Jump to content

Ni-Cd და Li-ion ტიპის აკუმლატორები


Recommended Posts

პირველი Ni-Cd ტიპის აკუმლატორი გამოიგონა ვოლდერმან იუნგერმა.მასში გამოყენებული მასალები მაგ დროს ძალიან ძვირი და ძნელად მოსაპოვებელი იყო,

მაგრამ თექნოლოგიის დახვეწამ ეს აკუმლატორი პოპულარული გახადა გადასატანი ისეთ მოწყობილობებში,როგორიცაა: რადიოსადგურები,სამედიცინო მოწყობილობები და მობოლური ტელეფონები.

NiCd.jpg

2.jpg

ეს კი Ni-Cd აკუმლატორის სიგრძივი ჭრილი

Ni-Cd ტიპის აკუმლატორების დადებითი მხარეებია:

სწრაფი და მაარტივი დამუხტვის საშვალეება.დამუხტვა-დანმუხტვის 1000 მდე ციკლი სწორად ექსპლუატირების შემთხვევაში.დაბალი ტემპერატურისადმი მდგრადობა,უძლებს არასწორ ექსპლუატაციასაც კი.

ნაკლი:

დასატენ მოწყობილობაში ხანგრძლივი პერიოდით ყოფნა არასასურველია(აფუჭებს)მათ აქვთ შედარებით მაღალი თვითგანმუხტვა

რის შემდეგაც თავიდანვე ხდება დასამუხტი(გააჩნია შენახვის ვადას გამოუყენებლად)

ამპერი თუ ვერ გაიგეთ მაგ:ეს არის რამდენს იტევსაკუ მუხტს,

ვატი=ვოლტიXამპერზე

Ni-Cd აკუმლატორები თუ რაღაც პერიოდის განმავლობაში ბოლომდე არ განიმუხტა,დროთა განმავლობაში კარგავს მუშაობის ეფექტურობას,რადგან მის ფირფიტებზე წარმოიქმნება კრისტალები,რაც " მეხსიერების ეფექტის" შექმნას უწყობს ხელს.

Ni-Cd ტიპის აკუმლატორები შეიცავს კადმიუმს და მისი განადგურებისთვის სპეციალური ტექნოლოგიაა საჭირო.(ისეთი როგორიც აქვთ საქართველოში)

6280dwae.jpg

Ni-Cd აკუმლატორებს ფართო გამოყენება აქვს აკუმლატორიან ხელსაწყოებში

Ni-MH ტიპის აკუმლატორების დამზადება დაიწყო გასული საუკუნის 70-იან წლებში,ეს იყო მეტალ-ჰიდრიდის შენაერთი და სტაბილურობით არ გამოირჩეოდა,ამ სფეროში წარმატებას კი 1980 წელს მიაღწიეს.

ამ ტიპის ატუმლატორების დადებითი თვისებებია 30%ით გაზრდილი ტევადობა,იშვიათად სჭირდება ბოლომდე განმუხტვა,ანუ ნაკლები მიდრეკილება "მეხსიერების ეფექტი"-სადმი,დაბალი ტოქსიკურობა.

უარყოფითი მხარეებია დამუხტვა განმუხტვის ციკლების ნაკლები რაოდენობა,დაახლოებით 500,Ni-Cd კი 1000-ია. Ni-Cd ტიპის აკუმლატორთან შედარებით ბოლომდე დასამუხტად 2-ჯერ მეტი დროა საწირო, თვითგანმუხტვუის დიდი მაჩვენებელი,Ni-Cd აკუმლატორთან შედარებით დიდი ფასი.

სწორი ექსპლუატაცია

Ni-Cd ის აკუმლატორება გააჩნია "მეხსიერების ეფექტი"სადმი მიდრეკილება,ეს რომ არ მოხდეს,საჭიროა თვეში ერთხელ მათი ბოლომდე განმუხტვა,ანუ ვარჯიში.

შენახვისას სასურველია მშრალ და გრილ ადგილას მოთავსება.

LI-ion ის ტიპის აკუმლატორს არ გააჩნია "მეხსიერების ეფექტი"სადმი მიდრეკილება,მაგრამ 0 გრადუსზე დაბალ ტემპერატურაზე გამოყენებისას მალე ჯდება და შესძლებელია მისი მწყობრიდან გამოსვლაც.

ახალი ტელეფონის ყიდვისას სასურველია აკუმლატორის 3ჯერ დამუხტვა-განმუხტვა.

ნუ დამუხტავთ გრილ ან გახურებულ აკუმლატორს მანამ,სანამ მისი ტემპერატურა ოთახისას არ გაუტოლდება(10-20 გრადუსს)

LI-ion

LI-ion ტიპის აკუმლატორები ყველაზე მჩატე ლითონისგან მზადდება.ამ აკუმლატორზე პირველი ცდები 1912 წელს გილბერტ ნიუტონ ლიუისმა ჩაატარა,

ხოლო პირვალი კომერციული ეგზემპლარი 1970 წელს გამოჩნდა.ამ ტექნოლოგიის გაუმჯობესება დღესაც გრძელდება.

ლითიუმის შემცვლელი ელემენტების ორი ტიპი არსებობს: LI-ion და LI-pol. LI-ion ის შემთხვევაში გამოყენებულია ჟელესებრი ელექტროლიტი,LI-pol შემთხვევაში კი

ლითიუმის შემცველი ხსნარით გაჯერებული პოლიმერი.პოლიმერი მარტივად რომ აგიხსნათ,ეს არის მონომერის ანუ ერთი მოლეკულის თანმიმდევრობითი მიერთებით მიღებული გაერთიანება ანუ პოლიმერი,მათ მიღების რეაქციას კი პოლიმერიზაციის რეაქცია ეწოდება. მაგალითად პოლიეთილენის "ცელოფანი"ო რომ ამბობენ,იგი მიიღება ეთილენის პოლიმერიზაციის რეაქციის შედეგად.

LI-ion თიპის აკუმლატორების მახასიათებელი რამდენჯერმე აღემატება Ni-Cd და Ni-MH ის ტიპის აკუმლატორებს.მასში ენერგიის უფრო მაღალი სიმკვრივეა ,იმავე გაბარიტის მქონე Ni აკუმლატორებთან შედარებით 3ჯერ მეტი ვოლტი აქვს,1,2v ნაცვლად 3,6ვოლტი.თვითგანმუხტვა კი 5-10 % ია თვეში.მათ არ გააჩნიათ "მეხსიერების ეფექტი",დამუხტვა შესაძლებელია ნებუისმიერ დროს და სატენ მოწყობილობაში მისი დატოვება არ აზიანებს მას.

LI-ion თიპის აკუმლატორების ნაკლია:უსაფრთხოებისთვის საჭიროა დამატებითი მექამიზმის ჩადგმა,თუ აკუმლატორს არ იყენებთ და იგი უბრალოდ შენახულია,

განიცდის ამორტიზაციას.ნიკელ კადმიუმიანთან შედარებით მისი ფასი ძვირია.

Li-polimer ტექნოლოგია ყველაზე თანამედროვეა. იგივე ენერგიის სიმკვრივე აქვთ ,რაც Li-ion ს.

დადებითი მხარეა:მასალის პლასტიკურობა,რაც იძლევა იმის საშვალებას,რომ აკუმლატორს მიეცეს არასტანდარტული ფორმა.(შეგიძლია აკუმლატორი თითზე დაიხვიო და არ გაფუჭდეს)ამან მოხსნა მობილურის ფორმასთან დაკავშირებული შეზღუდვები.

ეს არის Li pol აკუმლატორი Li-Pol.jpg

  • Upvote 3
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.