X-treme user Posted November 8, 2011 Share Posted November 8, 2011 Тგაგრილების სისტემების ტაივანურ მწარმოებელ Thermalright-ის საიტზე გაჩნდა ქულერ True Spirit 140-ის ფოტოსურათები და სპეციფიკაციები. მასზე დაკვირვებით, შეინიშნება 'Tower' ტიპის სხვა გადაწყვეტილება Archon-ის მოხაზულობა, მხოლოდ ახალი პროდუქტი მის გამარტივებულ ვერსიას მოგვაგონებს და ალბათ, მასზე იაფიც ეღირება. კონსტრუქციის ზომები შეადგენს 155(L) x 79,5(W) x 170 (H), მისი წონა დაახლოებით 950-960 გ-ია, ამასთან მისი 800 გ რადიატორზე მოდის. ის აღჭურვილია საფირმო TY-140 ფენით, 160 x 140 x 26,5 მმ-ით, რომლის წარმადობის დონეც 900-1300 ბრ/წთ-მდეა. გარდა ამისა, ის შედგება სპილენძის ნიკელირებული ძირის, 6 მმ დიამეტრის, ამდენივე სითბური მილაკისგან და ალუმინის ფირფიტების მჭიდრო მასივისგან. მხარდაჭერილია Intel (LGA775/1155/1156/1366) და AMD (AM2/AM2+/AM3/AM3+/FM1) პლატფორმები. როგორც ჩანს, კომპანია სრულებით მოახდენს Archon-ის ჩანაცვლებას - კიდევ უფრო დიდი ზომის ფენის მქონე, ახალ მოდიფიკაცია Archon Rev.A-ით, ხოლო TS-140 გახდება მისი 'ბიუჯეტური' ალტერნატივა. Overclockers.ua 3 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.