე ძალიან გაზარდეს ეკრანის ზომები ,ნამეტანია 4.3 ეგ მობილური კი არა უკვე "ტაშტია" :D

Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...
  • 2 weeks later...

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.