Jump to content

რა არის კომპიუტერი და რისგან შედგება ის


Recommended Posts

  • 7 years later...
On 11/6/2011 at 1:46 AM, სოსო said:

დედა დაფა - Mainboard, Motherboard
ასევე ჩიპსეტი, სოკეტი და მისთანები....

ბექას სტატია მიკიპედიიდან -



დედა დაფა ეს პრინციპში არის კომპიუტერის ხერხემალი. ეს ის მოწყობილობაა რომელიც აბსოლუტურად ყველა კომპონენტს აერთიანებს - აკავშირებს ერთმანეთთან. დედა დაფა განსაზღვრავს პირველ რიგში თუ რა პროცესორი დაყენდება მასზე, რამდენი ცალი და რა ტიპის ოპერატიული მეხსიერება, რამდენი და რა ტიპის ვიდეო დაფა, აქვს თუ არა მას ინტეგრირებული ვიდეო დაფა და ინტეგრირებული ხმის დაფა, აქვს თუ არა მას ინტეგრირებული ქსელის დაფა (lan კარტა). დედა დაფა განსაზღვრავს რამდენი სატა, რომელი სატა (sata-300 თუ sata-600), რამდენი USB და რომელი USB (USB 2.0 თუ USB 3.0) პორტები ექნება მას, ექნება თუ არა მას IDE კონტროლერი და ფლოპი კონტროლერი, ასევე დედა დაფა განსაზღვრავს რა კვების ფაზები ექნება მას პროცესორისთვის და სხვა მოწყობილობებისთვის. მოკლედ დედა დაფა დედა დაფაა!

დედა დაფას აგებს ბევრი მწარმოებელი მაგრამ ყოველთვის დედა დაფა მორგებულია პროცესორზე. დესკტოპ სეგმენტისთვის ის იქნება ან AMD-ს სოკეტზე ან Intel-ის სოკეტზე. მაგალითად თუ გინდათ იყიდოთ AMD-ს პროცესორი მაშინ შესაბამისად AMD-ს დედა დაფა უნდა შეარჩიოთ. შერჩევა ხდება ასევე პროცესორის თაობის მიხედვით და იმის მიხედვით რომელს სოკეტზე მიდის იგი.

სოკეტი ფაქტიურად ეს არის ის ბუდე რომელშიც ჯდება პროცესორი. მაგალითად Intel-ის სოკეტებია 775, 1156, 1366, 1155, 1150, 2011 გამოვა (კიდევ არის ძველი სოკეტები). AMD-ს სოკეტებია მაგალითად AM2, AM2+, AM3, AM3+, FM1, FM2 სოკეტი. სოკეტს გააჩნია პინები - კონტაქტები რომლებიც აკავშირებენ პროცესორს დედა დაფასთან, Intel-ის სოკეტებზე ციფრები სწორედ ამ კონტაქტების რაოდენობას აღნიშნავს. AMD-ს სოკეტსაც აქვს თავისი პინები და განსაზღვრული რაოდენობით მაგალითად AM3 სოკეტს 941 პინი ანუ კონტაქტი აქვს პროცესორთან. ამ პინების რაოდენობით და სოკეტის სიგრძე სიგანით განისაზღვრება რომელი პროცესორი ჯდება ზედ. ინტელის შემთხვევაში ერთი სოკეტზე სხვა სოკეტის პროცესორები არ წავა, AMD-ს შემთხვევაში AM2+ სოკეტზე შესაძლებელია ზოგი AM3 პროცესორის დასმა. არსებობს LGA ტიპის და PGA ტიპის სოკეტები. სხვაობა იმაშია რომ LGA სოკეტზე მაზერზეა პინები გამოშვერილი და პროცესორს ეხება, ხოლო PGA ტიპის შემთხვევაში პროცესორზეა გამოშვერილი პინები და მაზერის სოკეტში უნდა ჩაერჭოს ყველა smile.gif. ამჟამად Intel-ი აწვება LGA-ს ხოლო AMD PGA-ს. თუმცა იყო დრო ინტელი PGA სოკეტებს უშვებდა, მოკლედ ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს.

000e3afe86b4.jpg

პროცესორის სოკეტი

 

გარდა სოკეტისა არსებობს ჩიპსეტი.

- მიშას სტატია მიკიპედიიან.
ჩიპსეტი ეს არის ლოგიკური ჩიპების ერთობლიობა რომელიც აერთიანებს ორ ხიდს ჩრდილოეთ ხიდს - North bridge (NB) და სამხრეთ ხიდს South bridge (SB). თუმცა დღეისათვის ინტელის და AMD-ჩიპსეტებში NB საერთოდ გაქრა რადგან ის კონტროლერები რომლებიც ჩრდილოეთ ხიდში უნდა ყოფილიყო პროცესორში გადავიდა და ახალი თობის პროცესორები ეს არის რეალურად CPU + NB. ჩრდილოეთ ხიდში იყო ინტეგრირებული ისეთი კომპონენტები როგორიც არის მეხსიერების კონტროლერი (IMC), PCI-e (PCI Express) კონტროლერი და ინტეგრირებული ვიდეო დაფა (რომლებიც ეხლა პროცესორში აღმოჩნდნენ). სამხრეთ ხიდში არის ხოლმე ინტეგრირებული ისეთი კონტროლერები როგორიც არის PCI (არ აგერიოთ PCI-e კონტროლერში), sata კონტროლერი, Raid კონტროლერი, USB კონტროლერი და ა.შ.
მოკლედ კონტროლერი ეს არის ლოგიკური ჩიპი რომელიც განსაზღვრავს თუ რამდენი და რა ტიპის კონკრეტული მოწყობილობა შეიძლება შეერთდეს დედა დაფაზე.
მაგალითად PCI-e კონტროლერი განსაზღვრავს რამდენი PCI-e არხი შეიძლება ჰქონდეს დედა დაფას (ან პროცესორს) 16, 32 თუ 40 და ა.შ. ამის მიხედვით განისაზღვრება მაგალითად რამდენი ვიდეო დაფა შეიძლება შევაერთოდ მაზერზე. და რა რეჟიმში იმშუავებენ ისინი. თუ გვაქვს 16 PCI-e არხი (line) შეგვიძლია შევაერთოდ ერთი ვიდეო დაფა რომელიც იმუშავებს 16X რეჟიმში ან ორი ვიდეო დაფა თითო 8X რეჟიმში (გაიყოფა ორივესთვის). ნუ გარდა არხებისა დედა დაფას უნდა ჰქონდეს შესაბამისი რაოდენობით PCI-e სლოტებიც. თუ მხოლოდ ერთი PCI-e სლოტია დედა დაფაზე ორ ვიდეოს ვერ დავაერთებთ ელემენტარულად.

1a654c10930a.jpg
არსებობს 1X, 4X, 8X და 16X PCI-e სლოტები. საინტერესოა რომ 16X სლოტში ჩვენ შეგვიძლია შევაერთოდ მაგალითად 1X გაფართოების დაფა (მაგალითად ხმის დაფა) და იმუშავებს უპრობლემოდ.
არსებობს სამი სტანრადტის PCI-e სლოტები 1.0 ვერსია, 2.0 ვერსია და უკვე დაიწყეს 3.0 ვერსიის გამოშვება. ყოველი მომდევნო ორჯერ უფრო მეტ გამტარობას იძლევა თითო არხზე (1X-ზე). თუმცა რეალურად დღეისათვის PCI-e 2.0 სრულად სკამრისია და მარაგიც კი რჩება მომავლისთვის.

ასევე მაგალითად ჩიპსეტი განსაზღვრავს რამდენი sata და რომელი sata მოწყობილობების მიერთება შეიძლება ზედ, sata-300 თუ sata-600. 6 ცალი სატა ვინჩესტერი თუ 4 და ა.შ. ამაზე პასუხს აგებს სატა კონტროლერი. ასევე მაგალითად Raid კონტროლერი ჩიპსეტში გასნაზღვრავს Raid-0 ყენდება მარტო ზედ თუ Raid1-იც და Raid5-იც და ა.შ.

მოკლედ რომ ვთქვათ ჩიპსეტი ეს არის კონტროლერების ერთობლიობა, რომლებიც განსაზღვრავენ რა მოწყობილობები და რა რაოდენობით ყენდება ზედ და ასევე ჩიპსეტი აკავშირებს ერთმაენთთან ყველა მოწყობილობას ხოლო დედა დაფა ეს არის უბრალო დაფა - ფირფიტა რომელზეც განლაგებულია ეს ჩიპსეტი და შესაბამისი მოწყობილობების სლოტები. ერთი და იგივე სოკეტზე ბევრი ჩიპსეტი შეიძლება იყოს მაგალითად 775 სოკეტზე იყო ბევრი ჩიპსეტი მათ შორის G31, P33, P45, X38, X48 ჩიპსეტები. AMD-ს ჩიპსეტებია მაგალითად 780G, 790GX, 890GX. ესენიც ძალიან ბევრია და თვლას ვერ ავუვალ რომ ჩამოვთვალო ყველა. ზოგიერთ სოკეტზე მაგალითად 1366 სოკეტზე მხოლოდ ერთი ჩიპსეტი X58 და მორჩა, თუ 1366 პროცესორს ყიდულობთ ერთადერთი დედა დაფა არის X58 ჩიპსეტი არჩევანში.

77a1f2243c77.jpg
ესეც სქემატურად ჩისპეტი. ეს სქემა ძველია და აქ AGP კონტროლერია მოყვანილი, თანამედროვებაში მანდ შეგვიძლია PCI-e კონტროლერი ჩავსვათ. თუმცა როგორც გითხარით ახალ ჩიპსეტებში Northbridge საერთოდ არ არის.

e93e68431f10.jpg
მაგალითად 1155 სოკეტის P67 ჩიპსეტის დიაგრამა. როგორც ხედავთ ჩრდილოეთ ხიდის ადგილას პირდაპირ პროცესორი ზის და ის არის პროცესორიც და ჩრდილოეთ ხიდიც.

გარდა ჩიპსეტში არსებული კონტროლერებისა დედა დაფის მწარმოებელმა შეიძლება თავისი ნებით დამატებით კოტროლერები დაამატოს. მააგლითად USB 3.0 ზოგიერთ დღეს არსებულ ჩიპსეტში არ არის რადგან ცოტა ახალი ხილია, ამის გამო დედა დაფის მწარმოებლები დამატებით კონტროლერს ამატებენ დედა დაფაზე USB 3.0 პორტებისთვის.
ასევე ადრე არსებობდა Nvidia-ს სპეციალური ჩიპსეტები (Nforce ჩიპსეტები) როგორც AMD ასევე Intel-ის პროცესორებისთვის და ამ ჩიპსეტების გამოშვების აზრი ის იყო რომ Nvidia-ს აკრძალული ჰქონდა SLI (ანუ რაომდენიმე ვიდეოს გადაბმა) სხვა ჩიპსეტებზე, თანამედროვე დედა დაფებისთვის Nvidia ჩიპსეტებს აღარ უშვებს (თუმცა ოფიციალურად ყველა დაფაზე დღესაც ვერ დააყენებთ SLI-ს), ხოლო AMD-ს Crossfire პრინციპში ყველა 2 და მეტ PCI-e სლოტიან დედა დაფაზე კეთდება.

ba2c22301872.jpg

ესეც დედა დაფა (DFI X58 UT). მასზე ვხედავთ პროცესორის სოკეტს (CPU), პინები არ ჩანს რადგან დამცველი ფირფიტა აფარია. აქვე აღვნიშნავ რომ სოკეტის გარშემო ოთხი ნახვრეტია ქულერის დასამაგრებლად და როგორც წესი ყველა სოკეტს თავისი სპეციალური სამაგრები უნდა პროცესორის ქულერის დასამაგრებლად (X ფორმის შავი კონტური სოკეტის კუთხეებში თეთრად ჩანს ნახვრეტები). თუმცა მაგალითად 1155 და 1156 სოკეტის სამაგრები ერთი ზომის არის და თავსებადია. ასევე თავსებადია მაგალითად AM2, AM2+ და AM3 სოკეტის ქულერის სამაგრები.

CPU fan - აქ ერთდება პროცესორის ქულერი და თუ თქვენ არ შეაერთებთ როგორც წესი დედა დაფა ტვინს გაგიბურღავთ CPU FAN error-ო. თუმცა შეიძლება მისი გამორთვა ბიოსიდან თუ თქვენ მაგალითად პასიურ გაგრილებას ან წ#$%ს გაგრილებას იყენებთ. ან შეგიძლიათ დამატებითი ვენტილატორი (FAN) შეაერთოთ ზედ, დედა დაფა ვერ მიხვდება რა მიაერთეთ მთავარია საქმით დააკავოთ :D

მეხსიერების ბარათის სლოტები ამ შემთხვევაში DDR3 სლოტებია და 6 ცალია რადგან ამ დედა დაფას აქვს ორ არხიანი და სამ არხიანი რეჟიმის მხარდაჭერა და თუ გვინდა რომ ორ და სამ არხიან რეჟიმში იმუშაონ ოპერებმა (რაც უკეთესია) მაშინ ერთი ფერის სლოტებში უნდა ჩავსვათ მეხსიერების მოდულები. არ აგვერევა DDR2 და DDR სლოტებში რადგან არათავსებადია და ელემენტარულად ფიზიკურად ვერ ჩავსვავთ DDR3 სლოტში DDR2 მეხსიერების მოდულს.

შემოხაზულია NB - ჩრდილოეთ ხიდი უზარმაზარი რადიაოტირთ და ასევე SB - სამხრეთ ხიდი შედარებით მომცრო რადიატორით უკეთესი გაგრილებისთვის.
ცალკე არის გამოყოფილი კვების ფაზები რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვანია დიდი სიმძლავრის პროცესორებისთვის და ასევე კარგი აჩქარებისთვის. არსებობს ციფრული და ანალოგური კვების ფაზები, ციფრული უფრო ეფექტურია მაგრამ მეტად ცხელდება, ხოლო ანალოგური უფრო გრილია მაგრამ თუ ციფრული 6 ცალი ეყოფა ანალოგური იგივე სიმძლავრეზე შეიძლება 12 ცალი დასჭირდეს პროცესორს.

ცალკე არის გამოყოფილი PCI-e 16X ზომის სლოტები აქედან ბოლო სინამდვილეში მხოლოდ X4 რეჟიმში მუშაობს და ამის ნახვა მწარმოებლის საიტზეც შეგიძლიათ და დედა დაფის მანუალშიც. ცალკეა PCI-e 4X ზომის სლოტი სხვა დამატებითი მოწყობილობებისთვის.

CMOS ქვეშ დამალულია ის ჩიპი რომელშიც არის ჩაწერილი ყველასთვის ნაცნობი BIOS-ი.
დედა დაფაზე ასევე არის PCI სლოტები, რომელბიც გამოიყენება მაგალითად დამატებით LAN ან აუდიო დაფებისთვის, ბევრად ძველია და არ უნდა აგვერიოს PCI-e სლოტში.

I - პროცესორის კვებისთვის აქ ერთდება კვების ბლოკიდან 4+4 პინიანი შესაერთებელი. ძველ დედა დაფებზე თქვენ უფრო ხშირად მხოლდო 4 პინიანს ნახავთ. ხოლო ზოგიერთ დედა დაფაზე ორი ცალი 8 პინიანიც შეიძლება ნახოთ, რომელსაც შესაბამისი კვების ბლოკიც დასჭირდება.

II - აქ ერთდება დედა დაფის კვებისთვის 20+4 პინიანი შესაერთებელი, რომელსაც ძველ დედა დაფებზე მხოლოდ 20 პინი ჰქონდათ.

III - აქ ერთდება კეისი წინა პანელზე გამოტანილი Power და Reset ღილაკების კაბელები ასევე HDD და Power LED კაბელები. როგორ და რანაირად ეს ყევლა დედა დაფის მანუალში წერია და არ არსებობს აბსოლუტური წესი, ზოგან ისეა ზოგან ასე (RTFM smile.gif).
ასეთივე ტიპის არის წინა პანელის აუდიო მოწყობილობების (მიკროფონი და "ნაუშნიკები") შესაერთებელი პინები Front panel audio რომელიც ყველა დაფაზე სხვადასხვა ადგილას არის განლაგებული და მანუალში წერია სად და როგორ შეაერთოდ სწორად.

IV - აქ ერთდება ასევე კეისის წინა პანელზე გამოტანილი USB პორტების კაბელები. ესეც დედა დაფის მანუალში უნდა ნახოთ როგორ თუმცა აქ წესი განსაზღვრულია და ყველა დედა დაფაზე ერთი პრინციპია.

V-ები, ისინი ბევრნი არიან და მანდ ერთდება დამატებითი ვენტილატორები (FAN) თუ თქვენ გაგრილება არ გყოფნით.

VI - ეს არის ისევ Reset და Power ღილაკები თუ თქვენ არ გინდათ დედა დაფის კეისში ჩადება თუმცა ასეთ რამეს ყველა დედა დაფაზე ვერ ნახავთ.

Post LED - ეს ლედი ჩართვისას გაჩვენებთ სპეციალურ კოდებს რომელიც აღნიშნავს თუ ჩატვრითვის რა პროცესშია დედა დაფა, ამოწმებს პროცესორს, ამოწმებს ოპერებს, ვიდეო დაფას და ა.შ. მოკლედ თუ სადმე გაიჭედათ შეგიძლიათ მანულში მოძებნოთ რა კოდზე და შესაბამისად რა მოწყობილობის გამო შეწყდა სისტემის ჩართვა.

ელემენტი - საჭიროა ისეთი ინფორმაციის შესანახად როგორიც არის საათი, თარიღი და ასევე ყველაფერი ის სისულელე რაც თქვენ ბიოსში შეცვალეთ და შეინახეთ. მისი ამოღებით 5-10 წუთის განმავლობაში ნულდება ყველაფერი ბიოსში და ის ცვლილებებიც რაც ბიოსში შეიტანეთ (მათ შორის დრო და თარიღიც!).

C - ეს არის CMOS clear ჯამპერი, ანუ როგორც ელემენტით ამ ჯამპერის გადანაცვლებით შეიძლება ბიოსის განულება ქარხნულ მონაცემებამდე და თუ სად არის ის განლაგებული და რომელი ჯამპერია ბიოსის განულების ესეც ზუსტად დედა დაფის მანუალში უნდა ნახოთ.

Floppy IDE - ეს არის ფლოპი დისკის შესაერთებელი პორტი და თანამდეროვე დედა დაფებზე უკვე გაქრა და სწორიც არის, რაღა დროს ფლოპია :chojinfc:

SATA სლოტები - მემგონი ყველაფერი გასაგებია აქ ერთდება სატა კაბელები HDD და DVD წამკითხველებისთვის.

IDE HDD-სათვის - პრინციპში აქ ერთდება როგორც HDD ასევე IDE DVD მოწყობილობები. ახალ დედა დაფებზე აღარ არის და აღარც არის საჭირო ისევე როგორც ფლოპი.

b74f54efee69.jpg

ესეც დედა დაფის უკანა პანელი რომელსაც თქვენი კეისის უკნიდანაც ხედავთ. აქ ერთდება ხელწრუწუნა (© მიშა) ანუ "მაუსი", კლავიატურა, USB მოწყობილობები, დინამიკები - სპიკერები, ქსელის კარტა, ინტეგრირებული ვიდეო დაფა (სურათზე არ არის) და ათასი უბედურობა, ყველა დაფას სხვადასხვა მოწყობილობები უერთდება სხვადასხვა რაოდენობით და დედა დაფის ყიდვისას და შერჩევისას შეგიძლიათ გაითვალისწინოთ ეს ფაქტიც.

მოკლედ დედა დაფის ნაწილიც საკმაოდ მსუყე გამოვიდა, სამწუხაროდ მე არც დრო, არც ენერგია და არც ცოდნა არა მაქვს რომ ყველა დეტალი ავღწერო, მაგრამ იმედია დაახლოებით მაინც ავხსენი თუ რა არის დედა დაფა, რა არის ჩიპსეტი და სოკეტი
მთავარია გვახსოვდეს რომ დედა დაფა და ის თუ რომელ სოკეტზე და ჩიპსეტზეა იგი დაფუძვნებული განსაზღვრავს რომელი პროცესორი წავა მასზე და რამდენი (სერვერულ დედა დაფებზე 2 და 4 პროცესორიც ჯდება - 2 და 4 სოკეტიანი დედა დაფები). ასევე დედა დაფა განსაზღვრავს DDR3 წავა ზედ DDR2 თუ SO-dimm (ლეპტოპის დედა დაფების შემთხვევაში). დედა დაფა განსაზღვრავს PCI-e ვიდეო დაფა წავა ზედ AGP (აღარ გამოდის!), თუ არქაული დედა დაფების შემთხვევაში PCI ვიდეო დაფებიც (ისევ არ აგვერიოს PCI-e სლოტში). და ასევე რამდენი ვიდეო დაფის შეერთება შეიძლება სწორედ დედა დაფაზე და მის ჩიპსეტზეა დამოკიდებული.
ასევე დედა დაფა განსაზღვრავს რამდენი ვინჩესტერი და რა ტიპის (IDE, sata) რამდენი USB და რა ტიპის (2.0, 3.0) პორტი აქვს მას.
დედა დაფა განსაზღვრავდა ინტეგრირებულია ზედ ვიდეო დაფა თუ არა, თუმცა როგორც გითხარით ახალ პროცესორებში უკვე უშუალოდ პროცესორშია ვიდეო ინტეგრირებული (თუ საერთოდ ინტეგრირებულ ვიდეოზეა საუბარი) მაგრამ ისევ დედა დაფას უნდა ჰქონდეს უკანა პანელზე ვიდეო პორტი რათა ზედ მონიტორი შევაერთოთ.

e7ac2281df8b.jpg

მაგალითად AMD-ს დედა დაფის უკანა პანელი სამივე ტიპის მონიტორის კაბელისთვის D-sub, DVI და HDMI

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.