Jump to content

მომავლის მობილური ტელეფონები


Recommended Posts

მათ, ვინც მუდმივად ადევნებს თვალ-ყურს ტექნოლოგიურ სიახლეებს, შეიძლება მოეჩვენოთ, რომ მობილურ სამყაროში რევოლუციები ყოველ მეორე დღეს ხდება, თუმცა თუ ჩავუფიქრდებით, ასეთი სერიოზული მოვლენები არც ისე ბევრია. მაგალითად პირველი უკავშირდება ტელეფონის ფართოდ გავრცელებას, მეორე - მონაცემთა გადაგზავნას, მესამე - ღილაკური ინტერფეისიდან - სენსორულ ეკრანზე მიგრაციას და ბოლოს, მეოთხე - სტილუსებისა (სპეციალური კალამი ზოგიერთ სენსორულ აპარატზე) და რეზისტიულ დისპლეებიდან - მხოლოდ ‘თითების გამოყენებით’ მართვაზე გადასვლაზე. ფაქტობრივად, სულ ეს არის. შეიძლება ტექნოლოგია NFC-ის გახსენებაც, რომელიც გვპირდება ამ მოწყობილობის მოხმარების მოდელის მნიშვნელოვნად შეცვლას, მაგრამ მისი გამოჩენის საკითხი ჯერჯერობით კითხვის ნიშნის ქვეშაა. პრინციპში, მას შემდეგ, რაც Apple -მა გამოუშვა თავისი პირველი iPhone, მობილური ტელეფონების ყველა მომდევნო გარდაქმნა მხოლოდ ევოლუციურ ხასიათს ატარებს.

იდეები ჰაერიდან სულაც არ იბადება, მათ იგონებენ სავსებით კონკრეტული ადამიანები, რომლებსაც ხშირად არც კი აქვთ რაიმე საერთო გაჯეტების წარმოებასთან. თუმცა ისინი ყურადღებით აკვირდებიან დამოუკიდებელ დიზაინერთა ნამუშებრებს და არცთუ იშვიათად, ახდენენ ამ კონცეპტების რეალიზებას, რომლებიც თავდაპირველად სრულიად არარეალურად გამოიყურებოდნენ. ეს თემა ზუსტად ასეთ მიგნებებს უკავშირდება და მოდით რამდენიმე მათგანს უფრო ახლოდან გავეცნოთ.

რამდენიმე ნაწილისგან შემდგარი და დრეკადი დისპლეები

ალბათ ეს პირველი იდეაა, რაც თავში მოგვდის - ერთ მოწყობილობაში ტელეფონის კომპაქტური გაბარიტებისა და პლანშეტის დიდი დიაგონალის შეთავსება.

დიზაინერ დუ ჯუნმა, საკუთარ კონცეპტ Sony Ericsson FH-ში გვთავაზობს ტრადიციული კლავიატურის შეცვლას მეორე სენსორული დისპლეით. გადასაშლელ-მობილურის გაწევით, ვიღებთ სოლიდური ზომის, ორმაგ ეკრანს, რომელიც იძლევა ძირითადი გამოსახულების ორჯერ გადიდების საშუალებას. გარდა ამისა, შესაძლებელია პროდუქტის განცალკევება: რეჟიმი ‘walkie-talkie’ უზრუნველყოფს ორი დამოუკიდებელი ნახევრის ერთმანეთთან კავშირს - უკაბელო არხის გამოყენებით. თუმცა თუ გავითვალისწინებთ იგივე Bluetooth-ის მოქმედების რადიუსს, მაშინ ამ შემთხვევაში, დაძახება უფრო მარტივი იქნება, მაგრამ თვითონ იდეა საკმაოდ ჯანსაღია.

fa685da08909.jpg

რაღაც ამის მსგავსი ჩვენ უკვე Sony Tablet S2 პლანშეტშიც შეგვხვედრია, მაგრამ იქ ორი ეკრანი უფრო გასართობი დამატების სახე აქვს, ვიდრე ფუნქციონალის სასარგებლო თვისებისა, რომელიც შეიძლება, რომ ტელეფონში ძალიან გამოსადეგი იყოს.

ხოლო დიზაინერ ვონ იფეიმ მოიგონა დაკეცვადი, გამოსაწევი ეკრანის მქონე კონცეპტი Nokia E10, რომლის მეშვეობითაც, სმარტფონი პლანშეტურ კომპიუტერად გარდაიქმნება. 6,4 x 4,0 ზომის, თხელი და დრეკადი OLED დისპლეის მიწოდება შესაძლოა საკუთარ თავზე კომპანია Sony-მ აიღოს. მისი დახვევა ხდება 6 მმ-იან კოჭზე და ის იძლევა ქსელში ვებ-გვერდების კომფორტულად დათვალიერების, ელექტრონულ ფოსტასთან მუშაობის, გამოსახულებების ნახვის, თამაშისა და მაღალი ხარისხის ვიდეოს ყურების საშუალებას. გახსნილად რჩება ეკრანის ზედაპირის გამძლეობის საკითხი, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ დრეკად დისპლეებზე აქტიური მუშაობა გრძელდება, სავსებით შესაძლებელია, რომ ეს პროექტი რეალობად იქცეს.

d052552d6403.jpg

ამ კონცეპტის მაგალითზე ვხედავთ, თუ რაოდენ სწრაფად იცვლება ყველაფერი მობილურ სამყაროში. მის ეკრანზე გამოსახულია ოპერაციულ სისტემა MeeGo-ს სკრინშოტი, რომელზეც Nokia-მ უკვე ფაქტიურად უარი განაცხადა.

კორპუსის უკანა მხარეს განთავსებული სენსორული ეკრანი

ტენდენცია ეკრანის გაზრდისა და iPhone-ის მიერ წამოყენებულ ტრენდ - სტილუსის ნაცვლად თითების გამოყენებასთან დაკავშირებით, გარკვეულ წინააღმდეგობებს ქმნის: მომხმარებელი იძულებულია დაფაროს დისპლეის ნაწილი ცერათი. ამასთან, ბევრ შემთხვევაში, ერთი ხელი საკმარისი არ არის და აუცილებელია მეორის დახმარებაც.

ჩინელ დიზაინერ Kingyo-მ წარმოადგინა ინტერფეის Blue Bee-ს კონცეპტი, რომელშიც თაჩსკრინი გამოტანილია ტელეფონის უკანა პანელზე და ასრულებს ყველა ‘ღილაკურ’ ფუნქციას. ამასთან, წინა მხარე სრულებით თავისუფლდება სამართავ მოვალეობებისგან და მხოლოდ ინფორმაციის წასაკითხად არის განკუთვნილი.

c8048ffb142d.jpg

საინტერესოა ის, რომ ამ იდეის სიცოცხლისუნარიანობა პრაქტიკაზე, უნდა დაამტკიცოს Sony-ს ჯიბის სათამაშო კონსოლმა. სწორედ ჯერ არგამოსული PSP Vita გვიჩვენებს, თუ რაოდენ მოსახერხებელია უკანა თაჩსკრინზე თითების სრიალი. თუმცა, აქ ერთი მომენტია: შესაძლოა, რომ ბევრი უფრო გადაწყვეტს ტოპ-სმარტფონის და არა მის ტარებას და ამიტომაც, ამ კონცეპტის წარმატების საკითხი ჯერჯერობით ეჭვქვეშაა.

სამართავი ელემენტების გადატანა სამაჯურებსა და ბეჭდებზე

იქიდან გამომდინარე, რომ სმარტფონებმა დაიწყეს სანტიმეტრებისა და დუიმების მომატება დიაგონალებში, ამ ‘ნიჩბის’ მხოლოდ იმისთვის ამოღება, რომ შევიტყოთ დრო, ვუპასუხოთ ზარს ან შევცვალოთ ტრეკი, მოუხერხებელი გახდა. ამას დიზაინერები გამოეხმაურნენ გადაწყვეტილებით, რომ უბრალო სამართავი ფუნქციები გადატანილ ყოფილიყო მოწყობილობის ფარგლებს გარეთ. მაგალითად, საათზე ან სხვა აქსესუარზე.

კომპანია Nokia-ს კვლევით ლაბორატორიამ შემოგვთავაზა მაგნიტური ბეჭედი Nenya (გულთბილი მოკითხვა ტოლკიენისგან). შემოსულ ზარის საპასუხოდ, სიმღერის გადასართავად ან სოციალურ ქსელში საკუთარი ადგილმდებარეობის შეტყობინებისთვის, საკმარისია ამ გაჯეტის საჭირო მიმართულებით შეტრიალება, ხოლო არჩევის დასადასტურებლად, თითზე მისი ოდნავ წინ გაწევა. ის თავის მხრივ, ურთიერთქმედებს სპეციალურ ბრასლეტთან - მაგნიტურ სარტ^ლის მეშვეობით, რომელში მომხდარი ნებისმიერი ცვლილება ფიქსირდება და ხდება ბრძანებების გადაცემა სმარტფონზე, Bluetooth-ით.

ee611d67f778.jpg

კონცეპტი სავსებით ‘მუშა’ გამოდგა და როგორც მისი შემქმნელები ამტკიცებენ, ის მარტივად ახდენს 45 გრადუსით შეტრიალების ამოცნობას. ამგვარად, მასზე შესაძლებელია რვა სხვადასხვა ბრძანების გაერთიანება და როგორც მინიმუმ, ერთი გაუქმებისა.

iPhone-ის მოყვარულებმა, იტალიურ ADR Studio-ს დიზაინერებმა დააპროექტეს მოწყობილობა, სახელწოდებით iWatch. ეს საათი აღჭურვილია სენსორული ეკრანით და უკავშირდება ზემოაღნიშნულ ტელეფონს ან iPad-ს - Bluetooth-ის საშუალებით, ხოლო ქსელში შედის ადაპტერ Wi-Fi-თ. გარდა დროისა, დისპლეიზე შესაძლებელია გამოსახულ იქნას შემოსული ზარის ავტორის სახელი, საფოსტო შეტყობინებები ან SMS და აგრეთვე ინფორმაცია ამინდის შესახებ. გარდა ამისა, პროდუქტში მოხერხებულად განათავსეს მინი-პროექტორიც, რომელიც ახდენს ფოტოსა და ვიდეოს დემონსტრირებას - ჩართულ მობილური მოწყობილობიდან.

64dc54332323.jpg

ამ ტიპის მოწყობილობის კიდევ ერთი მაგალითი შესაძლოა გახდეს ფუტურისტულ ტელეფონ Rollerphone-ის კონცეპტი - დიზაინერ ალექსეი ჩუგუნნიკოვისგან. ის წარმოადგენს უბრალო საათის მქონე, მარტივ მეტალის სამაჯურს, რომლის შიგნითაც იმალება გამჭვირვალე და დრეკადი სენსორული დისპლეი. ის არის გამოსაწევი და განკუთვნილია ძირითად ფუნქციების მართვისათვის.

c8ff576ed3d2.jpg

ავტონომიური მუშაობის დრო

ეკრანი რაც უფრო დიდი და კაშკაშაა, სმარტფონი მით უფრო ნაკლებ ხანს მუშაობს ავტონომიურ რეჟიმში. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ რევოლუციები ელემენტურ სფეროში თითქმის ყოველ თვე ჩნდება, ამ დროის გახანგრძლივების მხრივ, ჯერჯერობით დიდ პროგრესს მაინც ვერ ვხედავთ, მაგრამ არსებობს რამდენიმე ინოვაციური მიდგომა.

კორეელი დიზაინერები ყურადღებას ამახვილებენ ორი ტიპის დისპლეის მქონე აპარატზე. Second Life Mobile Phone Concept სახელწოდების იდეა იძლევა დამუხტვის დონის გარკვევით გამოსახვას, რომელიც რაც უფრო მცირეა, მით უფრო გამჭვირვალე ხდება თვითონ სმარტფონი. ფერადი AMOLED ეკრანი, რომელიც აქტიურდება მუშაობის დროს, ელემენტის მაჩვენებლის შემცირებასთან ერთად, გადაირთვება შავ-თეთრ E-ink-ზე და სწორედ ამ გზით გვთავაზობენ ენერგომოხმარების შემცირებას ავტორები.

762553bff323.jpg

გარდა ამისა, შესაძლებელია ელემენტების მუშაობის გახანგრძლივება და ენერგიის მიღება გარე წყაროებიდან.

კორეელმა დიზაინერებმა - იონ კიონ ხვანმა და მიონ ხო კანმა მოიფიქრეს, თუ როგორ მოხდეს დამჯდარ ბატარეების დამუხტვა სპეციალურ მოწყობილობის გარეშე. კონცეპტ Charge Battery-ის იდეა გულისხმობს ამის გაკეთებას კინეტიკური ენერგიის გამოყენებით. საკმარისია ორი დაცლილი ელემენტის სხვადასხვა მხარეს შეტრიალება, რომ შიგნით დაყენებული მცირე ზამბარა მოქმედებაში მოიყვანს პატარა გენერატორს და ამგვარად, მომხმარებელს კიდევ ერთხელ შეეძლება შეხედოს მობილური ოპერაციული სისტემის ჩატვირთვის ეკრანს.

eb09612cac7d.jpg

ტელეფონის გზაში დატენვაზე რას იტყვით? ასეთი იდეის მაგალითი დემონსტრირებულ იქნა კომპანია Toyota-ს მიერ, ავტომობილ Toyota Avalon-ის ბაზაზე. გამოყენებული ტექნოლოგია eCoupled იძლევა ერთდროულად რამდენიმე მოწყობილობის დამუხტვის საშუალებას და მონაცემთა სინქრონიზებას - პლანშეტს ან სმარტფონსა და მანქანას შორის.

932f6b73b2c0.jpg

სამწუხაროდ, პრაქტიკაში დანერგვა იმით არის გართულებული, რომ მის სამუშაოდ აუცილებელია ელემენტის შეცვლა სმარტფონში (გავიხსენოთ დაუშლადი iPhone და მისი თანამოძმეები). ამგვარად, სანამ ამის გაკეთებას თვითონ მწარმოებლები არ დაიწყებენ, ტექნოლოგია მასობრივად არ გავრცელდება.

კიდევ ერთი საინტერესო ვარიანტი გახლავთ დამუხტვა - ავტობუსის გაჩერებაზე არსებულ, რეკლამურ ბანერის მეშვეობით, რომელიც წარმოადგინა კომპანია Crispin Porter + Bogusky-მ. ასეთი რამ უკვე დამონტაჟებულ იყო რამდენიმე ამერიკულ ქალაქში და მათი მეშვეობით ხდებოდა ენერგეტიკული სასმელების პოპულარიზაცია.

f6b56749830d.jpg

პლაკატში ინტეგრირებული USB-პორტი იძლეოდა საჭირო ხუთ ვოლტს, რაც სავსებით საკმარისი იყო მუსიკალური პლეიერის, ტელეფონის ან სათამაშო მოწყობილობის დამუხტვისთვის.

უფრო მეტი, ვიდრე ტელეფონი

მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ASUS-მა წარმოადგინა სმარტფონი, რომელსაც უნარი აქვს შეითავსოს სისტემური ბლოკის როლი, ყველაზე ‘მოდულური’ აპარატის ჯილდო ჯერჯერობით iPhone-ს ეკუთვნის. საქმე იმაშია, რომ ერთგვაროვანი მოდელთა რიგი და მათ შორის მცირე განსხვავება გაბარიტებში, გარე მწარმოებლებს საშუალებას აძლევს, რომ მასიურად მოახდინონ საკმაოდ საინტერესო აქსესუარების გამოშვება და იქიდან გამომდინარე, რომ iPhone პოპულარულია და მისი მფლობელები მზად არიან მასზე დამატებითი თანხების გაღებისთვის, შეიძლება ვისაუბროთ ზემოაღნიშნული ტიპის ტელეფონის გარკვეულ ახალგამომცხვარ სტანდარტის შესახებ.

რის მოფიქრება შეიძლება აქ? მაგალითად, არსებობს იდეა მოძველებულ სტაციონალური აპარატის - iPhone-სთვის განკუთვნილ დოკ-სადგურზე გარდაქმნისთვის. მის შემქმნელთა მტკიცებით, IP-ტელეფონური სფერო დამაჯერებლად ახდენს ტრადიციულ ქსელური ოპერატორების შევიწროებას, რაც ნიშნავს იმას, რომ დროა ადრეული კომუნიკატორების შეცვლა სმარტფონების დოკებისთვის. მოწყობილობა Desk Phone იძლევა საშუალებას, რომ აპარატი იყოს მუდმივად დამუხტული. გარდა ამისა, მას გააჩნია 3,5 მმ-იანი ყურსასმენების პორტი და სრულებით აუქმებს ძველი უბის წიგნაკის გახსნის აუცილებლობას.

501115e5aa3c.jpg

როგორ მოგწონს სარკიანი ფოტოაპარატის შექმნის იდეა iPhone-ის ბაზაზე, რომელიც ეკუთვნის დიზაინერ ჯერემი სალვადორს? ის გვთავაზობს კონცეპტ iPhone DSLR-ს, რომელიც პოპულარ სმარტფონს აქცევს ხსნადი ობიექტივების მქონე, სრულფასოვან DLSR-კამერად.

619e2727981a.jpg

ინგლისურ ენაში არსებობს საკმაოდ საინტერესო ცნება - retro-future, რაც ნიშნავს მომავლის წარმოდგენას წინა თაობების თვალით. შეიძლება ითქვას, რომ ყველა ზემოჩამოთვლილი კონცეპტი სწორედ მისი თანამედროვე ვარიანტია. რთულია იმის ვარაუდი, შეინარჩუნებენ თუ არა ეს ტექნოლოგიები ისეთივე სახეს, როგორც ფოტოსურათებზე. თუმცა მოდით, მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ და იმედი ვიქონით, რომ ასეთი და მსგავსი იდეები ფურცლებიდან რეალობაშიც გადმოინაცვლებს.

  • Upvote 4
Link to comment
Share on other sites

იმედია არ გაგვიცრუებენ ოპტიმისტური ხასიათის იმედებს/ლოდინს.

ფაქტია, რომ დღეს არსებული მობილურების 90% (100$+) ყველა ერთი სტილის, თაჩსქრინ ვერსიებია, რა თქმა უნდა "შიგნეულობას" საკმაოდ ხვეწენ-cpu-gpu-ram და ა.შ. მაგრამ ფორმა და ექსტერიერი თითქმის ერთი აქვთ და ვეჭვობ, დიდი ხნის სიცოცხლე ეწეროს ამ ბრტყელ და მთლიან კორპუსზე "გაშენებულ" ეკრანს, ამიტომ უახლოეს მომავალში აუცილებლად ვიხილავთ ზემოხსენებულ კონცეპტებს, ნუ, რა თქმა უნდა + - ცვლილებებით, რასაც დადებითად მივესალმები.

Link to comment
Share on other sites

იმედია მართლლა ვიხილავთ ახლო მომავალში დრეკად გამჭვირვალე დისპლეებსა და ენერგიის ხანგრძლივ წყაროებს ფართო გარცელეაში

მერე ალბათ ჰოლოგრამული ინტერფეისებიც შემოვა

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.